2900 წლის წინ ლიბიის ტერიტორიაზე არსებობდა ერთ-ერთი უძლიერესი სამეფო გარამანტის სახელწოდებით. მეცნიერთა აზრი ამ სამეფოსთან დაკავშირებით ერთმანეთს ემთხვევა. გარამანტები იყვნენ ეგვიპტელთა მიერ განადგურებული ''ზღვის ხალხები'', რომლებიც გამოსული იყვნენ აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთიდან და იყვნენ კრეტის კულტურის მატარებელნი. ისინი ჩრდ. აფრიკის ტერიტორიაზე-ლიბიაში ძვ.წ. მე-14 ს-ში ცხოვრობდნენ. მოგვიანებით ნელ-ნელა შეერივნენ ადგილობრივ ლიბიურ ტომს(ტემეჰუ). მკვლევარები აღნიშნავენ, რომ სუფიქსი-ანტი სიტყვაში "გარამანტი" პელაზგური წარმოშობისა უნდა იყოს. გარამანტების მითოსურ წარმოშობაზე საუბრობს ჰეროდოტე თავის "ისტორია"-ში, რომლის მიხედვით კრეტის მეფე მინოსმა საკუთარი ასული აკაკალიდა დაასახლა აფრიკაში-ლიბიაში. ქალმა აპოლონისგან გააჩინა ვაჟი გარამანტი, რომელიც გახდა მამამთავარი გარამანტებისა.
მითების მკვლევარ რობერტ გრეივსს მიაჩნია, რომ სიტყვა გარამანტის ეტიმოლოგია
მითების მკვლევარ რობერტ გრეივსს მიაჩნია, რომ სიტყვა გარამანტის ეტიმოლოგია
უნდა უკავშირდებოდეს სიტყვა გარა-ს, რაც ნიშნავს ადამიანს. გარამანტები ანუ ''გარას ხალხი''. გრეივსის ერთ-ერთი ვერსიით გარამანტები დაკავშირებული იყვნენ სივას ოაზისთან, რომელიც ისტორიული ლიბიისა და ეგვიპტის საზღვართან მდებარეობს. ეს ადგილი უძველეს დროს ცნობილი იყო ამონის ტაძრით და მსხვილი რელიგიური ცენტრი გახლდათ. ამ ვერსიის მიხედვით სივას მოსახლეობის ნაწილი გადასახლდა ფეცანში და ეწოდათ გარამანტები. გარამანტთა ამონის კულტი გადავიდა დოდონეში (საბერძნეთი). გარამანტების კავშირზე ამონის კულტთან მიუთითებს სახელი ნესამინი, რომელიც ითვლებოდა გარამანტთა ლეგენდარული წინაპრის გარამას შთამომავლად. ყველაზე მეტად ყურადსაღები გახლავთ ის, რომ იგი მითოლოგიაში გაჩნდა როგორც მზის შვილი. ეს საყურადღებოა, ვინაიდან პროტოიბერები მზის შვილებად ითვლებოდნენ. კოლხეთის მეფე აიეტი მზის-ჰელიოსის შვილი გახლდათ. მითის მიხედვით გარამა ტრიტონის ტბის მახლობლად დაიბადა.
ზოგიერთი მეცნიერი კი თვლის, რომ თავად ლიბიის ტერიტორიის ბინადრებმა მოახდინეს კრეტის კოლონიზაცია, როდესაც მენესმა ძალადობრივად გააერთიანა ეგვიპტე. ისინი იძულებულნი იყვნენ გადასახლებულიყვნენ კრეტაზე ჩვ.წ.-მდე 4000-3000 წწ.-ის შუალედში კრეტის ცივილიზაციამდე კარგა ხნით ადრე. ამ მოსაზრებას უჭერს მხარს რობერტ გრეივსიც. ამავე მოსაზრებას იზიარებდა ცნობილი ეგვიპტოლოგი ფლინდერს პიტრი. ის მიუთითებდა ზოგიერთი კრეტული სიმბოლოს ისტორიამდელი ლიბიის და ეგვიპტის ადრეული წერის ფორმის მსგავსებაზე, რაც უბრალო დამთხვევა არ უნდა ყოფილიყო. გარამანტები იყენებდნენ ძველ-ლიბიურ დამწერლობას, მაგრამ მისი გაშიფვრა მეცნიერებმა ჯერჯერობით ვერ მოახერხეს.
