ევროპის ხალხთა კარიბჭე კავკასიის ირგვლივ და პონტოს სანაპიროზეა- კარლ რიტერი
ხშირად მიმდინარეობს დავა "იბერი"-ს ეტიმოლოგიასთან დაკავშირებით. გამოითქმება აზრი, თითქოს დასავლეთში მოსახლე იბერებს არაფერი აკავშირებდათ ჩვენ ძველ წინაპრებთან. ს. ჯანაშია მიიჩნევდა, რომ ყველა სხვა ხალხი ვისთვისაც აღმოსავლეთ ქართველნი ცნობილი იყვნენ ან არიან, ხმარობს ქართველთა ტომის და ეროვნების აღსანიშნავად ტერმინს არა ''ქართველ''–ს, არამედ სხვა სახელწოდებებს, რომლებიც სათანადო ანალიზის შედეგად ყველა ერთ ფუძეზე დადის. ეს არის ''იბერი''. ეს სატომო სახელი შესულია ბერძნულ მწერლობაში და აღნიშნავს ქართველ ხალხს. რომაელებმა ქართველთა აღსანიშნავად დაამკვიდრეს სახელწოდება ჰ ი ბ ე რ ი (Hiber).
უფრო დაწვრილებით, ლინგვისტური კუთხით, ამ საკითხზე მსჯელობს ნიკო მარი. მარი მიანიშნებს იბერ-იმერის ფონეტიკურ იგივეობაზე. იგი ''იბერ'' ფუძეს უკავშირებს სამხრეთ საქართველოს მხარის სპერ-ის სახელწოდებას. მეცნიერი აღნიშნავს, რომ სპერ ანდა სპირ/-ჰისპერ/ანდა ისპირ/ჰისპირ/ ძველად ვრცელი ქვეყანა იყო და იგივე ტერმინი ივარაუდება ბერძნულ ფორმაში. "იბერ" ფუძეში მარი ასეთ ფონეტიკური გადასვლების ვარაუდს გვთავაზობს: მისი ძველი სახეობა უნდა ყოფილიყო ''ჰბერ''. ქართული ენის ბგერობრივი ცვლილებების მიხედვით კანონზომიერია (ჰ-ს ს-ში გადასვლით) სბერ ფუძის მიღება. ყრუ თანხმოვანთან(ს) მომდევნო მჟღერის (ბ) დაყრუებით (პროგრესული ასიმილაცია) გამომუშავდა სპერ ფუძე. ამრიგად , ჰბერ-სპერ ვარიაციული ფორმებია ერთი და იმავე ქართული ეთნიკური სახელწოდებისა. ბერძნულ წყაროებში ძვ.წ. მე-6 ს-მდე არ გვხვდება. ირკვევა, რომ იბერ-ის უძველესი ფორმაა სასპე(ი)რ. ჯანაშიას აზრით ჰეროდოტეს სასპე(ი)რები მერმინდელი ბერძენი მწერლების იბერები არიან. ვინაიდან შემდგომში ისინი აღარ იხსენებიან. ისინი კი უკვალოდ არ გამქრალან.
უსლარმა გამოთქვა აზრი, რომ ჰეროდოტეს სასპე(ი)რები , სამხრეთ საქართველოს სპერი ერთსა და იმავე ობიექტს განეკუთვნება. ეს იგივე ისტორიული იბერიაა. ჰეროდოტეს სასპერ-საბირი ახსნილია ქართული საიბეროთი. უსლარის(კავკასიოლოგი) აზრით, სასპირები მერმინდელი ქართველები არიან და ისინი ამიერკავკასიაში ცხოვრობდნენ. სპერ არაბულ-თურქული ფორმაა ისპირ. საგულისხმოა, რომ იბერ-იბერია სიტყვების თავდაპირველი ძირი უკავშირდება წყლის ცნებას. ასეთი დაკავშირება უცხო არ არის ევროპის იბერიისთვისაც. ამ ეთნონიმის წარმოშობა დაიყვანება წყლის კულტის არსებობასთან, რაც არსებობდა როგორც კავკასიაში, ისე პირინეის მთებში.
