Sunday, 13 October 2019

მისტიკური კუნძული ავალონი და მახვილი ექსხალიბური



გადმოცემით, სასიკვდილოდ დაჭრილი მეფე ართური გადაიყვანეს კუძულ ავალონზე, სადაც ამ კუნძულის მკვიდრი ქალები ჯადოსნობის დახმარებით კურნავდნენ მას. ამიტომ ართურს საშუალება მიეცა შეესრულებინა თავისი საკრალური ფუნქცია. მაგრამ მეფე ართურის ჭრილობები ყოველწლიურად იხსნება. ერთგულებით გამორჩეული  ადამიანები სულ ტყუილად ელიან მის დაბრუნებას. დღესაც არსებობს გადმოცემა, რომ ოდესმე ართური მაინც მოვა კუნძულ ავალონიდან და თავის სამეფოს ჩაუდგება სათავეში. მეფე ართური უნდა გამოჩნდეს თეთრ ცხენზე ამხედრებული. ეს სიმბოლო დიდი როლს თამაშობს იოანეს აპოკალიფსში. წმინდა გიორგიც თეთრცხენოსანია. ართურის გამქრალ ექსხალიბურთან დაკავშირებით ნათქვამია, რომ ის კვლავ უნდა დაუბრუნდეს მეფე ართურს. ამიტომ დროდადრო წყლიდან ჩნდება და  ასხივებს.

ნამდვილად არსებობდა თუ არა კუნძული ავალონი? მითი დაკარგულ სამოთხეზე(ოქრის საუკუნეზე) მსოფლიოს თითქმის ყველა ხალხშია შემორჩენილი. ძველ საბერძნეთში დელფოს ელოიზისის მისტერიებში მიწიერი სამოთხე აღწერილია, როგორც მთა ოლიმპო და ელისეს მინდვრები. ინდოეთში ასეთი ადგილია მთა მერუ-ესაა წმინდა მთა, რომლის მწვერვალი ცაშია, შუა ნაწილი დედამიწაზე, ძირი კი მიწისქვეშა სამყაროში. სკანდინავიურ ედებში არის ასევე საუბარი ღმერთების ქალაქზე. შუამდინარეთის ხალხისათვის ეს იყო მიწისქვეშა ქვეყანა აზარი, ასევე ძველი ეგვიპტელებისათვის-ამენთის მიწისქვეშეთი, რომელიც ნახსენებია "მიცვალებულთა წიგნში''. ცნობილი მკვლევარი ალეკ მაკლელანი აღნიშნავს, რომ მცირე აზიაში მიწიერი სამოთხის არსებობის შესახებ რწმენა არსებობდა წარსულში და ახლაცაა ის შემორჩენილი. ეს გახლავთ საოცრებებით სავსე იდუმალი ქალაქი, სადაც დგას ღმერთების ტაძარი. ტიბეტში მას ერდებს უწოდებდნენ, სპარსელები-ალბერდს, კელტებისათვის ასეთი წმინდა ადილი იყო დანანდა. ჩინურ გადმოცემებში საუბარია ქვეყანა ჩივინიზე. ესაა მიწისქვეშა სამყარო, რომელიც იმყოფება სამოთხის სათავესთან. ასეთივეა ქვეყანა კალკასი, კალკისი, ცნობილი კ ო ლ ხ ე თ ი, რომელსაც ეძებდნენ არგონავტები, როდესაც "ოქროს საწმისის" მოსაპოვებლად გაეშურნენ კოლხეთში. შუა საუკუნეებში კი ასეთ ადგილს ერქვა ავალონი, სადაც "მრგვალი მაგიდის'' რაინდები მეფე ართურისა და ჯადოქარ მერლინის მეთაურობით ეძიებდნენ წმ. გრაალს. როდესაც მძიმედ დაჭრილმა ართურმა ბედივერს თხოვა გამგზავრებულიყო დედამიწის კიდეზე,  დაურთო, რომ თავად მიემგზავრებოდა ქვეყანაში, სადაც არასოდეს წვიმს, არ იციან რა არის ავადმყოფობა, იქ არავინ კვდება. ესაა უკვდავთა ქვეყანა. გერმანელებისათვის ესაა ვალჰალა, რომელიც კავკასიაში ეგულებოდათ.

