Friday, 27 December 2019

ვინ გათხარა ევროპის ქვეშ გვირაბები?




ევროპაში აღმოჩენილია უამრავი მიწისქვეშა გვირაბი. ეს გვირაბები შოტლანდიიდან, ირლანდიიდან მიემართება ესპანეთისკენ და აქედან თურქეთისკენ.

ჟურნალ "Der Spiegel"-ის თანახმად ამ გვირაბების უპირველესი მკვლევარი გახლდათ მღვდელი ლამბერტო კარნერი, რომელმაც სანთლით ხელში 400 გასასვლელი გაიარა და აღწერა ისინი, როგორც "უცნაური გასასვლელები ჰაერის დინებებით".


Wednesday, 25 December 2019

ვის შეეძლო ლოდის ასე გაჭრა?


საუდის არაბეთის უდაბნო ან-ნაფუდში მდებარეობს ოაზისი თიმა. ეს ოაზისი უძველესია და თიამათის სახელითაა ნახსენები ასირიულ ფილებზე ჩვ.წ. აღ.-მდე მე-8 საუკუნეში. ნახსენებია ის აგრეთვე ბიბლიაში. ეს ადგილი არქეოლოგებსა და უამრავ ტურისტის იზიდავს.

თიმას ყველაზე იდუმალებით მოცული ღირსშესანიშნაობა გახლავთ კლდე ალ-ნასლა.  ესაა უშველებელი, შუაზე გაჭრილი კირქვის კლდის ლოდი. ამასთან ორ ნახევარს შუა ნაპრალი არის იდეალურად ვიწრო და თანაბარი.

Saturday, 21 December 2019

ტროვანტების საიდუმლო: ცოცხალი ქვები, რომელსაც გამრავლების უნარი აქვს




რთულად დასაჯერებელია, რომ შესაძლოა არსებობდეს ქვის ფორმა, რომელიც იზრდება, სუნთქავს და მრავლდება. მაგრამ ფაქტებს წინააღმდეგობას ვერ გაუწევ. ასეთია სწორედ ტროვანტები, ანუ "ცოცხალი "ქვები. ტროვანტები ყველაზე დიდი რაოდენობით თავმოყრილია რუმინეთში. ერთი შეხედვით ჩვეულებრივ ქვებს ჰგავს. წვიმის შემდეგ კი "გაცოცხლებას" იწყებს: იზრდება ზომაში,  ამრავლებს "შვილებს" და სუნთქავს.


Friday, 20 December 2019

პროტოიბერიული ანუ მედიტერანული სამყარო_კ რ ე ტ ა-მ ი ნ ო ს ი ს ცივილიზაცია ( ნაწილი III )




კრეტის ცივილიზაციის ერთ-ერთ საინტერესო ქმნილებას წარმოადგენს მინოსის სასახლე ანუ ''ლაბირინთი''კნოსოში. სასახლეს ეს სახელი შეარქვეს იმის გამო, რომ სამეფო დარბაზის კედლები დამშვენებული იყო ორმაგი ცულის ლაბრისების გამოსახულებით. თავად სიტყვა ლაბირინთის ეტიმოლოგია უნდა  უკავშირდებოდეს ორმაგი ცულის სახელწოდებას. თვით  მინოსის სასახლე არქიტექტურული თვალსაზრისით უნიკალური ნაგებობაა, თუნდაც მისი უცნაური სვეტების გამო, რომელიც ჩვეულებრივი სვეტებისაგან განსხვავებით ქვედა ნაწილში ვიწროვდება და უცნაურად გამოიყურება.

