დედამიწაზე ბევრია ისეთი ადგილი არქეოლოგებსა და მეცნიერებს რომ იზიდავს. ასეთ ადგილებს განეკუთვნება ტაილანდში მდებარე გამოქვაბული, სადაც თავმოყრილია ადამიანის უამრავი ჩონჩხი. ამ გამოქვაბულს რიტუალური დანიშნულება ჰქონდა.
დევიდ ვოდლმა ცხოვრება ტაილანდის შესწავლას მიუძღვნა. იგი დაინტერესებული იყო სხვადასხვა ხალხის წეს-ჩვეულებების, რწმენისა და კულტების შესწავლით, რომელიც გავრცელებული იყო მოცემულ ტერიტორიაზე ძველად. XVI საუკუნის ჰოლანდიელი მოგზაურის ჩანაწერების შესწავლისას, მან აღმოაჩინა ერთი ჩანაწერი ტაილანდის ჩრდილოეთით მცხოვრებ ტომზე. ეს ტომი ცხოვრობდა ჩაკეტილ სოციუმში. უკვე მაშინ დადიოდა ლეგენდები ამ მცირერიცხოვანი ხალხის დაუნდობლობაზე. ჰოლანდიელი მოგზაურის გადმოცემით ბევრ საშინელ ამბავს ყვებოდნენ ამ პატარა ეთნოსზე.
მეცნიერზე ისე იმოქმედა ამ ჩანაწერებმა, რომ მან მოისურვა იმ ადგილის ნახვა და იქ არქეოლოგიური გათხრების ჩატარება. ჩანაწერებში ნახსენები იყო მოკლული მტრების ჩონჩხებით სავსე რიტუალური გამოქვაბული, სადაც დიდი განძი ინახებოდა.
1992 წელს ვოდლმა გრანტი მიიღო კვლევითი საუმუშაოების ჩასატარებლად და იმავე წელს გაეშურა ტაილანდისკენ. სამძებრო ჯგუფი ექვსი კაცით შეივსო. გამცილებელმა ჯგუფი მხოლოდ მთის ფერდობამდე მიიყვანა. დემონთა შიშით, რომლებიც თურმე გამოქვაბულსა და მთის მწვერვალზე ბინადრობენ, მან ჯგუფი დატოვა. გააფრთხილა კიდეც, რომ თავი დაენებებინათ ამ წამოწყებისთვის, არ გაებრაზებინათ დემონები და შინ დაბრუნებულიყვნენ. ბოდლმა გააგრძელა მოგზაურობა. ორი დღის შემდეგ მასთან კავშირი შეწყდა.
კავშირის გაწყვეტის შემდეგ, ერთი კვირის განმავლობაში არაფერი უღონიათ ჯგუფის მოსაძებნად. როცა ნათელი გახდა, რომ ექსპედიცია დაიკარგა ან გამოუვალ მდგომარეობაში ჩავარდა, შეიქმნა საგანგებო კომისია, რომელსაც უნდა მოეძებნა დაკარგული ჯგუფის წევრები.მთებში გააგზავნეს მაშველები. მასში შედიოდნენ ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლები და მეცნიერები. ისინი იმავე გამცილებელმა მიიყვანა დანიშნულების ადგილამდე, სადაც ადრე დატოვა ექსპედიციის წევრები. გამოქვაბულამდე გაცილებაზე კი უარი თქვა.
მთაზე ასვლისას მაშველებმა მალევე იპოვეს დაკარგულთა სხეულები მათსავე ბოლო ადგილსამყოფელთან ახლოს. ზედაპირული დათვალიების შედეგად დადგინდა, რომ ისინი ძალადობის მსხვერპლნი იყვნენ. სამივე მეცნიერი შეუბრალებლად მოკლეს. ყველას გლუვი საგნით ჰქონდა თავი გახეთქილი, გულმკერდიდან კი ამოგლეჯილი ჰქონდათ შინაგანი ორგანოები. ისეთი შთაბეჭდილება რჩებოდა, რომ მათ თავს დაესხნენ მტაცებელი ცხოველები, ვინაიდან ბანაკიდან ფულის ჩათვლით, არაფერი იყო დაკარგული.
