ორაკული-პიროვნება ან ინსტიტუტი, რომელიც წარმოადგენდა წინასწამეტყველების ან ბრძნული რჩევის წყაროს ძველ საბერძნეთსა და აღმოსავლეთის ქვეყნებში. ასეთი საქმიანობა სარისკოდ ითვლებოდა სულიერი ჯანმრთელობისთვის, მაგრამ მსურველები ბევნი იყვნენ. ერთ-ერთი ასეთი ცნობილი ორაკული გახლდათ ტროფონი, რომელიც მდებარეობდა ბეოტიაში ქალაქ ლებადიასთან მთაზე. სამლოცველო გამოქვაბულში იყო განთავსებული.
ტროფონი და მისი ძმა აგამედი არგონავტ ერგინის შვილები იყვნენ. ისინი პირველი დელფოს ტაძრის ხუროთმოძღვრები გახდნენ. გადმოცემოთ, როცა ტაძრის მშენებლობა დასრულდა, ძმები ძილში გარდაიცვალნენ, რაც ღმერთების დიდი კეთილგანწყობის ნიშნად ითვლებოდა. რამდენიმე ხანში ბეოტიაში გვალვა დაიწყო. იმის გასარკვევად, რითი იყო გამოწვეული ასეთი სასჯელი და რა საშუალებით უნდა განთავისუფლებიყვნენ მისგან, დელფოში გაიგზავნა დელეგაცია. პითიას პასუხი იყო ასეთი: "მსხვერპლი შესწირეთ ორაკულ ტროფონს". პრობლემა მდგომარეობდა იმაში, რომ არავინ იცოდა სად მდებარეობდა ორაკული ტროფონი.






















