Friday, 11 October 2019

მეფე ართური და მრგვალი მაგიდის რაინდები (ნაწილი I)



ართურ მეფის, როგორც რეალურად არსებული პიროვნების ბიოგრაფია ზუსტად არ არის დადგენილი. არსებობს სხვადასხვა გადმოცემა. ერთი ვერსიით, ის რომაელი ჯარისკაცია, ან ბრიტების ერთ-ერთი ტომის მეთაური, მეორე ვერსიით-მითიური , გამოგონილი პიროვნება. მე-6 საუკ.-ის ბერი ჰილგასი წერს ვიღაც მეფეზე, რომელმაც მოიწვია საქსები პიქტების დასამარცხებლად, მაგრამ საქსებმა თვით ბრიტების ხოცვა დაიწყეს, ამიტომ თავიანთ მმართველად რომაელი ამბროსიო ავრელიანეს შთამომავალი აირჩიეს, რომელმაც მომხვდურნი გაანადგურა მთა ბადონთან. აქ არის ნახსენები მეომართა მეთაური, რომელიც მოხსენიებულია როგორც დათვი(ლათ.ursus), უელსურად-artu. მე-8, 9 საუკ.-ის უელსელი ბერი ნენიუსი ახსენებს ვიღაც დიდ მეომარს, სახელად ართური. მე-10 საუკ.-ში უცნობი ავტორის მიერ დაწერილ ისტორიულ ქრონიკაში, სადაც ბადონთან ბრძოლაზეა საუბარი, ნახსენებია ვინმე ართური,რომელიც მხრებზე ჯვარს ატარებდა ბრძოლის დროს. მე-6 საუკ.-ის ბარდი ანეირინი თავის პოემაში ართურს ახასიათებს როგორც შეუდრეკელ მეომარს და ბრძენ მმართველს. მე-12 საუკ.-ში ეპისკოპოსი ჰალფრიდ მონმუთელი "ბრიტანეთის მეფეთა ისტორიაში'' ორ ტომს უძღვნის მეფე ართურს.სწორედ აქ არის მთელი ის ისტორია, რომელიც ყველაზე მეტად არის ცნობილი. უელსური გადმოცემით, ართური ლეგენდარული კუსტენენის (იგივე კონსტატინე) შთამომავალია. კუსტენენს ჰყავდა უამრავი შვილი, მათ შორის უთერ პენდრაგონი. უთერი ართურის მამა იყო. სახელი ართურს უკავშირებენ უელსურ სიტყვა "art''-ს. დათვი პელაზგების ტოტემი იყო.artu კელტურად ნიშნავს დათვს. დათვის კულტი ჰქონდათ პელაზგებს. პელაზგები ცხოვრობდნენ ბალკანეთში, კერძოდ არკადიაში. arkadi ბერძნულად დათვს ნიშნავს. სავარაუდოდ, ბრიტანეთში მიგრაციისას მათ თან წაიყოლეს თავისი კულტი. მოგვიანებით, ეს კულტი ნორდიულ კულტურაშიც გადავიდა.

