Thursday, 29 June 2017

რა საიდუმლოს ინახავს ლაბირინთები ( ნაწილი II )



ლაბირინთის გამოსახულება შეიცავს საკრალური გეომეტრიის არავერბალურ გზავნილს, რაც ნათლად ჩანს თუნდაც ამ სურათზე, სადაც მანდალის ფორმის ლაბირინთს გარშემო სიცოცხლის ყვავილები აკრავს. ლაბირინთს მანდალის ნაირსახობადაც კი მიიჩნევენ, მაგრამ ისეთ მანდალად, რომელსაც გააჩნია მოძრაობის მიმართულება  და აქვს ღია შესასვლელ-გამოსასვლელი. ამასთან, როგორც წესი მანდალის საკრალური სივრცე გარშემორტყმულია სპეციალური დამცავი კვადრატით. ამგვარად, მანდალა ლაბირინთით გვიხსნის იმას, რაც მას შუამავალს ხდის ზეგრძნობად სამყაროსა  და ხილულ ფორმებს შორის, სადაც ვარსებობთ. ლაბირინთ-მანდალის მეორე შესაძლებლობა დაკავშირებულია მის შიდა ფიზიკურ მოძრაობასთან, თუ რა თქმა უნდა, მას გააჩნია დიდი ზომები. ლაბირინთის ტიპოლოგიური კლასიფიკაციისას ძირითადი ყურადღება ექცევა გეომეტრიულ ფორმებს, რომელიც მის საფუძველში დევს. ყველაზე გავრცელებული ძველი ლაბირინთის ფორმებია: სხვადასხვა სპირალი, ჯვრები და სვასტიკები.



ინდიელ ქურუმთა თქმით, მათი მოვალეობაა რთული რელიგიური წეს-ჩვეულების შესრულება, რომელიც დედამიწას ნოოსფეროს შენარჩუნებაში დაეხმარება და დაღუპვისაგან იხსნის. ამაში დიდ როლს ასრულებს ლაბირინთები.ინდიელთა ლაბირინთი ღრმა საკრალურ კავშირებს მოიცავს ყოფიერების ძირითად ელემენტებთან.

კლასიკური ერთდონიანი ლაბირინთი შედგება (როგორც უკვე ადრე აღვნიშნე) შვიდი სხვადასხვა ბილიკისგან, ხოლო ცენტრი წარმოადგენს მერვე ბილიკს, რომელსაც ზეცაში მივყავართ. შვიდი ბილიკი შეიძლება უკავშირდებოდეს შვიდ ენერგეტიკულ ცენტრს, ასევე სპექტრის  შვიდ ფერს. ჩვენი მატერიალური სამყარო არის შვიდიანი. ლაბირინთის მერვე ბილიკი უბრალოდ ცენტრი არ გახლავთ. ესაა ახალ განზომილებაში გადასასვლელი. მწერალ რ.ფ.ანდრეისონის- ლაბირინთების ექსპერტის აზრით ლაბირინთის გავლის დროს ადამიანი იძულებით გადის ცნობიერების სხვადასხვა მდგომარეობას, რაც  იძლევა სპეციფიკურ გამოცდილებას. ანდრეისონი ურჩევს ყველას გაიაროს ლაბირინთი, ვინაიდან ამ დროს ხდება ენერგეტიკული ცენტრების გააქტიურება. შუა საკუნეების ბუდისტურ და დაოისტური მონასტრების ბერები გაივლიდნენ რა სწავლების კურსს, ამის შემდეგ მათ უნდა გაევლოთ ''სიკვდილის დერეფანი''--ლაბირინთიდან იყო მხოლოდ ორი გამოსავალი-სიკვდილი ან გამარჯვება. ეგვიპტის მისტერიებშიც არსებობდა ლაბირინთით გამოცდა. ჭეშმარიტი ცხოვრება სიკვდილზე გადის, ვინაიდან ჭეშმარიტი სიცოცხლე მათთთვის იხსნება, ვინც ''სიცოცხლეს  განუდგება''._''როდესაც არ ხარ, ნამდვილად მხოლოდ მაშინ არსებობ''__ოშო.

