საუდის არაბეთის უდაბნო ან-ნაფუდში მდებარეობს ოაზისი თიმა. ეს ოაზისი უძველესია და თიამათის სახელითაა ნახსენები ასირიულ ფილებზე ჩვ.წ. აღ.-მდე მე-8 საუკუნეში. ნახსენებია ის აგრეთვე ბიბლიაში. ეს ადგილი არქეოლოგებსა და უამრავ ტურისტის იზიდავს.
თიმას ყველაზე იდუმალებით მოცული ღირსშესანიშნაობა გახლავთ კლდე ალ-ნასლა. ესაა უშველებელი, შუაზე გაჭრილი კირქვის კლდის ლოდი. ამასთან ორ ნახევარს შუა ნაპრალი არის იდეალურად ვიწრო და თანაბარი.
ეს კლდე უძველესი დროიდანაა ცნობილი. მასზე სურათები და წარწერებიც კია გაკეთებული, რომელიც ორი ათასი წლისაა. მაგრამ კლდეში არსებული ჭრილი დღემდე ცხარე კამათს იწვევს. ერთნი ამტკიცებენ, რომ ბუნებრივი მოვლენების შედეგია და ასეთი უცნაური ფორმა ქარით გამოფიტვამ გამოიწვია, ისევე როგორც ეგვიპტეში. სხვები აღნიშნავენ, რომ ასეთი კირქვის კლდის ლოდი მსგავსი ბზარით სხვაგან არსადაა.
არც ისეა საქმე, თითქოს სწორი ხაზების არსებობა უცხოა გეოლოგიაში. მაგალითად, ფიქალისა და კირქვის სახეობები ხშირად ქმნიან იდეალურად სწორ ფენებს და ადვილად სკდება თხელ ფილებად. მეორე მაგალითი-მინერალ პირიტის ბუნებრივ კრისტალებს აქვს იდეალურად სწორი კუბის ფორმა.
ან-ნასლას კლდე სულაც არ გახლავთ პირიტი, თან ჭრილი მასში გაკეთებულია არა ფენების გასწვრივ, არამედ გარდიგარდმო. რაც ფოტოებზე კარგად ჩანს.
თუ ეს ბუნებრივი მოვლენის შედეგი არაა, მაშინ რასთან გვაქვს საქმე? კირქვის გახერხვა დისკური ხერხის დახმარებით სრულიად შესაძლებელია, მაგრამ რა ზომის უნდა იყოს ხერხი, რომ ამხელა კლდე გახერხოს? იქნებ ლაზერით გაიჭრა, მაგრამ ეს ეს ლოდი რამდენიმე ათასი წლისაა. ასეა თუ ისე, ან-ნასლას ძველი კლდის საიდუმლო ამოხსნას ელოდება.
No comments:
Post a Comment