კუნძულმა სარდინიამ უძველეს დროს სახელი გაითქვა მცენარით, რომელიც აქ იზრდება-
sardonik hebra. ამ მცენარეს პატარა დოზით იყენებდნენ, როგორც ფსიქოტრონულ საშუალებას, ხოლო დიდი დოზით ის საწამლავია და მიღებისთანავე კლავს ადამიანს,
რასაც თან ახლავს კრუნჩხვები. მიცვალებულს სახეზე აღებეჭდება ერთგვარი ღიმილი.
სწორედ ამიტომ ბოროტ და დამცინავ ღიმილს სარდონულსაც უწოდებენ.
პირველი ადამიანები სარდინიაზე გამოჩნდნენ 10 ათასი წლის წინ. სავარაუდოდ ისინი აქ მოსული იყვნენ კუნძულ კორსიკიდან. ნეოლითის ხანაში კი კუნძულ სარდინიაზე გამოჩნდნენ იბერები, ეტრუსკები. მოგვიანებით მიემატნენ ჩრდ. აფრიკის მოსახლენი და ბერძნები. ახალმოსულნი მშვიდობისმოყვარენი იყვნენ. არქეოლოგიური გათხრებისას ძალზედ ცოტაა აღმოჩენილი იარაღი. კუნძულზე ვერ ნახავთ ციხესიმაგრეს. როგორც ჩანს, სოციალური სტრუქტურა საკმაოდ დემოკრატიული იყო. სარდინიაზე ძვ.წ. აღ. მე-3 ათასწლეულში უკვე არსებობდა დიდი ქვის ნაგებობები-მეგალითები, რომელიც "ოციერის" კულტურის სახელწოდებითაა ცნობილი. ნურაგამდელი ხანა დაახლოებით ჩვ.წ. აღ.-მდე 3800-2900წ.-ს განეკუთვნება.
მეცნიერები მსჯელობენ ძველ სარდონელთა ეთნიკურ კუთვნილებაზე. ისინი მცირე აზიიდან მოსულებად მიაჩნიათ. სავარაუდოდ, მიგრანტები მცირე აზიიდან ჯერ სარდინიაზე გადავიდნენ, შემდეგ აქედან აპენინის ნახევარკუნძულზე. სარდონული კულტურა ბევრ საერთოს ავლენს კრეტის კულტურასთან. სარდონები ანუ შარდანები ფიგურირებენ ''ზღვის ხალხთა'' სიაში.
ძვ. წ.აღ. XII ს-დან ხდება ხალხთა ახალი გადაჯგუფება ხმელთაშუა ზღვის სანაპიროებზე. მეცნიერთა ერთი ნაწილის აზრით ეგეიდიდან აპენინისკენ მიემართებიან ტირსენიელები-ეტრუსკთა დიდი ნაწილი. ხოლო სარდინიაზე მკვიდრდება "ზღვის ხალხთა" ერთ-ერთი ტომი შარდანა. კუნძულის სახელიც სწორედ აქედან იღებს სათავეს. მიაჩნიათ, რომ ამ ტომის ერთი ნაწილი მოხვდა კავკასიაში და ადგილობრივ მოსახლეობას შეერია. კოლხურ სელს კლასიკურ ეპოქაში სარდონული ერქვა. შარდანები ეგვიპტურ წყაროებში ძვ.წ. აღ.მე-14ს-ში მოიხსენიებიან, როგორც ეგვიპტური გარნიზონის ჯარისკაცები ბიბლოსში. მათი დამახასიათებელი აღჭურვილობაა ჩაფხუტი, რქოვანი წანაზარდით და თავზე ბურთი რქებშუა, მრგვალი ფარი, წაგრძელებული ხმალი და შუბი. მათ ვხვდებით ამარნაშიც, როგორც დაქირავებული მეომრები. შარდანებს ახსენებენ რამზეს მე-2 ჯარის ნაწილებს შორის ხეთებთან გამართულ ბრძოლაში ქადეშთან. რამზეს მე-3ის დროს მათ ახსენებენ, როგორც ზღვით მოსულ მტრებს. ფარაონ მერნეპტაჰის დროს ისინი ლიბიელების მოკავშირეთა შორის იბრძვიან. ეგვიპტელები შარდანების სამკვიდრებელს ოკეანეში კუნძულებს ასახელებენ. რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი ეგეოსის ზღვის რომელიმე კუნძულზე ან მცირე აზიის სანაპირო ზოლში მოსახლეობდნენ. სწორედ ამიტომ მიიჩნევს ზოგიერთი მეცნიერი,რომ შარდანებს პირდაპირი კავშირი აქვთ კუნძულ სარდინიის ძველ მოსახლეობასთან. შარდანელთა ანუ სარდინიელთა კავკასიაში გადმოსახლების საკითხთან დაკავშირებით გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ ქადეშის ბრძოლის ამსახველ-ამარნას (ეგვიპტურ)რელიეფურ სცენაზე ჩანს აღმოსავლეთ ქართული ბრინჯაოსტარიანი სატევრები, რომლებიც ამ ხანიდან იჩენს თავს ცენტრალურ ამიერკავკასიაში. სწორედ ისინია გამოსახული ხეთებთან მებრძოლ შარდანელების ხელშიც.
