Tuesday, 27 June 2017

რა საიდუმლოს ინახავს ლაბირინთები ( ნაწილი I )



ლაბირინთი-ეს სიტყვა იდუმალებითაა მოცული, ყოველთვის დიდ დისკუსიებს იწვევდა და იწვევს. გამოქვაბული იყო ადგილი, სადაც სრულდებოდა ინიციაცია. ლაბირინთი წინ უსწრებდა ინიციაციას გამოცდების სახით. ეს გახლდათ გამოქვაბულისკენ მიმავალი  გზა წინააღმდეგობების გადალახვის საშუალებით. ის მისასვლელს უკეტდა უზიარებელთ. ლაბირინთი არის საინიციაციო ადგილი, ასევე, მისტერიებისთვის განკუთვნილი სალოცავის შესასვლელი.  დასაბამიდან ლაბირინთს იყენებდნენ ინიციაციურ გამოქვაბულთან მჭიდრო კავშირში. გამოქვაბული შეიძლება იყოს ადგილი ინიციაციური სიკვდილისა და მეორედ დაბადებისა, რომლის საშუალებით ხდებოდა ჯოჯოხეთში შთასვლა და ასევე დედამიწის ზედა სფეროებში ასვლა.

ლაბირინთი დახლართული სტრუქტურაა, რომელიც განსაკუთრებული ძალის მქონე ადგილს იცავს და ზღუდავს იქ მისასვლელს. ეს ზონა არის ორ სამყაროს შორის გადასასვლელი, ხოლო თავად ლაბირინთი სიმბოლური ჭიშკარი.

 ყველაზე უძველესი ლაბირინთი აღმოჩენილია კუნძულ სარდინიაზე 1965 წელს''ტომბა დე ლაბირინტოს', რომელიც ისტორიამდელ სამარხზეა გამოსახული.



 ჩვეულებრივი ადამიანისთვის სიტყვა ლაბირინთი ასოცირდება ''არეულ გასასვლელებთან''. ელინამდელი ლაბირინთი ასეთ წარმოდგენას არ ჰქმნიდა. უძველესი ლაბირინთები არ იწვევდა დაბნეულობას. მასში დაკარგვა შეუძლებელი იყო, ვინაიდან არ იყო გზაჯვარედინები და განშტოებები. შესასვლელიდან გზა მიდიოდა ცენტრისაკენ.

ლაბირინთები თითქმის ყველა ქვეყნის ტერიტორიაზეა აღმოჩენილი. ისინი სხადასხვა სახისაა. ყველაზე მარტივი მრგვალი ან ოთხკუთხედია. უფრო რთულ ლაბირინთში დახვეული ბილიკებია. ისინი ერთმანეთს უერთდება და ერთი ცენტრისკენ მიემართება. ლაბირინთის სახე აქვს საკრალური გეომეტრიის არავერბალურ გზავნილს, რომელიც ქმნის მრავალგანზომილებიან ჰოლოგრაფიულ სივრცეს. ის აერთებს შემეცნების მატერიალური  და ზეგრძნობადი სამყაროს სფეროებს. ამიტომ ლაბირინთის გავლა აძლევს ადამიანს შესაძლებლობას შეიმეცნოს საკუთარი შინაგანი სფეროები. ლაბირინთი ადამიანის სიზმარში შეიძლება წარმოჩნდეს სხვადასხვა სახით: კატაკომბები, ძველი ციხესიმაგრეები, ცათამბჯენები, ქალაქი-ლაბირინთები. ეზოთერიკოსები თვლიან, რომ ესაა სიმბოლო გადაუწყვეტელი პრობლემებისა ან ავადმყოფობისა. თუ შეცნობილი სიზმრის პრაქტიკოსი შეძლებს გააღწიოს ასეთი ლაბირინთიდან, მაშინ ის შეძლებს საკუთარი პრობლემების გადაჭრას ან გამოჯანმრთელებას.

ლაბირინთს ღრმა საკრალური კავშირი აქვს ყოფიერების ძირითად ელემენტებთან.
ის შედგება 7 სხვადასხვა ბილიკისგან, ცენტრი გახლავთ ბოლო, მე-8 ბილიკი, რომელსაც ზეგრძნობად სამყაროში მივყავართ. რა დატვირთვა აქვს რიცხვ 7-ს (ჰეპტადა): შვიდიანის ეზოთერული მნიშვნელობა მდგომარეობს პროცესის ან მოვლენის დასრულებაში. შვიდიანი გამოხატავს სულის მეუფებას ფორმაზე. თავისი ადამიანური არსით შვიდიანი მაჩვენებელია უმაღლესი ტრიადის გამარჯვებისა სხეულის ქვენა ყოფიერების ოთხიანზე, რომელიც ადამიანში განყოფის გრძნობას იწვევს. მისი გრაფიკული გამოსახულება გახლავთ შვიდქიმიანი ვრსკვლავი ან პენტაკლი. გამოხატავს რა მაკროკოსმოსის სრულყოფას დაკავშირებულს მიკროკოსმოსთან, შვიდიანი აღნიშნავს მთლიანობას, სრულყოფას, უმაღლეს სიმეტრიას, საიდუმლოს, დასრულებას.