პროტოიბერიული ანუ მედიტერანული სამყარო_კ რ ე ტ ა-მ ი ნ ო ს ი ს ცივილიზაცია ( ნაწილი II)



კრეტა, უპირველეს ყოვლისა, ასოცირდება ლაბირინთთან და მინოტავრთან, რომელიც უკავშირდება დედალოსის სახელს. დედალოსი ბერძნულ მითოლოგიაში ცნობილია როგორც მხატვარი, მოქანდაკე, ხუროთმოძღვარი და ინჟინერი. დედალოსის ქანდაკებები ცოცხალივით გამოიყურებოდა, ვინაიდან ისინი მოძრაობდა. მანვე გამოიგონა სადურგლო იარაღები. უფრო მეტად კი სახელი გაითქვა ხელოვნური ფრთების შექმნითა და ეგვიპტის ლაბირინთის აგებით. ერთ–ერთი ლეგენდის მიხედვით დედალოსმა დანაშაული ჩაიდინა. მასთან მისი ნათესავი ახალგაზრდა ცხოვრობდა, რომელსაც ის საკუთარ ცოდნას გადასცემდა. ბიჭი დედალოსზე უფრო ნიჭიერი აღმოჩნდა. მან დედალოსის დაუხმარებლად დაამზადა ხერხი და ფარგალი. დედალოსი შეაშინა პოტენციური პრეტენდენტის არსებობამ, კლდეზე მოტყუებით აიყვანა და იქიდან გადმოაგდო. მას ათენიდან გაძევება მიესაჯა. სახელგანთქული ოსტატი კუნძულ კრეტაზე გაიქცა მინოსთან, რომელმაც ის სიხარულით მიიღო. დედალოსი მეფეს მოძრავი თოჯინებით ართობდა. მის საყვარელ ქალიშვილს არიადნეს კი საცეკვაო მოედანი მოუწყო.

Thursday, 19 December 2019

პროტოიბერიული ანუ მედიტერანული სამყარო_კ რ ე ტ ა-მ ი ნ ო ს ი ს ცივილიზაცია ( ნაწილი I )


მედიტერანულ სამყაროში კრეტა-მინოსის ცივილიზაციას ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. ცნობილ მეცნიერთა მიერ გამოთქმულ აზრს, რომ ეს ცივილიზაციაც პროტოიბერთა სამყაროს ნაწილი იყო, ბოლო დროს ჩატარებულმა არქეოლოგიურმა და გენეტიკურმა კვლევებმა გაუმყარეს საფუძველი. არქეოლოგიური მონაცემებმა აჩვენეს მინოსური კრეტის მატერიალური კულტურის მსგავსება აღმოსავლეთ ანატოლიასთან. მინოსელთა სავარაუდო წინაპრებად ასახელებენ ხალაფას და ახლა უკვე მტკვარ-არაქსის კულტურის მოსახლეობას, რომელიც მიეკუთვნება მე-5 და მე-4 ათასწლეულს ჩვ.წ.აღ-მდე, ჩრდილოეთ შუამდინარეთსა და აღმოსავლეთ ანატოლიაში (თანამედროვე სირიისა და თურქეთის საზღვარზე).  მინოსურ კულტურას უკავშირებენ ბალკანეთის ნახევარკუნძულის ბერძნებამდელ მოსახლეობასაც ანუ პელაზგებს, აგრეთვე ჩრდილოეთ აფრიკის უძველეს მოსახლეობას (გარამანტები, ბერბერები). ბოლო დროს ჩატარებული მინოსელთა დნმ-ის ანალიზებით დადგინდა მინოსელთა და მიკენელთა მჭიდრო გენეტიკური კავშირი. მათ გენომეს დიდი ნაწილი (62-86 %) მიიღეს სამხრეთ-დასავლეთ ანატოლიის ადრეულ მიწათმოქმედთაგან. როგორც მინოსელებს, ასევე მიკენელებს დნმ-ის (9-32 %) მემკვიდრეობით მიიღეს აღმოსავლეთ კავკასიისა და ჩრდილოეთ ირანის უძველესი მოსახლეობისგან, ამასთან ეს ხდებოდა მინოსელებისა და მიკენელების გაყოფამდე. მიკენელთა დნმ-ის 4-16 % კი დაკავშირებულია აღმოსავლეთ ევროპისა და ციმბირის ძველ მოსახლეობასთან.

