გაურკვეველ ვითარებაში გააქრეს უმრავი ხელნაწერი პირველწყარო რომაელებმა 146 წ. ჩვ.წ.-მდე გადამწვარი კართაგენიდან. კართაგენში არსებულ ბიბლიოთეკებზე საუბრობს პლინიუსი. თითქოს სენატის ბრძანებით დაწვეს წიგნები, ხოლო გადარჩენილი გადასცეს ნუმიდიის მეფეებს. ცნობა შემორჩა კართაგენელი აგრონომ მაგონის ლათინურად თარგმნილი ნაშრომის შესახებ სოფლის მეოურნეობაზე 28 წიგნად. კართაგენელბს ჰქონდათ წიგნები გეოგრაფიაზეც. ცნობილია კართაგენელ მეზღვაურთა ჰანონისა და ჰიმილკონის წერილობითი ანგარიშების შესახებ. რომაელები აფრიკის აღწერისას იყენებდნენ კართაგენულ წყაროებს. კართაგენში რელიგიური ლიტერატურაც არსებობდა. პლუტარქე გვამცნობს კართაგენელთა ტაძრებში შენახულ"წმინდა წერილებზე", რაზეც ხელი მიუწვდებოდა მხოლოდ ქურუმებსა და ზიარებულთ. კართაგენიდან იყვნენ წარმოშობით კლიტომახე (ჰასდრუბალი) და ჰერილ კართაგენელი, მწერალი ტერენციუს პუბლიუს აფრი, ისტორიკოსი ხარონ კართაგენელი.
Tuesday, 11 July 2017
სად გაქრა უძველესი ცოდნის ამსახველი ხელნაწერი წიგნები ალექსანდრიისა და სხვა ცნობილი ბიბლიოთეკებიდან (ნაწილი III)
გაურკვეველ ვითარებაში გააქრეს უმრავი ხელნაწერი პირველწყარო რომაელებმა 146 წ. ჩვ.წ.-მდე გადამწვარი კართაგენიდან. კართაგენში არსებულ ბიბლიოთეკებზე საუბრობს პლინიუსი. თითქოს სენატის ბრძანებით დაწვეს წიგნები, ხოლო გადარჩენილი გადასცეს ნუმიდიის მეფეებს. ცნობა შემორჩა კართაგენელი აგრონომ მაგონის ლათინურად თარგმნილი ნაშრომის შესახებ სოფლის მეოურნეობაზე 28 წიგნად. კართაგენელბს ჰქონდათ წიგნები გეოგრაფიაზეც. ცნობილია კართაგენელ მეზღვაურთა ჰანონისა და ჰიმილკონის წერილობითი ანგარიშების შესახებ. რომაელები აფრიკის აღწერისას იყენებდნენ კართაგენულ წყაროებს. კართაგენში რელიგიური ლიტერატურაც არსებობდა. პლუტარქე გვამცნობს კართაგენელთა ტაძრებში შენახულ"წმინდა წერილებზე", რაზეც ხელი მიუწვდებოდა მხოლოდ ქურუმებსა და ზიარებულთ. კართაგენიდან იყვნენ წარმოშობით კლიტომახე (ჰასდრუბალი) და ჰერილ კართაგენელი, მწერალი ტერენციუს პუბლიუს აფრი, ისტორიკოსი ხარონ კართაგენელი.
Sunday, 9 July 2017
სად გაქრა უძველესი ცოდნის ამსახველი ხელნაწერი წიგნები ალექსანდრიისა და სხვა ცნობილი ბიბლიოთეკებიდან (ნაწილი II)
არაბთა ხალიფატი ბიბლიოთეკების ნაკლებობას არ გაანიცდიდა. ყველაზე მნიშვნელოვან ქალაქებში მოქმედებდა ბიბლიოთეკა და მათი ფონდები ათი ათასობით წიგნს ითვლიდა. ხალიფ ალ-ჰაკიმის (ომეიდების დინასტიიდან) გარდაცვალების შემდეგ , რომელიც კორდოვას მმართველიც იყო, განადგურდა კაიროს ბიბლიოთეკა. ამ ბიბლიოთეკის ორმოც დარბაზში ინახებოდა 600 000 ხელნაწერი წიგნი. ჯარისკაცებმა წიგნები გაუცემელი ჯამაგირის სანაცვლოდ დაიტაცეს. ვეზირმა კუთვნილ სახელფასო ვალში ოცდახუთი დატვირთული აქლემით გაიტანა ძვირფასი წიგნები. არანაკლებ სავალალო მდგომარეობაში აღმოჩნდა დამასკოს ბიბლიოთეკა. ქალაქის დაპყრობის შემდეგ ჯარისკაცებმა მდინარე ბარადას მეორე მხარეს გადასასვლელად ბიბლიოთეკიდან გამოტანილი წიგნებით გადახერგეს ის და გადასასვლელი მოიწყვეს.
