1901 წელს მყვინთავებმა კუნძულ ანტიკიტერთან, 200 მეტრის სიღრმეზე ძველი ხომალდის ნამსხვრევები აღმოაჩინეს. არქეოლოგებმა შეისწავლეს ხომალდის დაღუპვის მიზეზები. აღადგინეს რამდენიმე ბრინჯაოსა და მარმარილოს ქანდაკება. ეროვნული მუზეუმის არქეოლოგმა ვალერიოს სტალსმა შეისწავლა ნაპოვნი ბრინჯაოს ფრაგმენტები. მათში მან შეიცნო მექანიზმი. 2000 წლის მექანიზმი დერეკ ჯ.დე პრაისის აზრით იყო ვარსკვლავებისა და პლანეტების მოძრაობის გამოსათვლელი მოწყობილობა. ეს მოწყობილობა ახლა ინახება საბერძნეთის ეროვნულ არქეოლოგიურ მუზეუმში და რჩება ყველაზე რთულ სამეცნიერო მოწყობილობად, რომელიც უძველესი დროიდან შემორჩა.
Wednesday, 8 January 2020
Monday, 6 January 2020
ამოუცნობი ეგვიპტე_ეგვიპტელებმა ამერიკა კოლუმბამდე დიდი ხნით ადრე აღმოაჩინეს
ეგვიპტოლოგებმა 3000 წლის წინანდელ მუმიებში კოკაინისა და თამბაქოს კვალი აღმოაჩინეს. ჩანს ფარაონების დროიდან მოყოლებული კარგად იყო ცნობილი კოკაინი და თამბაქო. სავარაუდოდ ეგვიპტელები მათ იმპორტს ეწეოდნენ ამერიკიდან და კოლუმბამდე დიდი ხნით ადრე აღმოაჩინეს ამერიკა. ამ ინფორმაციამ უარყო მანამდე არსებული მეცნიერ-ისტორიკოსთა მონაცემები.
ამ გამოცანის ამოსახსნელად კვლევა დაიწყო ჯერ კიდევ 1992 წელს. მიუნჰენის მუზეუმის კურატორებმა ერთ-ერთი მუმიის მასალაზე ჩაატარეს სამეცნიერო ტესტი. მუმია ეკუთვნოდა ქურუმ ჰენთავის. ექსპერიმენტის დროს მუზეუმის თანამშრომლებმა მიმართეს ტოქსიკოლოგს. ანალიზის შედეგად მუმიის თმებში აღმოჩნდა კოკაინისა და თამბაქოს კვალი.
ძველი ცივილიზაციის გზავნილი_ჯუდაკულას და მარაგატერის ქვები
ჯუდაკულას ქვის ფილა ამოუცნობი ნიშნებით კიდევ ერთ გამოცანად რჩება მსოფლიოს საზოგადოებისთვის. უძველესი ქვა აღმოაჩინეს 1850 წელს ჩრდილოეთ ამერიკაში. ამოტვიფრული ნიშნების გაშიფვრა ჯერჯერობით ვერ მოხერხდა. მეცნიერები თვლიან რომ საიდუმლო ნიშნები ჯუდაკულას ქვაზე გაკეთებულია 10 ათასზე მეტი წლის წინ. ბიოლოგებს მიაჩნია, რომ ნახატები წარმოადგენს სიცოცხლის მიკროსკოპულ ილუსტრაციას.
Sunday, 5 January 2020
უძველეს ხალხთა ოპტიკური ინსტრუმენტები: მთის ბროლის ლინზები
შეეძლოთ თუ არა ადამიანებს რამდენიმე ათასი წლის წინ შეექმნათ ზუსტი ოპტიკური ხელსაწყოები? რობერტ ტემპლი, რომელმაც სახელი გაითქვა წიგნით "სირიუსის საიდუმლო", დარწმუნებულია ამაში და მიაჩნია, რომ ამის დამამტკიცებელი მასალები სპეციალისტებს ჯერ კიდევ ასი წლის წინ ჰქონდათ. მუზეუმებში ინახება დიდი რაოდენობით არტეფაქტები, რომელიც შეცდომით გატარებულია როგორც სამკაულები. მათი დანიშნულება კი აბსოლუტურად სხვა რამ იყო-ცალკეული მიკროსკოპული ობიექტების ხილვადობის გაუმჯობესება, მზის სხივის ფოკუსირება ცეცხლის დასანთებად, სამედიცინო მიზნები, მეტალურგია და ასტრონომია.
