რთულად დასაჯერებელია, რომ შესაძლოა არსებობდეს ქვის ფორმა, რომელიც იზრდება, სუნთქავს და მრავლდება. მაგრამ ფაქტებს წინააღმდეგობას ვერ გაუწევ. ასეთია სწორედ ტროვანტები, ანუ "ცოცხალი "ქვები. ტროვანტები ყველაზე დიდი რაოდენობით თავმოყრილია რუმინეთში. ერთი შეხედვით ჩვეულებრივ ქვებს ჰგავს. წვიმის შემდეგ კი "გაცოცხლებას" იწყებს: იზრდება ზომაში, ამრავლებს "შვილებს" და სუნთქავს.
ცოცხალი ორგანიზმის პრინციპიდან გამომდინარე ტროვანტების ფუნქციონირებას გეოლოგები სასწაულით კი არა, ქვების შემადგენლობით ხსნიან. ისინი ტროვანტებს მიიჩნევენ ჩადუღაბებულ სილად, რომელიც შეიცავს სხვადასხვა მინერალურ მარილებს. ტენის ზემოქმედების შედეგად ისინი იბერება და აწვება გარსს. ასე ხსნიან ქვების ზრდის პროცესს მეცნიერები. მათ მოძრაობას კი განმარტავენ ნიადაგის ტემპერატურის ცვლილებით. ნიადაგი ქვას ჯერ ჩაიტანს, შემდეგ კი ამოაგდებს ზევით, რითაც ცვლის ღრმულის მდებარეობას რამდენიმე მილიმეტრით.
ახნას არ ექვემდებარება ძველი ტროვანტების სხეულზე ახლების გაჩენა. წანაზარდი იზრდება დედა ქვის სხეულზე. ბოლოს ვარდება საკუთარი სიმძიმის ზემოქმედებით. ახალგაზრდა ქვები სრულად იმეორებენ მშობელს: მკვრივი ბირთვი ფხვიერი სტრუქტურის გარსით, რომელზე ჩნდება წლის აღმნიშვნელი რკალები. მკვრივი ბირთვი და გარსი-რამდენიმე ათასეული წლების განმავლობაში ჩადუღაბებული სილა. საიდან ჩნდება შვილ ქვებში ბირთვი? მეცნიერებს ამაზე ჯერ არ აქვთ პასუხი.
No comments:
Post a Comment