Saturday, 8 July 2017
სად გაქრა უძველესი ცოდნის ამსახველი ხელნაწერი წიგნები ალექსანდრიისა და სხვა ცნობილი ბიბლიოთეკებიდან (ნაწილი I)
ქალაქ ალექსანდრიისა და ალექსანდრიის ბიბლიოთეკის დაარსება მაკედონელის სახელს უკავშირდება. ეს დასახლებული პუნქტი იმ დროს აღნიშნული იყო როგორც მეცნიერთა და მკვლევართა ქალაქი. მას რომის შემდეგ მეორე ქალაქად იხსენებდნენ. აქ იყო ალექსანდრე მაკედონელის აკლდამაც, პტოლემეოსების, იულიუს კეისრის, მარკუს ანტონიუსის სასახლეები. ალექსანდრე მაკედონელის იდეას ფრთა შეასხა პტოლემეოს I-მა. მან მაკედონელის გარდაცვალების შემდეგ ალექსანდრია ეგვიპტის დედაქალაქად აქცია. გადმოცემით ბიბლიოთეკის შექმნისთვის მიიწვია დემეტრიოს თალერსელი (ათენის მმართველი). ისტორია დემეტრიოს თალერსელზე მოგვითხრობს, როგორც თავისი ქვეყნის მოდის დამკანონებელზე-პირველი ათენელი ვინც თმები გაიქერავა წყალბადის ზეჟანგით. მოგვიანებით თანამდებობიდან გადააყენეს და თებეში გაემგზავრა. ფარაონ პტოლემეოსმა მას ალექსანდრიაში დასახლება შესთავაზა. სავარაუდოდ სწორედ მაშინ უნდა დაეარსებინა ალექსანდრიის ბიბლიოთეკაც. დემეტრიუს თალერსელის რჩევით პტოლემეოს სოტერმა ათარგმნინა ბერძნულად ძველი აღთქმა, რაც ლეგენდის მიხედვით, განახოციელა სამოცდაათმა საუკეთესო მთარგმნელმა. რის შემდეგ მიიღო "სეპტუაგინტას"სახელწიდება. ამ საქმის მეორე მნიშვნელოვანი ფიგურა გახლდათ თეოფრასტე (არისტოტელეს მოწაფე). თეოფრასტეს მაკედონელისგან მემკვიდრეობით დარჩა ორმოცი ათასი წიგნი, რომლის შეგროვება არისტოტელემ მოახერხა მაკედონელის ლაშქრობების დროს. დემეტრიუსის რჩევით ეს წიგნები გამოისყიდეს თეოფრასტესგან. ამ წიგნებით ჩაეყარა საფუძველი ალექსანდრიის ბიბლიოთეკას. შენობა გახლდათ ერთი აკადემიური კომპლექსი, სადაც ბიბილიოთეკის გარდა განთავსებული იყო ობსერვატორია, ბოტანიკური ბაღი და ზოოპარკი.
Thursday, 29 June 2017
რა საიდუმლოს ინახავს ლაბირინთები ( ნაწილი II )
ლაბირინთის გამოსახულება შეიცავს საკრალური გეომეტრიის არავერბალურ გზავნილს, რაც ნათლად ჩანს თუნდაც ამ სურათზე, სადაც მანდალის ფორმის ლაბირინთს გარშემო სიცოცხლის ყვავილები აკრავს. ლაბირინთს მანდალის ნაირსახობადაც კი მიიჩნევენ, მაგრამ ისეთ მანდალად, რომელსაც გააჩნია მოძრაობის მიმართულება და აქვს ღია შესასვლელ-გამოსასვლელი. ამასთან, როგორც წესი მანდალის საკრალური სივრცე გარშემორტყმულია სპეციალური დამცავი კვადრატით. ამგვარად, მანდალა ლაბირინთით გვიხსნის იმას, რაც მას შუამავალს ხდის ზეგრძნობად სამყაროსა და ხილულ ფორმებს შორის, სადაც ვარსებობთ. ლაბირინთ-მანდალის მეორე შესაძლებლობა დაკავშირებულია მის შიდა ფიზიკურ მოძრაობასთან, თუ რა თქმა უნდა, მას გააჩნია დიდი ზომები. ლაბირინთის ტიპოლოგიური კლასიფიკაციისას ძირითადი ყურადღება ექცევა გეომეტრიულ ფორმებს, რომელიც მის საფუძველში დევს. ყველაზე გავრცელებული ძველი ლაბირინთის ფორმებია: სხვადასხვა სპირალი, ჯვრები და სვასტიკები.
Tuesday, 27 June 2017
რა საიდუმლოს ინახავს ლაბირინთები ( ნაწილი I )
ლაბირინთი-ეს სიტყვა იდუმალებითაა მოცული, ყოველთვის დიდ დისკუსიებს იწვევდა და იწვევს. გამოქვაბული იყო ადგილი, სადაც სრულდებოდა ინიციაცია. ლაბირინთი წინ უსწრებდა ინიციაციას გამოცდების სახით. ეს გახლდათ გამოქვაბულისკენ მიმავალი გზა წინააღმდეგობების გადალახვის საშუალებით. ის მისასვლელს უკეტდა უზიარებელთ. ლაბირინთი არის საინიციაციო ადგილი, ასევე, მისტერიებისთვის განკუთვნილი სალოცავის შესასვლელი. დასაბამიდან ლაბირინთს იყენებდნენ ინიციაციურ გამოქვაბულთან მჭიდრო კავშირში. გამოქვაბული შეიძლება იყოს ადგილი ინიციაციური სიკვდილისა და მეორედ დაბადებისა, რომლის საშუალებით ხდებოდა ჯოჯოხეთში შთასვლა და ასევე დედამიწის ზედა სფეროებში ასვლა.