შვიდეული ეფუძნება სივრცის შვიდ მიმართულებას: ორი ურთიერთსაწინააღმდეგო
მიმართულება ყოველი განზომილებისთვის+ცენტრი. სამი ბევრ კულტურაში წარმოადგენს რიცხვს, რომელიც ეხება ცას(ეს რიცხვი ქმნის სამგანზომილებიანი სივრცითი ჯვრის ვერტიკალურ წესრიგს) რიცხვი ოთხი კი ასოცირდება მიწასთან. აქედან გამომდინარე, შვიდი გახლავთ რიცხვი, რომელიც გამოხატავს ცისა და მიწის ჯამს. რიცხვი შვიდი მისი სინთეტიკური ხარისხით განიხილება როგორც სიმბოლო ტრანსფორმაციისა და ყველა იერარქიულად ორგანიზებული თანრიგის სრული ურთიერთქმედება. აქედანაა: შვიდი ნოტი დიატონური რიგიდან, ცისარტყელას შვიდი ფერი, შვიდი პლანეტარული სფერო. ისინი ჩვენი სამგანზომილებიანი სამყაროს შვიდეულია. მერვე ბილიკი უბრალო ცენტრი არ გახლავთ, მხოლოდ სულიერების გზით მოსიარულეთათვის ხსნის ლაბირინთი თავის საიდუმლოს. მას ენერგეტიკული საშუალებით გადააქვს ენერგია ენერგეტიკულ კვანძებზე და გადის ცენტრში-მერვე წერტილში. ლაბირინთის გავლით ადამიანს ეძლევა უნარი გაარღვიოს და გავიდეს ახალ ენერგეტიკულ დონეზე.

იმის გამო, რომ ლაბირინთის ზედაპირი წარმოადგენს ჩვენ სამგანზომილებიან სამყაროს, 
გზის ეს მონაკვეთი სიმბოლურად გადადის მესამე განზომილებაში, რომელიც ჰქმნის მარყუჟს და ორ იზოლირებულ ცენტრალურ ადგილს კეტავს(ასრულებს მათ). მრგვალი ფორმის ლაბირინთი ასევე განასახიერებს შემოქმედის უნივერსალურ გეგმას, რომელსაც უნდა მიჰყვებოდეს ადამიანი მთელი ცხოვრება. ვინც შემოქმედის გეგმას მიჰყვება, ორმაგად იქნება დაცული. წრიული ლაბირინთის ცენტრში ჯვარი წარმოადგენს მამა-მზის სიმბოლოს, სიცოცხლის წყაროს, ასევე სამყაროს ხეს-სამყაროს ღერძს, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს მატერიალურ და ზეგრძნობად სამყაროებს. მოცემულ ლაბირინთს გააჩნია არქეტიპის თვისება. მას შეხვდებით სხვადასხვა ხალხის ტრადიციაში ამერიკასა თუ ევროპაში.მისი გამოსახულება გვხვდება ძველ კრეტულ მონეტებზე. მსგავსი ლაბირინთი ჰქონდათ ეგვიპტელებს, ოღონდ  წყლით სავსე, რომელზეც გადაადგილდებოდნენ ნავებით. მათ დასაკრძალად იყენებდნენ. ასეთი ლაბირინთი წარმოადგენდა სულის საიქიო მოგზაურობის რუკას, რომელიც შემდეგ აღორძინებას პოულობდა ხეში. ის განთავსებული იყო ცენტრში. 

მრავალჯერ იმეორებს რა თავისი არქეტიპის ფორმას, ლაბირინთი მას ავრცელებს  ირგვლივ სივრცეში. ზოგიერთ ლაბირინთს შეუძლია შეასრულოს ჰიპერსივრცობრივი გვირაბის ფუნქცია, რომელიც აერთებს ჩვენს რეალობას ზეგრძნობად სამყაროსთან. ძველ წყაროებში საუბარია ლაბირინთების გამოყენებაზე ინფორმაციის მისაღებად წარსულიდან და მომავლიდან, ასევე სხვა ადგილებთან კავშირზე. სწორედ ამ კუთხით იყენებდნენ ლაბირინთებს ძველად. 









No comments:

Post a Comment