Thursday, 1 June 2017

დაკარგული კუნძული ენვაიტენეტი



კუნძული ენვაიტენეტი მდებარეობს რუდოლფას ტბაზე, ჩრდილოეთ კენიაში. ესაა რამდენიმე კილომეტრიანი ხმელეთი, რომელიც საკმაოდ ცუდი რეპუტაციით სარგებლობს. შემთხვევითი არაა, რომ ადგილობრივები მას უწოდებენ დაუბრუნებელს. იქ წასულთაგან არავინ დაბრუნებულა უკან.

კუნძულის მთელი სანაპირო ნიანგებსა და შხამიან გველებს-სამეფო კობრებს აქვს ოკუპირებული. ისინი იმალებიან ქვების ქვეშ და სილაში. ვინც ნიანგებსა და გველებს გადაურჩება, მას მაინც არ ასცდება კუნძულის წყევლა. ეს ლამაზი კუნძული დროდადრო  ბურუსში ეხვევა და რაღაცას მალავს.

ენვაიტენეტის კუნძულზე ადამიანთ საიდუმლო გაქრობის ისტორია იწყება 1630 წლიდან. იმ დროს რამდენიმე ოჯახმა გადაწყვიტა დამალოდა  მონათა მოვაჭრეებს. ამისთვის ამოირჩიეს რუდოლფას კუნძული ტბაზე. იქ მისულებმა შეამჩნიეს  მცენარეების  უცნაური ზურმუხტისფერი მწვანე ფერი. კუნძულზე ცხოველები და ფრინველები არ ჩნდა. უჩვეულო იყო ასევე გლუვი მოყავისფრო ქვების მოულოდნელი გაქრობა და შემდეგ კვლავ გამოჩენა. ქვები გროვებად ეწყო, თითქოს ვიღაცამ სპეციალურად გააპრიალა.

კუნძულს თავშეფარებულნი შეეჯახნენ მისტიკური მოვლენების მთელ წყებას. ახალ მთვარეობისას ყოველთვის ისმოდა საშინელი ყვირილი და ხნგრძლივი კვნესა, რომელიც საათზე მეტხანს გრძელდებოდა ხოლმე. ახალმა მოსახლეებმა გაარკვიეს, რომ კუნძულის ზოგიერთი ადგილზე გადასვლა შეუძლებელი იყო, ვინაიდან ხის ტოტები ერთმანეთზე იყო გადახლართული. ამასთან, ღამით მათ აწუხებდა კოშმარები: სიზმარში ხედავდნენ იდუმალ არსებებს, რომელიც ბუნდოვნად ჰგავდნენ ადამიანებს.

უცნაური რამ მოხდა 1935 წელს, როცა კენიაში ბრიტანეთის ეთნოგრაფიული ჯგუფი მუშაობდა. კუნძულ ენვაიტენეტზე, ტბა რუდოლფას მახლობლად ჩავიდა ორი მეცნიერი  რათა ადგილობრივი ტომის ცხოვრება შეესწავლა. ისინი ყოველდღე  კოლეგებს შეტყობინებას უგზავნიდნენ. მას შემდეგ რაც შეწყდა მათგან შეტყობინება, მაშველთა ჯგუფმა იქაურობა თავდაყირა დააყენა, მაგრამ მეცნიერთა კვალს ვერსად მიაგნო. ძებნაში აბორიგენებიც ჩაერთვნენ, მაგრამ უშედეგოდ. მრავალი წელი გავიდა მას შემდეგ და მეცნიერთა იდუმალებით მოცული გაქრობა დღესაც არაა გახსნილი.

კუნძულის პირველი მოსახლენი ამბობდნენ, რომ ქვები და მცენარეები მათ დასახლებაში ხშირად იკარგებოდა, მერე ისევ ჩნდებოდა, მაგრამ უკვე სხვა ადგილას. სავსე მთვარეობისას მათ ხშირად ესმოდა საშინელი ღრიალი დედამიწის სიღრმიდან, რაც ხანდახან რამდენიმე საათს გრძელდებოდა. მოსახლენი ირწმუნებოდნენ, რომ კუნძულზე მოჩვენებები სახლობენ-ადამიანისმაგვარი ნახევრად გამჭვირვალე არსებები. მათთან შეხვედრის შემდეგ ტომის წევრებს დროებით დამბლა ეცემოდა. ამ არსებების ყოველი გამოჩენის შემდეგ, კუნძულზე ტრაგედია ხდებოდა. ვინც გადაეყრებოდა მათ, იღებდა სერიოზულ ჭრილობებს, ავად ხდებოდა და კვდებოდა.

უფრო მოგვიანებით უცნაურ კუნძულზე გაჩნდნენ უცნობი მტაცებელი მონსტრები. ისინი პერიოდულად თავს ესხმოდნენ მოსახლეობას, იტაცებდნენ ბავშვებსა და მოზრდილებს, უფრო მეტად ღამით. გატაცებულებს ვეღარ პოულობდნენ.