ლაბირინთი დახლართული სტრუქტურაა, რომელიც განსაკუთრებული ძალის მქონე ადგილს იცავს და ზღუდავს იქ მისასვლელს. ეს ზონა არის ორ სამყაროს შორის გადასასვლელი, ხოლო თავად ლაბირინთი სიმბოლური ჭიშკარი.
ყველაზე უძველესი ლაბირინთი აღმოჩენილია კუნძულ სარდინიაზე 1965 წელს''ტომბა დე ლაბირინტოს', რომელიც ისტორიამდელ სამარხზეა გამოსახული.
ჩვეულებრივი ადამიანისთვის სიტყვა ლაბირინთი ასოცირდება ''არეულ გასასვლელებთან''. ელინამდელი ლაბირინთი ასეთ წარმოდგენას არ ჰქმნიდა. უძველესი ლაბირინთები არ იწვევდა დაბნეულობას. მასში დაკარგვა შეუძლებელი იყო, ვინაიდან არ იყო გზაჯვარედინები და განშტოებები. შესასვლელიდან გზა მიდიოდა ცენტრისაკენ.
Sunday, 18 June 2017
გრაალის თასი და მისი კავშირი ქართველურ სამყაროსთან ( ნაწილი II)
როგორც უკვე აღვნიშნე ბერილუსი კაპადოკიელი იყო. ის აღმოსავლეთიდან იყო ჩასული დასავლეთში. კაპადოკიელი იყო ნინო ქართველთა განმნათლებელიც. ნინოს მამა ზაბილონი რომის სამსახურში იყო და თავი გამოიჩინა ფრანკთა წინააღმდეგ ბრძოლაში. მოიგო ბრძოლა და ბევრი ტყვედ აიყვანა. ტყვეებმა მას ქრისტიანულად მონათვლა სთხოვეს. ზაბილონმა გაიხარა, მონათლა ტყვეები და თავისუფლება მიანიჭა.ზაბილონი ფრანკთა განმანათლებელი გახდა. მოგვიანებით ის დაქორწინდა და შეეძინა ნინო ქართველთა განმანათლებელი. ტიტურელის წინაპარი ბერილუსიც ფრანკთა განმანათლებელი იყო და ამავე დროს მათი მეფეც. ქრისტიანული დოგმატიკის დამფუძნებლებად გვევლინებიან კაპადოკიელი მამები: ბასილი დიდი კესარიელი, გრიგოლ ნაზიანზელი, გრიგოლ ნოსელი.
Saturday, 17 June 2017
გრაალის თასი და მისი კავშირი ქართველურ სამყაროსთან (ნაწილი I)
მკვლევართა აზრით ტერმინი "გრაალი'' მომდინარეობს ძველპროვანსულიდან. სავარაუდოდ მისი ძირი კაპადოკიურია-"გრაცალ''. გრაალის მიმდინარეობა კაპადოკიაში მცხოვრებ ქართველურ ტომებს უკავშირდება. ქართლში არსებობს ამჟამად ყველასთვის კარგად ცნობილი სოფელი გრაკალი.
კაპადოკიელთა ქართულ სამყაროსთან კავშირზე ყურადღება გაამახვილა გერმანელმა მეცნიერმა კარლ ჰოლმა. პირველწყაროებზე დაყრდნობით მან ცხადყო, რომ ჯერ კიდევ მეექვსე საუკუნეში მცირე აზიის ტერიტორიაზე მცხოვრები ხალხი ადგილობრივ ენებზე მეტყველებდა. ამ მხრივ, ყველაზე მკვეთრ სურათს იგი კაპადოკიის მაგალითზე იძლევა. ანტიკური სამყაროს მკვლევარი მომზენი ხაზს უსვამს, რომ კაპადოკია რომის იმპერიის საწყის ხანაში სრულებითაც არ იყო ბერძნული. რანოვიჩი აღნიშნავს, რომ ბერძნულ და ლათინურ ენებზე მხოლოდ ქალაქის მაცხოვრებლები და მოსახლეობის ძალიან მცირე ნაწილი საუბრობდა კაპადოკიაში. გადმოცემით, გრაალის პირველი მფლობელი გახლდათ ტიტურელი (კაპადოკიელი). გრაალის მოძრაობა შეიქმნა ჯერ კაპადოკიაში, შემდეგ პროვანსში და ლანგდოკში, სადაც ცხოვრობდა ძველი იბერიული მოსახლეობა.
Thursday, 15 June 2017
რიტუალური გამოქვაბული ტაილანდში
დედამიწაზე ბევრია ისეთი ადგილი არქეოლოგებსა და მეცნიერებს რომ იზიდავს. ასეთ ადგილებს განეკუთვნება ტაილანდში მდებარე გამოქვაბული, სადაც თავმოყრილია ადამიანის უამრავი ჩონჩხი. ამ გამოქვაბულს რიტუალური დანიშნულება ჰქონდა.
დევიდ ვოდლმა ცხოვრება ტაილანდის შესწავლას მიუძღვნა. იგი დაინტერესებული იყო სხვადასხვა ხალხის წეს-ჩვეულებების, რწმენისა და კულტების შესწავლით, რომელიც გავრცელებული იყო მოცემულ ტერიტორიაზე ძველად. XVI საუკუნის ჰოლანდიელი მოგზაურის ჩანაწერების შესწავლისას, მან აღმოაჩინა ერთი ჩანაწერი ტაილანდის ჩრდილოეთით მცხოვრებ ტომზე. ეს ტომი ცხოვრობდა ჩაკეტილ სოციუმში. უკვე მაშინ დადიოდა ლეგენდები ამ მცირერიცხოვანი ხალხის დაუნდობლობაზე. ჰოლანდიელი მოგზაურის გადმოცემით ბევრ საშინელ ამბავს ყვებოდნენ ამ პატარა ეთნოსზე.
