Tuesday, 12 November 2019

გამოქვაბული გჰარ დალამი მალტაზე_გენეტიკური მუტაციის ცხოველთა სამარხი






გჰარ დალამის გამოქვაბული იმითაა საინტერესო, რომ სწორედ აქაა მიკვლეული ადამიანთა დასახლების ადრეული ნიშანი, რაც 7400 წლის წინანდელი უნდა იყოს. გამოქვაბულში მოპოვებული ექსპონატების დიდი ნაწილი მუზეუმშია გადატანილი.

გამოქვაბულში აღმოჩენილია უძვლეს ცხოველთა ჩონჩხები, რომელთაც აშკარად ეტყობა გენეტიკური მუტაციის შედეგი. მეცნიერებმა ამ გამოქვაბულში აღმოაჩინეს უამრავი მონსტროიდულ არსებათა ძვლები. აქვე იყო გოლიათებისა და ჯუჯების ნაშთები. გრუნტი სავსეა ანომალური ჩონჩხებით. არქეოლოგებმა მოიპოვეს გედის ჩონჩხი, რომელიც სირაქლემის ზომისაა, თაგვი-კატის ზომის, ირემი-ჟირაფის ზომის. ყველაზე შთამბეჭდავი აღმოჩნდა ძაღლის ზომის დათვი და კატის ზომის ბეჰემოთი. ამასთან, ყველა ჩონჩხი ზრდასრულ ცხოველს ეკუთვნის. ძვლების ანალიზის შედეგად გაირკვა, რომ სამარხი გაჩნდა 13-20 ათასი წლის წინ. ადგილობრივი მოსახლეობა ამბობს, რომ კაცობრიობის ისტორია მალტიდან დაიწყო და აქ ცხოვრობდნენ ატლანტთა შთამომავალები.

ჯუჯა სპილო


ბეჰემოთი


ჟირაფი 










No comments:

Post a Comment