ზოგიერთი მეცნიერი კი თვლის, რომ თავად ლიბიის ტერიტორიის ბინადრებმა მოახდინეს კრეტის კოლონიზაცია, როდესაც მენესმა ძალადობრივად გააერთიანა ეგვიპტე. ისინი იძულებულნი იყვნენ გადასახლებულიყვნენ კრეტაზე ჩვ.წ.-მდე 4000-3000 წწ.-ის შუალედში კრეტის ცივილიზაციამდე კარგა ხნით ადრე. ამ მოსაზრებას უჭერს მხარს რობერტ გრეივსიც. ამავე მოსაზრებას იზიარებდა ცნობილი ეგვიპტოლოგი ფლინდერს პიტრი. ის მიუთითებდა ზოგიერთი კრეტული სიმბოლოს ისტორიამდელი ლიბიის და ეგვიპტის ადრეული წერის ფორმის მსგავსებაზე, რაც უბრალო დამთხვევა არ უნდა ყოფილიყო. გარამანტები იყენებდნენ ძველ-ლიბიურ დამწერლობას, მაგრამ მისი გაშიფვრა მეცნიერებმა ჯერჯერობით ვერ მოახერხეს.
ჰეროდოტე ახასიათებს გარამანტებს როგორც მშვიდობისმოყვარე, მაგრამ ძლიერ ხალხს, რომელიც ეწევა მიწათმოქმედებას და მწყემსავს საქონელს. გარამანტებს თვლიან ოაზისური მიწათმოქმედების შექმნის პიონერებად.
გარამენტები იყვნენ შეუპოვარი, ძლიერი და კარგი მეომრები. ისინი მეტისმეტად მოხერხებულად იყენებდნენ ეტლებსა და ცხენებს, რასაც მოწმობს კლდეებზე გაკეთებული სხვადასხვა ნახატები.
გარამენტები იყვნენ შეუპოვარი, ძლიერი და კარგი მეომრები. ისინი მეტისმეტად მოხერხებულად იყენებდნენ ეტლებსა და ცხენებს, რასაც მოწმობს კლდეებზე გაკეთებული სხვადასხვა ნახატები.
ქალაქი გარამა იყო გარამანტების საკულტო ცენტრი. გარამანტებს ჩვ.წ. აღ-მდე მე-8 საუკუნეში საკმაოდ დიდი სამეფო ჰქონდათ. დიოდორე სიცილიელს მოჰყავს ისტორიკოს დიონისიოსის ციტატა, სადაც ლაპარაკია ოდესღაც არსებულ ამორძალ მოსახლეობაზე. მათ დიდ განვითარებასაც მიაღწიეს, მაგრამ გაქრნენ ტროას ომამდე დიდი ხნით ადრე. იმდენად ჰქონდათ სახელი განთქმული, რომ ჩრდილავდნენ პონტოს ამორძალთა დიდებას. ძველი ამორძალები სახლობდნენ ლიბიაში, აფრიკის იმ ნაწილში, რომელსაც აღმოსავლეთიდან ესაზღვრება ეგვიპტე და ეთიოპია, დასავლეთიდან ატლანტის ოკეანე. ეს ადგილები ძველი გადმოცემებით იყო დასახლებული "ძლიერი და მეომარი ქალებით". მათ რიცხვს ეკუთვნოდნენ გორგონები, რომლებმაც ღმერთებთან და ბერძნებთან შერკინება გაბედეს. მათთან ერთად იბრძოდა პერსევსიც, ზევსის ვაჟი, იმ დროის პირველი ბერძენი. ეს ქალები საშინელ ძალას ფლობდნენ. დიოდორე გორგონებში ხედავს მრავალრიცხოვან ტომს ან ხალხს. დიოდორეს მიხედვით, ისინი სახლობდნენ ჰესპერიდების კუნძულზე (იგივე ტრიტონზე). სიცილიელი ისტორიკოსი ამტკიცებს, რომ ამორძალებმა მალე დაიპყრეს მთელი კუნძული. ისინი ატარებდნენ გველის ტყავის სამოსს, რაც მზის კულტის ქურუმებთან მათი კავშირის მაჩვენებელი იყო.
გარამას ცენტრალური შესასვლელი
გარამანტებმა შექმნეს უნიკალური კულტურა. ისინი უდაბნოს დიდ სივრცეს აკონტროლებდნენ. იყენებდნენ ორთვალა ეტლებს და უდაბნოში მისი საშუალებით გადაადგილდებოდნენ. ჰეროდოტეს გადმოცემით ბერძნებმა ოთხცხენიანი ეტლის მართვა ისწავლეს გარამანტებისგან. მეცნიერებმა ყურადღება გაამახვილეს იმ ფაქტზე, რომ ეტლში შებმული ცხენების გამოსახულება ანალოგიურია იმ სტილისა, რომელიც დამახასიათებელი იყო კრეტის კულტურისთვის. ეტლების კონსტრუქცია ისეთივეა, როგორც ეგეოსის ზღვის ძეგლებზე.