მეცნიერზე ისე იმოქმედა ამ ჩანაწერებმა, რომ მან მოისურვა იმ ადგილის ნახვა და იქ არქეოლოგიური გათხრების ჩატარება. ჩანაწერებში ნახსენები იყო მოკლული მტრების ჩონჩხებით სავსე რიტუალური გამოქვაბული, სადაც დიდი განძი ინახებოდა.
Sunday, 11 June 2017
პროტოიბერიული ანუ მედიტერანული სამყარო ( ნაწილი II )
ნოსტრადამუსის მე-5 ცენტურის 54-ე კატრენში წერია: "შავი ზღვიდან და დიდი ტარტაროსიდან გამოჩნდება მეფე,
რომელიც მოვა იმისთვის, რომ შეაზანზაროს გალია
(საფრანგეთი), ის გამოაღვიძებს ჩრდ. კავკასიასა და
ამიერკავკასიას, ბიზანტიაში (საბერძნეთი) დატოვებს თავის გამაფრთხილებელ კვერთხს".
ლუის სპენსი გახლდათ შოტლანდიელი მეცნიერი, მკვლევარი და ჟურნალისტი. ის დაინტერესებული იყო თემით, რომელიც სტატიის სათაურად გვაქვს გამოტანილი. საკუთარი კვლევის შედეგებს წიგნად აქვეყნებდა. გაგაცნობთ მის საინტერესო მოსაზრებებს ამასთან დაკავშირებით.
სპენსის აზრით პლატონის მიერ ატლანტიდიდან შემოჭრის მითითებული, მიახლოებითი თარიღი ემთხვეა აზილიურ-ტარდენოაზიური ხალხების-იბერიული რასის ევროპაში განსახლების ხანას. ასევე აფრიკაში გადასახლებას-"ლიბია ეგვიპტემდე და ევროპა ეტრურიამდე წარმოადგენს რეგიონებს, სადაც პროტოიბერებმა ჰპოვეს სამშობლო. მათ ეკუთვნის მშვილდის გამოგონება. მამაკაცებს ჰქონდათ გრძელი თმა და გვირგვინის ფორმით იმაგრებდნენ მას." ლუის სპენსს მიაჩნდა, რომ ატლანტიდა დაიპყრო რასამ, რომელიც ჰგავდა ჩრდ.აფრიკის ბერბერებს ე.ი. იბერებს-მაღლები, კარგი აღნაგობისანი, მუქთმიანნი და წაბლისფერთმიანნიც, ნაცრისფერი ან ცისფერთვალება და ძალიან ჰგავდნენ კანარის კუნძულების გუანჩებს. სავარაუდოდ გუანჩები მათი შთამომავალნი უნდა იყვნენ. ბევრი მკვლევარი საუბრობს კანარის კუნძულების აბორიგენთა ბერბერულ ან იბერიულ ფესვებზე.
Saturday, 10 June 2017
პროტოიბერიული ანუ მედიტერანული სამყარო ( ნაწილი I )
ევროპის ხალხთა კარიბჭე კავკასიის ირგვლივ და პონტოს სანაპიროზეა- კარლ რიტერი
ხშირად მიმდინარეობს დავა "იბერი"-ს ეტიმოლოგიასთან დაკავშირებით. გამოითქმება აზრი, თითქოს დასავლეთში მოსახლე იბერებს არაფერი აკავშირებდათ ჩვენ ძველ წინაპრებთან. ს. ჯანაშია მიიჩნევდა, რომ ყველა სხვა ხალხი ვისთვისაც აღმოსავლეთ ქართველნი ცნობილი იყვნენ ან არიან, ხმარობს ქართველთა ტომის და ეროვნების აღსანიშნავად ტერმინს არა ''ქართველ''–ს, არამედ სხვა სახელწოდებებს, რომლებიც სათანადო ანალიზის შედეგად ყველა ერთ ფუძეზე დადის. ეს არის ''იბერი''. ეს სატომო სახელი შესულია ბერძნულ მწერლობაში და აღნიშნავს ქართველ ხალხს. რომაელებმა ქართველთა აღსანიშნავად დაამკვიდრეს სახელწოდება ჰ ი ბ ე რ ი (Hiber).
Friday, 9 June 2017
შამბალა_მითიური ქალაქი, რომლის ნახვას ბევრი ოცნებობს
იდუმალებით მოცული ტიბეტი ყოველთვის იყო არამარტო ფილოსოფოსთა და მისტიკოსთა, არამედ სახელმწიფო მოღვაწეთა ყურადღების ცენტრში. სადღაც ჰიმალაის მთებს იქით მდებარეობს იდუმალი შამბალა. იქ მცხოვრებნი მართავენ მთელი მსოფლიოს ბედს.