ბევრი ხალხის კლასიკურ ტექსტებში, ისევე როგორც ზეპირ კულტურულ და რელიგიურ ტრადიციაში, არსებობს მინიშნებები ოპტიკური ხელსაწყოების არსებობის შესახებ. სამეცნიერო წრეებში დიდი ხანია დამკვიდრდა უარყოფითი ტრადიცია, რომელიც არ აღიარებს განვითარებული ტექნოლოგიების არსებობას უძველეს ხანაში.
ნეპალის "ციური" გამოქვაბულები
ჰიმალაის მთებში, 50 მეტრის სიმაღლეზე განთავსებულია კლდეში ნაკვეთი გამოქვაბულები. გამოქვაბულების აგების მიზანი გაურკვეველია, ისევე როგორც მათი ამგებთა ვინაობა. ასევე საიდუმლოდ რჩება, როგორ ახერხებდნენ ამ სიმაღლეზე ასვლას ადგილობრივები. 10 ათასი მსგავსი გამოქვაბული იქნა აღმოჩენილი ამ ისტორიულ რეგიონში, მუსტანგის ყოფილ სამეფოში, რომელიც მდებარეობს თანამედროვე ნეპალის ჩრდილოეთ ნაწილში. ამ გამოქვაბულებში მოხვედრა მხოლოდ ალპინისტის აღჭურვილობითაა შესაძლებელი. ერთადერთი შესასვლელი ციცაბო კლდეზეა. ამიტომ სრულიად გაუგებარია, რანაირად ადიოდა აქ ხალხი. ნეპალთან შეერთებამდე (XVIII ს.), მუსტანგი სუვერენული სამეფო იყო. გასული საუკუნის ბოლომდე იქ უცხოელისთვის მოხვედრა მეტად რთული გახლდათ. ამ იზოლაციის დამსახურებით ტიბეტის ისტორიის ეს უნიკალური მტკიცებულებები ხელუხლებელი დარჩა. გამოქვაბულები მთის რბილ ქანებშია გამოკვეთილი. ზოგიერთი გამოქვაბული ათსართულიანი სახლის სიმაღლეზეა განთავსებული.
4,5 მილიონი ნიჟარისგან შექმნილი საიდუმლოებით მოცული მღვიმე მიწისქვეშ
მღვიმე "Shell Grotto" აღმოაჩინა ფერმერმა დიდ ბრიტანეთში 1835 წელს საკუთარი მიწის ნაკვეთზე, რომელიც გახლავთ ნიჟარებისგან შექმნილი მიწისქვეშა მღვიმე. ეს საოცარი ქმნილება დღემდე არ ასვენებს მეცნიერებს, არქეოლოგებს და რჩება ამოუხსნელ გამოცანად. მღვიმე პატარა ქალაქ მარგეიტში მდებარეობს ლა მანშის სრუტესთან ახლოს.
Wednesday, 1 January 2020
Tuesday, 31 December 2019
რომაული დოდეკაედრის საიდუმლო
ეს რომაული დოდეკაედრი თარიღდება ჩვ.წ.აღ-ის მე-2, მე-3 საუკუნით და აქვს 4-11 სმ-ს დიაპაზონი. დღეისთვის აღმოჩენილია ასი ასეთი არტეფაქტი ბელგიის, გერმანიის, საფრანგეთის, ჰოლანდიის, ავსტრიის და შვეიცარიის ტერიტორიებზე.
რომაული დოდეკაედრები ბრინჯაოსგანაა დამზადებული. თვითეულ ხუთწახნაგას მრგვალი ბურთულები ამშვანებს. 200 წელი გავიდა მას მერე, რაც პირველი დოდეკაედრი აღმოაჩინეს, მაგრამ დღემდე მათი დანიშნულება ჯერ ვერ გაარკვიეს. დიდ გამოცანას წარმოადგენს ამ საგნების შექმნის მიზანიც. უამრავი თეორია და ვარაუდი გაჩნდა მათი ფუნქციების გარკვევასთან დაკავშირებით. ზოგის აზრით ესაა შანდლები, სათამაშო კოჭები, ჯარის შტანდარტის ელემენტები, კვერთხის მოსართავი ან უბრალოდ გეომეტრიული სკულპტურები და ა. შ.
