კანარის არქიპელაგის ყველაზე დიდი კუნძულებია ტენერიფე და გომერი. როცა ესპანელები მე-14 საუკუნეში პირველად გამოჩნდნენ ტენერიფეზე, იქ მცხოვრებმა გუანჩებმა ისინი გულღიად მიიღეს. ესპანელები არ ელოდნენ აქ თეთრკანიან მოსახლეობას. მოგვიანებით, როცა ესპანელებმა მათი შევიწროვება დაიწყეს, გუანჩები აჯანყდნენ საკუთარი თავისუფლების დასაცავად. მაგრამ ესპანალები გაცილებით მეტნი და უფრო უკეთ შეიარაღებულნი იყვნენ და საბოლოოდ დაიპყრეს კანარის არქიპელაგი. ახლა ეს კუნძულები ესპანეთს ეკუთვნის. თანამედროვე გუანჩებზე დიდია ესპანური გავლენა, მაგრამ მათ მაინც შეინარჩუნეს წინაპრების მახასიათებლები.გუანჩები-არაჩვეულებრივი ხალხი, რომელიც დიდი ხანია ცხოვრობს კანარის კუნძულებზე, მაგრამ გაუგებარია რანაირად მოხვდნენ აქ, ვინაიდან არ იცნობენ სანაოსნო ხელოვნებას.
გუანჩებს მკვეთრად ჩამოყალიბებული წარმოდგენა აქვთ სამყაროს მოწყობაზე. მათ მიაჩნიათ, რომ ღმერთმა შექმნა ადამიანები მიწისა და წყლისგან, ქალი და კაცი თანაბრად. ისინი საკუთარ თავს "მზის შვილებად" მიიჩნევენ, რაც საერთო მახასიათებელია პროტოიბერთათვის.
კანარის კუნძულების მოსახლეობისთვის მთავარი იარაღი იყო ხის შუბი, ხელკეტები. ასეთივე იარაღი აღმოუჩინეს ძველ ლიბიელებს. ასევე, ისინიც თმებზე ბუმბულებს იმაგრებდნენ იბერებივით. გუანჩები იკეთებდნენ ტატუს და ამისთვის იყენებდნენ იმ ბეჭედ-პინდატერებს რომლის გამო დავობენ მეცნიერები დღემდე. ასეთი პინტადერები აღმოჩენილია გრან-კანარიაზე, ჩრდილოეთ იტალიაში, ჩრდილოეთ აფრიკაში და კოლუმბიაში. სხვაგან ის არსადაა. პინტადერებზე ამოჭრილია გეომეტრიული ორნამენტები.
გუანჩებმა ააგეს კუნძულებზე რამდენიმე საფეხურიანი პირამიდა. მათ თავზე განთავსებულია მოედანი, სადაც სავარაუდოდ სრულდებოდა რელიგიური რიტუალები. ტურ ჰეიერდალი დაინტერესდა ამ პირამიდებით, მიმართა ასტრონომებს და დაადგინა, რომ პირამიდები ორიენტირებულია მზისკენ. ნაგებობათა ერთი ხაზი ემთხვევა ზამთრის ნაბუნიობას, ხოლო მეორე, ზაფხულისას. მსგავსი პრინციპით აგებდნენ ზიქურათებს ძველ შუამდინარეთში და კუნძულ სარდინიაზე. პირამიდების ქვეშ არსებობდა დერეფნების მთელი სისტემა და გამოქვაბულები.
ტურ ჰეიერდალი გუანჩების აგებულ პირამიდებზე წერდა, რომ მათი შედარება შესაძლებელია შუამდინარეთის ზიქურათებთან, ასევე მსგავსი პირამიდები არსებობს სიცილიის მახლობლად მდებარე კუნძულ პანტელერიაზე და სარდინიაზე ნურაგების სახით. ჰეიერდალის აზრით გუანჩები მაღალგანვითარებული ძველი ცივილიზაციის ნაწილი იყვნენ.