ლაბირინთის გავლის წესი მეტად მარტივია. უნდა იარო მხოლოდ წინ, არ უნდა იჩქარო, უკან არ უნდა მოიხედო. ლაბირინთი როგორც ინიციაციის ადგილი-სიკვდილი და აღდგომა. აქ ხდება სამი სამყაროს შეერთება:ზეცა-მიწა-ჰადესი. ლაბირინთში მოძრაობა არის უსასრულო ევოლუციური გზის მოდელი. მითებში ლაბირინთზე კოდირებულია ინფორმაცია უნივერსალურ პლანეტარულ მექანიზმზე, რომელიც უზრუნველყოფს ადამიანთა შემეცნების გაფართოებას ტრიადის ჩარჩოებში: დედამიწა-ადამიანი-კოსმოსი. ფულკანელი წერდა: ადამიანი, რომელიც ლაბირინთის გზას მთლიანად გაივლის და აღმოჩნდება მის ცენტრში, სამუდამოდ იცვლება. მას ეხსნება ბუნებრივი კანონებისა და ჰარმონიის ინტუიტიური წვდომის უნარი-იმ კანონებისა, რომელსაც შესაძლოა გონებით ვერ გებულობს, მაგრამ შინაგანად გრძნობს.

არსებობდა სხვა სახის ლაბირინთიც, რომელსაც შამანები იყენებდნენ სულიერ სამყაროსთან კავშირისთვის. როგორც წესი, ასეთი გვირაბები ფუნქციონირებენ ზეგრძნობად დონეზე. ის გამჭვირვალეა ინფორმაციული ველებისთვის. ძველ ტექსტებში შეიძლება ამოიკითხოთ მკვრივი ფიზიკური სხეულების, ასევე ცოცხალ არსებათა გადაადგილების შესახებ ასეთი ლაბირინთ-გვირაბების საშუალებით. ლაბირინთი ასევე ასრულებს თავისებურ ''სადრენაჟო'' ფუნქციას, გატუმბავს ენთროპიას, ქაოსს ჩვენი რეალობიდან სხვა სამყაროში. ამ მხრივ, ის ასრულებს ეკოლოგიური მოწყობილობის ფუნქციას. 
ლაბირინთის გამოსახულება ასევე გამოხატავს ზეცას და დედამიწას. ამასთან წარმოადგენს სპირალისებური გალაქტიკების პროექციას. იყო ცდები აეხსნათ ლაბირინთი, როგორც მზისა და პლანეტების სქემა. გერმანელი ინჟინერი ვალტერ ლანგმაკი თვლის, რომ ლაბირინთი უნდა წარმოადგენდეს მთვარის კალენდრის სქემას. 

პლანეტების მოძრაობის სქემა და ლაბირინთი 


 სავარაუდოდ მზის მოძრაობის იდეოგრამა


 მზის გზა წელიწადის მეორე ნახევარში



სხვადასხვა ხალხში ლაბირინთი ასოცირდებოდა სიკვდილთან და აღდგომასთან რელიგიური გაგებით. ამიტომ ეკავა მას მთავარი ადგილი რიტუალებში, რომელიც მოუხმობდა გაზაფხულის ნაყოფიერებას ხანგრძლივი ზამთრის ''გარდაცვალების'' შემდეგ. მზისა და მისი ცენტრის პოვნა ნიშნავდა ცხოვრების გზის მთლიან გავლას. ლაბირინთის ცენტრი-გზის დასასრულია ანუ სიკვდილი, მაგრამ ხელახლა დაბადება-აღდგენა სხვა დონეზე. ლაბირინთი იყო ბევრ კულტურაში ინიციაციის საყვარელი ადგილი. 










No comments:

Post a Comment