Saturday, 8 July 2017

სად გაქრა უძველესი ცოდნის ამსახველი ხელნაწერი წიგნები ალექსანდრიისა და სხვა ცნობილი ბიბლიოთეკებიდან (ნაწილი I)



 ქალაქ ალექსანდრიისა და ალექსანდრიის ბიბლიოთეკის დაარსება მაკედონელის სახელს უკავშირდება. ეს დასახლებული პუნქტი იმ დროს აღნიშნული იყო როგორც მეცნიერთა და მკვლევართა ქალაქი.  მას რომის შემდეგ მეორე ქალაქად იხსენებდნენ. აქ იყო ალექსანდრე მაკედონელის აკლდამაც, პტოლემეოსების, იულიუს კეისრის, მარკუს ანტონიუსის  სასახლეები. ალექსანდრე მაკედონელის იდეას ფრთა შეასხა პტოლემეოს I-მა. მან მაკედონელის გარდაცვალების შემდეგ ალექსანდრია ეგვიპტის დედაქალაქად აქცია. გადმოცემით ბიბლიოთეკის შექმნისთვის მიიწვია დემეტრიოს თალერსელი (ათენის მმართველი). ისტორია დემეტრიოს თალერსელზე მოგვითხრობს, როგორც თავისი ქვეყნის მოდის დამკანონებელზე-პირველი ათენელი ვინც თმები გაიქერავა წყალბადის ზეჟანგით. მოგვიანებით თანამდებობიდან გადააყენეს და თებეში გაემგზავრა. ფარაონ პტოლემეოსმა მას ალექსანდრიაში დასახლება შესთავაზა. სავარაუდოდ სწორედ მაშინ უნდა დაეარსებინა ალექსანდრიის ბიბლიოთეკაც. დემეტრიუს თალერსელის რჩევით პტოლემეოს სოტერმა ათარგმნინა ბერძნულად ძველი აღთქმა, რაც ლეგენდის მიხედვით, განახოციელა სამოცდაათმა საუკეთესო მთარგმნელმა. რის შემდეგ მიიღო "სეპტუაგინტას"სახელწიდება. ამ საქმის მეორე მნიშვნელოვანი ფიგურა გახლდათ თეოფრასტე (არისტოტელეს მოწაფე). თეოფრასტეს მაკედონელისგან მემკვიდრეობით დარჩა ორმოცი ათასი წიგნი, რომლის შეგროვება არისტოტელემ მოახერხა მაკედონელის ლაშქრობების დროს. დემეტრიუსის რჩევით ეს წიგნები გამოისყიდეს თეოფრასტესგან.  ამ წიგნებით ჩაეყარა საფუძველი ალექსანდრიის ბიბლიოთეკას. შენობა გახლდათ ერთი აკადემიური კომპლექსი, სადაც ბიბილიოთეკის გარდა  განთავსებული იყო  ობსერვატორია, ბოტანიკური ბაღი და ზოოპარკი.


                     

ბიბლიოთეკაში ინახებოდა წიგნები გეომეტრიასა და ტრიგონომეტრიაზე, ასტრონომიასა და მედიცინაზე, ლიტერატურასა და ლინგვისტიკაზე. გადმოცემით  მას ყველა იმ დროის წიგნის ასლი ამშვენებდა- გამოჩენილი მეცნიერებისა და ფილოსოფოსების შრომები  საბერძნეთიდან, ბაბილონიდან, ფინიკიიდან, ინდოეთიდან და სპარსეთიდან. ცნობილია, რომ იულიუს კეისრის დროს ბიბლიოთეკა ითვლებოდა საიდუმლო წიგნების საცავადაც, სადაც დაახლოებით 700 000 ათასი ხელნაწერი იყო. გადმოცემით პირველი დარტყმა ამ ანტიკური კულტურის საცავს სწორედ კეისარმა მიაყენა. მისი ბრძანებით გაიძარცვა ბიბლიოთეკა. ამის მიზეზად კი სახელდება ბეროსის (ბაბილონელი ქურუმი) საიდუმლო ხელნაწერების მთელი მემკვიდრეობა ასტრონომიაზე, ისტორიასა და ანთროპოლგიაზე, რაც თითქოს მათ მფლობელს ანიჭებდა განუსაზღვრელ ძალაუფლებას. ბეროსმა დატოვა ინფორმაცია ე.წ. აპკალუსამებთან (წყალქვეშა ცივილიზაცია) შეხვედრის შესახებ. მისი გადმოცემით აპკალუსამები ჰგავდნენ თევზებს, ცხოვრობდნენ სკაფანდრებში და ადამიანებს გადასცეს პირველი სამეცნიერო ცოდნა. ლეგენდის მიხედვით, სახელგანთქმული წინასწარმეტყველი სიბილა მისი ქალიშვილი იყო. ბეროსის ნაშრომები დაიკარგა. შემორჩენილია მხოლოდ ნაწყვეტები. ბიბლიოთეკაში ინახებოდა ასევე მანეთონის თხზულებათა კრებული. მანეთონი გახლდათ ეგვიპტელი ქურუმი და ისტორიკოსი პტოლომეოს I-ის დროს. ის გახლდათ რვა წიგნის ავტორი. მან  ალექსანდრიაში  შეაგროვა ორმოცი გულდასმით შერჩეული გრაგნილი, რომელიც ეგვიპტესთან დაკავშირებულ ბევრ საიდუმლო ინფორმაციას შეიცავდა. ალექსანდრიის ბიბლიოთეკაში ინახებოდა ფინიკიელი მოკუსის ნაშრომებიც, რომელსაც მიაწერენ ატომური თეორიის საფუძვლების შექმნას.