გადმოცემით, შამბალა წმინდა ადგილია, სადაც მიწიერი სამყარო ზიარი ხდება შემეცნების უმაღლეს მდგომარეობასთან. აღმოსავლეთში იციან, რომ არსებობს ორი შამბალა: ერთი მიწიერი, ხოლო მეორე-უხილავი. მიწიერი შამბალას მდებარეობის შესახებ გამოთქმულია სხვადასხვა ვარაუდი. ერთის მიხედვით, ეს ადგილი მდებაორეობს უკიდურეს ჩრდილოეთში. ამბობენ, რომ ჩრდილოეთის ნათება უხილავი შამბალას სხივებია. ტიბეტში შამბალას ძველი სახელწოდება გახლდათ ჩანგ-შამბალა, რაც იგივე ჩრდილოეთის შამბალაა. ზოგიერთის აზრით, შამბალა მდებარეობს პამირში, თურქმენეთში, ან კიდევ ცენტრალურ გობში (მონღოლეთი).
სიანტერესოა, რომ ბევრი სხვა გამოგონილი მაგიური ადგილებისგან განსხვავებით, შამბალა რატომღაც აღნიშნულია ძველ რუკებზე.
ტიბეტელ ბუდისტებს მიაჩნიათ, რომ შამბალა მდებარეობს ჰიმალაებს მიღმა, ბროლის მთის ძირში. იდუმალ ქალაქში ცხოვრობენ მასწავლებლები. ისინი კულისებიდან მართავენ მთელი კაცობრიობის ბედს. იქ მოხვედრა ყველას არ ძალუძს-მხოლოდ მას ვისაც აქვს სუფთა გული და ნათელი სული. ასეთებისთვის იხსნება შამბალას კარი.
Wednesday, 7 June 2017
საოცარი "ცისფერი ხვრელი" და ეშმაკის ჭა
"ცისფერი ხვრელი" ვერტიკალური წყალქვეშა ქვაბულია, რომელიც მდებარეობს დაჰაბიდან 15 კილომეტრში უდაბნოს სანაპიროზე, წითელ ზღვაში. ამ ადგილს მყვინთავთა სასაფლაო შეარქვეს, ვინაიდან საყვინთავად ყველაზე საშიში ადგილია. მყვინთავები ეშვებიან ჭაში ell bells, რომელსაც ეშმაკის ჭა შეარქვეს, გადალახავენ რიფებს და ამოდიან ცისფერი ხვრელიდან. მაგრამ უცნაური შემთხვევითობის გამო გამოცდილი მყვინთავები, პროფესიონალური აღჭურვილობითაც კი, ბნელ სიღრმეთა მსხვერპლად იქცევიან ხოლმე.
არსებობს ადგილობრივი ლეგენდა, რომ უხსოვარ დროს აქ ცხოვრობდა ემირი. მას ჰყავდა ქალიშვილი. როცა ემირი საომრად მიდიოდა, მისი ქალიშვილი ორგიებს აწყობდა ადგილობრივ ყმაწვილებთან. მის უზნეობაზე ხმები რომ არ გასულიყო სასახლის კარს მიღმა, ემირის ქალიშვილი ყმაწვილებს ორმოში ახრჩობდა. საბოლოოდ ემირმა მაინც შეიტყო საკუთარი შვილის სამარცხვინო საქციელის ამბავი და ბრძანა დაესაჯათ ის. ემირის ქალიშვილი გადახტა ცისფერ ხვრელში და თან დაიმუქრა, რომ ყველას თან წაიყვანდა ვინც ამ წყალში შესვლას გაბედავდა.
ეს ამბავი თუ ფანტასტიკას ჰგავს, სამაგიროდ ადამიანთა აქ დაღუპვა სავსებით რეალურია. დაღუპულ მყვინთავთა სამახსოვროდ სანაპიროზე მემორიალური დაფებიც კი გაკეთდა.
Saturday, 3 June 2017
პროტოიბერიული ანუ მედიტერანული სამყარო_ნურაგები, სარდინიის დიდი საიდუმლო
კუნძულმა სარდინიამ უძველეს დროს სახელი გაითქვა მცენარით, რომელიც აქ იზრდება-
sardonik hebra. ამ მცენარეს პატარა დოზით იყენებდნენ, როგორც ფსიქოტრონულ საშუალებას, ხოლო დიდი დოზით ის საწამლავია და მიღებისთანავე კლავს ადამიანს,
რასაც თან ახლავს კრუნჩხვები. მიცვალებულს სახეზე აღებეჭდება ერთგვარი ღიმილი.
სწორედ ამიტომ ბოროტ და დამცინავ ღიმილს სარდონულსაც უწოდებენ.
პირველი ადამიანები სარდინიაზე გამოჩნდნენ 10 ათასი წლის წინ. სავარაუდოდ ისინი აქ მოსული იყვნენ კუნძულ კორსიკიდან. ნეოლითის ხანაში კი კუნძულ სარდინიაზე გამოჩნდნენ იბერები, ეტრუსკები. მოგვიანებით მიემატნენ ჩრდ. აფრიკის მოსახლენი და ბერძნები. ახალმოსულნი მშვიდობისმოყვარენი იყვნენ. არქეოლოგიური გათხრებისას ძალზედ ცოტაა აღმოჩენილი იარაღი. კუნძულზე ვერ ნახავთ ციხესიმაგრეს. როგორც ჩანს, სოციალური სტრუქტურა საკმაოდ დემოკრატიული იყო. სარდინიაზე ძვ.წ. აღ. მე-3 ათასწლეულში უკვე არსებობდა დიდი ქვის ნაგებობები-მეგალითები, რომელიც "ოციერის" კულტურის სახელწოდებითაა ცნობილი. ნურაგამდელი ხანა დაახლოებით ჩვ.წ. აღ.-მდე 3800-2900წ.-ს განეკუთვნება.