მე-12 საუკ.-ის ოქსფორდელმა ბერმა ჯეფრიმ "ბრიტანეთის მეფეთა ისტორიაში"მეფე ართური აღწერა როგორც მეომარი და წინამძღოლი. ის არის ქრისტიანი მეფე, ტროელების შთამომავალი. ბრუტუსის, ენეასის შვილიშვილის, მეთაურობით ტროელთა ნაწილმა მიაღწია ბრიტანეთის კუნძულებს და იქ დასახლდა. ცნობილია, რომ ენეასს უკავშირდება რომის დაარსება. მითის მიხედვით, ტროის დაცემის შემდეგ, ენეასი ახლობლებთან ერთად აპენინის ნახევარკუნძულზე დასახლდა. (ვერგილიუსი ენეასზე ამბობს, რომ ის კავკასიიდან იყო) მის შვილს ერქვა ეიბრილიონი=იბრი=იბერი.სწორედ მას უკავშირდება იულიუსთა გვარის წარმოშობა, რითაც ასე ამაყობდნენ რომის იმპერატორები.ენეასის შვილიშვილს ერქვა სილვიუსი. მას ეყოლა ბრუტუსი. ბრუტუსს ნადირობის დროს შემოაკვდა მამა, რის გამოც იგი იტალიიდან გააძევეს. სწორედ ეს ბრუტუსი მოხვდა ბრიტანეთში. ბერების დაწერილ ქრონიკებს ხშირად მეცნიერები ანგარიშს უწევენ, ვინაიდან მონასტრებში ინახებოდა უძველესი ხელნაწერები, რაზედაც მხოლოდ მათ მიუწვდებოდათ ხელი.ხელნაწერები სხვებისთვის უცნობ ინფორმაციებს შეიცავდა. საინტერესო ისაა, რომ ტროელი ბრუტუსი პირდაპირ ბრიტანეთის კუნძულებისკენ არ წასულა. ის ჯერ ჩავიდა არკადიაში, პელაზგების ყოფილ სამკვიდროში. შეხვდა ტროიდან გამოქცეულ თანამემამულეებს, რომლებსაც ბერძნები ავიწროებდნენ. ამიტომ გადაწყვიტა ენეასივით მოეძებნა ახალი საცხოვრებელი ადგილი. ლეგენდის მიხედვით, ბრუტუსს გამოეცხადა ქალღმერთი დიანა, რომელმაც ურჩია ჩრდილოეთისკენ გეზის აღება. ხანგრძლივი მგზავრობის შემდეგ, ბრუტუსი მიადგა კუნძულ ჰალიბიონს (ალბიონს), სადაც გოლიათების ტომი დახვდა. გულადმა ტროელებმა ამოხოცეს ისინი და დაიკავეს ტერიტორია. ბრუტუსმა საფუძველი ჩაუყარა ახალ ქალაქს და დაარქვა ტროა. დროთა განმავლობაში ქალაქმა მიიღო ტრინოვატუმის სახელი, მოგვიანებით კი ლონდონისა. ბრუტუსი აკურთხეს ამ კუნძულის პირველი მეფედ, რომელსაც მოგვიანებით ეწოდა ბრიტანეთი. მას მოჰყვა 75 მეფე, მათ შორის
გახლდათ ბლადუდი (ჩვ.წ.ა-მდე მე-8 ს), სწორედ მისი შვილი გახლდათ ლირი, რომელსაც შექსპირმა თავისი ცნობილი ტრაგედია მიუძღვნა.

ბრუტუსის შვილები იყვნენ: ლოკრინი, ალბანაქტი და კამბერი. მამის გარდაცვალების შემდეგ, მათ გაინაწილეს მიწები. ლოკრინს შეხვდა შუა ნაწილი ანუ ეხლანდელი ინგლისი. მისი სახელის მიხედვით ეწოდა ამ მხარეს ლოგრესი, ლოგრი. კამბერმა აირჩია დასავლეთი მხარე უელსი და კემბერლენდი, რომელსაც ეწოდა კემბრია(კიმრია). მესამე შვილს ერგო ჩრდილოეთი, ვინაიდა მას ალბანაქტი ერქვა, ამ მხარეს ეწოდა ალბანია, მოგვიანებით შოტლანდია. ამ იდუმალ ხალხს ანგლოსაქსი ისტორიკოსები უწოდებენ იბერებს. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ყველაზე ძველი მოსახლეობა კუნძულებისა მიეკუთვნებოდა იმავე ჯგუფს, რომელსაც ეკუთვნოდნენ პელაზგები და ეტრუსკები. მოგვიანებით, აქ შემოვიდნენ კელტები. ბრიტანეთის მოსახლეობის ნაწილი, იბერები არ ინტეგრირდებოდნენ კელტებთან. ეს მოსახლეობა ცხოვრობდა მიუწვდომელ მაღლობებსა და მთებში, ანუ კუნძულ ალბიონის ჩრდილოეთში (თანამედროვე შოტლანდია). ეს ჩრდილოეთის ტომები ეფექტურად იცავდნენ თავს შემოსევებისაგან. ეხლანდელი უელსის სამხრეთი ნაწილი დაიკავეს სილურებმა. სწორედ აქედან იყო გადმოცემით მეფე ართური.

ერთ-ერთი ვერსიის მიხედვით, ართურმა დატოვა თავისი ქვეყანა და საომრად წავიდა. ქვეყნის სამართავად თავისი ძმისშვილი დატოვა, რომელმაც უღალატა მას. სად წავიდა ართური? ამაზე გარკვეული პასუხი არ არსებობს, მაგრამ არსებობს საინტერესო გადმოცემა: იტალიაში, სიენიდან ოცდაათ კილომეტრში დგას ნახევრად დანგრეული სააბატო სან-გალგანო, რომელიც ეკუთვნოდა ცისტერიანთა ორდენს. სააბატო მე-12 საუკუნეშია აგებული, წმ.გალგანოს სახელზე.



