Sunday, 9 July 2017

სად გაქრა უძველესი ცოდნის ამსახველი ხელნაწერი წიგნები ალექსანდრიისა და სხვა ცნობილი ბიბლიოთეკებიდან (ნაწილი II)



არაბთა ხალიფატი ბიბლიოთეკების ნაკლებობას არ გაანიცდიდა. ყველაზე მნიშვნელოვან ქალაქებში მოქმედებდა ბიბლიოთეკა და მათი ფონდები ათი ათასობით წიგნს ითვლიდა. ხალიფ ალ-ჰაკიმის (ომეიდების დინასტიიდან) გარდაცვალების შემდეგ , რომელიც კორდოვას მმართველიც იყო, განადგურდა კაიროს ბიბლიოთეკა. ამ ბიბლიოთეკის ორმოც დარბაზში ინახებოდა 600 000 ხელნაწერი წიგნი. ჯარისკაცებმა წიგნები გაუცემელი ჯამაგირის სანაცვლოდ დაიტაცეს. ვეზირმა კუთვნილ სახელფასო ვალში ოცდახუთი დატვირთული აქლემით გაიტანა ძვირფასი წიგნები. არანაკლებ სავალალო მდგომარეობაში აღმოჩნდა დამასკოს ბიბლიოთეკა.  ქალაქის დაპყრობის შემდეგ ჯარისკაცებმა მდინარე ბარადას მეორე მხარეს გადასასვლელად ბიბლიოთეკიდან გამოტანილი წიგნებით გადახერგეს ის და გადასასვლელი მოიწყვეს.


ხალიფატში ალექსანდრიის ბიბლიოთეკის მსგავსად დაარსდა სიბრძნის სახლები, სადაც მოღვაწეობდა ათასობით  მთარგმნელი და გადამწერი. ისინი თარგმნიდნენ ძველბერძნულ,რომაულ სპარსულ, ინდურ ლიტარატურასა და ფილოსოფიას, სამეცნიერო წიგნებს: მათემატიკა, ალგებრა, ასტრონომია.

სწორედ ამ არაბული თარგმანების დამსახურებით შემოგვრჩა ზოგიერთ რომაელ თუ ბერძენ ავტორთა უნიკალური წიგნები ალექსანდრიის ბიბლიოთეკიდან, თუნდაც პტოლემეოსის "ალმაგესტი", რაც გვაფიქრებინებს იმას, რომ არაბებს არ გაუნადგურებია ალექსანდრიის ბიბლიოთეკა. ეგვიპტის მმართველ პტოლემეოსების  მსგავსად არაბი ხალიფები ექპედიციებს აწყობდნენ იშვიათი წიგნების შესასყიდად ბიზანტიასა და სხვადასხვა ქვეყნებში.

ცნობილია, რომ არაბების მმართველობა 700 წელი გრძელდებოდა პირინეის ნახევარკუნძულზე-დღევანდელი ესპანეთის დიდი ნაწილი: ანდალუზია, ტოლედო,კორდოვა. XII საუკუნის ბოლოსთვის კორდოვაში მდებარეობდა ხალიფას რეზიდენცია. სასახლის ბიბლიოთეკაში 400 000 ათსზე მეტი წიგნი იყო განთავსებული და მისი კატალოგი 44 ტომისგან შედგებოდა. აქვე ხდებოდა წიგნების სხვადასხვა ენაზე თარგმნა. ეს კიდევ ერთხელ მოწმობს იმას, რომ ალექსანდრიის ბიბლიოთეკა ბოლომდე არ განადგურებულა, მისი სამართალმემკვიდრეები, გამარჯვებულის უფლებით, გახდნენ არაბები. 1236 წელს რეკონკისტის დროს კორდოვას ბიბლიოთეკა დაწვეს კარდინალ ხიმენესის ბრძანებით. ცეცხლმა შთანთქა 280 ათასი წიგნი. მიუხედავად ამისა კორდოვას ბიბლიოთეკა კვლავ განაგრძობდა არსებობას და ლეგენდის მიხედვით მისი არქივებით ხშირად სარგებლობდა ქრისტოფორე კოლუმბი.