არანაკლებ მნიშვნელოვანია ს.ჯანაშიას მოსაზრება ამ საკითხზე. -"ქართველები წარმოშობით წინა აზიის ძველს მკვიდრ მოსახლეობას ეკუთვნიან"; უძველეს ხანაში (დაახლოებით 5000-6000 წლის წინათ) ქართველთა წინაპრები (ხეთურ-იბერიული გვარტომობის ხალხი) ცხოვრობდნენ წინა აზიაში (მესოპოტამიიდან კავკასიონამდე); ისინი აქედან გავრცელდნენ სამხრეთ ევროპასა (ბალკანეთის, აპენინისა და პირინეის ნახევარკუნძულებზე) და აფრიკის ჩრდილოეთ სანაპიროზე. შემდეგ მათი საცხოვრისი შეიზღუდა მცირე აზიით; ქართველთა უშუალო წინაპრები არიან ხეთა-სუბარები, რომლებიც განფენილნი იყვნენ ჩრდილო მესოპოტამიიდან კავკასიონამდე; ძვ.წ. I ათასწლეულის დასაწყისიდან ქართველთა საცხოვრისის ცენტრი თანდათანობით ინაცვლებს ჩრდილოეთისკენ"- ს. ჯანაშია 1952 წ. გვ 92-100
ახლო აღმოსავლეთის ავტოქთონი მოსახლეობის ერთგვაროვნების შესახებ მსჯელობენ ანთროპოლოგებიც:"დერმატოგლიფიკური და სერელოგიური მასალების ანალიზი აჩვენებს საქართველოს მოსახლეობის მჭიდრო კავშირს წინააზიურ სამყაროსთან... ისტორიული საქართველოს მოსახლეობა იმთავითვე ეკუთვნოდა ერთ დიდ ანთროპოლოგიურ პლასტს, რომელიც შედიოდა ინდო-ხმელთაშუაზღვისპირული რასის წინააზიური განშტოების შემადგენლობაში". გვიანი ენეოლითის ამიერკავკასიის ადრე სამიწათმოქმედო კულტურის მემკვიდრე მტკვარ-არაქსის კულტურა შექმნა ერგატიული კონსტრუქციის ენის/ენების მქონე კავკასიურ-ხურიტული მოდგმის ხალხმა.-ლ.ბითაძე, 2002, გვ.156
"დაახლოებით იმავე დროს, როცა ინდოევროპული ეთნოგენეზისი ყალიბდებოდა პონტოს სტეპებში მაიკოპის (3700-3000 ჩვ.წ.აღ-მდე) და იამნის (3500-2300 ჩვ.წ.აღ-მდე) ხანაში, კავკასიის მეორე მხარეს ვითარდებოდა ადრებრინჯაოს ხანის საზოგადოება: მტკვარ-არაქსის კულტურა (3400-2000 ჩვ.წ.აღ-მდე). მიუხედავად იმისა, რომ მტკვარ-არაქსის მოსახლეობა ნაკლებად მილიტარისტული გახლდათ და ეწეოდა ბინადარ ცხოვრებას, მათაც განახორციელეს ექსპანსია, ჯერ დასავლეთით ანატოლიაში, სამხრეთით ახლო აღმოსავლეთში და აღმოსავლეთით ირანის პლატოსკენ, სავარაუდოდ პაკისტანამდე, სადაც მათ გავლენა მოახდინეს ინდის ველის ცივილიზაციაზე. სრულიად სარწმუნოა, რომ მტკვარ-არაქსის კულტურის შთამომავლებმა საბოლოოდ მოახდინეს საბერძნეთის კუნძულების კოლონიზაცია, მათ შორის კრეტის, სადაც მათ საფუძველი ჩაუყარეს მინოსის ცივილიზაციას (2600-1100 ჩვ. წ.აღ-მდე)-ევროპის უძველეს ცივილიზაციას. კლასიკურ ანტიკურ ხანაში, ძველბერძნული კუნძულების მოსახლეობამ, რომლებიც ძირითადად მინოსელების შთამომავალნი იყვნენ, მოახდინეს სამხრეთ იტალიის კოლონიზაცია და თან მოიყოლეს მტკვარ-არაქსის შტო."
