Sunday, 5 January 2020

უძველეს ხალხთა ოპტიკური ინსტრუმენტები: მთის ბროლის ლინზები



შეეძლოთ თუ არა ადამიანებს რამდენიმე ათასი წლის წინ შეექმნათ ზუსტი ოპტიკური ხელსაწყოები? რობერტ ტემპლი, რომელმაც სახელი გაითქვა წიგნით "სირიუსის საიდუმლო", დარწმუნებულია ამაში და მიაჩნია, რომ ამის დამამტკიცებელი მასალები სპეციალისტებს ჯერ კიდევ ასი წლის წინ ჰქონდათ. მუზეუმებში ინახება დიდი რაოდენობით არტეფაქტები, რომელიც შეცდომით გატარებულია როგორც სამკაულები. მათი დანიშნულება კი აბსოლუტურად სხვა რამ იყო-ცალკეული მიკროსკოპული ობიექტების ხილვადობის გაუმჯობესება, მზის სხივის ფოკუსირება ცეცხლის დასანთებად, სამედიცინო მიზნები, მეტალურგია და ასტრონომია.

ბევრი ხალხის კლასიკურ ტექსტებში, ისევე როგორც ზეპირ კულტურულ და რელიგიურ ტრადიციაში, არსებობს მინიშნებები ოპტიკური ხელსაწყოების არსებობის შესახებ. სამეცნიერო წრეებში დიდი ხანია დამკვიდრდა უარყოფითი ტრადიცია, რომელიც არ აღიარებს განვითარებული ტექნოლოგიების არსებობას უძველეს ხანაში.

1849 წელს ჩატარებულმა არქეოლოგიურმა კვლევებმა ნინევიაში გამოავლინა ამოუცნობი არტეფაქტები. სკეპტიკურად განწყობილი ისტორიკოსებიც კი აღიარებენ, რომ ასურეთის იმპერიის ბრძენნი ფლობდნენ გასაოცარ ცოდნას გარე სამყაროს შესახებ.

აქამდე სადავოდაა ქცეული 3000 წლის ნებროთის ლინზა. 150 წლის განმავლობაში ვერ შეძლეს მეცნიერებმა ამ ნახევრად გამჭვირვალე დისკის ზუსტი დანიშნულების გარკვევა, რომელიც მთის ბროლისგანაა დამზადებული.

უძველეს ლინზას აქვს ოვალური ფორმა. ბრტყელი გვერდიდან ფოკუსის წერტილამდე მანძილი 11 სმ-ია, რაც  საგნების სამმაგად გადიდების საშუალებას იძლევა. ამ ძველ "შუშას" ასევე  მზის სხივის ფოკუსირების უნარი გააჩნია. შეუიარაღებელი თვალითაც კარგად ჩანს, რომ ბროლის ეს პატარა ნატეხი ხელოვნურადაა დამუშავებული, მაგრამ გამჭვირვალობა საშუალო დონის აქვს. თუმც ნებროთის ლინზით, სურვილის შემთხვევაში, შესაძლებელი იქნებოდა თიხის ფირფიტაზე წვრილი იეროგლიფების გარჩევა.



არსებობს ჰიპოთეზა ნებროთის ლინზის გამოყენების შესახებ, როგორც ოპტიკური ხელსაწყოს დეტალი. ამ თეორიის სასარგებლოდ ლაპარაკობს ასირიელთა  განსაცვიფრებელი ცოდნა ასტრონომიაში, მიუხედავად იმისა, რომ ტელესკოპის  გამოგონების წლად ოფიცილურად აღიარებულია1608 წელი.


ცნობილია, რომ სენეკა სუსტი მხედველობის გამო იყენებდა შუშის ბურთულას ძველი რომაული ტრაქტატების წასაკითხად.  კრეტაზეც აღმოჩენილია V საუკუნის მთის ბროლის  საკმაოდ ძლიერი ლინზა, რომელიც ხარისხით ნინევიაში აღმოჩენილ ლინზაზე უკეთესია. როგორც გაირკვა, კნოსოში  ლინზებს ამზადებდნენ ისეთი რაოდენობით, რომ მინოსური ეპოქის ნამდვილი სახელოსნოს აღმოჩენაც კი მოხდა. 

