Monday, 6 January 2020

ამოუცნობი ეგვიპტე_ეგვიპტელებმა ამერიკა კოლუმბამდე დიდი ხნით ადრე აღმოაჩინეს



ეგვიპტოლოგებმა 3000 წლის წინანდელ მუმიებში კოკაინისა და თამბაქოს კვალი აღმოაჩინეს. ჩანს ფარაონების დროიდან მოყოლებული კარგად იყო ცნობილი კოკაინი და თამბაქო. სავარაუდოდ ეგვიპტელები მათ იმპორტს ეწეოდნენ ამერიკიდან და კოლუმბამდე დიდი ხნით ადრე აღმოაჩინეს ამერიკა. ამ ინფორმაციამ უარყო მანამდე არსებული მეცნიერ-ისტორიკოსთა მონაცემები.

ამ გამოცანის ამოსახსნელად კვლევა დაიწყო ჯერ კიდევ 1992 წელს. მიუნჰენის მუზეუმის კურატორებმა ერთ-ერთი მუმიის მასალაზე ჩაატარეს სამეცნიერო ტესტი. მუმია ეკუთვნოდა ქურუმ ჰენთავის. ექსპერიმენტის დროს მუზეუმის თანამშრომლებმა მიმართეს ტოქსიკოლოგს. ანალიზის შედეგად მუმიის თმებში აღმოჩნდა კოკაინისა და თამბაქოს კვალი.

გადაწყდა მიუნჰენის მუზეუმში არსებული სხვა მუმიების კველევაც ჩატარებულიყო. მიღებული  შედეგები ისეთივე გასაოცარი აღმოჩნდა. გერმანელი მეცნიერები შედეგებით გაოგნებული დარჩნენენ. გამოკვლევა ჩაუტარდა 11 ეგვიპტურ მუმიას. ყველა მათგანში აღმოჩნდა ნიკოტინის კვალი. 11-დან 10-ს ჰაშიშის კვალი, ხოლო 8 შემთხვევაში-კოკაინი. მეცნიერებმა ყურადღება გაამახვილეს კოკაინის შემცველ მუმიებზე.

გერმანელი მეცნიერების აღმოჩენას ყუმბარის აფეთქების ეფექტი ჰქონდა, ვინაიდან კოკაინის სამშობლოდ სამხრეთ ამერიკა ითვლება. რანაირად მოხვდა ეს ნივთიერება აფრიკაში კოლუმბამდე ათასობით წლით ადრე. ამ კვლევების შედეგებმა შეაზანზარა ისტორიული მეცნიერების საფუძვლები. რამდენიმე წლის შემდეგ ნუბიის უდაბნოში აღმოაჩინეს დაღუპულ ადამიანთა გვამები, რომლებმაც ბუნებრივი გზით მიიღეს მუმიფიცირება. გამოკვლევა ჩაუტარდა უამრავ მუმიას, რომლებიც 3000 წლის წინ ცხოვრობდნენ. უმეტესი მათგანის ქსოვილში აღმოჩნდა ნიკოტინის კვალი. ასევე გაირკვა, რომ 56 მათგანი მოიხმარდა კოკაინს.

ყოველდღიურ ცხოვრებაში ეგვიპტელები ხშირად ხმარობდნენ გამაბრუებელ ბალახეულს, მათრობელ წვენებს და ფესვებს. მაგალითად, ოპიუმს ბავშვებსაც აძლევდნენ, რომ მათ უმნიშველო რაღაცის გამო მშობლისთვის თავი არ მოებეზრებინათ. მეცნიერთა დასკვნით ეგვიპტელებმა იცოდნენ 800-ზე მეტი ნარკოტიკული ნივთიერება.


როდესაც აღმოჩენის პირველმა შოკმა გადაიარა, გაახსენდათ რომ მსგავსი ფაქტები მანამდეც იყო ცნობილი. უბრალოდ ყურადღებას არ აქცევდნენ. როცა 1922 წელს გათხარეს ტუტანჰამონის სამარხი, იქ მარტო ოქრო კი არა,  გამოფიტული თამაბქოს ხოჭოც ნახეს.

1976 წელს ფრანგმა მეცნიერებმა რამზეს II მუმიის გამოკვლევისას იპოვეს თამბაქოს ნაწილაკები. ასეთივე ნივთირებები აღმოაჩნდა მუმიას სასუნთქ გზებში. როგორც ცნობილია, თამბაქოს კარგი ბაქტერიციდული თვისებები გააჩნია. ის სხეულს ხრწნისგან იცავს. ამ მიზეზით ეგვიპტელები იყენებდნენ მას მუმიფიცირების დროს. ისინი თავადაც ეწეოდნენ თამბაქოს. გიზას მახლობლად აღმოჩნდა თიხის მოსაწევი ჩიბუხები, რომელიც თარიღდება 2000-1700 წ.წ.-ით ჩვ.წ. აღ-მდე.