ბიბლიოთეკაში არსებული წიგნების განადგურება სურდა დიოკლიტიანესაც, ვინაიდან გაგონილი ჰქონდა, რომ წიგნებში ოქროსა და ვერცხლის ტრანსმუტაციის საიდუმლო იყო აღწერილი. მისი აზრით თუკი ეგვიპტელებს შეეძლოთ სურვილისამებრ განუსაზღვრელი რაოდენობის ოქროსა და ვერცხლის წარმოება, მაშინ ისინი შეძლებდნენ ჯარის შეიარაღებას და იმპერიის დამარცხებას. ალექსანდრიის აღების შემდეგ დიოკლიტიანემ ყველა ალქიმიური ხელნაწერი მოიპოვა და გაანადგურა. ამდენი ძარცვა-განადგურების შემდეგ განადგურდა ბიბლიოთეკის კატალოგიც. 

ამ დრომდე ზუსტად უცნობია ალექსანდრიის ბიბლიოთეკის წიგნსაცავის ბედი. არსებობს მისი განადგურების სამი ვერსია, მაგრამ არცერთი მათგანი არ არის დაზუსტებული ფაქტებით. 

პირველი ვერსიის თანახმად, ბიბლიოთეკა დაიწვა 47 წ-ს ჩვ. წ. აღ-მდე ე.წ. ალექსანდრიული ომის დროს და მის განადგურებას ისტორიკოსები უკავშირებენ იულიუს კეისრის სახელს. ამ გადმოცემის მიხედვით კეისარმა ბრძანა რომაელთა ფლოტის დაწვა, რომელზეც იმ დროს იტვირთებოდა ბიბლიოთეკის ხელნაწერები. ნავსადგურიდან ხანძარი ქალაქს გადაედო. გემებზე დატვირთული წიგნები კი დაიწვა.

ცნობილია, რომ დამწვარი ბიბლიოთეკის მთლიანად აღდგენა სცადა მარკუს ანტონიუსმა, რომელიც კეისრის გარდაცვალების შემდეგ მართავდა ეგვიპტეს. მან მთლიანად შეისყიდა პერგამოსის ბიბლიოთეკის ხელნაწერი წიგნები, სადაც პრაქტიკულად ალექსანდრიის ბიბლიოთეკის ყველა ასლი ინახებოდა. მარკუს ანტონიუსმა შესყიდული წიგნები კლეოპატრას მიართვა  საჩუქრად.

ზენობია სეპტიმუსის მიერ ეგვიპტეში წარმოებული დაპყრობითი ომის შედაგად ალექსანდრიის ბიბლიოთეკა ძალზედ დაზარალდა. პალმირელი ზენობიას ჯანყის დასაშოშმინებლად დომიციანემ ჯარი გააგზავნა, ჩააქრო აჯანყება და კვლავ მიუერთა რომს წლების განმავლობაში დაკარგული პალმირას ტერიტორიები. ომის დროს ალექსანდრიის ბიბლიოთეკა დაწვეს და გაძარცვეს ზენობიას მომხრეებმა. მაგრამ მისი დატყვევების შემდეგ კვლავ მოხდა ბიბლიოთეკის აღდგენა.

სხვა ვერსიის მიხედვით ბიბლიოთეკა განადგურდა 391 წელს, იმპერატორ თეოდოს დიდის მმართველობისას. ფონდები ყველაზე საშინლად და უაზროდ გაანადგურეს  ქრისტიანმა ფანატიკოსებმა. ყველა წარმართული და ერეტიკული წიგნის მოსპობის მიზნით დაარბიეს ბიბლიოთეკა. დარბევა დასრულდა ხანძრით, რომელმაც შთანთქა ხელნაწერების უმეტესი ნაწილი.

მაგრამ ბიბლიოთეკა მაინც განაგრძობდა არსებობას. მის საბოლოო განადგურებას ეგვიპტეში არაბთა შემოსევას უკავშირებენ, როცა 641 წელს ხალიფ ომარმა დაიმორჩილა ალექსანდრია. ბიბლიოთეკის ფონდის დიდი ნაწილი ხალიფ ომარის ნააალაფარში აღმოჩნდა. სწორედ ამ დროიდან დაიწყო არაბთა რენესანსის ხანა. ხალიფატის ტერიტორიაზე არსებულ მეჩეთებში ყველგან გახსნილი იყო ბიბლიოთეკები. ბაღდადში ოცდაათი საზოგადო ბიბლიოთეკა მოქმედებდა. მსხვილი ბიბლიოთეკები იყო კაიროში, კორდოვაში, მოსულში, დამასკოში.


             სად გაქრა უძველესი ცოდნის ამსახველი ხელნაწერი წიგნები ალექსანდრიისა და              სხვა ცნობილი ბიბლიოთეკებიდან (ნაწილი II)

           სად გაქრა უძველესი ცოდნის ამსახველი ხელნაწერი წიგნები ალექსანდრიისა და               სხვა ცნობილი ბიბლიოთეკებიდან (ნაწილი III)


No comments:

Post a Comment