Sunday, 15 December 2019

პროტოიბერიული ანუ მედიტერანული სამყარო_გ უ ა ნ ჩ ე ბ ი



კანარის არქიპელაგის ყველაზე დიდი კუნძულებია ტენერიფე და გომერი. როცა ესპანელები მე-14 საუკუნეში პირველად გამოჩნდნენ ტენერიფეზე, იქ მცხოვრებმა  გუანჩებმა ისინი გულღიად მიიღეს. ესპანელები არ ელოდნენ აქ თეთრკანიან მოსახლეობას. მოგვიანებით, როცა ესპანელებმა მათი შევიწროვება დაიწყეს, გუანჩები აჯანყდნენ საკუთარი თავისუფლების დასაცავად. მაგრამ ესპანალები გაცილებით მეტნი და უფრო უკეთ შეიარაღებულნი იყვნენ და საბოლოოდ დაიპყრეს კანარის არქიპელაგი. ახლა ეს კუნძულები ესპანეთს ეკუთვნის. თანამედროვე გუანჩებზე დიდია ესპანური გავლენა, მაგრამ მათ მაინც შეინარჩუნეს წინაპრების მახასიათებლები.გუანჩები-არაჩვეულებრივი ხალხი, რომელიც დიდი ხანია ცხოვრობს კანარის კუნძულებზე, მაგრამ გაუგებარია რანაირად მოხვდნენ აქ, ვინაიდან არ იცნობენ სანაოსნო ხელოვნებას.

Wednesday, 11 December 2019

პროტოიბერიული ანუ მედიტერანული სამყარო_გ ა რ ა მ ა ნ ტ ე ბ ი



2900 წლის წინ ლიბიის ტერიტორიაზე არსებობდა ერთ-ერთი უძლიერესი სამეფო გარამანტის სახელწოდებით. მეცნიერთა აზრი ამ სამეფოსთან დაკავშირებით ერთმანეთს ემთხვევა. გარამანტები იყვნენ ეგვიპტელთა მიერ განადგურებული ''ზღვის ხალხები'', რომლებიც გამოსული იყვნენ აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთიდან და იყვნენ კრეტის კულტურის მატარებელნი. ისინი ჩრდ. აფრიკის ტერიტორიაზე-ლიბიაში ძვ.წ. მე-14 ს-ში ცხოვრობდნენ. მოგვიანებით ნელ-ნელა შეერივნენ ადგილობრივ ლიბიურ ტომს(ტემეჰუ). მკვლევარები აღნიშნავენ, რომ სუფიქსი-ანტი სიტყვაში "გარამანტი" პელაზგური წარმოშობისა უნდა იყოს. გარამანტების მითოსურ წარმოშობაზე საუბრობს ჰეროდოტე თავის "ისტორია"-ში, რომლის მიხედვით კრეტის მეფე მინოსმა საკუთარი ასული აკაკალიდა დაასახლა აფრიკაში-ლიბიაში. ქალმა აპოლონისგან გააჩინა ვაჟი გარამანტი, რომელიც გახდა მამამთავარი გარამანტებისა.

Tuesday, 12 November 2019

გამოქვაბული გჰარ დალამი მალტაზე_გენეტიკური მუტაციის ცხოველთა სამარხი






გჰარ დალამის გამოქვაბული იმითაა საინტერესო, რომ სწორედ აქაა მიკვლეული ადამიანთა დასახლების ადრეული ნიშანი, რაც 7400 წლის წინანდელი უნდა იყოს. გამოქვაბულში მოპოვებული ექსპონატების დიდი ნაწილი მუზეუმშია გადატანილი.

უცნობი ცივილიზაციის უძველესი მიწისქვეშა ტაძარი ჰიპოგეუმი მალტაზე




ჰიპოგეუმი ჰალ საფლიენი ერთ-ერთი ექსტრაორდინალური და უნიკალური ადგილია დედამიწაზე. ის გამოკვეთილია კლდეში. ჰიპოგეუმი ლათინურად ნიშნავს მიწისქვეშ საცხოვრებელს. ყველაზე ძველი ზედა ოთახების ფენა თარიღდება დაახლოებით 3150-2500 წ-ით ჩვ.წ.აღ-მდე. ზოგიერთი მიწისქვეშა პალატა იმეორებს მიწისზედა ტაძრების არქიტექტურულ ფორმებს. გათხრების დროს აღმოჩნდა მძინარე ქალის ცნობილი ქვის ქანდაკება.