Thursday, 1 June 2017
დაკარგული კუნძული ენვაიტენეტი
კუნძულის მთელი სანაპირო ნიანგებსა და შხამიან გველებს-სამეფო კობრებს აქვს ოკუპირებული. ისინი იმალებიან ქვების ქვეშ და სილაში. ვინც ნიანგებსა და გველებს გადაურჩება, მას მაინც არ ასცდება კუნძულის წყევლა. ეს ლამაზი კუნძული დროდადრო ბურუსში ეხვევა და რაღაცას მალავს.
ენვაიტენეტის კუნძულზე ადამიანთ საიდუმლო გაქრობის ისტორია იწყება 1630 წლიდან. იმ დროს რამდენიმე ოჯახმა გადაწყვიტა დამალოდა მონათა მოვაჭრეებს. ამისთვის ამოირჩიეს რუდოლფას კუნძული ტბაზე. იქ მისულებმა შეამჩნიეს მცენარეების უცნაური ზურმუხტისფერი მწვანე ფერი. კუნძულზე ცხოველები და ფრინველები არ ჩნდა. უჩვეულო იყო ასევე გლუვი მოყავისფრო ქვების მოულოდნელი გაქრობა და შემდეგ კვლავ გამოჩენა. ქვები გროვებად ეწყო, თითქოს ვიღაცამ სპეციალურად გააპრიალა.
კუნძულს თავშეფარებულნი შეეჯახნენ მისტიკური მოვლენების მთელ წყებას. ახალ მთვარეობისას ყოველთვის ისმოდა საშინელი ყვირილი და ხნგრძლივი კვნესა, რომელიც საათზე მეტხანს გრძელდებოდა ხოლმე. ახალმა მოსახლეებმა გაარკვიეს, რომ კუნძულის ზოგიერთი ადგილზე გადასვლა შეუძლებელი იყო, ვინაიდან ხის ტოტები ერთმანეთზე იყო გადახლართული. ამასთან, ღამით მათ აწუხებდა კოშმარები: სიზმარში ხედავდნენ იდუმალ არსებებს, რომელიც ბუნდოვნად ჰგავდნენ ადამიანებს.
უცნაური რამ მოხდა 1935 წელს, როცა კენიაში ბრიტანეთის ეთნოგრაფიული ჯგუფი მუშაობდა. კუნძულ ენვაიტენეტზე, ტბა რუდოლფას მახლობლად ჩავიდა ორი მეცნიერი რათა ადგილობრივი ტომის ცხოვრება შეესწავლა. ისინი ყოველდღე კოლეგებს შეტყობინებას უგზავნიდნენ. მას შემდეგ რაც შეწყდა მათგან შეტყობინება, მაშველთა ჯგუფმა იქაურობა თავდაყირა დააყენა, მაგრამ მეცნიერთა კვალს ვერსად მიაგნო. ძებნაში აბორიგენებიც ჩაერთვნენ, მაგრამ უშედეგოდ. მრავალი წელი გავიდა მას შემდეგ და მეცნიერთა იდუმალებით მოცული გაქრობა დღესაც არაა გახსნილი.
კუნძულის პირველი მოსახლენი ამბობდნენ, რომ ქვები და მცენარეები მათ დასახლებაში ხშირად იკარგებოდა, მერე ისევ ჩნდებოდა, მაგრამ უკვე სხვა ადგილას. სავსე მთვარეობისას მათ ხშირად ესმოდა საშინელი ღრიალი დედამიწის სიღრმიდან, რაც ხანდახან რამდენიმე საათს გრძელდებოდა. მოსახლენი ირწმუნებოდნენ, რომ კუნძულზე მოჩვენებები სახლობენ-ადამიანისმაგვარი ნახევრად გამჭვირვალე არსებები. მათთან შეხვედრის შემდეგ ტომის წევრებს დროებით დამბლა ეცემოდა. ამ არსებების ყოველი გამოჩენის შემდეგ, კუნძულზე ტრაგედია ხდებოდა. ვინც გადაეყრებოდა მათ, იღებდა სერიოზულ ჭრილობებს, ავად ხდებოდა და კვდებოდა.
Wednesday, 24 May 2017
რა საიდუმლოს ინახავს კინტა დე რეგალეირას სასახლე
ლისაბონიდან 30 კილომეტრის მოშორებით, ქალაქ სინტრაში მდებარეობს იდუმალებით მოცული კინტა დე რეგალეირას მამული. მნახველი გაოცებაში მოჰყავს პარკში განთავსებულ შესანიშნავ მღვიმეებსა და გამოქვაბულებს, რომლის ცენტრში დგას ულამაზესი სასახლე უამრავი ამოუხსნელი თავსატეხით, რაც დღემდე გამოცანად რჩება.
ამ ძველი ნაგებობის ისტორია XVII საუკუნეში იწყება. მისი სახელი ბარონესა რეგელეირას სახელთანაა დაკავშირებული, ვისი საკუთრებაც გახლდათ ეს მამული. მკვლევარები და ისტორიკოსები ამტკიცებენ, რომ მამული სავსეა მასონური სიმბოლიკით.