"Around the same time as the Indo-European ethnogenesis was taking shape in the Pontic Steppe during the Maykop (3700-3000 BCE) and Yamna (3500-2300 BCE) cultures, another Early Bronze Age society was developping on the other side of the Caucasus: the Kura-Araxes culture (3400-2000 BCE). Although the Kura-Araxes people were less militaristic and more sedentary, they also underwent a major expansion, first west to Anatolia, south to the Fertile Crescent and east toward the Iranian plateau, possibly all the way to Pakistan, where they would have influenced the Indus Valley Civilisation. It is likely that the descendants of the Kura-Araxes culture eventually colonised Greek islands, including Crete, where they would have founded the Minoan Civilisation (2600-1100 BCE), Europe's oldest civilisation.
During the Classical Antiquity ancient Greek islanders, who were descended in great part from the Minoans, colonised southern Italy, bringing their Kura-Araxes lineages with them."
ამიერკავკასიის მოსახლეობის კავშირების შესახებ ხმელთაშუაზღვისპირულ სამყაროსთან გვხვდება უკვე კლასიკური ხანის ავტორებთან. კავკასიის იბერები დასავლეთ ევროპის იბერიის ნახევარკუნძულიდან კავკასიაში გადმოსახლებულად მიაჩნდათ მეგასთენეს, აბიდენოს, ევსევის, იოსებ ფლავიუსს, დიონისიოს პერიეგეტს და აპიანეს. ჰეროდოტეს, სტრაბონისა და ვალერიუს ფლაკუსის ინფორმაცია კოლხების ეგვიპტური წარმომავლობის შესახებ მიჩნეულია შარდანის(ეგვიპტური წყაროებით "ზღვის ხალხთა'' ნაწილი) ანუ სარდინიელების მიგრაციის ანარეკლად გვიანი ბრინჯაოს ხანის კავკასიაში.
ალფრედ ფულე (ფრანგი ისტორიკოსი) წერდა: გალებზე უფრო ძველი მოსახლეობა, ოდნავ წაგრძელებული თავის ქალით, იბერთა მონათესავენი არიან, ისინი ეკუთვნიან ხმელთაშუაზღვისპირა ტიპს. თანამედროვე ფრანგები არიან ან გალები, ან სიმბიოზი სამი რასისა: ხმელთაშუაზღვიპირა, კელტებისა და გერმანელების, ესპანელები-იბერებისა და კელტების.
არბუა დე ჟიუნბენვილს სწამს, რომ ფრანგთა უმეტესობა არის დავიწყებული ხალხების: იბერების და ლიგურების შთამამოვალნი. მიაჩნია, რომ ნამდვილი გალების დამპყრობთა კასტა სულ 80 000 ათასი იყო, ხოლო დანარჩენი მოსახლეობა გახლდათ იბერიული ან ლიგურიული.-"იბერიული რასა ჯიუტი, მომთმენი და შურისმაძიებელია, უყვარს განცალკევება და დამოუკიდებლობა...უეჭველია, რომ იბერთა კელტებთან შერევით გაჩნდა გასკონელი-მხიარული, მომხიბვლელი, მახვილგონიერი, დამცინავი და მოლაპარაკე. მგზნებარე და ძლიერი ლანკდოკელი არის ესპანეთის გალიის მოსახლე პროვანსი. მხურვალე და მთრთოლვარე, გრაციისა და ვნების განსახიერება წარმოადგენს ექსპანსიურ, მხიარულ და ქარაფშუტა იტალიას, ასე ვთქვათ ელინიზებულსა და კელტიზებულს ერთდროულად."-ალფრედ ფულე
სპეციალისტების ყურადღებას იქცევს ის, რომ ძალზე მაღალი M სიხშირით(მაღალი სიხშირის 0 გენთან შერწყმით) დიდი მსგავსება შეინიშნება კავკასიის, სარდინია-კორსიკის თანამედროვე მოსახლეობას შორის( ქართველებში-67%, სარდინიელებში-70%, კორსიკელებში-65%) დღესაც ადვილი შესამჩნევია და აუხსნელია სიახლოვე კორსიკული და აღმოსავლეთ ქართულ პოლიფონიურ სიმღერებს შორის, ისევე, როგორც ერთმანეთს მიმსგავსებული ინტონაციები ტიროლურ და გურულ სიმღერებში.