Saturday, 28 December 2019
ჩინეთის სამაროვანში აღმოჩნდა ძველი ლეგენდებიდან ცნობილი "უკვდავების ელექსირი"
2018 წელს ჩინელმა არქეოლოგებმა ხენანის პროვინციაში აღმოაჩინეს 2 ათასი წლის სამაროვანი. ის მიეკუთვნება "დასავლეთ ხანის" დინასტიის წარჩინებულ გვარს. სამარხი 210 კვ.მ-ია. მასში აღმოჩნდა დიდგვაროვნის კარგად შემონახული ნეშთი და უამრავი არტეფაქტი: თიხის ქოთნები წარწერებით, ნეფრიტის ნაკეთობები, ბატის ფორმის ლამპარი.
არქეოლოგები დაინტერესდნენ ბრინჯაოს სასმისით, რომელშიც სამ ლიტრ-ნახევარი ყვითელი გამჭვირვალე სითხე იყო. სუნით ის ალკოჰოლურ სასმელს წააგავდა. მეცნიერებმა იფიქრეს, რომ მათ წინაშე იყო უძველესი ღვინო ან ბრინჯის ლიქიორი. ასეთ სასმელს ადრე ხშირად ნახულობდნენ ხოლმე.
Friday, 27 December 2019
ვინ გათხარა ევროპის ქვეშ გვირაბები?
ევროპაში აღმოჩენილია უამრავი მიწისქვეშა გვირაბი. ეს გვირაბები შოტლანდიიდან, ირლანდიიდან მიემართება ესპანეთისკენ და აქედან თურქეთისკენ.
ჟურნალ "Der Spiegel"-ის თანახმად ამ გვირაბების უპირველესი მკვლევარი გახლდათ მღვდელი ლამბერტო კარნერი, რომელმაც სანთლით ხელში 400 გასასვლელი გაიარა და აღწერა ისინი, როგორც "უცნაური გასასვლელები ჰაერის დინებებით".
Wednesday, 25 December 2019
ვის შეეძლო ლოდის ასე გაჭრა?
საუდის არაბეთის უდაბნო ან-ნაფუდში მდებარეობს ოაზისი თიმა. ეს ოაზისი უძველესია და თიამათის სახელითაა ნახსენები ასირიულ ფილებზე ჩვ.წ. აღ.-მდე მე-8 საუკუნეში. ნახსენებია ის აგრეთვე ბიბლიაში. ეს ადგილი არქეოლოგებსა და უამრავ ტურისტის იზიდავს.
თიმას ყველაზე იდუმალებით მოცული ღირსშესანიშნაობა გახლავთ კლდე ალ-ნასლა. ესაა უშველებელი, შუაზე გაჭრილი კირქვის კლდის ლოდი. ამასთან ორ ნახევარს შუა ნაპრალი არის იდეალურად ვიწრო და თანაბარი.
Saturday, 21 December 2019
ტროვანტების საიდუმლო: ცოცხალი ქვები, რომელსაც გამრავლების უნარი აქვს
რთულად დასაჯერებელია, რომ შესაძლოა არსებობდეს ქვის ფორმა, რომელიც იზრდება, სუნთქავს და მრავლდება. მაგრამ ფაქტებს წინააღმდეგობას ვერ გაუწევ. ასეთია სწორედ ტროვანტები, ანუ "ცოცხალი "ქვები. ტროვანტები ყველაზე დიდი რაოდენობით თავმოყრილია რუმინეთში. ერთი შეხედვით ჩვეულებრივ ქვებს ჰგავს. წვიმის შემდეგ კი "გაცოცხლებას" იწყებს: იზრდება ზომაში, ამრავლებს "შვილებს" და სუნთქავს.
