Wednesday, 7 June 2017

საოცარი "ცისფერი ხვრელი" და ეშმაკის ჭა



"ცისფერი ხვრელი" ვერტიკალური წყალქვეშა ქვაბულია, რომელიც მდებარეობს დაჰაბიდან 15 კილომეტრში უდაბნოს სანაპიროზე, წითელ ზღვაში. ამ ადგილს მყვინთავთა სასაფლაო შეარქვეს, ვინაიდან საყვინთავად ყველაზე საშიში ადგილია. მყვინთავები ეშვებიან ჭაში ell bells, რომელსაც  ეშმაკის ჭა შეარქვეს, გადალახავენ რიფებს და ამოდიან ცისფერი ხვრელიდან. მაგრამ უცნაური შემთხვევითობის გამო გამოცდილი მყვინთავები,  პროფესიონალური აღჭურვილობითაც კი, ბნელ სიღრმეთა მსხვერპლად იქცევიან ხოლმე.



არსებობს ადგილობრივი ლეგენდა, რომ უხსოვარ დროს აქ ცხოვრობდა ემირი. მას ჰყავდა ქალიშვილი. როცა ემირი საომრად მიდიოდა, მისი ქალიშვილი ორგიებს აწყობდა ადგილობრივ ყმაწვილებთან. მის უზნეობაზე ხმები რომ არ გასულიყო სასახლის კარს მიღმა, ემირის ქალიშვილი ყმაწვილებს   ორმოში ახრჩობდა. საბოლოოდ ემირმა მაინც შეიტყო საკუთარი შვილის სამარცხვინო საქციელის ამბავი და ბრძანა  დაესაჯათ ის. ემირის ქალიშვილი გადახტა ცისფერ ხვრელში და თან დაიმუქრა, რომ  ყველას თან წაიყვანდა ვინც ამ წყალში შესვლას გაბედავდა.

ეს ამბავი თუ ფანტასტიკას ჰგავს, სამაგიროდ ადამიანთა აქ დაღუპვა სავსებით რეალურია. დაღუპულ მყვინთავთა სამახსოვროდ სანაპიროზე მემორიალური დაფებიც კი გაკეთდა.



 ეშმაკის ჭაში უცნაური ამბები ხდება. რუსი მყვინთავი ნიკოლაი ჰყვება ყვინთვისას აქ გადამხდარ თავგადასავალს: შევედით წყალში. მოვილაპარაკეთ ვინ ვის გაჰყვებოდა და ჩავეშვით ჭაში დაახლოებით 60 მეტრზე. მოულოდნელად გაქრა ფერები, ყველაფერმა ვერცხლისფერი მიიღო. ერთი თევზიც კი არ დაცურავდა, მაგრამ როცა მათ თვალი მოვკარით, ისინი ადამიანებს მივამსგავსეთ. არ ვიცი რამდენად ღრმად იყვნენ ჩვენს ქვეშ, მაგრამ  ძალიან დახვეწილად მოძრაობდნენ. მომეჩვენა თითქოს ზურგზე ბალონები ჰქონდათ მიმაგრებული. თავიდან ვიფიქრე, რომ ვერცხლისფერი ჰიდროკოსტუმები ეცვათ, მაგრამ ცოტა ახლოს რომ მივცურდი, მივხვდი, რომ  ასეთი კანის ფერი ჰქონდათ. ისინი თავიდან ფეხებამდე ვერცხლისფერი იყვნენ. დაუფიქრებლად ჩავყვინთეთ უფრო ღრმად, რათა უფრო კარგად შეგვეთვალიერებინა ყველაფერი. რაც უფრო ღრმად ვეშვებოდით, მით მეტად ტრანსფორმირდებოდნენ ისინი, თითქოს დნებოდნენ და მათ ადგილზე ჩნდებოდნენ ბავშვები ცარიელი თვალებითა და ნაცრისფერი კანით. ბავშვებს ნაცრისფერი ძონძები ეცვათ. ჩვენ გვერდით მოცურავდნენ და თვალებში გვიცქერდნენ, რაც ჩვენში განუზომელ შიშს ბადებდა. დაბლა ჩავიხედე და დავინახე, რომ ფსკერი  სულ ახლოს იყო. მივხდი რა ადგილზეც მოვხდი და ბალონს დავუკაკუნე, რომ მეგობრების ყურადღება მიმეპყრო, მაგრამ უკვე გვიანი იყო. მეგობრებმა საშიშროება ვერ იგრძნეს. ისინი ბავშვებს ხელს ჰკიდებდნენ. ერთ ჩვენგანს გარსშემოერტყნენ, რაც მყვინთავს სიამოვნებდა და იღიმოდა. ვცილობდი მათთვის თვალებში არ ჩამეხედა და ზემოთ ამოსვლა დავიწყე, მაგრამ მომესმა მუსიკის ხმა. გუნდური ხმა დაბრუნებას მთხოვდა. მოძრაობა შემინელდა და დაბლა დაშვება დავიწყე. ბავშვები დაბლა მექაჩებოდნენ. დიდი ძალისხმევის შედეგად მოვახერხე ზემოთ ამოსვლა. უკანასკნელად ჩავიხედე დაბლა და საშინელი სურათი დავინახე: ჩემმა მეგობრებმა ერთდროულად შემომხედეს. მათ არაადამიანური შიში ჰქონდათ სახეზე აღბეჭდილი. მხოლოდ მაშინღა მიხვდნენ რაც ხდებოდა. ბავშვები თავს დაესხნენ. ისინი ბევრნი იყვნენ. რამდენიმე წამში ვერც ბავშვებს ვხედავდი და ვერც მეგობრებს. ჟილეტი გაიბერა და დიდი სისწრაფით მიმაქანებდა ზევით. როცა წყალქვეშა სიბნელიდან ამომაგდო, დავინახე თავილსმომჭრელი მზის სინათლე. ამის მერე აღარაფერი მახსოვს. მეგობრები ეშმაკის ჭაში დარჩნენ.