კუნძულზე ახალი მოსახლეობა გაჩნდა. ელმოლოს ტომის წევრებმა აქ სოფელი ააშენეს. ერთხელ  ნათესავები ეწვივნენ  სტუმრად, მაგრამ იქ არავინ დახვდათ. თითქოს ყველამ ერთდროულად დატოვა კუნძული ისე,  რომ თან არაფერი გაიყოლა.

ტომის წევრები ყვებოდნენ, რომ ხანდახან ღამით კუნძულზე ჩნდებოდა იდუმალი, ნახევრად დანგრეული, ბურუსში გახვეული ქალაქი. ის სხვადასხვაფრად ლივლივებდა და წყლის ზედაპირზე ირეკლებოდა. მისტიკური დასახლება გამოსცემდა უცნაურ ხმებს, რაც სამგლოვიარო მელოდიებს ჰგავდა. ის ვინც იხილავდა ქალაქ მოჩვენებას, ცუდად ხდებოდა: ეწყებოდა საშინელი თავის ტკივილი, დიდხანს იმყოფებოდა უგონო  მდგომარეობაში, უარს ამბობდა საჭმელსა და სასმელზე.

მე-18 საუკუნეში ენვაიტენეტის კუნძულზე გაქრა ორი ექსპედიცია-გერმანული და ჰოლანდიური. ისინი ისევე გაქრნენ როგორც აბორიგენები წლების წინ.

სპეციალისტები შეუდგნენ ათეულობით ადამიანის გაქრობის კვლევას. აღმოჩნდა, რომ პირველი იდუმალი გაქრობა ნახსნები იყო ჯერ კიდევ XVII საუკუნეში, როცა უკაცრიელ კუნძულზე დასახლდნენ აბორიგენები. მოსახლეობა გააოცა იქაურმა დამთრგუნველმა სიჩუმემ. კუნძულზე არც ჩიტები ბინადრობდნენ და არც ცხოველები. მხოლოდ სავსე მთვარეობისას ისმოდა გაურკვეველი გმინვა. მოგვიანებით მაცხოვრებლებმა შეამჩნიეს, რომ არ შეძლოოთ მოხვედრა კუნძულის ზოგიერთ ნაწილში, სადაც გზა ჩახერგილი იყო ერთმანეთში გადაწნული ხეებით.  აბორიგენები ერთმანეთის მიყოლებით იხოცებოდნენ გაუგებარი უბედური შემთხვევების გამო. სიკვდილამდე რამდენიმე ხნით ადრე უცნაური მოჩვენებები ჰქონდათ. მათ აშინებდნენ საშინელი არსებები, რომლებიც ოდნავ ჩამოჰგავდნენ ადამიანებს. მალევე ურჩხულები მატერიალიზდებოდნენ და მოულოდნელად ჩნდებოდნენ ადგილობრივების წინაშე. ვინც ვერ ასწრებდა გაქცევას, სამუდამოდ იკარგებოდა. კუნძული დაცარიელდა.

ადგილობრივი გადმოცემებით, კუნძულზე არსებობს მილები, საიდანაც გამოვარდება ხოლმე ცეცხლის ალი. ახსენებენ კიდევ, რაღაც დერეფნებს, რომელიც მიწის სიღრმისკენ მიემართება. ელმოლოს ტომის ლეგენდნის მიხედვით, კუნძულის პატრონია გოლიათი უოტ უსუმუ ტონგ დუურაი.

ენვაიტენეტის კუნძულიდან ხალხის უცნაური გაქრობა ჯერაც ვერავინ ახსნა. მიზეზთა შორის ასახელებენ კუნძულზე არსებულ შხამიან კობრებს. ზოგიერთ მეცნიერს მიაჩნია, რომ გაზები, რომელსაც რუდოლფოს ტბა გამოჰყოფს, რომელიც ვულკანური წარმოშობისაა, ტოქსიკურია და ის მოქმედებს კუნძულზე მცხოვრებთა ფქსიქიკაზე. ისინი შეშლილები ვარდებიან წყალში და იძირებიან, ან მათ ჭამენ ნიანგები.

გამოდის, ყველაფერი კუნძულის ვულკანურ წარმოშობასთან უნდა იყოს დაკავშირებული, რომელიც მიწის დახეთქილი ადგილებიდან გამოჰყოფს შხამიან ორთქლს. ის მოქმედებს ადამიანის ფსიქიკაზე, ჭკუიდან შლის და თვითმკვლელობამდე მიჰყავს. თუმც სად იკარგება გარდაცვლილთა სხეულები, ამის ახსნა არავის შეუძლია. ადგილობრივებს კი სწამთ, რომ იქ სხვა განზომილების ჭიშკარია.

ბელგიელ მეცნიერსა და ანომალური მოვლენების მკვლევარ ალექსანდრე ნოვოს მიაჩნია, რომ კუნძულ ენვეიტენეტზე არსებობს ანომალური ზონა. იქაა ხვრელი სივრცეში ანუ ტელეპორტალი, რომლის საშუალებით შეიძლება მოხვედრა დედამიწის პარალელურ  სამყაროებში.




No comments:

Post a Comment