როგორც უკვე აღვნიშნე ბერილუსი კაპადოკიელი იყო. ის აღმოსავლეთიდან იყო ჩასული დასავლეთში. კაპადოკიელი იყო ნინო ქართველთა განმნათლებელიც. ნინოს მამა ზაბილონი რომის სამსახურში იყო და თავი გამოიჩინა ფრანკთა წინააღმდეგ ბრძოლაში. მოიგო ბრძოლა და ბევრი ტყვედ აიყვანა. ტყვეებმა მას ქრისტიანულად მონათვლა სთხოვეს. ზაბილონმა გაიხარა, მონათლა ტყვეები და თავისუფლება მიანიჭა.ზაბილონი ფრანკთა განმანათლებელი გახდა. მოგვიანებით ის დაქორწინდა და შეეძინა ნინო ქართველთა განმანათლებელი. ტიტურელის წინაპარი ბერილუსიც ფრანკთა განმანათლებელი იყო და ამავე დროს მათი მეფეც. ქრისტიანული დოგმატიკის დამფუძნებლებად გვევლინებიან კაპადოკიელი მამები: ბასილი დიდი კესარიელი, გრიგოლ ნაზიანზელი, გრიგოლ ნოსელი.
გრაალის თასის ისტორია ქრისტეს ჯვარცმას უკავშირდება, რომლის მიხედვით
იოსებ არიმათიელმა ჯვარცმული მაცხოვრის გარდამოხსნისას მისი ჭრილობიდან
გადმოდენილი სისხლი იასპის თასში შეაგროვა. ეს სწორედ ის თასია, რომლითაც
საიდუმლო სერობისას მოციქულთა ზიარება მოხდა. გადმოცემით, თითქოს არიმათიელმა გრაალის თასი დასავლეთში გადაიტანა და იქ ქრისტიანული სკოლა დაარსა.
გრაალის თასი დამზადებულია იასპის ქვისგან. ე.ი. მას კავშირი აქვს ძვირფასი ქვების სიმბოლიკასთან. იასპის ქვა ნახსენებია ბიბლიაში აარონის სამკერდულებთან დაკავშირებით. ამ საკითხზე შესანიშნავად მსჯელობს ო.ქვრივიშვილი, ახსენებს რა იოანეს გამოცხადებაში აღწერილ ახალ იერუსალიმს-ძვირფასი ქვებისაგან ნაგებს, სადაც განსაკუთრებული აქცენტი გაკეთებულია იასპის ქვაზე, რომლისგანაც ნაგებია ზეციური იერუსალიმის გალავანი. აღმოსავლური წყაროებიდან ირკვევა, რომ ამ ქვას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭებოდა სხვადასხვა აღმოსავლურ რელიგიურ სიმბოლიკაში. ყოველგვარი დიდებულება ასოცირდება იასპთან. ჩინურ დაოსურ მსოფლმხედველობაში იასპი ყოფილა ცის სიმბოლო. სულიერი სამყაროს ყველაზე უფრო ღრმა საიდუმლოების გაცხადება იასპის საშუალებით იყო შესაძლებელი.
ქვებს თავისი სულიერი მნიშვნელობები ჰქონდა. მიუხედავად იმისა, რომ იასპი ნახევრად ძვირფასი ქვაა, მას ძველი დროის სასულიერო ტექსტებში გამოჩენლი ადგილი უკავია. სახელწოდება იასპი დასავლურ ენებში შევიდა ძველი ბერძნული სახელიდან-იასპი. ეს დასახელება, როგორც დადგინდა ბერძნული წარმომვლობისა არ ყოფილა. მკვლევართა ნაწილი ფიქრობს, რომ ეს სიტყვა ბერძნულში უნდა შესულიყო აღმოსავლეთის რომელიღაც ქვეყნიდან. ქვების სახელწოდება ხშირად უკავშირდება იმ გეოგრაფიულ ადგილს, სადაც ის მოიპოვება. ამისი მაგალითი ბევრია თუნდაც: სარდიონი, ტოპაზი.
ეპიფანე კვიპრელის თხზულების ''თვალთაის'' ბერძნული დედნიდან ირკვევა, რომ იასპი მოიპოვება იბერებთან და ჰირკანელ მწყემსებთან კასპიის მიწის მახლობლად. ბევრი მკვლევარის აზრით, ჰირკანელები ერთ–ერთი ქართველური ტომია. გ.წერეთელი ''ჰირკს–ს'' სომხურ ''ვირქ''–თან აკავშირებს, რაც იბერიას ნიშნავს. კვიპრელის გადმოცემით ალისფერი იასპის განსაკუთრებული სახეობა მოიპოვება იბერიაში(ქართლში) და ჰირკანეთში, რომელიც კასპთა მიწის მეზობლად მდებარეობს–კასპის ტომის სამკვიდრო ადგილი. ძველ წყაროებში ტოპონიმი ''კასპი'' მოიხსენიება სხვადასხვა რეგიონთან მიმართებაში. ერთი არის ზღვასთან მოსახლე კასპიების ტომი, მეორე ''კასპი'' მოხსენიებულია ქართლის ტერიტორიაზე არსებული ქალაქის სახით. როგორც თანამედროვე მინერალოგიის მონაცემებზე დაყრდნობით ირკვევა, დღესაც ქართლში ქ. კასპთან მდებარეობს ჯოჯოს ხევი, სადაც მოიპოვება სწორედ ალისფერი იასპი. ქართული ხატები ხშირად ამ საბადოდან მოპოვებული იასპისა და სარდიონის თვლებით ირთვებოდა. ამასთან, კასპი ქართლის ერთ–ერთი უძველესი ქალაქია. გორგასლის დროს კასპი დამოუკიდებელი ადმინისტრაციული ერთეული იყო. ამ რეგიონშივე არსებობდა ციხესიმაგრე ასპი, რაც ახლოს დგას იასპის დასახელებასთან. იასპის საბადოები კასპსა და უფლისციხეს შორის არსებულ ერთ–ერთ ხეობაში მდებარეობს. სავარაუდოდ, საბერძნეთში იასპის ქვის შეტანა ხდებოდა კასპიდან. კ–სპი–ასპი–ი–ასპი, კასპთან არსებულ ჯოჯოს ხევთან, სადაც იასპის საბადოები არსებობს, მტკვრის მეორე მხარეს მდებარეობს ჩვენთვის კარგად ცნობილი სოფელი გრაკალი. როგორც ჩანს, ეს ადგილი დიდი მისტერიული ცენტრი უნდა ყოფილიყო. გრაალის თასის პირველადი სახელი–გრაცალი და გრაკალი მონათესავეა. ეს ტოპონიმი, სავარაუდოდ, გრაალთან უნდა იყოს დაკავშირებული. ძველპროვანსულად გრაალს სწორედ ''გრაცალი'' ეწოდება.