 გადმოცემით, გალგანო გუიდოტის წმ. მიქაელი გამოეცხადა, რის შემდეგ მან განდეგილობის გზა აირჩია. ამქვეყნიური ცხოვრებიდან განდგომის ნიშნად, რაინდმა თავისი ხმალი ჩაარჭო ქვაში და იქვე, მუხლმოყრილი გარდაიცვალა (ამბავი ძალიან ჰგავს ართურის ხმლის ისტორიას). იმ დროისთვის უკვე არსებობდა გადმოცემები ხმალ ექსხალიბურზე. გალგანოს ხმალი ეხლაც იმ ქვაშია. ისტორიკოს მარიო მოირგის აზრით, სწორედ ეს თქმულება დაედო საფუძვლად ართურის ციკლს. მტკიცებულების ნიშნად, მოირგის მოჰყავს წმ. გალგანოს დედის დიონიზ-ის მონათხრობი, რომელიც მან უამბო კარდინალთა საბჭოს, როცა იხილებოდა წმ. გალგანოს კანონიზაციის საკითხი. დიონიზი ყვებოდა მრგვალი მაგიდის მითის ძირითად შემადგენელ ნაწილებს. მისი მონათხრობით წმ. გალგანოს ჰქონდა ხილვა, სადაც მან თასი კი არ იხილა, არამედ რაღაც ტექსტი, რისი დანიშნულებაც მან ვერ გაარკვია. ამ ყველაფრის ცენტრში კი იყო ხმალი. გალგანოს ხმალი შეისწავლეს სპეციალისტებმა. იგი მართლაც ლითონის ხმალია, რომელიც დამზადებულია სწორედ იმ ეპოქაში, როცა გალგანო ცხოვრობდა. გამოკვლევების დროს დადგინდა, რომ ტოსკანური ხმლის ქვეშ,  ქვაში სიცარიელეა (გავიხსენოთ, ტოსკანა ეტრუსკების სამკვიდროა).სასულიერო პირები უფლებას არ იძლევიან, რომ ქვა ადგილიდან ვინმემ დაძრას, რათა გაირკვეს რა იმალება ქვის ქვეშ.



როგორც ზემოთ ვახსენეთ, ართურმა თავისი ძმისშვილი დატოვა რეგენტად და სალაშქროდ გაეშურა. მორდრედმა მოახდინა გადატრიალება და ძალაუფლების უზურპაცია. უკან მობრუნებულ ართურს შეტაკება მოუხდა მასთან. მოღალატე მოკლა, მაგრამ მომაკვდავმა მორდრედმა მოასწრო მეფის სასიკვდილოდ დაჭრა. ართურის ხმალი ექსხალიბური გადააგდეს ტბაში. ლეგენდის მიხედვით, ის ტბის ალმა დაიჭირა და ფსკერზე ჩაიტანა. ართურის ერთგულმა თანამებრძოლებმა მეფე გადაიყვანეს ლეგენდარულ კუნძულ ავალონზე("ავალონი'' კელტურად ნიშნავს ვაშლების კუნძულს, რაც ძალიან ჰგავს თავისი არსით "ჰესპერიდების ბაღს''). ართური ყველას დაჰპირდა რომ დაბრუნდებოდა, როდესაც ბრიტანეთს დაემუქრებოდა დიდი საფრთხე. მეორე ვერსიით, ართური დაკრძალეს გლასტონბერის სააბატოში. მე-12 საუკ.-ში ბერებმა თითქოს გათხარეს სავარაუდო საფლავი და იქ ორი ადამიანის-ქალისა და მამაკაცის ნეშთი აღმოაჩინეს. საფლავს მემორიალური დაფა დაადგეს. ნამდვილად ართურისა და ჯინევრას ნეშთი იყო თუ არა, არავინ იცის.

"ვულგატის'' ტექსტის მიხედვით, საქსებთან ბრძოლისას მეფე ართურს ხელში ეკავა წითელჯვრიანი ალამი. როგორც ცნობილია წითელი ჯვარი გახდა მოგვიანებით ჯვაროსნების გერბი, რწმენისთვის რაინდული ბრძოლის სიმბოლო. წითელი ჯვრის ტრადიცია კი  უკავშირდება წმინდა გიორგის. გადმოცემით, რაინდობის სიმბოლო და მფარველი წმ. გიორგი ატარებდა ფარზე მიმაგრებულ წითელ ჯვარს. წითელ ჯვარს ატარებდნენ მრგვალი მაგიდის რაინდებიც.






No comments:

Post a Comment