მეომარი შარდანები
სარდინიაზე ბევრი დასახლებული ადგილია, რომლის სახელწოდების ფუძე გახლავთ "ნურ" ზოგიერთი მკვლევარის აზრით ფუძე "ნურ" არის მეტად პრიმიტიული და ძალიან ძველი. ის სავარაუდოდ აღნიშნავდა მაღალ კოშკს. ნურაგები მეგალითური ნაგებობებია. მათი სიმაღლე 20 მეტრამდეც კი აღწევდა. ისინი დუღაბის გარეშეა აგებული და კონსტრუქცია მხოლოდ საკუთარი სიმძიმის ხარჯზე იდგა.
ნურაგები უფრო მეტად განლაგებული იყო გახსნილ ვაკე ადგილებზე, ბორცვის თავზე ან ქვის პლატოზე და ჰქონდა გადაჭრილი კონუსის ფორმა. კოშკის კედლებს აგებდნენ სამტონიანი ბაზალტის ლოდებით.
ნურაგების დანიშნულებასთან დაკავშირებით ისტორიკოსებსა და არქეოლოგებს შორის ერთიანი აზრი არ არსებობს. ზოგიერთი მათგანის სამხედრო და სამოქალაქო დანიშნულება თითქმის დაზუსტებულია. რაც შეეხება დანარჩენს-ჯერაც გაურკვეველია. ნურაგების საერთო ეზო "tancato" სავარაუდოდ, იყო თავშეყრის ადგილი სალოცავად, ხოლო კოშკი-ტომის მეთაურის რეზიდენცია. იქ წყლის მიწისქვეშა რეზერვუარებიცაა აღმოჩენილი.
ნურაგული კულტურის ნარჩენადაა მიჩნეული ე.წ. გოლიათთა საფლავები. აღმოჩენილია 700-მდე ასეთი ძეგლი. არსებობს ლეგენდა თითქოს სარდინიაზე ცხოვრობდნენ 3-5 მ. სიმაღლის გოლიათები. ამ ვერსიას მეცნიერები უარყოფენ. სამარხი კამერების ზომა სიგრძეში 5-15 მ-მდე და სიმაღლეში 1-2 მ-მდეა. სამარხის შესასვლელში დგამდნენ ობელისკს, რომელიც მფარველობდა გარდაცვლილს.
ნურაგული კულტურა კვლავ ამოუცნობ ფენომენად რჩება მეცნიერებისთვის, მაგრამ
ერთი რამ მეცნიერებმა დაზუსტებით იციან, რომ აქ მოსახლენი არ იყვნენ ინდოევროპელნი. მათი აზრით, ნურაგების მშენებლობის დროს სარდინია წარმოადგენდა ეტრუსკთა მიგრაციის შუალედურ პუნქტს მცირე აზიიდან აპენინზე. ნურაგული კულტურის ხელოვნებას ბევრი საერთო აქვს, როგორც ეტრუსკულ, ასევე ხმელთაშუაზღვისპირეთის ნაგებობებთან.
ნურაგამდელი მეგალითური ნაგებობები ''ჯადოქრის სახლებად'' ცნობილი-ერთგვარი გამოქვაბულის ტიპის ქალაქებია, რომელიც სამარხების ფუნქციას ასრულებდა-კლდეში გამოკვეთილი ქვაბულები, სადაც მარხავდნენ ადამიანებს ნეოლითის ხანაში.ასეთი ქვაბულები ბევრია კუნძულზე.
დაახლოებით 4-5 ათასი წლის წინ კი აქ გამოჩნდა მიგრანტთა დიდი ტალღა. ისინი აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვისპირეთიდან იყვნენ მოსულნი. მათ თან მოიყოლეს მაღალგანვითარებული ცოდნა მეტალურგიაში. ადგილობრივმა მეგალითურმა კულტურამ თანდათანობით განიცადა ტრანსფორმაცია და მდიდრულად მოხატული,მაგრამ არქიტექტურული თვალსაზრისით პრიმიტიულად ნაგები მეგალითების ნაცვლად გაჩნდა მრავალრიცხოვანი ნურაგები.