Tuesday, 23 May 2017
სტიქსი_ჯოჯოხეთში გადასასვლელი
ბერძნული მითოლოგიის თანახმად მდინარე სტიქსი იყო გადასასვლელი იმქვეყნიურ სამყაროში-ჯოჯოხეთში. ის მიედინებოდა ორ ვერცხლის მასიურ სვეტს შუა და მას იცავდა ორი ნიმფა.
სტენფორდის უნივერსიტეტის მეცნიერები დარწმუნებულნი არიან, რომ სტიქსი ახლაც არსებობს პელოპონესის ნახევარკუნძულის მთიანეთში. მაგრამ ახლა მას მავრონერი ჰქვია. მათი ასეთი დასკვნა ეფუძნება ამ მდინარის წყლით ალექსანდრე მაკედონელის მოწამვლის ვარაუდს. მდინარე მავრონერის წყლის ანალიზის შედეგად გაირკვა, რომ ის შეიცავს ადამიანისთვის მომაკვდინებელ მიკროორგანიზმებს. ამ მიკროორგანიზმებით გამოწვეულ მოწამვლას თან ახლავს ისეთივე სიმპტომები რითაც იტანჯებოდა დიდი მხედართმთავარი.
მითის მიხედვით მიწისქვეშა იმქვეყნიურ სამყაროს მართავდა ზევსის ძმა ჰადესი. ესაა სიბნელითა და საშინელებებით მოცული სამეფო, სადაც ვერ აღწევს მზის სხივი და სადაც მიედინება მდინარე სტიქსი. მის ერთი ყლუპსაც კი შეუძლია დაგაკარგინოს გონება და გაგიქროს მოგონებები.
Thursday, 11 May 2017
ლიკურგეს თასის გამოუცნობი საიდუმლო
ლიკურგეს თასი ანტიკური დროის ერთადერთი დიატრეტია-ზარის ფორმის ორმაგი შუშის კედლებიანი ნაკეთობა, რომელიც ფიგურებითაა მოხატული. ზემოდან შიდა მხარე დამშვენებულია მოჩუქურთმებული ბადით. მეცნიერთა ვარაუდით თასი დამზადებულია ან ალექსანდრიაში, ან რომში IV საუკუნეში. ლიკურგეს თასი ამჟამად ბრიტანეთის მუზეუმს ამშვენებს.
ხელოვნების ეს ნიმუში უპირველეს ყოვლისა მისი არაჩვეულებრივი თვისებებითაა ცნობილი. ჩვეულებრივი განათებისას, როცა სინათლე წინიდან ეცემა, თასი მწვანე ფერისაა, მაგრამ თუ უკნიდან გავანათებთ იღებს წითელ ფერს. თასი ფერს იცვლის იმის მიხედვითაც, თუ რა სითხე ასხია მასში. ის ცისფრად ანათებს თუ წყალს ჩაასხამენ. მაგრამ ზეთით გავსებისას, ის ღაჟღაჟა წითელ ფერს იღებს.
რატომ დაარქვეს ამ დიატრეტს ლიკურგეს თასი? გორელიეფზე, რომელიც მას ამშვენებს, გამოსახულია ვაზშემოხვეული წვეროსანი მამაკაცის წამება. ყველა ცნობილი ბერძნულ-რომაული მითებიდან ამ სიუჟეტს ესადაგება მითი თრაკიელი მეფე ლიკურგეს შესახებ.
ლეგენდის მიხედვით ბაკხური ორგიების მოწინააღმდეგე ლიკურგე თავს დაესხა მეღვინეობის ღვთაებას დიონისეს. დახოცა მისი თანმხლები ბევრი მენადე და გაყარა ისინი თავისი სამფლობელოდან. გონზე მოსულმა დიონისემ ასეთი შეურაცხყოფის გამო მეფეს მიუგზავნა ნიმფა ამბროზია. ლამაზმა ამბროზიამ მოხიბლა ლიკურგე და დაითანხმა ღვინის დალევაზე. მთვრალი მეფე შეშლილს ჰგავდა, თავს დაესხა საკუთარ დედას და მისი გაუპატიურება სცადა. შემდეგ ვაზის ასაჩეხად გაეშურა, მაგრამ ხანჯლით
საკუთარი შვილი დრიანტე აჩეხა, ვინაიდან ვაზი ეგონა. ასეთივე ბედი ეწია მის მეუღლესაც.
საბოლოოდ ლიკურგე დიონისესთვის ადვილი მოსანადირებელი გახდა. საბოლოოდ პანებისა და სატირების ხაფანგში გაება. თავად მოიკვეთა საკუთარი ფეხი და მალევე გარდაიცვალა.
Wednesday, 10 May 2017
გენეტიკური დისკის საიდუმლო
კოლუმბიის ტერიტორიაზე ნაპოვნ ქვის დისკს, რომელსაც გენეტიკური დისკი დაარქვეს, 27 სანტიმეტრის დიამეტრი აქვს და იწონის 2 კგ-ს. ორივე მხარე დაფარულია ნაყოფის განვითარების ყველა სტადიის გამოსახულებებით. ამ პროცესს ახლა ექიმები სპეციალური აღჭურვილობით ახერხებენ. საიდან ჰქონდათ ასეთი მონაცემები ექვსი ათასი წლის წინ? რა ცოდნას ფლობდნენ ჩვენთვის უცნობი ცივილიზაციის წარმომადგენლები?
