Monday, 6 January 2020

ძველი ცივილიზაციის გზავნილი_ჯუდაკულას და მარაგატერის ქვები




ჯუდაკულას ქვის ფილა ამოუცნობი ნიშნებით კიდევ ერთ გამოცანად რჩება მსოფლიოს საზოგადოებისთვის. უძველესი ქვა აღმოაჩინეს 1850 წელს ჩრდილოეთ ამერიკაში. ამოტვიფრული ნიშნების გაშიფვრა ჯერჯერობით ვერ მოხერხდა. მეცნიერები თვლიან რომ საიდუმლო ნიშნები ჯუდაკულას ქვაზე გაკეთებულია 10 ათასზე მეტი წლის წინ. ბიოლოგებს მიაჩნია, რომ ნახატები წარმოადგენს სიცოცხლის მიკროსკოპულ ილუსტრაციას.

ჯუდაკულას ქვა არ გახლავთ ერთადერთი. მისი მსგასვი არტეფაქტი, კლდის ლოდი ნაპოვნია ესპანეთში. სპეციალისტებმა ეს მარაგატერის ქვა (მხარე ესპანეთში) დაათარიღეს 2500 წ-ით ჩვ. წ. აღ-მდე. სპეციალისტთა აზრით უცნაური ნიშნები ქვაზე ადამიანის ნახელავია და სატეხითაა ამოჭრილი. ზოგიერთი კი თვლის, რომ ეს ნიშნები განსაკუთრებული ენერგიის ძალითაა ამოკვეთილი.



ისმება კითხვა: როგორ მოხდა , რომ ათასობით კილომეტრით დაშორებული ჩრდილოეთ ამერიკის ქვებზე არსებული პეტროგლიფები და ესპანეთის ქვის პეტროგლიფები ასე ჰგავს ერთმანეთს? ისინი სხვადასხვა ცივილიზაციების შექმნილია და არასოდეს შეხებიან ერთმანეთს გეოგრაფიული სიშორის გამო.

ზოგს მიაჩნია, რომ ქვაზე ამოტვიფრული ნიშნები გახლავთ სამშვიდობო ხელშეკრულება, რელიგიური მარკერი, ან როზეტის ქვის მსგავსი რამ. არსებობს ასევე აზრი, რომ გრძელი ხაზები ქვის ზედაპირზე აღნიშნავდნენ ამა თუ იმ ტომის საზღვარს.






No comments:

Post a Comment