ქურუმები ატარებდნენ მოგრძო, კონუსის ფორმის მაღალ ქუდებს. ქალ ქურუმებს ერქვათ "გარიმაგუადესი", რაც ძალიან ჰგავს ძველი შუამდინარეთის ქალი ქურუმის სახელწოდებას-"გარიმან-გაგიუმი", რაც ტაძრის ქალს ნიშნავდა. საინტერესოა ისიც, რომ შუამდინარეთის ურის დიდი ტაძრის ქურუმი ქალები ემორჩილებოდნენ იგივე წესებს და ასრულებდნემ ისეთივე მოვალეობებს, რასაც კანარის კუნძულების ქურუმი ქალები. ქურუმთა კასტა იმოსებოდა ძველი ბაბილონელების მსგავსი სამოსითა და ქუდებით. უმაღლესი ქურუმი, რომელიც მკურნალიც იყო, ასრულებდა ადმინისტრატორის ფუნქციასაც. ისინი ძალიან ჰგავდნენ ბაბილონელ ქურუმებს. ტიტულ "ფეიკანს" გააჩნია ბაბილონური ჟღერადობა. ბაბილონში ფეიკანი იყო ერთდროულად სამოქალაქო, სამხედრო და რელიგიური წარჩინებული პიროვნება. საზოგადოება აქაც მატრიარქალური იყო. ქალი დიდ როლს თამაშობდა. მემკვიდრეობა ქალის ხაზით გადადიოდა. დიდ როლს თამაშობდნენ სამხედრო საქმეშიც (ცნობილია ლეგენდები მეომარ ქალებზე). ტრადიციული ლეგენდა გახლავთ ამაყ "არისტოკრატ" გუანჩ ქალებზე, რომლებიც კლდიდან ხტებოდნენ, ასრულებდნენ რიტუალურ თვითმკვლელობას, რომ ტყვედ არ ჩავარდნილიყვნენ. (ჩვენთვის მეტად ცნობილი საქციელი)
კიდევ ერთი პარადოქსი-განვითარების დაბალ საფეხურზე მყოფ გუანჩებს ჰქონდათ საკუთარი დამწერლობა. მათი გაშიფრვა დღემე ვერ მოხერხდა. გუანჩთა ენა დაიკარგა. შემორჩენილია მხოლოდ რამდენიმე ასეული სიტყვა, რომელიც მისიონერებმა ჩაიწერეს. გუანჩის სიტყვებს ჰქონდა ღია-მარცვლოვანი სტრუქტრურა, რითაც მსგავსებას ავლენს ეტეოკრეტულთან, შესაძლოა ძველბერბერულთანაც. გუანჩებმა საკუთარი ენა დაივიწყეს, მაგრამ ურთიერთობას სტვენით ახერხებენ. სტვენით საუბრობენ შორ მანძილზე. ასეთივე ფორმით კომუნიკაციის ფორმა გააჩნიათ თურქეთის ერთ-ერთი სოფლის მცხოვრებთ ანატოლიის მთიან რაიონში.
გუანჩები-"მზის შვილები", რომელმაც ისინი დაივიწყა, მაგრამ აუცილებლად მოვა მათთან. გენეტიკური მონაცემებით გუანჩები ახლოს დგანან იბერებთან და ეგვიპტელებთან.
ერთი საერთო აქვთ კიდევ გუანჩებს ეგვიპტელებთან, მიცვალებულის მუმიფიცირება. ინგლისელი არქეოლოგი გრაფტონ ელიოტ სმიტი წერდა: როცა ვინმე კვდება, გუანჩები მიცვალებულს მიასვენებენ გამოქვაბულში, ქვაზე დებენ, მუცელზე ჭრიან, შიგნეულს უღებენ და სხეულს მთლიანად ბანენ მარილიან წყლით, უსვამენ ცხვრის ქონის, ფიჭვის ფისისა და დაფშვნილი პემზის საცხს. ამგვარად გამზადებულ გვამს მზეზე აშრობენ 15 დღე. შემდეგ ახვევენ ცხვრის ტყავში და გამოქვაბულში ათავსებენ. გამოქვაბულში მუდმივად თანაბარი ტემპერატურის დამსახურებით გვამები კარგად შემოინახა დღემედე. მუმიფიცირების ასეთი წესი ძალიან ჰგავს ეგვიპტურს, თუმც ნაკლებად სრულყოფილია. მუმიფიკაციის ძველ ჩვეულებას გუანჩები გადასცემდნენ თაობიდან თაობას როგორც წმინდა საიდუმლოს. ამიტომ მათ არ იცოდნენ რა იყო სიკვდილი. უბრალოდ იძინებდნენ მანამდე, სანამ დიდი დედა არ დაბრუნდება და მოუხმობს მათ თავის წიაღში. ამიტომ გუანჩები ინახავდნენ თავისი ახლობლების ნეშთს. მუმიფიცირების საუკეთესო რეცეპტები დაიკარგა. მუმფიკატორის ხელობა სძულდათ. მათ საკმაოდ მაღალი ანაზღაურება ჰქონდათ, მაგრამ განცალკევებით ცხოვრობდნენ. არსებობდა ქურუმთა ცალკე კასტა, ვისი საქმიანობაც წმინდა საიდუმლოდ ითვლებოდა. გუანჩები საიდუმლო ცოდნის მცველები იყვნენ.
მიცვალებულის დასასვენებელი გამოქვაბული
თანამედროვე გუანჩები
No comments:
Post a Comment