ამ ხალხს წესად ჰქონდა მიეცა ლტოლვილისთვის თავშესაფარი ისე, რომ არ ეკითხა მისთვის გამოქცევის მიზეზი. ცენტრალურ საჰარაზე გამავალი ყველა საქარავნო გზას ისინი აკონტროლებდნენ და კარგ შემოსავალსაც იღებდნენ.
ზოგს მიაჩნია, რომ ლიბია ტროას კოლონია უნდა ყოფილიყო. ანტიკური ლიბიის ისტორიას თუ თვალს გადავავლებთ, ნათელი გახდება, რომ ერთადერთი ხალხი რომელმაც შექმნა მსხვილი სამეფო ამ ტერიტორიაზე იყვნენ გარამანტები. არქეოლოგიურმა გათხრებმა, რომელიც ჩაატარა იტალიის გეოგრაფიულმა საზოგადოებამ, აჩვენა, რომ გარამანტები იყვნენ თეთრკანიანები და მიეკუთვნებოდნენ ხმელთაშუაზღვისპირულ რასას. ისინი მკვეთრად გამოირჩეოდნენ ნეგროიდებისგან. რა ენაზე საუბრობდა ეს ხალხი უცნობია. გარამანტების მაღალ კულტურაზე მეტყველებს მათ მიერ გაყვანილი მრავალკილომეტრიანი გვირაბები საჰარის უდაბნოს ქვეშ. ეს გვირაბები წარმოადგენს წყალმომარაგების უზარმაზარ მიწისქვეშა სისტემას. მათი საერთო სიგრძე 1600 კმ-ია.
გარამანტების დედაქალაქ გარამას ნაშთის ნახვა დღესაცაა შესაძლებელი. ახლა იქ მდებარეობს პატარა ქალაქი ჯერმა. პლინიუსი ქალაქს დიდებულად რაცხდა. გარამას გათხრებმა დაადასტურა, რომ ჩვ.წ.-აღ.-ის 1 საუკუნეშიც კი ქალაქს ამშვენებდა ფართო ქუჩები, წყალგაყვანილობა, ბევრი სასახლე, გარს ერტყა კედელი. აღფრთოვანებას იწვევს გარამანტთა წყალგაყვანილობა და სარწყავი სისტემები ე.წ. ფოგარები. ასეთი საირიგაციო სისტემის აგება მოითხოვდა ზუსტ გათვლასა და სრულყოფილ ხელოვნებას. ფოგარების სიგრძე რამდენიმე კილომეტრს აღწევდა. არქეოლოგების მიერ აღმოჩენილ 3 ათასი წლის თავის ქალებზე ანთროპოლოგებმა აღმოაჩინეს სამედიცინო ჩარევის ხვრელები, ანუ რამდენიმე ათასი წლის წინ გარამანტებს შეეძლოთ ურთულესი ოპერაციების კეთება და თავის ქალის ტრეპანაცია.
გარამანტთა რელიგია უცნობია. სადაც ისინი სახლობდნენ აღმოჩენილია ხარების გამოსახულება. მათ რქებსშუა მზის დისკები აქვთ, რაც მსგავსებას ავლენს მინოსურ ცივილიზაციასთან. დიდი ადგილი ეკავა სამსხვერპლო ქვას, პირამიდას და ასევე სამარხებს. გარამანტები მიცვალებულებს უბრალო საფლავში მარხავდნენ. გვამს საფლავში ჩამუხლულს ასვენებდნენ. საზოგადოება იყო მატრიარქალური და ნათესაობა დედის ხაზით გადადიოდა.
გარამანტთა დაცემის დასაწყისი რომაელებს უკავშირდება. რომაელებმა ისინი აქციეს ვასალებად. მე-4 საუკუნეში იქ შეიჭრნენ რელიგიური მოძრაობა დონატისტები, რომლებიც არ ცნობდნენ ოფიციალურ ეკლესიას. მხოლოდ მე-5 საუკუნეში გახდა გარამანტი კვლავ დამოუკიდებელი. მაგრამ მე-7 საუკუნეში იქ შეიჭრნენ არაბები. მათ გაძარცვეს და დაანგრიეს ოდესღაც აყვავებული ქვეყანა. გარამანტთა მეფე კი ტყვედ წაიყვანეს ეგვიპტეში. გარამანტი განადგურდა. ისინი შეერივნენ სხვა ხალხებს, მათ შორის ტუარეგებს. ნაწილმა თავი შეაფარა კანარის კუნძულებს, სადაც ააგეს პირამიდები. გარამანტთა შთამომავლად თავს თვლიან ტუარეგები (ბერბერები) და ასევე ნიგერიის ტერიტორიაზე მცხოვრები გარმები.
No comments:
Post a Comment