Monday, 11 November 2019

უცნობი ცივილიზაციის უძველესი მეგალითური ნაგებობები მალტაზე




მალტის არქიპელაგი ნიმფა კალიფსოს სამშობლოდ ითვლება. აქ შეაფარა თავი პავლე მოციქულმა. ამ არქიპელაგზე აღმოჩნდა მსოფლიოში ყველაზე ძველი ტაძრები-კვალი ერთ-ერთი ყველაზე საიდუმლო ცვილიზაციისა კაცობრიობის ისტორიაში.  

7000 წლის წინ მალტის არქიპელაგი დაფარული იყო მრავალფეროვანი მცენარეებით. მისი უშიშარი პირველი აღმომჩენნი 5200 წლის წინ გადმოსხდნენ არქიპელაგზე. ვინ იყო ეს ხალხი?-პასუხი ამ კითხვაზე ჯერაც გაუცემელია. ერთი რამაა ნათელი მხოლოდ-თანამედროვე მალტელებს არაფერი აქვთ საერთო იმ ხალხთან. მოსულთა კულტურა ნეოლითური გახლდათ. მათ ფართო სავაჭრო ურთიერთობები ჰქონდათ მეზობლებთან და მეგალითური ნაგებობებისთვის საჭირო მასალა შემოჰქონდათ. არქეოლოგებს მიაჩნიათ, რომ მალტა გახლდათ იმ დროის მნივნელოვანი საკულტო ცენტრი.

Saturday, 9 November 2019

ელფთა მუმიები ტაილანდის ტაძარში



ტაილანდის ერთ-ერთ დიდ საიდუმლოს წარმოადგენს ლეგენდა ნარი პონზე, ანუ ქალების ხეზე, რომელზეც როგორც მშვენიერი ნაყოფი, იზრდება მინიატურული, ლამაზი  გოგოები. ამ ლეგენდის მტკიცებულება კი ინახება ფხრა აჯარ დოტის ტაძარში, ტაილანდის ჩრდილოეთ მხარეში.

ნარი პონი გახლავთ ხე ბუდისტური მითოლოგიაში, რომელიც ნაყოფის სახით ისხამს მდედრობითი სქესის პატარა არსებებს. ისინი თავით არიან მიმაგრებული ხის ტოტებზე. ლეგენდის მიზედვით, მათ ადამიანის მსგავსი შიგნეულობა აქვთ, მაგრამ არ გააჩნიათ ძვლები. ნარი პონს მაგიური ძალა გააჩნია და მართავს სულებს, რომლებიც  მისთვის ცეკვავენ და მღერიან. ეს ხე იზრდება მისტიკურ ჰიმაფანის ტყეში.

Sunday, 13 October 2019

მისტიკური კუნძული ავალონი და მახვილი ექსხალიბური



გადმოცემით, სასიკვდილოდ დაჭრილი მეფე ართური გადაიყვანეს კუძულ ავალონზე, სადაც ამ კუნძულის მკვიდრი ქალები ჯადოსნობის დახმარებით კურნავდნენ მას. ამიტომ ართურს საშუალება მიეცა შეესრულებინა თავისი საკრალური ფუნქცია. მაგრამ მეფე ართურის ჭრილობები ყოველწლიურად იხსნება. ერთგულებით გამორჩეული  ადამიანები სულ ტყუილად ელიან მის დაბრუნებას. დღესაც არსებობს გადმოცემა, რომ ოდესმე ართური მაინც მოვა კუნძულ ავალონიდან და თავის სამეფოს ჩაუდგება სათავეში. მეფე ართური უნდა გამოჩნდეს თეთრ ცხენზე ამხედრებული. ეს სიმბოლო დიდი როლს თამაშობს იოანეს აპოკალიფსში. წმინდა გიორგიც თეთრცხენოსანია. ართურის გამქრალ ექსხალიბურთან დაკავშირებით ნათქვამია, რომ ის კვლავ უნდა დაუბრუნდეს მეფე ართურს. ამიტომ დროდადრო წყლიდან ჩნდება და  ასხივებს.

