მღვიმე "Shell Grotto" აღმოაჩინა ფერმერმა დიდ ბრიტანეთში 1835 წელს საკუთარი მიწის ნაკვეთზე, რომელიც გახლავთ ნიჟარებისგან შექმნილი მიწისქვეშა მღვიმე. ეს საოცარი ქმნილება დღემდე არ ასვენებს მეცნიერებს, არქეოლოგებს და რჩება ამოუხსნელ გამოცანად. მღვიმე პატარა ქალაქ მარგეიტში მდებარეობს ლა მანშის სრუტესთან ახლოს.
მღვიმე რთული ფორმისაა და ღრმადაა მიწაში განთავსებული. მისი საერთო ფართი 190 კვ.მ.-ია. ყველა კედელი და თაღი მოპირკეთებულია მდინარისა და ზღვის მოლუსკთა ნიჟარებით. ნიჟარების რაოდენობა 4,5 მილიონს აჭარბებს. ზოგიერთი მოლუსკის სახეობა აქ მხოლოდ პლანეტის სხვა ნაწილიდან თუ მოხვდებოდა. გაუგებარია რისთვის და რა მიზნით ააგეს ეს მიწისქვეშა მღვიმე.
სხვადასხვა ფორმის ნიჟარები ქმნიან რთულ მოზაიკურ სურათებსა და გეომეტრიულ ფიგურებს. კედლებზე უამრავი ნაყოფიერების, სიცოცხლის, სიკვდილის, სიყვარულის და ქალურობის წარმართული სიმბოლოა გამოსახული.
დერეფნის კედლებზე მოჩანს ჰორიზონტის ხაზები, რომელიც მკვლევართა აზრით, ორი სამყაროს განყოფის სიმბოლურ გამოხატულებას უნდა წარმოადგენდეს- სიკვდილის აქეთურსა თუ იქითურს. ერთ პანოზე კი ეს ხაზი არ ჩანს. სავარაუდოდ ეს ადგილი დედამიწისა და ცის შერწყმას უნდა გულისხმობდეს. აქვეა ქალის ანატომიური სიმბოლოები. ამ სახით იკვეთება ნიჟარებიანი მღვიმის მთავარი თემატიკა. შესაძლოა მღვიმე ქალების აგებულიც იყოს.
მთავარ დარბაზში სამხსვერპლოა განთავსებული. მის უკანა მხარეს მზის ფორმის მოზაიკაა, ხოლო სამსხვერპლოს ქვემოთ მთვარეა. ადრე, გარე სამყაროსთან კავშირისთვის 60 სმ-ის დიამტერის ღიობი იყო კედელში დატანებული, მაგრამ დიდი ხნის განმავლობაში ის ჩაკეტილი გახლდათ.
ისტორიკოსებს მიაჩნიათ, რომ მღვიმე განასახიერებს სიცოცხლეს დაბადებიდან იმქვეყნიურ ცხოვრებამდე. დარბაზების გავლისას ადამიანი სიმბოლურად ასრულებს ამ მოგზაურობას და ბოლოს ხვდება სამსხვერპლო ოთახში (ზეცაში). კიდევ ერთი ჰიპოთეზის თანახმად, თაღი იხსნებოდა რომელიღაც ასტრონომიულ თარიღთან დაკავშირებით. ამიტომ მეცნიერებმა ჩაატარეს ექსპერიმენტი და გახსნეს ღიობი ზაფხულის ნაბუნიობისას. არც შემცდარან, მზე ზენიტში აღმოჩნდა ზუსტად მღვიმის თაღის ცენტრალურ წერტილში. გამოიყენეს სარკეები, რომ სხივისთვის მიეცათ მიმართულება, მზის არეკლილმა სხივებმა გაანათეს მიწისქვეშა სამსხვერპლო.
მეცნიერებმა მაინც ვერ შეძლეს იმის გარკვევა ვინ შექმნა ეს არაჩვეულებრივი მიწისქვეშა სასახლე, იქნებ საკულტო ტაძარიც კი. ულტრათანამედროვე ტექნოლოგიითაც შეუძლებელია როდის მოხდა ამ შედევრის ასეთი ცოდნითა და რუდუნებით შექმნა. წლების განმავლობაში დამთვალიერებლები იყენებდნენ ვიქტორიანულ ლამპრებს. ნამწვმა დააზიანა ნიჟარების ზედაპირი. სწორედ ამის მიხედვით უნდა ჩატარებულიყო კვლევები თანამედროვე ტექნიკის გამოყენებით და რადიონახშირბადის ანალიზი. ერთადერთი რისი გარკვევაც მოხერხდა-მრავალფეროვანი ნიჟარები, რომელიც მოზაიკის შექმნის დროსაა გამოყენებული არის არამხოლოდ ადგილობრივი, კარიბის ზღვის აუზიდანაცაა შემოტანილი.
კომპოზიციების ტექნოლოგიისა და თემატიკის გათვალისწინებით, ეს ტაძარი ძველი ცივილიზაციის წარმოამდგენელთა შექმნილს ჰგავს.
No comments:
Post a Comment