წიგნების ნაწილი სავარაუდოდ ვატიკანის საცავებში აღმოჩნდა. იმ ქვეყნებში, სადაც ძველი სამყაროს საიდუმლო ცოდნის შემცველი წიგნები ხვდებოდა, იწყებოდა რენესანსი. შემდეგ ვრეცლდებოდა ინფორმაცია ამ წიგნების განადგურების შესახებ, რომლის დამადასტურებელი ფაქტები არ არსებობდა.

წერილობით წყაროები იტყობინებიან ათობით სამონასტრო და საპატრიარქო ბიბლიოთეკის არსებობის შესახებ ბიზანტიაში. კონსტანტინეპოლში, ვუკოლეონის სამეფო სასახლის შენობაში  არსებობდა მდიდარი საიმპერატორო ბიბლიოთეკა, რომელიც კონსტანტინე დიდის დაარსებული იყო. ორჯერ მოხდა ბიზანტიის წიგნსაცავების დარბევა, პირველად ჯვაროსნებმა მოაწყვეს   XIII საუკუნეში, ხოლო მეორედ თურქმა ჯარისკაცებმა XIV საუკუნეში. წიგნების ნაწილის გადარჩენა მოხერხდა მათი ათონის მონასტერში გადატანით. კონსტანტინეპოლის აღების შემდეგ  უნიკალური წიგნების ერთი ნაწილი აღმოჩნდა ოსმალთა ხელში და ამ დროიდან დაიწყო თურქული რენესანსის ხანა.

რომის პაპმა ნიკოლოზ V-მ, რომელიც ვატიკანის ბიბლიოთეკის ერთ-ერთი დამაარსებელი იყო, სულთანს ფანტასტიკური გამოსასყდიდი თანხა შესთავაზა.  მაგრამ წიგნები, რომელიც სამყაროს შექმნის ბევრი საიდუმლოს შეიცავდა, რაც ფულზე უფრო ძვირფასი გახლდათ, არ იყიდებოდა. სულთნის ხელში აღმოჩნდა დიოდორე სიცილიელის, მანანდრას, ესქილეს, თხზულებები, რაზეც ჩვენთვის ამაჟამად არაფერია ცნობილი.

სულთან ამურატ IV-ის მმართველობისას ტოდერინმა მოისყიდა სულთნის სასახლის მოხელე. მან შეადგინა ბიბლიოთეკის ნაწილობრივი კატალოგი, სადაც აღნიშნული იყო არისტოტელეს, პლინიუსის და ასევე იერუსალიმიდან წამოღებული წიგნების ნაწილი. ევროპელებმა მოსყიდვით მოახერხეს ნაკლებაფასეული 185 ხელნაწერის გამოსყიდვა. მაგრამ როგორც კი აღმოაჩინა წიგნების დანაკარგი, სულთანმა აჰმედ III-მ ააგებინა ახალ წიგნსაცავი, გააძლიერა დაცვა და წიგნის ფონდი მიუწვდომელი გახადა. მას მერე ევროპელთა ყველა ცდა გაერკვიათ სულთნის ბიბლიოთეკის საიდუმლო, უშედეგოდ სრულდებოდა. მკვლევარებს ეჭვი არ ეპარებათ, რომ ბიზანტიის იმპერიის ყველა ძვირფასი წიგნი კვლავ იქ ინახება.  კონსტანტინეპოლის აღების შემდეგ, უკვე სტამბულად გადარქმეულ ქალაქში ხანძარი არასდროს გაჩენილა და არც მნიშვნელოვანი ნგრევა  მომხდარა.


  სად გაქრა უძველესი ცოდნის ამსახველი ხელნაწერი წიგნები ალექსანდრიისა და სხვა ცნობილი ბიბლიოთეკებიდან (ნაწილი I)

  სად გაქრა უძველესი ცოდნის ამსახველი ხელნაწერი წიგნები ალექსანდრიისა და სხვა ცნობილი ბიბლიოთეკებიდან (ნაწილი III)



No comments:

Post a Comment