არბუა დე ჟიუნბენვილს სწამს, რომ ფრანგთა უმეტესობა არის დავიწყებული ხალხების: იბერების და ლიგურების შთამამოვალნი. მიაჩნია, რომ ნამდვილი გალების დამპყრობთა კასტა სულ 80 000 ათასი იყო, ხოლო დანარჩენი მოსახლეობა გახლდათ იბერიული ან ლიგურიული.-"იბერიული რასა ჯიუტი, მომთმენი და შურისმაძიებელია, უყვარს განცალკევება და დამოუკიდებლობა...უეჭველია, რომ იბერთა კელტებთან შერევით გაჩნდა გასკონელი-მხიარული, მომხიბვლელი, მახვილგონიერი, დამცინავი და მოლაპარაკე. მგზნებარე და ძლიერი ლანკდოკელი არის ესპანეთის გალიის მოსახლე პროვანსი. მხურვალე და მთრთოლვარე, გრაციისა და ვნების განსახიერება წარმოადგენს ექსპანსიურ, მხიარულ და ქარაფშუტა იტალიას, ასე ვთქვათ ელინიზებულსა და კელტიზებულს ერთდროულად."-ალფრედ ფულე
სპეციალისტების ყურადღებას იქცევს ის, რომ ძალზე მაღალი M სიხშირით(მაღალი სიხშირის 0 გენთან შერწყმით) დიდი მსგავსება შეინიშნება კავკასიის, სარდინია-კორსიკის თანამედროვე მოსახლეობას შორის( ქართველებში-67%, სარდინიელებში-70%, კორსიკელებში-65%) დღესაც ადვილი შესამჩნევია და აუხსნელია სიახლოვე კორსიკული და აღმოსავლეთ ქართულ პოლიფონიურ სიმღერებს შორის, ისევე, როგორც ერთმანეთს მიმსგავსებული ინტონაციები ტიროლურ და გურულ სიმღერებში.
თანამედროვე გენეტიკური კვლევების შესაძლებლობა ამ თეორიებს საფუძველს უმყარებს. რაც იმას ნიშნავს, რომ წინა თაობის მეცნიერთა შრომას უნაყოფოდ არ ჩაუვლია. ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორ გენეტიკოსს ბრაიენ საიქსს ეკუთვნის ნაშრომი, რომელიც წიგნად გამოიცა "კუნძულების სისხლი", სადაც ვკითხულობთ: "მიუხედავად დიდ ბრიტანეთში არსებული მიგრაციების დიდი ტალღისა, ბრიტანელთა გენეტიკური მონაცემები მომდინარეობს ნეოლითის დროიდან. ეს გახლდათ მეზოლითური მოსახლეობის ნარევი ნეოლითურ ხანაში მოსულ იბერიულ გენებთან-უფრო ფართო გაგებით აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთელთა გენებთან. ირლანდიელი და დასავლეთ კუნძულების კელტები გენეტიკური მონაცემებით არ არიან კავშირში იტალიის, საბერძნეთისა და თურქეთიდს ტერიტორიაზე მცხოვრებ კელტთა გენეტიკურ მონაცემებთან.
გენეტიკური მონაცემები გვიჩვენებენ, რომ ირლანდიელი კელტების მნიშვნელოვანი პროცენტი როგორც მამაკაცის, ისე ქალის მხრიდან მოვიდნენ იბერიიდან იმ დროს, როცა ბრიტანეთის კუნძულებზე გაჩნდა მიწათმოქმედება. პიქტები წარმოადგენდნენ იბერებისა და მეზოლითურ ევროპელების ნარევ შთამომავლობას. მათ შექმნეს ბრიტანეთის კუნძულების პიქტო-კელტური სუბსტრუქტურის ძირი." საიქსი აიგივებს იბერიიდან მოსული მოსახლეობის ჰაპლოჯგუფს R16-თან, რომელსაც უწოდებს "ოისინის კლანს".