შუა საუკუნეების ზოგიერთ მისტიკოსს მიაჩნდა, რომ კუნძული ავალონი გაქრა არა ფიზიკურად, არამედ თვალს მიეფარა. ევროპელი ისტორიკოსები სერიოზულად იყვნენ დაინტერესებულნი ამ კუნძულის ისტორიით. ავალონს ხშირად აღწერდნენ საფრანგეთის ძველი პოეტები. პოემაში "ვილჰელმ კურნოსომზე" ნახსენებია ავალონი, როგორც მდიდარი ქალაქი, რომლის კედლები აგებული იყო განსაკუთრებული ქვისგან. კარები სპილოს ძვლისა ჰქონდა, სახლები მოპირკეთებული იყო ზურმუხტით, ტოპაზითა და სხვა ძვირფასი ქვებით.  სახლებს სახურავი ოქროსი ჰქონდა. ავალონზე ჰყვაოდა ჯადოსნური მედიცინა. აქ კურნავდნენ ყველაზე საშიშ დაავადებას და ჭრილობას.

ავალონი-იგივე ვაშლების კუნძული (როგორც ბერძნული ჰესპერიდების ბაღი). ზოგიერთი მკვლევარი ფიქრობს, რომ ეს კუნძული შესაძლოა იყოს გლასტონბერი. glass-შუშა. ლეგენდის მიხედვით კუნძულს შუშის კედელი არტყია. მე-12 ს. ართურის საცხოვრებელ ადგილად დასახელებულია გლასტონბერი, კლდეზე აღმართული ტოტაჰალეს ციხესიმაგრე. ეს ადგილი დიდი ბრიტანეთის დასავლეთითაა, ბრისტოლის არხის შორიახლო, რომელიც შუა საუკუნეებში კუნძულს ჰგავდა, ვინაიდან გარშემო ჭაობებით იყო გარშემორტყმული. გლასტონბერის მიწაზე დიდი ხნის განმავლობაში არსებობდა დრუიდ ქურუმთა გველის ტაძარი. მოგვიანებით, შუა საუკუნეებში ბერებმა აქ ააგეს მონასტერი, რომელიც მიწისძვრამ დაანგრია. მის ადგილზე აშენდა ეკლესია, რომლის ნანგრევები ახლაც არის შემორჩენილი.

გლასტონბერის მთის ძირში მდებარეობს ჭა, რომელსაც გრაალის თასის ჭასაც უწოდებენ. გადმოცემოთ, წმ. იოსებ არიმათიელმა ამ ჭაში ჩააგდო თასი. ხალხური თქმულების მიხედვით, ართურის მრგვალი მაგიდა იმიტომ დაიშალა, რომ გრაალის თასი ამა ქვეყნიდან გაქრა. თავად ჭა დრუიდების აგებულია, საიდანაც რკინის შემცველი მოწითალო წყალი გადმოდის. გლასტონბერის კლდე ერთ-ერთ უცნაურ ადგილად ითვლება თანამედროვე მეცნიერების თვალსაზრისითაც კი. ხშირად ადგილობრივი მცხოვრებნი ღამღამობით არაჩვეულებრივი სანახაობის მოწმენი ხდებიან. მოულოდნელად ჰაერში ჩნდება მქრთალი მოცისფრო ცეცხლი, რომელიც საათობით ტრიალებს ეკლესიის ნანგრევების თავზე, რაც ზოგიერთი მეცნიერის აზრით კლდის მაგნიტური ბუნების დამსახურება უნდა იყოს. გადმოცემით, სწორედ გლასტონბერიში ააგო იოსებ არიმათიელმა პირველი ქრისტიანული ტაძარი.


გლასტონბერ თორი ან წმინდა მიქაელის გორაკი. ასე ეწოდება ამ ადგილს, სადაც ახლა შუა საუკუნეების წმინდა მიქაელის სახელობის ტაძარი დგას. ეს ადგილი დიდი პოპულარობით სარგებლობს მნახველებში. მათ სჯერა, რომ გორაკზე შეიძლება ავალონის შესასვლელი მონახონ.