უფრო დეტალური დათვალერების შემდეგ აღმოჩნდა დღიური, სადაც აღწერილი იყო ექსპედიციის მიმდინარეობის სხვადასხვა ეტაპები. უკანაკსნელი ჩანაწერი დაღუპვის წინ იყო გაკეთებული. "ექსპედიციამ მიაღწია დასახულ მიზანს"-ეწერა დღიურში. ექსპედიციის წევრებმა ჩაატარეს წინასწარი არქეოლოგიური კვლევები. პირველივე ღამეს კი, რომელიც გამოქვაბულის ახლოს გაატარეს, მოესმათ იქედან გამომავალი უცნაური ხმები. მომდევნო ჩანაწერში საუბარი იყო აღმოჩენილ უნიკალურ ნივთზე, მაგრამ დეტალურად არაფერი იყო ნათქვამი. რვეულში ნახსენები იყო გამოქვაბულიდან გამომავალი ხმებიც, რაც პატარა ჩაქუჩებით ქვაზე დარტყმის ხმას ჰგავდა. ექსპედიციის წევრები გრძნობდნენ, რომ ვიღაც უთვალთვალებდა მათ სამუშაოებს. შეამჩნიეს აჩრდილებიც, რომლებიც ცდილობდნენ ბანაკში შეღწევას. არქეოლოგები ამ ყველაფერმა ძალზედ შეაშფოთა. ამიტომ მისიის დასრულება და ძვირფასი ნივთის თან წამოღება გადაწყვიტეს. რა დაემართა შემდეგ ექსპედიციას, უცნობია.
მაშველთა ჯგუფს მხოლოდ გვამების მომზადება და მათი სამშობლოში გაგზვნაღა შეეძლო. გადაწყდა იქ დარჩენილიყვნენ ცოტა ხნით. პირველ ღამეს ჯგუფის წევრებს უცნაური ხმები მოესმა გამოქვაბულიდან. ხმები მიჩუმდა თენებისას. გამოქვაბულში შესვლისას მათ დაინახეს უამრავი მთელი ჩონჩხი სხვადასხვა პოზაში, ზოგი იდგა და ზოგიც იჯდა. მეცნიერებმა გამოქვაბულის გამოკვლევას მთელი დღე მოანდომეს.
გადაწყდა კიდევ ერთი ღამე დარჩენილიყვნენ ამ იდუმალებით მოცულ გამოქვაბულთან. ღამით კვლავ გაისმა გამოქვაბულიდან უცნაური ხმები. ჯგუფში ანთროპოლოგებიც იყვნენ. ისინი კვლავ ესტუმრნენ გამოქვაბულს და შეამჩნიეს, რომ ჩონჩხებს შეცვლილი ჰქონდათ ადგილმდებარეობა. გადაწყდა გაერკვიათ ყველაფერი და ჩაეტარებინათ ექსპერიმენტი.
მეცნიერები შეირაღდნენ პისტოლეტებითა და ძლიერი ფანრებით, ვინაიდან გადაწყვიტეს გამოქვაბულში ღამის გათენება. ექსპედიციის სხვა წევრებმა სცადეს მათი დარწმუნება, რომ უარი ეთქვათ ამ საშიშ წამოწყებაზე, მაგრამ არაფერი გამოუვიდათ. ისინი მზის ჩასვლისთანავე გაეშურნენ გამოქვაბულისკენ. შუაღამისას გარეთ დარჩენილ ექსპედიციის წევრებს მოესმა გასროლის ხმები. გარკვეული ხნის შემდეგ სროლა შეწყდა და შემდეგ ისევ ჩაქუჩების დარტყმის ხმები გაისმა. ექსპედიციის დარჩენილმა წევრებმა მხოლოდ განთიადისას გაბედეს გამოქვაბულში შესვლა, სადაც აღმოაჩინეს მოკლულ მეცნიერთა გვამები. მათ თავები ჰქონდათ გატეხილი, მკერდი გადაფატრული, შიგნეულობა კი აღარსად იყო. იატაკზე უამრავი მასრა ეყარა. სისხლის კვალი და მოკლული თავდამსხმელები არსად ჩანდნენ. ექსპედიციამ სწრაფად მოაშორა იქაურობას მოკლულთა გვამები და უკან დაბრუნდა. რა გახდა ამდენი ადამიანის მკვლელობის მიზეზი და ვინ თუ რა იდგა ამ ყველაფრის უკან, ამოუხსნელი დარჩა.
No comments:
Post a Comment