ეს რომაული დოდეკაედრი თარიღდება ჩვ.წ.აღ-ის მე-2, მე-3 საუკუნით და აქვს 4-11 სმ-ს დიაპაზონი. დღეისთვის აღმოჩენილია ასი ასეთი არტეფაქტი ბელგიის, გერმანიის, საფრანგეთის, ჰოლანდიის, ავსტრიის და შვეიცარიის ტერიტორიებზე.
რომაული დოდეკაედრები ბრინჯაოსგანაა დამზადებული. თვითეულ ხუთწახნაგას მრგვალი ბურთულები ამშვანებს. 200 წელი გავიდა მას მერე, რაც პირველი დოდეკაედრი აღმოაჩინეს, მაგრამ დღემდე მათი დანიშნულება ჯერ ვერ გაარკვიეს. დიდ გამოცანას წარმოადგენს ამ საგნების შექმნის მიზანიც. უამრავი თეორია და ვარაუდი გაჩნდა მათი ფუნქციების გარკვევასთან დაკავშირებით. ზოგის აზრით ესაა შანდლები, სათამაშო კოჭები, ჯარის შტანდარტის ელემენტები, კვერთხის მოსართავი ან უბრალოდ გეომეტრიული სკულპტურები და ა. შ.
ერთ-ერთი აღიარებული ვერსიით რომაულ დოდეკაედრს იყენებდნენ საზომ ხელსაწყოდ. კერძოდ დალნომერად ბრძოლის ველზე. ამ ჰიპოთეზის თანახმად, დოდეკაედრს ჭურვების ტრაექტორიის გამოსათვლელი დანიშნულება ჰქონდა. შესაძლოა ამ ვერსიამ ნათელი მოჰფინოს ხუთწახნაგას კიდეების სხვადასხვა დიამეტრის არსებობას. სხვა მსგავსი ვერსიით დოდეკაედრებს იყენებდნენ გეოდეზიურ ხელსაწყოდ. მაგრამ არცერთი ვერსია მტკიცდება რაიმენაირად. არ არის წარმოდგენილი ამომწურავი ახსნა-განმარტება, როგორ შეიძლებოდა დოდეკაედრის გამოყენება ამ მიზნებისთვის.
ერთ-ერთი აღიარებული ვერსიით რომაულ დოდეკაედრს იყენებდნენ საზომ ხელსაწყოდ. კერძოდ დალნომერად ბრძოლის ველზე. ამ ჰიპოთეზის თანახმად, დოდეკაედრს ჭურვების ტრაექტორიის გამოსათვლელი დანიშნულება ჰქონდა. შესაძლოა ამ ვერსიამ ნათელი მოჰფინოს ხუთწახნაგას კიდეების სხვადასხვა დიამეტრის არსებობას. სხვა მსგავსი ვერსიით დოდეკაედრებს იყენებდნენ გეოდეზიურ ხელსაწყოდ. მაგრამ არცერთი ვერსია მტკიცდება რაიმენაირად. არ არის წარმოდგენილი ამომწურავი ახსნა-განმარტება, როგორ შეიძლებოდა დოდეკაედრის გამოყენება ამ მიზნებისთვის.
უფრო საინტერესოა ჰოპოთეზა გახლავთ დოდეკაედრის ასტრონომიული ხელსაწყოს ფუნქცია, რომლის დახმარებით ხდებოდა მარცვლოვანი კულტურების თესვის ოპტიმალური დროის განსაზღვრა. ასევე არსებობს ვარაუდი, რომ დოდეკაედრი იყო ასტრონომიული საზომი ხელსაწყო, რომლის საშუალებით იზომებოდა მზის სხივის დაცემის კუთხე და ასეთნაირად, ზუსტად არკვევდნენ გაზაფხულის ერთ განსაკუთრებულ დღეს და შემოდგომის ერთ განსაკუთრებულ დღეს. ამგვარად გამოთვლილი დღეებს სავარაუდოდ დიდი მნიშვნელობა უნდა ჰქონებოდა სოფლის მეურნეობისთვის. ამ ვერსიას ჰყავს თავისი მოწინააღმდეგეებიც. მოწინააღმდეგეთა აზრით დოდეკაედრის საზომ ხელსაწყოდ გამოყენება შეუძლებელია, ვინაიდან მათ არ გააჩნია სტანდარტიზაცია. აღმოჩენილი ნივთები სხვადასხვა ზომისა და კონსტრუქციისაა.
არსებობს კიდევ ერთი თვალსაზრისი, რომლის მტკიცებით დოდეკაედრებს ჰქონდა რელიგიური დანიშნულება, რომელსაც იყენებდნენ დრუიდები და კალედონები საკულტო რიტუალების დროს. არც ამ ვერსიის დამამტკიცებელი წერილობითი წყარო ან არქეოლოგიური მონაპოვარი არ არსებობს. იქნებ ეს უცნაური ნივთი უბრალოდ სათამაშო იყო რომაელი ლეგიონერებისა საომარი კამპანიის დროს. გადმოცემით მათ იყენებდნენ სათამაშოდ, რომელიც წააგავდა თანამედროვე ბურთულებიან თამაშს, რომლის დროსაც ამ არტეფაქტებს იყენებდნენ სამიზნედ. მოთამაშეები ისროდნენ ქვებს და ცდილობდნენ მოეხვედრებინათ დოდეკაედრის ნახვრეტში.
კიდევ ერთმა აღმოჩენამ უფრო მეტი იდუმალება შემატა ამ საგნების დანიშნულების ისტორიას. ბეტო არტმანმა აღმოაჩინა რომაული იკოსაედრი (თორემტწახნაგოვანი), რომელიც უყურადღებოდ დარჩათ და მუზეუმის სარდაფში ინახებოდა. ეს აღმოჩენა კითხვის ნიშანს სვამს სხვა გეომეტრიულ ფიგურების მიმართ, როგორიცაა იკოსაედრი, ექვსწახნაგა, რვაწახნაგა.
გაუცემელია ბევრი კითხვა, მაგრამ ნათელია, რომ რომაულ დოდეკაედრებს მეპატრონეები ძალიან აფასებდნენ. ამას მოწმობს ის ფაქტი, რომ ზოგიერთი მათგანი ნაპოვნია საგანძურებში მონეტებთან და სხვა ძვირფას ნივთებთან ერთად. კვლავ გამოუცნობი რჩება დოდეკაედრების ჭეშმარიტი დანიშნულება. იმედია, ახალი არქეოლოგიური აღმოჩენები ფარდას ახდის ამ საიდუმლოს.
No comments:
Post a Comment