 ყველა ხალხს თავისი სამოთხე და ავალონი ჰქონდა, რომელიც მათი აზრით ახლოს იდგა ჩვენს სამყაროსთან. მეზღვაურები ყვებოდნენ, რომ ხშირად ხედავდნენ შუა ზღვაში ღრუბლებსა და ნისლში ჩაძირულ მწვანე კუნძულს. მის სილამაზეს თურმე თვალს ვერ მოსწყვეტდი. მასთან მიახლოებული გემები უკვალოდ ქრებოდნენ. ვინც გაბედა და მოახერხა ოდნავ მიახლოვება კუნძულთან, ყვებიან, რომ კუნძული ცოტა ხნით ჩნდებოდა და შემდეგ ისევ ქრებოდა. აი, ამ კუნძულს ერქვაო ავალონი. სწორედ აქ მიიყვანეს მეფე ართური კუნძულის დიასახლის დედოფალ მორგანთან, რომელიც რვა მეგობარ გრძნეულ ქალთან ერთად მკურნალობდა მეფის ჭრილობას. ესაა ფერიებისა და ელფების ქვეყანა, სადაც დრო შეუმჩნევლად გადის. ცოტანი თუ დაბრუნებულან იმ მშვენიერი ქვეყნიდან. ამიტომ არავინ იცის, როგორ უნდა მოხვდეს იქ. კუნძული ნისლში ჩნდება და ქრება. ვინც მოახერხა დაბრუნება, ყვებოდნენ წყალქვეშა გამოქვაბულებსა და ტყის ბილეკებზე, რომელსაც ავალონისკენ მივყავართ. ხელმეორედ მისი პოვნა შეუძლებელია.

 "დაპყრობათა წიგნი''-ის ზოგიერთი ტექსტის მიხედვით, ავალონი არის ადგილი, სადაც ქალები მაგნიტივით იზიდავენ გმირებს, რათა უკვდავება შესძინონ მათ. ავალონი-ვაშლების კუნძული, რომელიც ჰესპერიდების კუნძულს გვახსენებს-ოკეანის გაღმა და ოქროს ვაშლების სიმბოლოს, რომელიც ჰერაკლემ მიიღო ერთ-ერთი გმირობის შემდეგ და ოლიმპიური უკვდავება დაიმსახურა. ავალონზე გმირ ოიზონს შეუძლია მიიღოს "მარადიული ახალგაზრდობის გვირგვინი''. ავალონი სხვა სავარაუდო ეტიმოლოგიით შესაძლოა აპოლონის კუნძულიცაა. ღმერთის, რომლის კელტური სახელიცაა აბლუნი, ხოლო პელაზგებისთვის ის გახლავთ აპლუ. საუბარია მზიურ ჰიპერბორეულ რეგიონზე, რომლის კედლები შუშისაა, რაც უხილავი დაცვის სიმბოლოა, რითაც იცავენ ისეთ ადგილებს, სადაც მისასვლელი ჩაკეტილია. ხანდახან ეს გამოიხატება კუნძულის გარშემო ცეცხლის რკალით. გრაალის ადგილმდებარეობა მჭიდროდ არისო დაკავშირებული კუნძულ ავალონთან. ზოგიერთის აზრით ავალონი ყოფილი ბიბლიური სამოთხეა.

საომარი ბატალიებიდან დაბრუნებული ართური რამდენიმე ხნით ჩერდება ავალონის გამოქვაბულში (ბიბლიიდან ცნობილია, რომ აბრაამი და დავითი გარკვეული დროის განმავლობაში ცხოვრობდნენ გამოქვაბულში). გამოქვაბულში განცალკევება არის სიმბოლო მისტიური ჩაღრმავებისა. მითებსა და ლეგენდებში ესაა ღვთაებათა შეხვედრის ადგილი. განძი მოიპოვება მუდამ გამოქვაბულში. ე.ი.გამოქვაბულში მოიპოვება სულის მისტიური ცენტრი, უმაღლესი "მე''. თვით ეს გამოქვაბული მდებარეობს ავალონის-აპოლონის კუნძულზე. კუნძული ზოგადად სულიერი სამყარის სიმბოლოა. კუნძული ზღვაში მდებარეობს, რაც წარმოადგენს გარდამავალი სფეროს ორ სკნელს შუა მდებარე სივრცეს. კუნძული ან "ცოცხალთა მიწა''(ცოცხალში იგულისხმება დასაბამი ღვთიური რასის წარმომადგენლები), ანუ ტერიტორია, რომელიც ასევე ხდება "მიცვალებულთა ქვეყანა''(ართურს სიკვდილის შემდეგ ხომ იქ გადაასვენებენ). მიცვალებულებად იქ დასახელებული არიან გაფანტული რასის წარმომადგენლები, რაც მითოლოგიურ მიზეზთა შედეგია-გამყინვარება, წარღვნა, ამავე დროს, რეალური ისტორიული ფაქტიც.

