ნარი პონი გახლავთ ხე ბუდისტური მითოლოგიაში, რომელიც ნაყოფის სახით ისხამს მდედრობითი სქესის პატარა არსებებს. ისინი თავით არიან მიმაგრებული ხის ტოტებზე. ლეგენდის მიზედვით, მათ ადამიანის მსგავსი შიგნეულობა აქვთ, მაგრამ არ გააჩნიათ ძვლები. ნარი პონს მაგიური ძალა გააჩნია და მართავს სულებს, რომლებიც მისთვის ცეკვავენ და მღერიან. ეს ხე იზრდება მისტიკურ ჰიმაფანის ტყეში.
ლეგენდის მიხედვით, ინდრამ შექმნა ჯადოსნური ტყე, რათა პრინც ვასანტარეს, მის ცოლსა და შვილებს ჰქონებოდა თავშესაფარი. ისინი მედიტაციისთვის გავიდნენ ტყეში.მათი ქორწინების შესანარჩუნებლად ინდრამ დარგო 12 ნარი პონის მაგიური ხე, რომელზეც იზრდებოდა სრულყოფილი არსებები-მზეთუნახავი ნარი პონები. ვასანტარეს ცოლს ტყეში ხილის კრეფის დროს ემუქრებოდა განდეგილებისა და იოგების თავდასხმის საშიშროება. მედიტირების მიუხედავად მათ ვერ ძლიეს საკუთარ ვნებებს. სწორედ მათი ყურადღების გასაფანტად, ხეზე ყველა ნაყოფი ინრას ცოლის სახით მწიფდებოდა. მამაკაცებს სახლში მიჰყავდათ ნაყოფი მზეთუნახავები. ხოლო მას შემდეგ, რაც ისინი სარეცელს გაიზიარებდნენ ნარი პონებთან, ოთხი დღე იძინებდნენ და კარგავდნენ მამაკაცურ ძალას. ნარი პონის ყვავილებიც ოთი დღე ყვავის. ამის მერე, ელფი მზეთუნახავები მღერიან, ცეკვავენ შვიდი დღე. ერთი კვირის შემდეგ ისინი ჭკნებიან, ხმებიან და ხელის გულისხელა ხდებიან.
ტაილანდური ფოლკლორს თუ ვენდობით, ტყე მაშინ გაქრება, როცა ბუდას სწავლება დაიკარგება. ლეგენდა გვიამბობს, რომ ნარი პონის ხეები ისევ არსებობს. მისი ორი ნიმუში კი რეალურად ინახება ლუანგ ფხო იარუნში, ცენტრალურ ტაილანდში.
ორი ასეთი გამხმარი ნაყოფი ინახება შუშის ვიტრინაში, ბუდისტურ ტაძარ ვატ პრაპანგმუნში, ბანკოკის ჩრდილოეთით. ერთი შეხედვით ისინი გვანან მუმიფიცირებულ ემბრიონს, მაგრამ ახლოდან დათვალიერებისას მოუჩანთ უჩვეულოდ გრძელი ხელები და თავზე უცნაური ფორმის თავსარქმელი.
გადმოცემით, ტაძრის წინამძღვარმა მუმიები გადასცა მეცნიერებს გამოსაკვლევად. კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ეს ორი არსება თავზე ყვავილით არც ფალსიფიკაციაა და არც ადამიანის ჩანასახი. ეს გახლავთ მეცნიერებისთვის სრულიად უცნობი ორგანიზმები. მუმიის ქსოვილი მცენარეული წარმოშობისაა, ხოლო თავსარქმელი ნაყოფის ყუნწი. მითიურ, მაგრამ ამავე დროს, რეალურ არსებებს აქვთ თვალები, პირი, ენა, კბილები, ყურები, შინაგანი ორგანოები, ფეხებსა და ხელებზე კი ხუთ-ხუთი თითი. როგორც ამბობენ, მეცნიერებმა ჩაატარეს რენტგენული სკანირება, რამაც საოცარი შედეგი აჩვენა. სხეულის შიგნით აღმოჩნდა ადამიანის მსგავსი ჩამოყალიბებული ჩონჩხის სტრუქტურა.
კვლევის დროს გაჩნდა მოსაზრება ადამიანის ჩანასახის იშვიათ გენეტიკურ სიმახინჯეზე. მაგრამ ეს ჰიპოთეზა მალევე უარყვეს. მცენარეული ჩონჩხი ზრდასრული ადამიანისაა. ამასთან, აბსოლუტურად მსგავსი ორი მუმია გამორიცხავს გენეტიკურ მუტაციას. სავარაუდოდ, ტაძარში ინახება მეცნიერებისთვის უცნობი ბიოლოგიურ არსებათა ნაშთები.
ბუდისტური სწავლების თანახმად, სამყარო სამ ნაწილადაა გაყოფილი. თითეულში კიდევ რამდენიმე სფეროა. პატარა, ნახევრად გამჭვირვალე ღმერთები, მცენარეების დამცველი კუმბანდები, ცხოვრობენ ერთ-ერთ ასეთ სფეროში. ბუდისტები ამტკიცებენ, რომ სწორედ მათი მუმიები ინახება ტაძარში.
ლეგენდის მიხედვით, ერთ-ერთი ასეთი ჯადოსნური ხე იზრდება ფხეტჩაბუნის მთებში, რაც ბევრ მისტიფიკაციას ბადებს. ქსელში ვხვდებით თითქოსდა ნამდვილი ნარი პონის გოგოების სურათებს, რომლებიც ხეზე იზრდებიან. ამერიკულ ტელეშოუ Destination Truth-ში ყვებოდნენ, რომ ადგილი ჰქონდა ადგილობრივი გულადი მაძიებლების გაქრობას ტყეში, რომლებიც მცენარეული გოგოების საპოვნელად წავიდნენ.
ძნელია იმის თქმა, რამდენად მართალია ისტორია ნარი პონის გოგოებზე. მაგრამ ლეგენდა თავისთავად მეტად საინტერესოა, ასევე ტაძარში შენახული მუმიფიცირებული სხეულები, რომელთა წარმოშობა ჯერაც ვერავინ გაარკვია.
No comments:
Post a Comment