Wednesday, 24 May 2017

რა საიდუმლოს ინახავს კინტა დე რეგალეირას სასახლე



ლისაბონიდან 30 კილომეტრის მოშორებით, ქალაქ სინტრაში მდებარეობს იდუმალებით მოცული კინტა დე რეგალეირას მამული. მნახველი გაოცებაში მოჰყავს პარკში განთავსებულ  შესანიშნავ მღვიმეებსა და გამოქვაბულებს, რომლის ცენტრში დგას ულამაზესი სასახლე უამრავი ამოუხსნელი თავსატეხით, რაც დღემდე გამოცანად რჩება.



ამ ძველი ნაგებობის ისტორია XVII საუკუნეში იწყება. მისი სახელი ბარონესა რეგელეირას სახელთანაა დაკავშირებული, ვისი საკუთრებაც გახლდათ ეს მამული. მკვლევარები და ისტორიკოსები ამტკიცებენ, რომ მამული სავსეა მასონური სიმბოლიკით.





1904 წელს მამული იყიდა ანტონიო მოტეირომ და ნაგებობა უნიკალური სასახლედ აქცია. სწორედ მან მორთო სასახლე ტამპლიერთა და მასონთა სიმბოლიკით.

მაგრამ მამულის  ყველაზე განსაკუთრებული თავისებურება  განთავსებულია მიწისქვეშ-ესაა ორი ჭა. ისინი სპირალურად ეშვებიან მიწისქვეშ. ჭები არასდროს გახლდათ წყლის შესაგროვებლად განკუთვნილი. სავარაუდოდ ისინი გამოიყენებოდა საიდუმლო ინიციაციისთვის. დიდ ჭაში ცხრა პლატფორმაა, რაც დანტეს "ღვთაებრივი კომედიის" ცხრიანის სიმბოლიკას მოგვაგონებს: ჯოჯოხეთის ცხრა წრე, განსაწმენდელის ცხრა ნაწილი, სამოთხის ცხრა ზეცა. უფრო პატარა ჭაში კიბეებია, რომელიც აერთებს წრიულ სართულებს ერთმანეთთან. ამბობენ, მანძილები მათ შორის და საფეხურების რაოდენობაც დაკავშირებულია მასონურ პრინციპებთან.





ამ ჭებში მოსახვედრად მიწისქვეშა გვირაბის გავლაა საჭირო. 








No comments:

Post a Comment