Saturday, 28 December 2019

ჩინეთის სამაროვანში აღმოჩნდა ძველი ლეგენდებიდან ცნობილი "უკვდავების ელექსირი"





2018 წელს ჩინელმა არქეოლოგებმა ხენანის პროვინციაში აღმოაჩინეს 2 ათასი წლის სამაროვანი. ის მიეკუთვნება "დასავლეთ ხანის" დინასტიის წარჩინებულ გვარს. სამარხი 210 კვ.მ-ია. მასში აღმოჩნდა დიდგვაროვნის კარგად შემონახული ნეშთი და უამრავი არტეფაქტი: თიხის ქოთნები წარწერებით, ნეფრიტის ნაკეთობები, ბატის ფორმის ლამპარი.


არქეოლოგები დაინტერესდნენ ბრინჯაოს სასმისით, რომელშიც სამ ლიტრ-ნახევარი ყვითელი გამჭვირვალე სითხე იყო. სუნით ის ალკოჰოლურ სასმელს წააგავდა. მეცნიერებმა იფიქრეს,  რომ მათ წინაშე იყო უძველესი ღვინო ან ბრინჯის ლიქიორი. ასეთ სასმელს ადრე ხშირად ნახულობდნენ ხოლმე.

რამოდენიმე ანალიზის ჩატარების შემდეგ, სპეციალისტებმა დაასკვნეს, რომ სინამდვილეში "უკვადვების ელექსირთან" ჰქონდათ საქმე. ძველი ჩინური ლეგენდების მიხედვით ის მარადიულ სიცოცხლეს ჩუქნის მას ვინც დალევს.

"სიკვდილის საწინააღმდეგო მითიური" წამალი პირველად აღმოჩნდა ჩინეთში. ლაბორატორიული ანალიზებმა აჩვენა, რომ სასმელი კალიუმის ნიტრატისა და ალუნიტის ნაზავს წარმოდგენდა. კალიუმის ნიტრატმა მოგვიანებით ფართო გავრცელება ჰპოვა და გამოიყენებოდა ბევრი ნაზავისთვის-სასუქებიდან დაწყებული, ფოიერვერკით დამთავრებული. ალუნიტის სახეობიდან კი იღებდნენ კვასცს.

სპეციალისტების თქმით, ძველი ჩანაწერების მიხედვით, ამ ორი კომპონენტის ნარევი წარმოადგენდა "მარადიული სიცოცხლის ელექსირს".

ჩინეთში, ისევე როგორც ბევრ სხვა ქვეყანაში, მსგავსი სასმელები ხშირად შეიცავდნენ ისეთ ინგრედიენტებს, რომელსაც საკვებში არ იყენებდნენ. ასეთთა რიგს განეკუთვნება: ოქრო, ნეფრიტი, ვერცხლის წყალი, მიშიაკი და ზოგიერთი სხვა მომწამლავი მინერალები.

ასეთი ნივთიერების გამოყენება ჯანმრთელობისთვის დიდ რიკს წარმოადგენს. ისტორიკოსებისთვის ცნობილია არც ისე ცოტა სავალალო შემთხვევა, როცა უკვდავების მიღების ნაცვლად, ალქიმიკოსების მსხვერპლი სიკვდილს ისწრაფებდა. მეცნიერების განმარტებით, ამ შემთხვევაში  ყველაზე დიდ საშიშროებას წარმოადგენს კალიუმის ნიტრატი. მისმა გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს ბევრი საშიში დარღვევა ორგანიზმში.


უცნობია, ნამდვილად იღებდნენ თუ არა დიდგვაროვანი ადამიანები "მარადიული სიცოცხლის ელექსირს". არ არის გამორიცხული, რომ ჭურჭელი სასმისით სამარხში მოათავსეს რიტუალური დაკრძალვის წესის შესაბამისად.





No comments:

Post a Comment