აქედან გამომდინარე, აფრიკის ბინადართ შეეძლოთ ამერიკაში მოხვედრილიყვნენ. ეს ტურ ჰეირდალმა დაამტკიცა კიდეც. ამერიკელ ინდიელ ქურუმთა და მწერალთა მიერ დაწერილ სამოც წიგნში "ჩილამ ბალამში"მოყვანილია გამაოგნებელი მტკიცებულებები ეგვიპტელთა მოგზაურობაზე ამერიკაში უცნაური ხომალდით, რომელიც მზეზე ბრწყინავდა როგორც ქერცლი გველის ტყავზე. ინდიელებმა მოახლოებული ხომალდი დიდ გველად მიიღეს, რომელიც ნელა მოემართებოდა მათკენ. ამ ხომალდით ჩამოვიდნენ ფერმკრთალი არსებები. მათ უცნაური მოსახვევები ემოსათ, ხოლო შუბლს უმშვენებდათ ორი გველის გამოსახულებიანი ემბლემა. ინდილებმა დაინახეს, რომ მოსულებს შუბლზე წმინდა გველის გამოსახულებები უბრწყინავდათ, რომელსაც ისინი ეთაყვანებოდნენ. იფიქრეს რომ ისინი ღმერთები იყვნენ და მათ სასწავლებლად მოევლინენ.

ორთავიანი გველი ეგვიპტელი ფარაონებისა და სამეფო წარმოშობის დიდებულთა ურეი გახლდათ. ღვთიური ურეი ფარაონ ტუტანჰამონის ოქროს ნიღაბზეა გამოსახული. ნათელია, რომ ჩამოსული "გველი ხალხი" იყვნენ ეგვიპტელები. მათ დაიმორჩილეს მექსიკისა და იუკატანის ტომები არა ძალით, არამედ სიბრძნითა და ძლიერებით. რითაც საფუძველი ჩაუყარეს ცივილიზაციის განვითარებას ამერიკის ამ რეგიონში.


ძველი ეგვიპტური ცივილიზაციის მთავარი მახასიათებლები გაითავისა მეზოამერიკის კულტურამ, დაწყებული პირამიდებით, მათი მოხატვის ტექნიკით, სიმბოლიკით და ა.შ. უკვდავების სიმბოლო "ანქს" ამერიკის ინდიელები სამოსზე და რელიგიური დანიშნულების საგნებზე იყენებდნენ. სავარაუდოდ ევიპტელებმა ასწავლეს რთული იეროგლიფური დამწერლობა ჩრდილოეთ ამერიკის მოსახლეობას. ინდილეთა ტომის მიკმაკის ასეულობით იეროგლიფის დიდი ნაწილი ნასესხებია თითქმის უცვლელად ძველეგვიპტური იეროგლიფური დამწერლობიდან ან მისი იერატიული ვარიანტიდან. ამგვარად მიკმაკის ტომს ეგვიპტელებმა აჩუქეს დამწერლობა.





მიკმაკის ტომის ინდილებთან აღმოჩენილია დავენპორტის სტელა, რომელიც 3600 წლისაა და დაწერილია ეგვიპტურ, იბერო-პუნიკურ და ლიბიურ ენებზე. სტელის ცენტრში გამოსახულია სცენა, რომელიც გარშემორტყმულია  წარწერებით სამ ენაზე. იბერიული და ლიბიური ტექსტები გვამცნობენ, რომ წარწერა ინახავს კალენდრის საიდუმლოს. ასრულებს წარწერას ეგვიპტური იერატიული დამწერლობა, რომელიც გვამცნობს, რომ სვეტზე მიმაგრებულია სარკე ისე, როცა მზე ამოდის ახალი წლის დღეს, სხივები ეცემა ქვას, რომლის სახელია მეთვალყურე. ახალი წელი დგება მაშინ, როცა მზე  ხვდება ვერძის ზოდიაქალურ თანავარსკვლავედში, დღე იზრდება ხოლო ღამე კვდება. ამ დროს ზეიმობენ ახალ წელს და აღასრულებენ მსხვერპლშეწირვას.



ტაბულაზე გამოსახულია ახალი წლის ზეიმი ეგვიპტური წესით. რიტუალი წარმოადგენს ღვთაება ოზირისის განდიდებას. ეგვიპტური ქრონიკები ახსენებენ ამ რიტუალს, რომელიც სრულდებოდა მარტის თვეში. ლიბიურ და იბერიულ ენებზე შესრულებული ტექსტების მნიშვნელობა ემთხვევა იეროგლიფურ ტექსტს. სავარაუდოდ ეს  სტელა ამერიკული წარმოშობისაა. შესაძლოა ის შეადგინა ლიბიელმა ან იბერიელმა ასტრონომმა და ზუსტად გადაიღო უფრო ძველი სტელა ეგვიპტიდან. სტილისტური თავისებურებების გათვალისწინებით ტექსტი მიეკუთვნება ჩვ. წ. აღ-მდე მე 16 საუკუნეს.





No comments:

Post a Comment