ევროპაში აღმოჩენილია უამრავი მიწისქვეშა გვირაბი. ეს გვირაბები შოტლანდიიდან, ირლანდიიდან მიემართება ესპანეთისკენ და აქედან თურქეთისკენ.
ჟურნალ "Der Spiegel"-ის თანახმად ამ გვირაბების უპირველესი მკვლევარი გახლდათ მღვდელი ლამბერტო კარნერი, რომელმაც სანთლით ხელში 400 გასასვლელი გაიარა და აღწერა ისინი, როგორც "უცნაური გასასვლელები ჰაერის დინებებით".
გერმანელმა არქეოლოგმა, დოქტორმა ჰენრიხ კუშმა გამოსცა წიგნი სახელწოდებით "ძველი სამყაროს მიწისქვეშა კარების საიდუმლო". მას მიაჩნია, რომ გვირაბები გაჩნდა ჯერ კიდევ ქვის ხანაში 5000 წლის წინ. ისინი, როგორც წესი, მდებარეობს ადამიანთა იმდროინდელ სადგომებთან ახლოს. ამბობენ, ზოგიერთი გვირაბი 12000 წლისაც უნდა იყოს. რთულია იმის თქმა, რომ წიგნის გამოსვლამდე საერთოდ უცნობი იყო გვირაბების არსებობის შესახებ რაიმე, მაგრამ ამის აფიშირებას არ ახდენდნენ და დუმილს ამჯობინებდნენ. ამ მხრივ, წიგნის გამოსვლა დიდ მოვლენად იქცა და გარღვევის ეფექტი იქონია. ზოგი არ ენდობოდა ამ ინფორმაციის. მაგრამ ფაქტებთან კამათი ძალზედ რთულია.
აღმოჩენილი გვირაბებს გაუკეთდა რადიონახშირბადის ანალიზი, რომელმაც აჩვენა რომ მიწისქვეშა გვირაბები 5000 წლისაა. ყველაზე გვიანი, შუასაუკუნეების ჩეხეთშია აღმოჩენილი, რომელიც მიემართება ავსტრიისკენ.
კვლევების დროს გაირკვა, რომ ევროპული ტაძრებისა და მონასტრების უმეტესობა აგებულია კატაკომბების შესასვლელების თავზე. რაც შემთხვევითი არ უნდა იყოს. სავარაუდოდ ეკლესიის მსახურებმა კარგად უწყოდნენ უცნაურ მიწისქვეშა გზებზე. ევროპულ გვირაბებს ერთნაირი თაღოვანი კონსტრუქცია აქვს. სიმაღლე 70 სმ. ხშირ შემთხვევაში გვირაბები ერთმანეთთან დაკავშირებულია 40 სმ-ის დიამეტრის გასასვლელებით, რომელშიც გაძვრომა ჩვეულებრივ ადამიანს გაუჭირდება. გზად დასასვენებელი ადგილებიც გვხვდება. კუშს მიაჩნია, რომ ადრე მიწისქვეშა ქსელი უფრო დიდი იყო, მაგრამ მისი ნაწილი ნელ-ნელა დაინგრა, ან ჯერ არ არის აღმოჩენილი.
ბავარიაში 700 გვირაბი იქნა აღმოჩენილი, ხოლო ავსტრიაში 500. ხალხში მათ უცნაურრ სახელები აქვს: "გობლინების ხვრელი", "მანდრაგორების გამოქვაბული". გადმოცემის მიხედვით, ისინი შედიოდნენ გრძელი გვირაბების შემადგენლობაში, რომელიც აკავშირებდა ციხესიმაგრეებს.
წიგნში აღნიშნულია, რომ სამლოცველოები ხშირად იგებოდა გვირაბების შესასვლელთან. ბევრი გვირაბი მიწით ამოივსო და შესასვლელები ამოგმანულია. ხანდახან გამოქვაბულებში წააწყდებით რელიეფებს. ასე მაგალითად, ქალაქ ლინდაუს მახლობლად, ბოდენის ტბასთან გამოსახულია ტყის სული (გობლინი). ზოგიერთ ქრონიკაში მინიშნებაა ამ გვირაბებზე, როგორც ჯოჯოხეთისკენ მიმავალ გზებზე.მსგავსი გადმოცემები საერთოს პოულობს კელტურ მითებთან, სადაც მითიური ტუატა დე დანაანის ხალხი გაყარა ზღვიდან მოსულმა ხალხმა. ამიტომ ისინი გადავიდნენ მიწისქვეშა სამყაროში, სადაც მათ მარადიული ცხოვრება ელოდათ. ეს ხალხი ცხოვრობდა გამოქვაბულებსა და ჯადოსნურ ყორღანებში. ისინი ხალხს მართავდნენ მეცნიერებისა და ჯადოქრობის დახმარებით. მათი მმართველობის ხანას ირლანდიაში თვლიდნენ ოქროს ხანად.
No comments:
Post a Comment