წარმოშობით ბრიტანელი, ამჟამად ამერიკელ მეცნიერ-გენეტიკოს სტივენ ოპენჰაიმერს ეკუთვნის წიგნი "ბრიტანელების წარმოშობის შესახებ"-"ვერც ანგლოსაქსებმა და ვერც კელტებმა ვერ მოახდინეს მნიშვნელოვანი გავლენა ბრიტანეთის კუნძულების გენეტიკაზე და ბრიტანელთა წარმოშობა ძირითადად მომდინარეობს პალეოლითის დროიდან იბერთაგან." ამის ნათელსაყოფად ოპენჰაიმერი იყენებს ბრიტანეთის კუნძულების მოსახლეობის გენეტიკურ მონაცემებს. -"უცილობელია, რომ ბრიტანეთის კუნძულების ,"მამრობითი'' გენეტიკურ სახეობათა უმეტესობა მომდინარეობს იბერიიდან: დაბალ საზღვრებში-59% ვეინკენჰემში და ნორფოლქში, მაქსიმუმი-96% ლანგენფენში, ჩრდ. უელსი და 93% ქასლერში, ირლანდია. საშუალოდ ინგლისში მხოლოდ 30% გენეტიკური სახეობისა მომდინარეობს ჩრდ. დასავლეთ ევროპიდან... ბრიტანელების 75-95% წარმოშობით იბერიიდან არიან...ირლანდია, სანაპირო უელსი, ცენტრალური და დასავლეთ სანაპირო თითქმის სრულად შედგება იბერიელ მკვიდრთაგან''.
ევროპის მთელ გაყოლებაზე წინაინდევროპული სამყაროს მემკვიდრეობა შეინიშნება Rh ნეგატიური სისხლის ჯგუფის გავრცელების მეშვეობით. ჯგუფისა, რომელიც მხოლოდ ევროპული წარმომავლობის მოსახლეობისთვისაა დამახასიათებელი. Rh ნეგატიური გენის ყველაზე მაღალი პროცენტული შემადგენლობა 55%. Rh ნეგატიური ინდივიდუალებისა, 25-30% გვხვდება ბასკებს შორის. რამდენადმე ნაკლებია ჩრდ.დასავლეთ ევროპაში, 9-12% ჩრდ.ცენტრალურ და ჩრდ აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში და ახლო აღმოსავლეთში. მისი სიხშირე უმნიშვნელოა მსოფლიოს ყველა ნაწილში. კავკასიაში, ძირითადად ამიერკავკასიის დასავლეთ ნაწილში, ანუ დასავლეთ საქართველოში Rh ნეგატიური ფენოტიპის სიხშირე ზოგჯერ 20%-ს აღემატება. ზ ინასარიძის მონაცემებით დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში Rh ნეგატიური ინდივიდუალობის სიხშირე აღწევს 25-30 %-ს. Rh სისტემასთან დაკავშირებით d გენის სიხშირე ქართულ მოსახლეობაში უფრო მაღალია ვიდრე კავკასიის სხვა ეთნიკურ ჯგუფებში. აშკარაა, რომ ევროპაში შედარებით გვიანდელი იმიგრანტები, სავარაუდოდ ინდოევროპულ ენაზე მოლაპარაკენი, უპირატესად Rh პოზიტიურის მატარებელნი უნდა ყოფილიყვნენ.
ბრაიენ საიქსი და სტივ ოპენჰაიმერი ჩატარებული კვლევების შედეგად ამტკიცებენ,რომ ჰაპლოჯგუფ R1b-ს, რომელიც ასე გავრცელდა ევროპულ მოსახლეობაში, არანაირი კავშირი აქვს დასავლეთ ევროპის ინდოევროპულ მოსახლეობასთან და ის მომდინარეობს პალეოლითის (ინდოევროპამდელი) იბერიული მოსახლეობიდან. დადგინდა, რომ ჰალოჯგუფ R1b-ი თავისი განშტოებებით უფრო მეტად წარმოდგენილია ანატოლიასა და კავკასიაში.
პროტოიბერიული ანუ მედიტერანული სამყარო ( ნაწილი II )
პროტოიბერიული ანუ მედიტერანული სამყარო ( ნაწილი III )
პროტოიბერიული ანუ მედიტერანული სამყარო ( ნაწილი IV )
No comments:
Post a Comment