Saturday, 12 October 2019

საკრალურ-ალეგორიული სურათხატები მეფე ართურისა და მრგვალი მაგიდის ციკლში



გრაალის შესახებ დაწერილი ყველა ტექსტი ატარებს ალეგორიულ ხასიათს და გადმოგვცემს გრაალის იმ მოძრაობაზე, რომელიც არსებობდა ევროპაში მე-8-10 ს-ში. მათი ალეგორიულობის გამო, მკვლევარებს დიდი ხნის განმავლობაში მიაჩნდათ, რომ ისინი ისტორიულ სინამდვილეს არ შეიცავდნენ. მაგრამ ისიც ცნობილია, რომ ჯვაროსნებმა აღმოსავლეთის ექსპედიციების დროს ბევრი საინტერესო მასალა და სასულიერო ტექსტები მოიპოვეს, რომელიც შემდეგ ევროპაში ჩაიტანეს. ეს ტექსტები ხშირად აერთიანებდა მოაზროვნეებს და ისინი ქმნიდნენ ორდენებს. სწორედ მათ შეუქმნეს რენესანსის დაწყებას საფუძველი ევროპაში.

მეფე ართური და მრგვალი მაგიდის რაინდები (ნაწილი II)



მე-12 საუკუნის ინგლისელი მემატიანე ჰალფრიდ მონმუთელი "ბრიტების ისტორიაში" უმთავრეს ადგილს უთმობს მეფე ართურს. მხოლოდ მეორე მემატიანე გირალდ კამბრეი იმასაც კი გვიამბობს, როგორ დაესწრო მეფე ართურის საფლავის გახსნას გლასტონბერის სააბატოში, სადაც იხილა მეფის ფარი და ჯვარი. ჰალფრიდ მონმუთელი ამტკიცებს, რომ მისი ვერსია ეყრდნობა ძველი ტექსტის თარგმანს, რომელიც დაწერილი იყო ბრიტულ ენაზე, რამაც ბევრი დაარწმუნა იმაში, რომ ტექსტი წარმოადგენს უფრო ადრინდელ კელტურ ვერსიას. წიგნში აღწერილია მერლინის ცხოვრება, რომელიც გახლდათ ცნობილი ჯადოქარი და ართურის დამრიგებელი. კელტები მას უკვდავად მიიჩნევდნენ. მონმუთელის თანახმად, ის უელსელი მონაზვნის უკანონო შვილი იყო. მონაზონს თითქოს ანგელოზის ჩრდილი დაეცა, რის შემდეგ მოხდა უბიწო ჩასახვა, ქალი დაფეხმძიმდა. გამოდის მერლინი დაიბადა უბიწო ჩასახვის შედეგად.

Friday, 11 October 2019

მეფე ართური და მრგვალი მაგიდის რაინდები (ნაწილი I)