დაახლოებით 4-5 ათასი წლის წინ კი აქ გამოჩნდა მიგრანტთა დიდი ტალღა. ისინი აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვისპირეთიდან იყვნენ მოსულნი. მათ თან მოიყოლეს მაღალგანვითარებული ცოდნა მეტალურგიაში. ადგილობრივმა მეგალითურმა კულტურამ თანდათანობით განიცადა ტრანსფორმაცია და მდიდრულად მოხატული,მაგრამ არქიტექტურული თვალსაზრისით პრიმიტიულად ნაგები მეგალითების ნაცვლად გაჩნდა მრავალრიცხოვანი ნურაგები.
ძვ. წ.აღ. XII ს-დან ხდება ხალხთა ახალი გადაჯგუფება ხმელთაშუა ზღვის სანაპიროებზე. მეცნიერთა ერთი ნაწილის აზრით ეგეიდიდან აპენინისკენ მიემართებიან ტირსენიელები-ეტრუსკთა დიდი ნაწილი. ხოლო სარდინიაზე მკვიდრდება "ზღვის ხალხთა" ერთ-ერთი ტომი შარდანა. კუნძულის სახელიც სწორედ აქედან იღებს სათავეს. მიაჩნიათ, რომ ამ ტომის ერთი ნაწილი მოხვდა კავკასიაში და ადგილობრივ მოსახლეობას შეერია. კოლხურ სელს კლასიკურ ეპოქაში სარდონული ერქვა. შარდანები ეგვიპტურ წყაროებში ძვ.წ. აღ.მე-14ს-ში მოიხსენიებიან, როგორც ეგვიპტური გარნიზონის ჯარისკაცები ბიბლოსში. მათი დამახასიათებელი აღჭურვილობაა ჩაფხუტი, რქოვანი წანაზარდით და თავზე ბურთი რქებშუა, მრგვალი ფარი, წაგრძელებული ხმალი და შუბი. მათ ვხვდებით ამარნაშიც, როგორც დაქირავებული მეომრები. შარდანებს ახსენებენ რამზეს მე-2 ჯარის ნაწილებს შორის ხეთებთან გამართულ ბრძოლაში ქადეშთან. რამზეს მე-3ის დროს მათ ახსენებენ, როგორც ზღვით მოსულ მტრებს. ფარაონ მერნეპტაჰის დროს ისინი ლიბიელების მოკავშირეთა შორის იბრძვიან. ეგვიპტელები შარდანების სამკვიდრებელს ოკეანეში კუნძულებს ასახელებენ. რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი ეგეოსის ზღვის რომელიმე კუნძულზე ან მცირე აზიის სანაპირო ზოლში მოსახლეობდნენ. სწორედ ამიტომ მიიჩნევს ზოგიერთი მეცნიერი,რომ შარდანებს პირდაპირი კავშირი აქვთ კუნძულ სარდინიის ძველ მოსახლეობასთან. შარდანელთა ანუ სარდინიელთა კავკასიაში გადმოსახლების საკითხთან დაკავშირებით გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ ქადეშის ბრძოლის ამსახველ-ამარნას (ეგვიპტურ)რელიეფურ სცენაზე ჩანს აღმოსავლეთ ქართული ბრინჯაოსტარიანი სატევრები, რომლებიც ამ ხანიდან იჩენს თავს ცენტრალურ ამიერკავკასიაში. სწორედ ისინია გამოსახული ხეთებთან მებრძოლ შარდანელების ხელშიც.
მეომარი შარდანები
მოსულებმა საკმაოდ სწრაფად აითვისეს კუნძული და შექმნეს განვითარებული ცივილიზაცია, რომელიც ეფუძნებოდა მოწინავე სამშენებლო ტექნოლოგიებს, რელიგიასა და ფასეულობათა საკუთარ სისტემას. ამ ხალხის არსებობა თანამედროვეთათვის ცნობილი გახდა გრანდიოზული ციხე-კოშკების-"ნურაგების" წყალობით. თითქმის მთელი სარდინია დაფარულია უამრავი, ნახევრად დანგრეული ცილინდრის ფორმის კოშკებით. მათ არ გააჩნია ანალოგი რომელიმე ცნობილ კულტურასთან. ნაგებობები აგებული უნდა იყოს ჩვ.წ აღ-მდე დაახლოებით მე-2 ათასწლეულში. კუნძულზე 30 ათასამდე დანგრეული ნურაგია. უფრო კარგადაა შემონახული 8 ათასი.