კოლუმბიელი პროფესორი ჰაიმე გუტიერეს ლეტა ათეული წლებია აგროვებს უძველეს ნივთებს. მისი კოლექციის უმეტესი ნაწილი აღმოჩენილია ნაკლებად შესწავლილ და რთულად მისასველ სუტატაუსას რაიონში, რომელიც კუნდინამარკას პროვინციაშია. ამ კოლექციაშია: ქვები ადამიანებისა და ცხოველების გამოსახულებით, ასევე ნაკეთობები უცნობი სიმბოლოებითა და უცნობ ენაზე შესრულებული წარწერებით.
გენეტიკურ დისკად წოდებული ექსპონატი დამზადებულია ლიდიტის ქვისგან. ეს ქვა მოიპოვებოდა ლიდიაში-მცირე აზიაში. მინერალი სიმყარით გრანიტს უტოლდება, მაგრამ აქვს ფენოვანი სტრუქტურა და მისი დამუშავება რთულია. ის დარლინგიტის, მელინიტის სახელებითაცაა ცნობილი. აქვს ხასხასა ფერი. ჯერ კიდე ანტიკური დროიდან მოყოლებული იყენებდნენ მას სამკაულებისა და მოზაიკის დასამზადებლად. მაგრამ მასზე რაიმეს ამოკვეთა თანამედროვე იარაღითაც კი პრაქტიკულად შეუძლებელია. ამის საშუალებას მისი ფენოვანი სტრუქტურა არ იძლევა. მიუხედავად ამისა, გენეტიკური დისკი დამზადებულია სწორედ ამ მინერალისგან. გამოსახულებები უფრო შტამპს ჰგავს ვიდრე ამოკვეთილ ნამუშევარს.
Monday, 8 May 2017
მაგიური ბროლის ბურთი
კვარცი ანუ მთის ბროლი უძველესი დროიდან ითვლებოდა ერთ-ერთ საუკეთესო მაგიურ ქვად. მისტიკოსთა აზრით მას განსაკუთრებული ჯადოსნური ენერგია გააჩნია. მისი საშუალებით კვარცის კრისტალში გამავალი მზის სხივი იძენს სამკურანლო თვისებას. ამის გამო მთის ბროლის ნაკეთობას მტკივნეულ ადგილზე იდებდნენ სამკურნალო დანიშნულებით.
სამკურნალო თვისების გარდა მისტიკოსები ბროლს მიაწერენ დადებითი ზეგავლენის უნარს ინტუიციასა და ზემგრძნობიარე აღქმაზე. ფიქრობენ, რომ ამ ქვაში გავლილი სინათლის სხივი განსაკუთრებულ ზეგავლენას ახდენს ტვინზე: ხელს უწყობს აზრთა კონცენტრაციასა და გლობალურ საინფორმაციო ველში შეღწევას.
კრისტალების, სარკეების, ბროლის სფეროების საშუალებით რომ შესაძლებელია მხედველობით ჰალუცინაციების გამოწვევა, ამას ადასტურებს სხვადასხვა ხალხის ლეგენდები და წერილობითი წყაროები: უძველესი პერუ, მაგადასკარი, ძველი საბერძნეთი, ინდოეთი და ეგვიპტე. ყველგან თვლიდნენ, რომ ამ საშუალებით შესაძლებელია წარსულისა და მომავლის დანახვა.
Saturday, 6 May 2017
იიგლავას კატაკომბების საიდუმლო
სამხრეთ მორავიის ქალაქმა იიგლავამ სახელი გაითქვა იქ არსებული კატაკომბებით, რასაც ბევრი მისტიკური ისტორია და ლეგენდა უკავშირდება. კატაკომბები XIII საუკუნეშია აგებული. მიწისქვეშა ნაგებობა ოთხიარუსიანია, რომელიც 25 კილომეტრზეა გადაჭიმული ქალაქის ქვეშ.
როგორც წლების წინ, იიგლავას კატაკომბების ფენომენალური მოვლენები ახლაც აღვივებს თავგადასავლებისა და ამოუცნობი მოვლენების მოყვარულთა ფანტაზიას. ამბობენ, რომ ერთ-ერთ დერეფანში შუაღამისას ისმის ორღანის ხმა. არც მოჩვენებების ნაკლებობას უჩივიან. მეცნიერებს ჯერჯერობით ასეთ მოვლენებზე პასუხი არ აქვთ.
1996 წელს კატაკომბების კვლევას შეუდგა არქეოლოგიური ექსპედიცია. ჯგუფის წევრები აღიარებდნენ, რომ მიწისიქვეშ (10 მეტრის სიღრმეზე) მართლა ისმოდა საორღანო მუსიკის ხმა, რომლის წყარო დაუდგენელია. ახლომახლო არსად დგას ორღანი. ამ მოვლენასთან დაკავშირებულია ერთი ადგილობრივი ლეგენდა: უძველეს დროს, კატაკომბების სარდაფებში ინკვიზიტორებმა აწამეს ახლაგაზრდა მუსიკოსი, რომელიც არაჩვეულებრივად უკრავდა ორღანზე. წმინდა მამებმა მუსიკოსი ცოცხლად დამარხეს, ვინაიდან გადამეტებული ნიჭი ეშმაკეულად ჩათვალეს. საორღანო მუსიკა ახლა დღისითაც კი ისმის სწორედ მუსიკოსის წამების დღეს.
Subscribe to:
Posts (Atom)


























