Wednesday, 8 January 2020

კომპიუტერის უძველესი წინაპრის აღმოჩენა


1901 წელს მყვინთავებმა კუნძულ ანტიკიტერთან, 200 მეტრის სიღრმეზე ძველი ხომალდის ნამსხვრევები აღმოაჩინეს. არქეოლოგებმა შეისწავლეს ხომალდის დაღუპვის მიზეზები. აღადგინეს რამდენიმე ბრინჯაოსა და მარმარილოს ქანდაკება. ეროვნული მუზეუმის არქეოლოგმა ვალერიოს სტალსმა შეისწავლა ნაპოვნი ბრინჯაოს ფრაგმენტები. მათში მან შეიცნო მექანიზმი.  2000 წლის მექანიზმი დერეკ ჯ.დე პრაისის აზრით იყო ვარსკვლავებისა და პლანეტების მოძრაობის გამოსათვლელი მოწყობილობა. ეს მოწყობილობა ახლა ინახება საბერძნეთის ეროვნულ არქეოლოგიურ მუზეუმში და რჩება ყველაზე რთულ სამეცნიერო მოწყობილობად, რომელიც უძველესი დროიდან შემორჩა.

ძველი მწერლების მიერ აღწერილი ყველაზე რთული მექანიკური მოწყობილობა მხოლოდ უბრალო ტაქსომეტრი იყო, რომელსაც ბერძნები იყენებდნენ მანძილის გასაზომად. ბერძნებმა თუკი იცოდნენ გადაცემის პრინციპი, მაშინ მათთვის რთული არ უნდა ყოფილიყო ისეთი მექანიზმის აგება, როგორიც იყო პლანეტარული რედუქტორი. ცოდნა, რომლის დახმარებით ეს მოწყობილობაა დამზადებული, იმდენად მოულოდნელი იყო, ზოგი მეცნიერი ფიქრობდა, რომ  აღმოჩენილი ფრაგმენტები ეკუთვნოდა  თანამედროვე მოწყობილობას.

დღესდღეობით, მეცნიერები თვლიან , რომ ხომალდმა კატასტროფა განიცადა ჩვ.წ.აღ-მდე პირველ საუკუნეში. როგორც ჩანს, ის კუნძულ როდოსიდან აპენინის ნახევარკუნძულისკენ მიემართებოდა. არქეოლოგების მიერ აღმოჩენილი ფრაგმენტი ეკუთვნოდა ანტიკიტერის მექანიზმს, როგორც მას მოგვიანებით უწოდეს.

მექანიზმის დეტალური გამოკვლევისა და მისი ფუნქციის გარკვევისას გაირკვა, რომ მოწყობილობა 82 წარწერებიანი ნაწილისგან შედგებოდა. კოროზია კი მათი ბოლომდე წაკითხვის საშუალებას არ იძლეოდა. ზოგიერთს თავიდანვე გაუჩნდა აზრი, რომ ეს იყო ასტრონომიული მოწყობილობა. პირველი ჰიპოთეზა-სანავიგაციო მოწყობილობა. გაჩნდა ასევე მოსაზრება, რომ ეს გახლდათ არქიმედეს შექმნილის მსგავსი პატარა პლანეტარიუმი. სამწუხაროდ, ფრაგმენტები კოროზიით იყო დაფარული იმგვარად, რომ ზუსტი ჰიპოთეზის წამოყენება გართულდა. აუცილებელი გახდა მექანიზმის დანალექებისგან გაწმენდა, რაც დიდი დროის ხარჯვასთან იყო დაკავშირებული. კორპუსს ჰქონდა სამი ციფერბლატი: ერთი წინიდან, ორი-უკნიდან.


1951 წლიდან მოყოლებული მეცნიერები აქტიურად იკვლევენ ანტიკიტერის მექანიზმის ნაწილებს. 2005 წელს მოახერხეს იეროგლიფების წაკითხვა. 20 000 სიმბოლოდან წაკითხულია 3500, რაც  იძლევა საშუალებას გაირკვეს რას საქმიანობდნენ უძველესი მეცნიერები.



ინფორმატიკასა და კომპიუტერიზაციის თანამედროვე მიღწევების დამსახურებით მეცნიერებმა დაადგინეს მოწყობილობის მუშაობის პრინციპი. ამ ხელსაწყოს დახმარებით იკვლევდნენ ციური სხეულების მოძრაობას, თვალს ადევნებდნენ დაბნელებას, მზეს, მთვარეს, შეიმუშავეს კალენდარი. მექანიზმს ეწოდა ანტიკურობის პირველი კომპიუტერი. 

ანტიკიტერის მექანიზმის ზუსტი აღდგენისთვის აუცილებელია დაკარგული დეტალების აღმოჩენა, რომელიც სავარაუდოდ ზღვაში უნდა იყოს. ცნობილმა მყვინთავმა და მკვლევარმა ჟაკ-ივ-კუსტომ შეიმუშავა სპეციალური ხელსაწყო დაკარგული ნაწილების საპოვნელად. მისი ჯგუფი დიდი ხანი ეძებდა დაკლებულ ნაწილებს, მაგრამ უშედეგოდ.

თანამედროვე მეცნიერები კვლავ განაგრძობენ საბერძნეთის კუნძულების მახლობლად ძიებას იმ იმედით, რომ ამ ძველი კომპიუტერის ნაწილებს წააწყდებიან. სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებში კი იქმნება პირველი მაღალტექნოლოგიური მექანიზმის მსგავსი ვერსიები.






No comments:

Post a Comment