სარდინიაზე ბევრი დასახლებული ადგილია, რომლის სახელწოდების ფუძე გახლავთ "ნურ" ზოგიერთი მკვლევარის აზრით ფუძე "ნურ" არის მეტად პრიმიტიული და ძალიან ძველი. ის სავარაუდოდ აღნიშნავდა მაღალ კოშკს. ნურაგები მეგალითური ნაგებობებია. მათი სიმაღლე 20 მეტრამდეც კი აღწევდა. ისინი დუღაბის გარეშეა აგებული და კონსტრუქცია მხოლოდ საკუთარი სიმძიმის ხარჯზე იდგა.
ნურაგები უფრო მეტად განლაგებული იყო გახსნილ ვაკე ადგილებზე, ბორცვის თავზე ან ქვის პლატოზე და ჰქონდა გადაჭრილი კონუსის ფორმა. კოშკის კედლებს აგებდნენ სამტონიანი ბაზალტის ლოდებით.
ნურაგების დანიშნულებასთან დაკავშირებით ისტორიკოსებსა და არქეოლოგებს შორის ერთიანი აზრი არ არსებობს. ზოგიერთი მათგანის სამხედრო და სამოქალაქო დანიშნულება თითქმის დაზუსტებულია. რაც შეეხება დანარჩენს-ჯერაც გაურკვეველია. ნურაგების საერთო ეზო "tancato" სავარაუდოდ, იყო თავშეყრის ადგილი სალოცავად, ხოლო კოშკი-ტომის მეთაურის რეზიდენცია. იქ წყლის მიწისქვეშა რეზერვუარებიცაა აღმოჩენილი.
კუნძულზე მოსულებმა ბრინჯაოს ხანაში აღმოაჩინეს ძვირფასი ლითონების მარაგი,რომელსაც ადნობდნენ. სპილენძის შემოტანილ კალასთან შედნობით იღებდნენ ბრინჯაოს. ნურაგულმა ცივილიზაციამ მიაღწია მეტალურგიის განვითარების უმაღლეს დონეს. მათი ჩამოსხმული ბრინჯაოს ნაკეთობები მთელ ხმელთაშუა ზღვისპირეთში იყო გავრცელებული.
აქაური მოსახლენი დახელოვნებული მდნობელები და მჭედლები იყვნენ, რასაც ნათლად ადასტურებს არქეოლოგიური გათხრებისას აღმოჩენილი ბრინჯაოს იარაღი და უამრავი საკულტო ქანდაკება. მოპოვებული მასალიდან ყველაზე საინტერესოა ბრინჯაოს ფიგურები: უცნაური კაცუნები, ცხოველები, ქურუმი კაცები და ქალები რიტუალურ სამოსში. ფიგურებს შორის გვხვდება ოთხთვალა, ოთხხელა გამოსახულებები. კუნძულზე ნათლად ჩანს დიდი დედისა და წყლის კულტი,რაც დამახასიათებელი იყო ეტრუსკებისთვის.ნურაგული კულტურის ნარჩენადაა მიჩნეული ე.წ. გოლიათთა საფლავები. აღმოჩენილია 700-მდე ასეთი ძეგლი. არსებობს ლეგენდა თითქოს სარდინიაზე ცხოვრობდნენ 3-5 მ. სიმაღლის გოლიათები. ამ ვერსიას მეცნიერები უარყოფენ. სამარხი კამერების ზომა სიგრძეში 5-15 მ-მდე და სიმაღლეში 1-2 მ-მდეა. სამარხის შესასვლელში დგამდნენ ობელისკს, რომელიც მფარველობდა გარდაცვლილს.
ნურაგული კულტურა კვლავ ამოუცნობ ფენომენად რჩება მეცნიერებისთვის, მაგრამ
ერთი რამ მეცნიერებმა დაზუსტებით იციან, რომ აქ მოსახლენი არ იყვნენ ინდოევროპელნი. მათი აზრით, ნურაგების მშენებლობის დროს სარდინია წარმოადგენდა ეტრუსკთა მიგრაციის შუალედურ პუნქტს მცირე აზიიდან აპენინზე. ნურაგული კულტურის ხელოვნებას ბევრი საერთო აქვს, როგორც ეტრუსკულ, ასევე ხმელთაშუაზღვისპირეთის ნაგებობებთან.
No comments:
Post a Comment