ერთობ საინტერესოა, რომ მსგავსი სახელწოდების გამოქვებული-ავალონი აპოლონ როდოსელისა და პლინიუსის მონაცემებით მდებარეობდა პონტოს ჰერაკლეას, თანამედროვე ქ. ერეგლის (თურქეთი) აღმოსავლეთით, მდინარე კალახორთან ,სადაც კამარიტები ბინადრობდნენ. 

ხმალი ექსხალიბური, რომელიც სასიკვდილოდ დაჭრილი მეფის თხოვნით სერ ბედუირმა წყალში ჩააგდო, შესაძლოა პომპარლეს ტბაში ჩაიძირა. სამწუხაროდ ეს წყალსაცავი ამჟამად ამომშრალია. პირველი თანამედროვე კვლევები გლასტონბერში ჩატარდა 1907 წელს. ექსპედიციის ხელმძღვანელი იყო ფრედერიკ ბონდი. ბონდმა თავის სამეცნიერო ანგარიშში აღნიშნა გლასტონბერისა და სტოუნჰენჯის ენერგეტიკული კავშირი ე.წ. ხაზი-"ლეი''(უცნობი წარმოშობის ენერგიის გაელვების ადგილი), რომელიც აკავშირებს ორ დასახელებულ ადგილს(სხვათაშორის, ამგვარ კავშირზე საუბრობენ აგრეთვე მცხეთის სვეტიცხოველსა და იერუსალიმის "ბეთეზდას" შორის). ამ მითიურ ტრასას ხალხში უწოდებენ თოდ ლეინს-მკვდარი ხაზი. მე-20 საუკ-ის 20-იან წლებში გლასტონბერის საიდუმლოს ახსნა სცადეს ლონდონელმა მეცნიერებმა. მათთვის აუხსნელ საიდუმლოდ დარჩა ობსერვატორია (ანუ ვარსკვლავური ტაძარი) სააბატოს სამხრეთით. ეს ობსერვატორია წარმოადგენს თორმეტი ზოდიაქოს ნიშანს, რომელიც ოსტატურადაა განლაგებული მიწაზე. ეს ობიექტი პირველად აღწერა ცნობილმა ჯონ დიმ. ვარსკვლავური ტაძარი პირველად შეისწავლა ქეთრინ მელთვუდმა. კვლევის შედეგად, მან მერლინის მაგიური ფიგურა დაუკავშირა თხის რქის თანავარსკვლავედს, მეფე ართური-მშვილდოსანს, ხოლო ჯინევრა-ქალწულს. მისი აზრით, თვით გლასტონბერის სააბატო მერწყულის ნიშანია, რომელიც გახლავთ ახალი განათლებული ეპოქის მოსვლის სიმბოლო.