Friday, 20 December 2019
პროტოიბერიული ანუ მედიტერანული სამყარო_კ რ ე ტ ა-მ ი ნ ო ს ი ს ცივილიზაცია ( ნაწილი III )
პროტოიბერიული ანუ მედიტერანული სამყარო_კ რ ე ტ ა-მ ი ნ ო ს ი ს ცივილიზაცია ( ნაწილი II)
კრეტა, უპირველეს ყოვლისა, ასოცირდება ლაბირინთთან და მინოტავრთან, რომელიც უკავშირდება დედალოსის სახელს. დედალოსი ბერძნულ მითოლოგიაში ცნობილია როგორც მხატვარი, მოქანდაკე, ხუროთმოძღვარი და ინჟინერი. დედალოსის ქანდაკებები ცოცხალივით გამოიყურებოდა, ვინაიდან ისინი მოძრაობდა. მანვე გამოიგონა სადურგლო იარაღები. უფრო მეტად კი სახელი გაითქვა ხელოვნური ფრთების შექმნითა და ეგვიპტის ლაბირინთის აგებით. ერთ–ერთი ლეგენდის მიხედვით დედალოსმა დანაშაული ჩაიდინა. მასთან მისი ნათესავი ახალგაზრდა ცხოვრობდა, რომელსაც ის საკუთარ ცოდნას გადასცემდა. ბიჭი დედალოსზე უფრო ნიჭიერი აღმოჩნდა. მან დედალოსის დაუხმარებლად დაამზადა ხერხი და ფარგალი. დედალოსი შეაშინა პოტენციური პრეტენდენტის არსებობამ, კლდეზე მოტყუებით აიყვანა და იქიდან გადმოაგდო. მას ათენიდან გაძევება მიესაჯა. სახელგანთქული ოსტატი კუნძულ კრეტაზე გაიქცა მინოსთან, რომელმაც ის სიხარულით მიიღო. დედალოსი მეფეს მოძრავი თოჯინებით ართობდა. მის საყვარელ ქალიშვილს არიადნეს კი საცეკვაო მოედანი მოუწყო.
Thursday, 19 December 2019
პროტოიბერიული ანუ მედიტერანული სამყარო_კ რ ე ტ ა-მ ი ნ ო ს ი ს ცივილიზაცია ( ნაწილი I )
მედიტერანულ სამყაროში კრეტა-მინოსის ცივილიზაციას ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. ცნობილ მეცნიერთა მიერ გამოთქმულ აზრს, რომ ეს ცივილიზაციაც პროტოიბერთა სამყაროს ნაწილი იყო, ბოლო დროს ჩატარებულმა არქეოლოგიურმა და გენეტიკურმა კვლევებმა გაუმყარეს საფუძველი. არქეოლოგიური მონაცემებმა აჩვენეს მინოსური კრეტის მატერიალური კულტურის მსგავსება აღმოსავლეთ ანატოლიასთან. მინოსელთა სავარაუდო წინაპრებად ასახელებენ ხალაფას და ახლა უკვე მტკვარ-არაქსის კულტურის მოსახლეობას, რომელიც მიეკუთვნება მე-5 და მე-4 ათასწლეულს ჩვ.წ.აღ-მდე, ჩრდილოეთ შუამდინარეთსა და აღმოსავლეთ ანატოლიაში (თანამედროვე სირიისა და თურქეთის საზღვარზე). მინოსურ კულტურას უკავშირებენ ბალკანეთის ნახევარკუნძულის ბერძნებამდელ მოსახლეობასაც ანუ პელაზგებს, აგრეთვე ჩრდილოეთ აფრიკის უძველეს მოსახლეობას (გარამანტები, ბერბერები). ბოლო დროს ჩატარებული მინოსელთა დნმ-ის ანალიზებით დადგინდა მინოსელთა და მიკენელთა მჭიდრო გენეტიკური კავშირი. მათ გენომეს დიდი ნაწილი (62-86 %) მიიღეს სამხრეთ-დასავლეთ ანატოლიის ადრეულ მიწათმოქმედთაგან. როგორც მინოსელებს, ასევე მიკენელებს დნმ-ის (9-32 %) მემკვიდრეობით მიიღეს აღმოსავლეთ კავკასიისა და ჩრდილოეთ ირანის უძველესი მოსახლეობისგან, ამასთან ეს ხდებოდა მინოსელებისა და მიკენელების გაყოფამდე. მიკენელთა დნმ-ის 4-16 % კი დაკავშირებულია აღმოსავლეთ ევროპისა და ციმბირის ძველ მოსახლეობასთან.
