შასტას მთა მდებარეობს კალიფორნიაში. ესაა ჩამქრალი ვულკანური წარმონაქმნი, რომელიც უამრავი ლეგენდითაა მოსილი. ინდიელთა გადმოცემით, მთა შიგნით სავსეა ოქროთი და გვამებით. ინდიელები დიდ პატივს მიაგებდნენ მათთვის წმინდა ადგილს. მხოლოდ შამანებსა და ბელადებს ჰქონდა მასზე ასვლის უფლება. შასტა იზიდავს ბევრ ტურისტსა და მომლოცველს, სხვადასხვა რელიგიისა თუ სექტის მიმდევარს. გადმოცემით, თუ იანვრის თვეში ახვალ მთის წვერზე, მთელი წელი ჯანმრთელად იქნები.
შასტის მთასთან უძველესი დროიდან დადიან ბუდისტები, მაგრამ ტყის საზღვარს ისინი არასდროს კვეთენ. ბუდისტებს მიაჩნიათ, რომ ტყეები და ჰაერი მთის გარშემო ქმნიან უხილავ ტაძარს, სადაც შესაძლებელია ისაუბრო ანგელოზებთან და მიაღწიო გაბრწყინებას. შასტას მთას გამაოგნებელი ფორმის ღრუბლები აკრავს. იქ თოვლი ზაფხულშიც კი არ დნება.
შასტის მთასთან უძველესი დროიდან დადიან ბუდისტები, მაგრამ ტყის საზღვარს ისინი არასდროს კვეთენ. ბუდისტებს მიაჩნიათ, რომ ტყეები და ჰაერი მთის გარშემო ქმნიან უხილავ ტაძარს, სადაც შესაძლებელია ისაუბრო ანგელოზებთან და მიაღწიო გაბრწყინებას. შასტას მთას გამაოგნებელი ფორმის ღრუბლები აკრავს. იქ თოვლი ზაფხულშიც კი არ დნება.
მთის ძირში მოედინება წყარო. სწორედ ამ ადგილზე იყრიან თავს იქ მისული ადამიანები. მოარული ხმებს თუ ვენდობით, ეს ადგილი დედამიწის ყველაზე იდუმალი ენერგეტიკული ცენტრია. ადგილობრივი ფოლკლორის მიხედვით, შასტა მდებარეობს კოსმოსური სხივების გარდატეხის წერტილში.
მე-19 საუკუნის ოქროს ციებ-ცხელების დროს, აქ მოდიოდნენ მთაზე ასვლის მსურველი პირველი ტურისტები. მთის ძირში მდებარეობს პატარა კავბოური ქალაქი მაუნთ-შასტა. 1904 წელს ქალაქში გამოჩნდა მარტოხელა ოქროს მაძიებელი ჯეინ ბრაუნი. ის სხვების მსგავსად ოცნებობდა ოქროს მოპოვებაზე. გარკვეული დროის განმავლობაში იკვლევდა მთის ფერდობებს. ხანდახან ჩნდებოდა მაუნთ-შასტში პროდუქტების შესაძენად. შემდეგ მოულოდნელად გაუჩინარდა. არავინ იცოდა სად წავიდა. 30 წლის შემდეგ ხანში შესული ოქროს მაძიებელი ისევ გამოჩნდა ქალაქში და ყველას უყვებოდა დაუჯერებელ ისტორიას. თითქოს 30 წლის წინ, ბოლო ექსპედიციის დროს ის წააწყდა ვიწრო ხვრელს მთაში. რის ვაი-ვაგლახით გაძვრა მასში და აღმოჩნდა განიერ გვირაბში. კარგა მანძილი რომ გაირა, დაინახა ქალაქი-ათობით ოთახი ერთმანეთთან დაკავშირებული გადასასვლელებით. ტერიტორია გვამებით იყო მოფენილი, მუმიფიცირებული გვამებით. მიცვალებულებს უცნაური სამოსი ეცვათ. ეს ადგილი სასაფლაოს ჰგავდა. ოთახების კედლები მოპირკეთებილი იყო სპილენძის ფილებით, რომელზეც ამოეტვიფრათ გაუგებარი სიმბოლოები. მაგრამ რაც მთავარია, ქალაქი გამოკვეთილი იყო ოქროში. ბრაუნმა გადაწყვიტა ფული შეეგროვებინა, რათა ოქროს გამოტანა შესძლებოდა. ის მარტო ამას ვერ მოახეხებდა. მან დაიქირავა მუშები, შეიძინა იარაღები, საკვები პროდუქტი. დაინიშნა დღე ექსპედციისთვის. მაგრამ დანიშნულ დღეს ბრაუნი არ გამოცხადდა. სასტუმროს მეპატრონემ განაცხადა, რომ ის ორი დღე არ გამოჩენილა. " ოქროს ექსპედიცია" შასტაზე აღარ შედგა.
ქალაქის განაპირას დგას ბუდისტური ტაძარი. ზოგს სჯერა, რომ თოვლის კაცი ხშირად დადის მთის კალთებზე. ზოგიერთი ამბობს, რომ ჩაძირული ატლანტიდის რვა მეტრიანი შთამომავლები ცხოვრობენ მთის შიგნით. უფრო მეტად საქმეში ჩახედულები კი ამტკიცებენ, რომ შასტა სტოუნჰენჯის ენერგეტიკულ დონეზე მდებარეობს და გააჩნია ერთიანი მაგნიტური ძალა.
ასახელებენ ასევე ქონდრის კაცებს, რომლებიც თითქოს შასტას მთის გამოქვაბულებში ცხოვრობენ- ბრძენი ქონდრის კაცების ცივილიზაცია. მათ ძალუძთ ადამიანის ცნობიერების მართვა.
1833 წელს ფრიდრიხ ოლივერ სპენსერს შასტას მთასთან ყოფნისას ამოუცნობი გრძნობა დაეუფლა, რამაც ის გაოცებაში მოიყვანა. მისი თქმით, რაღაც უხილავმა ძალამ ის დაიმორჩილა და სრულად აკონტროლებდა მის სხეულსა და გონებას. სპენსერმა დაიწყო "ავტომატურად" წერა. "ავტომატური წერა" რამდენიმე წელიწადს გრძელდებოდა, მას მერე, რაც ის შასტას მთას ეწვია. მან რამდენიმე გვერდი დაწერა, შემდეგ უცნაურმა ძალამ ისევე მოულოდნელად დატოვა, როგორც მოვიდა მასთან. 1895 წელს მკვლევარმა დაასრულა წიგნი "ორი პლანეტის ბინადარნი". ფილოსმა (მოსიყვარულე სული, რომელიც თითქოს ლემურიიდან იყო) უკარნახა ავტორს შასტას მთის არაჩვეულებრივი ისტორია. სპენსერი ამტკიცებდა, რომ ფილოსმა მას უამბო მისტიკური საძმოს წმინდა ტაძრებსა და საცხოვრებელ ადგილებზე შასტას მთის შიგნით. სპენსერის მიხედვით, მთის ინტერიერი დაფარულია ლაბირინთებითა და უამრავი, უზარმაზარი დერეფნებით, რომელსაც კედლები გაპრიალებული ძვირფასი ქვებისა აქვს.
ზოგიერთს მიაჩნია, რომ შასტაზე მდებარეობს ღმერთების ჭიშკარი-საიდუმლო, სივრცეთაშორისი პორტალი, რომელსაც შეუძლია დროისა და რეალობის შეცვლა.
No comments:
Post a Comment