 ლინზის მსგავსი საკიდი მთის ბროლისგან.

მსგავსი ხარისხის ლინზა აღმოაჩინა ევანსმა კნოსოს სასახლეში 1921 წელს. კნოსოს სასახლის ლინზის დიამეტრი 14 მმ-ია.


ბერძენი ავტორი არისტოფანე თავის კომედიაში "ღრუბლები" პირდაპირ საუბრობს ლინზებზე, რომლითაც ცეცხლს აჩაღებდა ჯერ კიდევ V ს-ში ჩვ.წ.აღ-მდე. აშკარად ასეთივე ტექნოლოგიას იყენებდა არქიმედე თავისი გიგანტური სარკეებით სირაკუზის ალყის დროს. რომაელთა ფლოტს არქიმედემ ცეცხლი წაუკიდა უზარმაზარი მეტალის სარკეების დახმარებით და მზის სხივების ფოკუსირებით. ამ ეპიზოდის რეალობა ყოველთვის ეჭვს იწვევდა, სანამ 1973 წელს იოანის საკასმა 70 სარკის დახმარებით არ დაწვა ხომალდი პირეის ნავსადგურში.

კაიროს გერმანული ინსტიტუტის დირექტორმა გიუნტერ დრაიერმა 1990 წელს აბიდოსში აღმოაჩინა სპილოს ძვლის დანა. მასზე ამოტვიფრულია მიკროსკოპული გამოსახულებები, რომლის ამოკვეთა მხოლოდ გამადიდებებლი ხელსაწყოს დახმარებითაა შესაძლებელი. დანა დათარიღებულია დინასტიამდელი ეპოქით. ანუ, ის დამზადებულია 5300 წლის წინ. დანის ტარზე ამოტვიფრული ადამიანებისა და ცხოველთა ფიგურების თავები ერთ მილიმეტრს არ აღემატება.




ტუტანჰამონის ნიღაბზე თვალის გარსი მთის ბროლისგანაა, ბადურა ობსიდიანისაა.


აღმოჩენილია ტუტანჰამონის სათვალე, რომელშიც გამოყენებულია ზურმუხტის თხელი ფირფიტები. თუმც სათვალეების გამოგონებას  XII საუკუნეს მიაწერენ.


ტროის  გათხრების სულისჩამდგმელმა შლიმანმა აღმოაჩინა 48 ლინზა მითიური ქალაქის ნანგრევებში, რომელთაგან ერთი განსაკუთრებით გამოირჩეოდა დამუშავების ხარისხით. სამწუხაროდ ლინზები  არ იყო აღწერილი სათანადოდ. ცნობილია მხოლოდ რომ ორი მათგანის დიამეტრი იყო 25 მმ, ერთის 50 მმ და კიდევ ერთის 55 მმ.

რომაელები გამოირჩეოდნენ განსაკუთრებული ნიჭით ოპტიკური ხელსაწყოების წარმოებაში. 1875 წელს მაინცში ნაპოვნი ლინზა ამის საუკეთესო მაგალითია. რომაული ოქროს ბეჭედი დაფარულია ოვალური ლინზით, რომელსაც გამადიდებლის ეფექტი აქვს.


ძველმა ბერძნებმა კი ან მინოსელებისგან, ან ეგვიპტელებისგან გადაიღეს მთის ბროლის დამუშავება.


ამერიკის კონტინენტზე მოპოვებული ნივთებიც კი განცვიფრებას იწვევს. იკის ქვებზე გამოსახული ადამიანები ტელესკოპში იყურებიან.


მოპოვებული ნივთების აღწერა ამტკიცებს უძველესთა ცოდნის მაღალ დონეს ოპტიკასა და კვარციტის დამუშავების ტექნიკაში. რაც  საფუძველს გვაძლევს ვიფიქროთ, რომ ძველ დროს ჰქონდათ ისეთი ცოდნა, რომლის ათვისება თანამედროვე ცივილიზაციამ  XVII საუკუნეში დაიწყო.








No comments:

Post a Comment