Sunday, 15 December 2019
პროტოიბერიული ანუ მედიტერანული სამყარო_გ უ ა ნ ჩ ე ბ ი
კანარის არქიპელაგის ყველაზე დიდი კუნძულებია ტენერიფე და გომერი. როცა ესპანელები მე-14 საუკუნეში პირველად გამოჩნდნენ ტენერიფეზე, იქ მცხოვრებმა გუანჩებმა ისინი გულღიად მიიღეს. ესპანელები არ ელოდნენ აქ თეთრკანიან მოსახლეობას. მოგვიანებით, როცა ესპანელებმა მათი შევიწროვება დაიწყეს, გუანჩები აჯანყდნენ საკუთარი თავისუფლების დასაცავად. მაგრამ ესპანალები გაცილებით მეტნი და უფრო უკეთ შეიარაღებულნი იყვნენ და საბოლოოდ დაიპყრეს კანარის არქიპელაგი. ახლა ეს კუნძულები ესპანეთს ეკუთვნის. თანამედროვე გუანჩებზე დიდია ესპანური გავლენა, მაგრამ მათ მაინც შეინარჩუნეს წინაპრების მახასიათებლები.გუანჩები-არაჩვეულებრივი ხალხი, რომელიც დიდი ხანია ცხოვრობს კანარის კუნძულებზე, მაგრამ გაუგებარია რანაირად მოხვდნენ აქ, ვინაიდან არ იცნობენ სანაოსნო ხელოვნებას.
Wednesday, 11 December 2019
პროტოიბერიული ანუ მედიტერანული სამყარო_გ ა რ ა მ ა ნ ტ ე ბ ი
2900 წლის წინ ლიბიის ტერიტორიაზე არსებობდა ერთ-ერთი უძლიერესი სამეფო გარამანტის სახელწოდებით. მეცნიერთა აზრი ამ სამეფოსთან დაკავშირებით ერთმანეთს ემთხვევა. გარამანტები იყვნენ ეგვიპტელთა მიერ განადგურებული ''ზღვის ხალხები'', რომლებიც გამოსული იყვნენ აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთიდან და იყვნენ კრეტის კულტურის მატარებელნი. ისინი ჩრდ. აფრიკის ტერიტორიაზე-ლიბიაში ძვ.წ. მე-14 ს-ში ცხოვრობდნენ. მოგვიანებით ნელ-ნელა შეერივნენ ადგილობრივ ლიბიურ ტომს(ტემეჰუ). მკვლევარები აღნიშნავენ, რომ სუფიქსი-ანტი სიტყვაში "გარამანტი" პელაზგური წარმოშობისა უნდა იყოს. გარამანტების მითოსურ წარმოშობაზე საუბრობს ჰეროდოტე თავის "ისტორია"-ში, რომლის მიხედვით კრეტის მეფე მინოსმა საკუთარი ასული აკაკალიდა დაასახლა აფრიკაში-ლიბიაში. ქალმა აპოლონისგან გააჩინა ვაჟი გარამანტი, რომელიც გახდა მამამთავარი გარამანტებისა.
Tuesday, 12 November 2019
უცნობი ცივილიზაციის უძველესი მიწისქვეშა ტაძარი ჰიპოგეუმი მალტაზე
ჰიპოგეუმი ჰალ საფლიენი ერთ-ერთი ექსტრაორდინალური და უნიკალური ადგილია დედამიწაზე. ის გამოკვეთილია კლდეში. ჰიპოგეუმი ლათინურად ნიშნავს მიწისქვეშ საცხოვრებელს. ყველაზე ძველი ზედა ოთახების ფენა თარიღდება დაახლოებით 3150-2500 წ-ით ჩვ.წ.აღ-მდე. ზოგიერთი მიწისქვეშა პალატა იმეორებს მიწისზედა ტაძრების არქიტექტურულ ფორმებს. გათხრების დროს აღმოჩნდა მძინარე ქალის ცნობილი ქვის ქანდაკება.
Subscribe to:
Posts (Atom)





















