Tuesday, 12 November 2019

უცნობი ცივილიზაციის უძველესი მიწისქვეშა ტაძარი ჰიპოგეუმი მალტაზე




ჰიპოგეუმი ჰალ საფლიენი ერთ-ერთი ექსტრაორდინალური და უნიკალური ადგილია დედამიწაზე. ის გამოკვეთილია კლდეში. ჰიპოგეუმი ლათინურად ნიშნავს მიწისქვეშ საცხოვრებელს. ყველაზე ძველი ზედა ოთახების ფენა თარიღდება დაახლოებით 3150-2500 წ-ით ჩვ.წ.აღ-მდე. ზოგიერთი მიწისქვეშა პალატა იმეორებს მიწისზედა ტაძრების არქიტექტურულ ფორმებს. გათხრების დროს აღმოჩნდა მძინარე ქალის ცნობილი ქვის ქანდაკება.



ჰიპოგეუმი შემთხვევით აღმოჩნდა საამშენებლო სამუშაობის დროს 1902 წელს. გათხრების მიმდინარეობისას ზოგიერთ პალატაში გამოჩნდა სპირალის ფორმის გეომეტრიული მოხატულობა. ხოლო სამარხ ოთახებში არქეოლოგებმა 7000 ადამიანის ძვლებს მიაკვლიეს.  ზოგიერთ მკვლევარის მიაჩნია, რომ მიწისქვეშა დარბაზები უკანასკნელი ნავსაყუდელი იყო  ამ 7000 ადამიანისთვის. სამედიცინო ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ ისინი აქ დაკრძალეს 3600–2500წ–ის შუალედში ჩვ წ–მდე. ჯერ ისევ გაურკვეველია, რატომ გადაწყვიტა კუნძულის მოსახლეობამ ტაძრის გამოკვეთა მიწისქვეშ კლდეში. იმ დროს მიწის ზემოთაც აგებდნენ ტაძრებს. ცნობილია ასეთი 20 საკულტო ნაგებობა. ზოგიერთ მეცნიერს ჰიპოგეუმი მიაჩნია საცხოვრებელ ნაგებობად.  

 მეცნიერთა ერთ ნაწილი ფიქრობს, რომ  აქ იყო საკულტო ტაძარი. ცნობილი მეცნიერის მარია გიმბუტასის აზრით, სატაძრო დარბაზებს ქალის საშოს ფორმა აქვს. გამოთქმულია მოსაზრება,რომ აქ იყო ორაკულის ოთახიც და მას უწოდეს "ორაკულის პალატა". საკმარისია ხმის აწევა-ექო სვადასხვა მხრიდან იმეორებს მას. მამაკაცის დაბალი ხმით წარმოთქმული სიტყვები რეზონირებას ახდენს მთელ შენობაში, ხოლო ქალის ხმა გვერდით ოთახშიც კი არ ისმის. ფიქრობენ, ეს ერთგვარი დაცვითი სისტემა გახლდათ, რათა მამაკაცები არ შესულიყვნენ შიგნით. კვლევებით გაირკვა ძლიერი ორმაგი რეზონანსული სიხშირე 70ჰც. და 114 ჰც.  იტალიელი ნეიროფიზიოლოგების კვლევის შედეგად ირკვევა, რომ გარკვეულ ვითარებაში აქ უძველეს მოსახლეობას შეეძლო ცნობიერების სხვადასხვა მდგომარეობის გამოწვევა ნარკოტიკისა და სხვა ქიმიური ნივითიერების გამოყენების გარეშე.



უფრო მხატრვულად გაფორმებული მთავარი პალატები არქეოლოგებმა აღმოაჩინეს ჰიპოგეუმის მეორე დონეზე. სწორედ ამ დონეზე აღმოჩნდა მძინარე ქალის ქანდაკება.   

 
   
     
საოცრებებით მოცულ ჰიპოგეუმის გარშემო ადგილობრივ მოსახლეობაში ხმები დადიოდა, რომ იმ ადგილზე ცხოვრობენ რაღაც არსებები, რომლებიც დაინტერესებულნი არიან საიდუმლოების დაფარვით. მიწისქვეშ იკარგებოდნენ ადამიანები, ისმოდა უცნაური ხმები და თავისით იშლებოდა ყველაზე კარგი გამოქვაბულები. ძველ წიგნებში მრავალჯერ არის ნახსენები კატაკომბების სისტემის არსებობის შესახებ. გადმოცემით, მალტაზე მიწისქვეშა გვირაბების მთელი სისტემაა. ზოგიერთი ძველი წყარო იტყობინება, რომ გასასვლელები ზღვის ფსკერზეც გადიოდა თითქმის იტალიამდე. იმასაც კი ამბობენ, რომ ეს ნაგებობები გოლიათებმა ააგეს,  შემდეგ კი გაქრნენ. 

კუნძულზე გაბატონებული იყო დიდი დედა ღვთაების კულტი, რაც იქაური საზოგადოების მატრიარქალურ სტრუქტურაზე მიგვანიშნებს. ბევრ ტაძარში და ასევე ჰიპოგეუმშიც აღმოჩენილია ''ტანსრული ქალის'' მრავალი გამოსახულება-ქანდაკება. ცნობილია, რომ იმ დროის მთელი ხმელთაშუა ზღვისპირა მოსახლეობისთვის დამახასიათებელი იყო ქალღმერთის კულტის თაყვანისცემა, პროტოიბერთა მთავარი კულტი.  

   
   
 მეცნიერთა ვარაუდით მალტაზე მეგალითური კულტურის დაისი დაიწყო 2500-2000 წ. ჩვ-მდე. არ გამორიცხავენ ამის მიზეზად ექსპანსიას ჩრდილოეთის მხრიდან. მატერიკიდან მშვიდობიანი ქვეყნის დაპყრობა დიდ სირთულეს არ წარმოადგენდა. შესაძლოა ესენი იყვნენ კელტები(ან მათი წინაპრები). არ არის გამორიცხული თავდასხმა აღმოსავლეთის მხრიდანაც. ავიწროვებდნენ  პელაზგთა ხმელთაშუა ზღვისპირა კუნძულებს, რომლებმაც კრეტის გრანდიოზული კულტურა შექმნეს. შესაძლოა კუნძულის დაცარიელება დიდ კატასტროფასთანაც იყოს დაკავშირებული.  

ჰიპოგეუმში ნაპოვნია სპილოს ძვლის ნაკეთობები. სპილოები ბინადრობდნენ აფრიკაში. მისი ძვალი ოქროდ ფასობდა. მალტაზე მოპოვებული სპილოს ძვლის სამკაულები თარიღდება 3000 წ.ჩვ.წ.აღ-მდე. აღმოჩენილია უფრო მოგვიანო ხანის ნაკეთობებიც, მაგრამ მეცნიერთა აზრით ისინი სიცილური წარმოშობისა უნდა იყოს. 

 არსებობს ლეგენდა მსუქან გოლიათ ქალ სანსუნზე, რომელიც აგებდა უჯრედოვან ტაძრებს. მას შეეძლო წყლის ენერგიის გამოყენება, თავის სისხლისმიერ ძმებად თვლიდა თევზებს და არა ადამიანებს. შემდეგ, ქალი-გოლიათი მიწისქვეშა სამყაროში ჩავიდა, სადაც ახლაც ცხოვრობს და იცავს მალტის მიწისზედა ცხოვრების საიდუმლოს. ადგილობრივი მოსახლეობა ამის შესახებ შიშით ჰყვება და არ სურს მიწისქვეშა ჩასასვლელის ჩვენება.




                                                                                                                                         

No comments:

Post a Comment