ართურ მეფის, როგორც რეალურად არსებული პიროვნების ბიოგრაფია ზუსტად არ არის დადგენილი. არსებობს სხვადასხვა გადმოცემა. ერთი ვერსიით, ის რომაელი ჯარისკაცია, ან ბრიტების ერთ-ერთი ტომის მეთაური, მეორე ვერსიით-მითიური , გამოგონილი პიროვნება. მე-6 საუკ.-ის ბერი ჰილგასი წერს ვიღაც მეფეზე, რომელმაც მოიწვია საქსები პიქტების დასამარცხებლად, მაგრამ საქსებმა თვით ბრიტების ხოცვა დაიწყეს, ამიტომ თავიანთ მმართველად რომაელი ამბროსიო ავრელიანეს შთამომავალი აირჩიეს, რომელმაც მომხვდურნი გაანადგურა მთა ბადონთან. აქ არის ნახსენები მეომართა მეთაური, რომელიც მოხსენიებულია როგორც დათვი(ლათ.ursus), უელსურად-artu. მე-8, 9 საუკ.-ის უელსელი ბერი ნენიუსი ახსენებს ვიღაც დიდ მეომარს, სახელად ართური. მე-10 საუკ.-ში უცნობი ავტორის მიერ დაწერილ ისტორიულ ქრონიკაში, სადაც ბადონთან ბრძოლაზეა საუბარი, ნახსენებია ვინმე ართური,რომელიც მხრებზე ჯვარს ატარებდა ბრძოლის დროს. მე-6 საუკ.-ის ბარდი ანეირინი თავის პოემაში ართურს ახასიათებს როგორც შეუდრეკელ მეომარს და ბრძენ მმართველს. მე-12 საუკ.-ში ეპისკოპოსი ჰალფრიდ მონმუთელი "ბრიტანეთის მეფეთა ისტორიაში'' ორ ტომს უძღვნის მეფე ართურს.სწორედ აქ არის მთელი ის ისტორია, რომელიც ყველაზე მეტად არის ცნობილი. უელსური გადმოცემით, ართური ლეგენდარული კუსტენენის (იგივე კონსტატინე) შთამომავალია. კუსტენენს ჰყავდა უამრავი შვილი, მათ შორის უთერ პენდრაგონი. უთერი ართურის მამა იყო. სახელი ართურს უკავშირებენ უელსურ სიტყვა "art''-ს. დათვი პელაზგების ტოტემი იყო.artu კელტურად ნიშნავს დათვს. დათვის კულტი ჰქონდათ პელაზგებს. პელაზგები ცხოვრობდნენ ბალკანეთში, კერძოდ არკადიაში. arkadi ბერძნულად დათვს ნიშნავს. სავარაუდოდ, ბრიტანეთში მიგრაციისას მათ თან წაიყოლეს თავისი კულტი. მოგვიანებით, ეს კულტი ნორდიულ კულტურაშიც გადავიდა.

გრაალზე შექმნილი სიმბოლურ-ალეგორიული ნაწარმოებები და საქართველო (ნაწილი II)




როგორც უკვე აღვნიშნეთ, ეშენბახის თქმით ძველი არაბული ხელნაწერი გრაალზე აღმოაჩინა პროვანსელმა კიოტმა ესპანეთის ქალაქ ტოლედოში. ვინ იყო მისი ავტორი?-ფლეგეტანისი-ბუნების დიდი მცოდნე, სოლომონის გვარიდან. მამა არაბი ჰყავდა, დედა-ებრაელი, რომელიც თაყვანს სცემდა კუროს, გააჩნდა წინასწარმეტყველების უნარი. "ფლეგეტანისი" სავარაუდოდ გამრუდებულად გადმოცემული არაბული სიტყვებია-  Felek და Tani. არაბულად FalekTani ჰერმესის სახელია. შესაძლოა ფლეგეტანისი ჰერმესის ფსევდონიმია. დედამიწაზე მიმდინარე მოვლენები განსაზღვრულია მნათობთა მოძრაობით. თანავარსკვლავედების შესწავლით ფლეგატანისი ჩასწვდა ბევრ საიდუმლოს, რაზეც ის კრძალვით საუბრობდა. მან თქვა, რომ არსებობდა საგანი გრაალის სახელწოდებით. ეს სახელწოდება თითქოს მან ვარსკვლავებზე დაკვირვებით წაიკითხა. ანგელოზთა მიერ ჩამოტანილ გრაალზე ადამიანებს უნდა ეზრუნათ მას შემდეგ, რაც გაქრისტიანდებოდნენ. ისინი ისეთივე უცოდველი და სუფთანი უნდა ყოფილიყვნენ როგორც ანგელოზები. ეს სიტყვები არ იწერებოდა პირდაპირი მნიშვნელობით.