ართურის ხმალ ექსხალიბურზე ბევრს მსჯელობენ. ზოგიერთის აზრით ამ ხმლის სახელწოდება ხალიბთა ეთნარქიდან უნდა მომდინარეობდეს. ხალიბები ცნობილი იყვნენ როგორც შესანიშნავი ლითონის მდნობელნი. თავად "ხალიბის" ეტიმოლოგიაზე სხვადასხვა აზრი არსებობს. ძვ.წ. 1 საუკუნის რომაელი პოეტის ვერგილიუსის "გეორგიკების'' ერთ-ერთი განმარტების მიხედვით, ხალიბებს სახელი ეწოდათ ხალიბიუმიდან, კუნძულ ევბეის(იგივე მაკრისი) სოფლის სახელწოდებიდან, რადგან ისინი აქედან გადასახლდნენ და სახელწოდებაც თან გაიყოლეს. ანტიკურ წყაროებზე დაყრდნობით, კუნძულ ევბეაზე(იგივე მაკრისი) უმთავრესად ცხოვრობდნენ პელაზგები. ეს ცნობა იძლევა ვარაუდის საფუძველს, რომ ხალიბები იგივე პელაზგები არიან, რომლებსაც მცირე აზიაში გადასახლების შემდეგ, სახელი დაერქვათ თავიანთი პირვანდელი საცხოვრისის სოფ. ხალიბიუმის მიხედვით. ჰომეროსის "ილიადას''  "ხომალდთა კატალოგში'' ტროის მოკავშირეთა შორის მოხსენიებული არიან "ჰალიძონები'' ვერცხლის შორეული საბადოდან-ჰალიბეს მხრიდან-იგივე ხალიბები. აპოლონ როდოსელის სქოლიასტის მიხედვით, ხალიბებს სახელი ეწოდათ ომის ღმერთ არესის ძე ხალიბოსიდან. იგივეს აღნიშნავს კალიმაქე კვირინელი(ძვ.წ.მე-2ს): "ხალიბებმა თავიანთი სახელი არესის შვილ ხალიბიდან მიიღეს''. აღსანიშნავია, რომ უცხოელები ურარტუს ქვეყანას უწოდებდნენ "ხალიტუს''. გ. მელიქიშვილი "ხალიტუს'' ჰომეროსის "ჰალიძონებთან'' აიგივებს. დიაკონოვის აზრით, აღნიშნული ქვეყანა პონტოს ქვეყნის ხალტიკის იდენტურია. კუნძულ ევბეის უძველესი სახელწოდებაა ხალკოდოტისი, ხალკისი. ევბეის დედაქალაქი იყო ხალკიდა. გარდა ევბეისა ხალკიდა იყო ეტოლიაში, ელიდეში, სირიაში. უძველეს დროს  ამ კუნძულს მაკრისიც ერქვა.

ჰალიბიონი, ხალიბიონი (კოლხთა ქვეყანა) ამ სიტყვას იცნობს არისტოტელე, რომელმაც ძველ კოლხთა ამბავი უკეთ იცოდა. შეადრ. ორიონი, დაფიონი, ალიონი (ონი-მზის, შუქის ქართ. ღვთაება). ხალიბი იყო არესის შვილი, ხალიბთა ტომის მამათავარი. არესი შემთხვევით არ არის მათი წინაპარი. არესის კუნძულზე დაფრინავენ არესის ფრინველები. ამ გზაზე არესის-ხალიბების მიწაა, იქვე კოლხეთში-არესის ჭალაა. ხალიბები, როგორც ვიცით რკინის მოპოვება დამუშავების პიონერები არიან. მათ ბერძნულ ენას ასესხეს ფოლადის სახელწოდება "ხალიბოს". ქართულად გვაქვს ფოლადი "ხალიბური''. არსებობს ქ. ქალკე-ხალკე კ.როდოსზე, რაც კოლხურ კვალზე მეტყველებს.

მეთიუსი, რომელიც ოცდაათი წელი მუშაობდა და იკვლევდა მეფე ართურის ციკლს, მონაწილეობას იღებდა მეფე ართურზე ფილმის სცენარის შექმნაში, აღნიშნავს  რომ მეომრებს ხმლის კულტი ჰქონდათ და ამ ხმალს ერქვა ექს ხ ა ლ ი ბ უ რ ი. ართურის ხმალი ექსხალიბური შუა საუკუნეების ისტორიაში გამუდმებით მოიხსენიება. მეთიუსი ხასგასმით აღნიშნავს, რომ კავკასიაში არსებობდა ტომი, რომელიც დახელოვნებული იყო მეტალურგიასა და მჭედლობაში. ამ ხმლის სახელიც მათი ეპონიმი უნდა იყოს.

"Curiosly, a tribe of  smiths from the area of the Caucasus were known as the Khalybes--
suggesting that the very name of Arthur's sword may have the originated with the warriors
from across the seas".-წერს ის






No comments:

Post a Comment