ასევე ტრაგიკულად დასრულდა ფრანგი მყვინთავების ალენ მარსოსა და პოლ ტიუმანის ცისფერ ხვრელში ჩაშვება.-"მე და პოლმა მივაღწიეთ ასმეტრიან სიღრმეს. გადავწყვიტეთ ნელ-ნელა გვეცურა ერთმანეთისგან თხუტმეტი მეტრის მოშორებით-ჰყვება ალენი-უცბად მოვბრუნდი, ვხედავ პოლმა ცურვა შეაჩერა და ფანარს აშუქებს რაღაცას. იქეთ გავიხედე საითაც პოლი იცქირებოდა. ორ დიდ ქვას შორის რაღაცას მოვკარი თვალი, რომელიც ამოძრავდა. ეს შიშველი გოგონა იყო. გავოგნდი, ასი მეტრის სიღრმეზე აკვალანგის გარეშე რომ იყო. რაც მერე მოხდა ბუნდოვნად მახსოვს. ფიგურა პოლისკენ გაემართა. ფანრის შუქზე დავინახე ბოროტებით აღსავსე საშინელი სახე. არსება თავს დაესხა პოლს, წაართვა ფანარი, თავისკენ ექაჩებოდა და ნელ-ნელა დაბლა ეშვებოდა. შიშისგან ცახცახი ამიტყდა, ვეღარ ვამოძრავებდი ხელფეხს. გავიხედე და ორივე ფიგურა თვალწინ გაქრა. ვეღარაფერს ვხედავდი და ზემოთ ამოსვლა დავიწყე."

ალენ მარსო ზემოთ ამოვიდა და ამ შემთხვევის შესახებ ყვებოდა, მას არავინ უჯერებდა. თუმც რამდენიმე საათის შემდეგ, როცა მაშველთა ექსპედიცია 150 მეტრზე ჩაეშვა ეშმაკის ჭაში, ექსპედიციის წევრებმა იქ პოლის ნაკუწებად ქცეული ჰიდროკოსტუმი იპოვეს, სხეული კი არსად ჩანდა. მოგვიანებით ჩატარებულმა ექსპერტიზამ დაადგინა, რომ კოსტუმი თევზის კბილებით კი არა, არამედ ადამიანის ბრჭყალებით იყო დაგლეჯილი, რასაც დიდი ძალ-ღონე უნდა დასჭირვებოდა.

რუსი და ფრანგი მყვინთავები ირწმუნებოდნენ, რომ ნანახი არ გახლდათ ჰალუცინაცია. ამ გამოცანის ამოხსნას ბევრი ცდილობს იმით, რომ დიდ სიღრმეში მყვინთავის ბალონში შეკუმშული ჰაერი იწვევს ნარკოტიკულ თრობას. ზოგს თავბრუ ეხვევა, ზოგი კარგავს ორიენტაციას სივრცეში და მაღლა ამოსვლის ნაცვლად დაბლა ეშვება. ზოგი კომაში ვარდება და იძინებს თვალგახელილი.

ჩნდება კითხვა: რატომ ვერ პოულობენ დაღუპული მყვინთავების სხეულებს? ადრე თუ გვიან სხეული ხრწნას იწყებს, წარმოქმნილმა გაზებმა უნდა გაბეროს ჰიდროკოსტუმი და ამოაგდოს გვამი წყლის ზედაპირზე. ამასთან რეკრეაციული ყვინთვის საერთაშორისო წესები კრძალავს შეკუმშული ჰაერით 40 მეტრზე უფრო ღრმად ჩაშვებას. პროფესიონალი, წყალქვეშა მყვინთავები კი ბალონებში ტუმბავენ არა შეკუმშულ ჰაერს, არამედ განსაკუთრებულ ნაერთს, რომელიც არ იწვევს ნარკოტიკულ თრობას.




No comments:

Post a Comment