Tuesday, 8 October 2019

გრაალზე შექმნილი სიმბოლურ-ალეგორიული ნაწარმოებები და საქართველო (ნაწილი I)




ერთ-ერთი ადრეული ნაწარმოები შექმნილი წმინდა გრაალზე გახლავთ კრეტიენ დე ტრუას პარციფალის პოემა Perceval ou le Conte du Graal. ავტორმა ვერ დაასრულა ეს პოემა. ნაწარმოების გმირი პარციფალი კელტია და გაღარიბებული უელსის რაინდული გვარის წარმომადგენელი. გმირის სახე სავარაუდოდ აგებულია ძველ უელსურ საგაზე. უელსური საგების გმირები კი მჭიდროდ არიან დაკავშირებულ კელტ გმირებთან. კრეტიენ დე ტრუა ამტკიცებდა, რომ მისი ნაწარმოები ეფუძნებოდა იმ მონაცემებს, რომელიც მან ფილიპ ფლანდრიელის წიგნში ნახა. დე ბორანმა კი გამოიყენა ერთ-ერთი აპოკრიფული სახარება, რომელიც შუა საუკუნეებში დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა. ეს გახლავთ ნიკოდიმეს "საქმე პილატესი", სადაც აღწერილია იოსებ არიმათიელის სინედრიონის წინაშე წარდგომა, თუ როგორ გამოეცხადა იესო ქრისტე არიმათიელს საპყრობილეში და გადასცა მას გრაალი-საიდუმლო სერობის თასი. ამის შემდეგ, როგორ მოხვდა გრაალი ბრიტანეთში. სწორედ ამას მოგვითხრობს რობერ დე ბორანი თავის პოემაში "იოსები არიმათიიდან", რომელიც დაწერილი უნდა იყოს 1200 წელს.

Monday, 7 October 2019

გრაალის თასი და მისი კავშირი ქართველურ სამყაროსთან (ნაწილი III)




გრაალის მცველი ტიტურელის წინაპარი ბერილუსი ფრანკთა განმანათლებელი იყო და ამავე დროს, მათი მეფეც. მან იქორწინა არგუზილის ქალიშვილზე. მათ ეყოლათ ვაჟი, რომელსაც დაარქვეს ტიტურიზონი. თავად ტიტურიზონმა  იქორწინა არაგონელი მეფის ქალიშვილ იზაბელაზე.მათ კარგა ხანს არ ჰყავდათ შვილი, ამიტომ ცოლ-ქმარი სალოცავად უფლის საფლავზე-იერუსალიმში წავიდა, რათა უფალს შვილის ყოლას შევედრებოდნენ. უფალმა ისმინა მათი ვედრება. როცა ბავშვი დაიბადა, მას ტიტურელი დაარქვეს. ბავშვის დაბადებისას, მფარვლმა ანგელოზმა მშობლებს აუწყა, რომ მოვიდოდა დრო და ბავშვი ანგელოზის მსგავსი გახდებოდა, ყმაწვილკაცობაში დაიცავდა ქრისტიანობას. მომდევნო ისტორია გვიამბობს ტიტურელისა და მისი მამის ბრძოლას ქრისტიანობის დასაცავად. ტიტურელი დახასიათებულია როგორც ბრძენი, თავშეკავებული ვაჟკაცი. როდესაც ორმაცდაათს მიაღწია, ანგელოზმა აუწყა, რომ კეთილშობილებისა და გულმოწყალებისთვის იგი გრაალის მცველად აირჩიეს.

Saturday, 5 October 2019

მისტიკური მთა შასტა

 


შასტას მთა მდებარეობს კალიფორნიაში. ესაა ჩამქრალი ვულკანური წარმონაქმნი, რომელიც უამრავი ლეგენდითაა მოსილი. ინდიელთა გადმოცემით, მთა შიგნით სავსეა ოქროთი და გვამებით. ინდიელები დიდ პატივს მიაგებდნენ მათთვის წმინდა ადგილს. მხოლოდ შამანებსა და ბელადებს ჰქონდა მასზე ასვლის უფლება. შასტა იზიდავს ბევრ ტურისტსა და მომლოცველს, სხვადასხვა რელიგიისა თუ სექტის მიმდევარს. გადმოცემით, თუ იანვრის თვეში ახვალ მთის წვერზე, მთელი წელი ჯანმრთელად იქნები.