სავარაუდოდ, ძველპროვანსულმა ''გრაცალ''-მა განიცადა ცვლილება, ამოვარდა ''ც''
და მივიღეთ გრაალი. ქართული სოფელი გრაკალი-გრაცალი. იგივე მოვლენასთან გვაქვს საქმე კასპთან დაკავშირებით. ''კ''-მ განიცადა ტრანსფორმაცია ''ა''ხმოვნის წინ და მივიღეთ ''ასპი''-''იასპი'', რაც სრულად შეესაბამება გადმოცემას, რომ გრაალის თასი იასპის ქვისაგან იყო დამზადებული. ქართლში და კაპადოკიაში გრაალის პირველი სახელწოდება, სავარაუდოდ, იქნებოდა გრაკალი, სადაც ''კ'' შეიცვალა ''ც'' ასოთი და მივიღეთ გრაცალი. შემდეგ, ევროპულ ენებში ''ც'' ამოვარდა და მივიღეთ ტერმინი გრაალი. ტოპონიმი გრაკალი განიხილა აკ.შანიძემ და მიიჩნია, რომ ეს სიტყვა ძველ ქართული ''გრაკალი''-დან მომდინარეობს. ძველ ქართულში თანამედროვე ''რკალი'' გამოითქმებოდა როგორც გრაკალი. გრკალი რგოლსაც ნიშნავდა. გრაალის მისტერიის მთავარი სიმბოლო იასპის თასი კი სწორედ რკალით გამოისახება. ასეთივე რკალით გამოისახება მთვარეც, რომლის სიმბოლოს პირდაპირი კავშირი აქვს გრაალის მისტერიასთან. სიმბოლო(გრაკალი) ამ რეგიონის ტოპონიმს შეესაბამება, სადაც მოიპოვება იასპის განსაკუთრებული სახეობა. გრაალის გამოსახულება გვხვდება გელათის ფრესკაზე, სადაც რკალი მაცხოვრის შუბლზეა გამოსახული. გელათის ტაძარი გრაალისადმია მიძღვნილი. არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ასურელი მამა-თადეოზ სტეფანწმინდელი სწორედ კასპთან, იასპის მოპოვების რეგიონში მოღვაწეობდა.
გრაალის მისტერიის გადატანა აღმოსავლეთიდან დასავლეთში ანუ კაპადოკიიდან ევროპაში უნდა მოხდარიყო ტიტურელის დროს VIII საუკუნეში, როცა ტიტურელი ქმნის გრაალის ორდენს. ტიტურელის მოღვაწეობაზე არსებული ტექსტიდან ვიგებთ, რომ ტიტურელი 50 წლის იყო, როცა გრაალის მიერ მცველად იყო არჩეული. 400 წლისას ნება დაერთო ცოლი მოეყვანა და შთამომავლობა ჰყოლებოდა. 400 წელი ოთხი საუკუნეა. თუ ოთხ საუკუნეს გამოვაკლებთ მე-VIII საუკუნეს, აღმოვჩნდებით IV საუკუნეში. რაც იმას ნიშნავს, რომ გრაალის ისტორია კაპადოკიაში არა VIII, არამედ IV საუკუნეში დაიწყო.
გრაალის მისტერიის გადატანა აღმოსავლეთიდან დასავლეთში ანუ კაპადოკიიდან ევროპაში უნდა მოხდარიყო ტიტურელის დროს VIII საუკუნეში, როცა ტიტურელი ქმნის გრაალის ორდენს. ტიტურელის მოღვაწეობაზე არსებული ტექსტიდან ვიგებთ, რომ ტიტურელი 50 წლის იყო, როცა გრაალის მიერ მცველად იყო არჩეული. 400 წლისას ნება დაერთო ცოლი მოეყვანა და შთამომავლობა ჰყოლებოდა. 400 წელი ოთხი საუკუნეა. თუ ოთხ საუკუნეს გამოვაკლებთ მე-VIII საუკუნეს, აღმოვჩნდებით IV საუკუნეში. რაც იმას ნიშნავს, რომ გრაალის ისტორია კაპადოკიაში არა VIII, არამედ IV საუკუნეში დაიწყო.
გრაალის თასი და მისი კავშირი ქართველურ სამყაროსთან (ნაწილი I)
გრაალის თასი და მისი კავშირი ქართველურ სამყაროსთან (ნაწილი III)
გრაალის თასი და მისი კავშირი ქართველურ სამყაროსთან (ნაწილი III)
No comments:
Post a Comment