ათენიდან 20 კილომეტრის მოშორებით, ზღვის დონიდან კი 720 მ-ს სიმაღლეზე მდებარეობს პენტელის მთა. უძველეს დროს აქ, ამ ადგილას მოიპოვებდნენ მარმარილოს ანტიკური მშენებლობებისთვის. პართენონი სწორედ აქედან გატანილი მასალითაა აგებული.
მე-5 საუკუნეში აქ არსებული გამოქვაბული იქცა ბერძნული პანთეონის ყველაზე უჩვეულო ღვთაების მხიარული პანის სამლოცველოდ. უკვე მაშინ დადიოდა ხმა, რომ პანს თავის ნება-სურვილზე დაჰყავდა იქ მისულები. გამოქვაბულში ქრებოდნენ ადამიანები, ვინც უკან ბრუნდებოდა ამბობდა, რომ შიგნით გასასვლელები იცვლებოდა. სწორედ მაშინ უწოდეს გამოქვაბულს პანტელი, რაც ბერძნული ფრაზის თარგმანით ნიშნავს "დასასრულის კარიბჭეს".
მე-19 საუკუნეში პანტელიმ კარდინალურად შეიცვალა ბინადრები. აქ აფარებდნენ თავს გაქცეული დამნაშავეები, ყაჩაღები და მეკობრეები. არეული გასასვლელების გარდა, აქაური ბინადარნი არცთუ იშვიათად ამჩნევდნენ მოულოდნელად გაჩენილ ცეცხლს და ესმოდათ ხმები. კედლებზე შესრულებული ნახატები ერთი კედლიდან მეორეზე გადადიოდა. მაგალითად, ერთმა ხელის ანაბეჭდმა 20 წლის განმავლობაში უკვე სამჯერ შეიცვალა ადგილი.
მე-20 საუკუნის მიწურულს ამ ადგილის შესწავლას შეუდგნენ მეცნიერები. უკვე არსებული ანომალიების გარდა, გაირკვა კიდევ ერთი: ჩვეულებრივ, ტემპერატურა გამოქვაბულებში ერთ დოენზე დგას, მაგრამ ღამის პირველ საათზე ხდება ტემპერატურის მკვეთრი ვარდნა 10 გრადუსის დიაპაზონში, ამასთან ისმის ხმები, რომელიც მამლის ყივილს წააგავს. მკვლევარ პაპანდოპულოს აზრით გამოქვაბულში არსებობს გასასვლელი პარალელურ სამყაროში, რითაც აიხსნება ადამიანების გაქრობა.
მას მერე, კიდევ ერთი მეცნიერი ჩავიდა პანტელიში აპარატურით. მან მოახერხა გაურკვეველი ხმების ჩაწერა. ჩანაწერის დამუშავების შემდეგ, აღმოჩნდა რომ ეს იყო ბავშვთა გუნდი, რომელიც ძველბერძნულად მღეროდა. მკვლევარი მაკრიდოპულოსი თვლის, რომ მან ჩაწერა პიქსების (ელფების) სიმღერა.
რამდენიმე წლის წინ ნატოს წარმომადგენლებმა შემოღობეს ტერიტორია. გეგმავდნენ ბუნკერის აგებას. ერთი-ორჯერ აფეთქებაც მოასწრეს. მაგრამ ერთი წლის შემდეგ მიატოვეს ადგილი და წავიდნენ. ახლა ტურისტებისთვის გამოქვაბულთა უმეტეს ნაწილში ჩასვლა აკრძალულია.
No comments:
Post a Comment