Monday, 8 May 2017

მაგიური ბროლის ბურთი



კვარცი ანუ მთის ბროლი უძველესი დროიდან ითვლებოდა ერთ-ერთ საუკეთესო მაგიურ ქვად. მისტიკოსთა აზრით მას განსაკუთრებული ჯადოსნური ენერგია გააჩნია. მისი საშუალებით კვარცის კრისტალში გამავალი მზის სხივი იძენს სამკურანლო თვისებას. ამის გამო მთის ბროლის ნაკეთობას მტკივნეულ ადგილზე იდებდნენ სამკურნალო დანიშნულებით.

სამკურნალო თვისების გარდა მისტიკოსები ბროლს მიაწერენ დადებითი ზეგავლენის უნარს ინტუიციასა და ზემგრძნობიარე აღქმაზე. ფიქრობენ, რომ ამ ქვაში გავლილი სინათლის სხივი განსაკუთრებულ ზეგავლენას ახდენს ტვინზე: ხელს უწყობს აზრთა კონცენტრაციასა და გლობალურ საინფორმაციო ველში შეღწევას.

კრისტალების, სარკეების, ბროლის სფეროების საშუალებით რომ შესაძლებელია მხედველობით ჰალუცინაციების გამოწვევა, ამას ადასტურებს სხვადასხვა  ხალხის ლეგენდები და წერილობითი წყაროები: უძველესი პერუ, მაგადასკარი, ძველი საბერძნეთი, ინდოეთი და ეგვიპტე. ყველგან თვლიდნენ, რომ ამ საშუალებით შესაძლებელია წარსულისა და მომავლის დანახვა.

ლეგენდებში ხშირად  არის ნაწილი სიმართლისა. ბევრმა ცნობილმა ნათელმხილველმა წარსულში სწორედ ბროლის ბურთის დახმარებით შეძლო მათგან ათეული წლებით დაშორებული მომავლის დანახვა.
ამის გამო XIII საუკუნის არაბი მეცნიერი იბნ-კალდოუნი წერდა:
"ზოგიერთი იყურება სარკეში ან წყლით სავსე ჭურჭელში...იცქირება დაჟინებით, სანამ გამოსახულებებს არ დაინახავს. ხანგრძლივი ჭვრეტით მიღებული გამოსახულება ქრება, და მას შემდეგ მჭვრეტელსა და სარკეს შორის ილანდება ნისლისებრი საფარველი. ამ ფონზე იხატება სახეები, რომლის აღქმაც მჭვრეტელს სურს. შემდეგ კი აღწერს რასაც ხედავს..."
 სავარაუდოდ ცნობილი მიშელ ნოსტრადამუსი მომავალი კატასტროფების სურათებს  ხედავდა თავის ბროლის ბურთში. პარაცელსი ჯადოსნური კრისტალის დახმარებით კავშირს ამყარებდა ასტრალურ არსებებთან.

გამოჩენილმა ფილოსოფოსმა და მეცნიერმა ჯონ დიმ მაგიური ბურთის დახმარებით ზუსტად უწინასწარმეტყველა დედოფლის ტახტზე ასულ მარია ტიუდორს,  რომ მისი  მმართველობა იქნებოდა ხანმოკლე.  ამას გარდა თავის ჯადოსნურ კრისტალში დიმ დაინახა, რომ მარიას ადგილს მისი და, ელიზაბეტ I დაიკავებდა. ორი წლის შემდეგ დის წინასწარმეტყველება ასრულდა.

ზოგიერთი ისტორიკოსის აზრით სავაჭრო ურთიერთობების განვითარებასა და გეოგრაფიულ აღმოჩენებს ინგლისი ჯონ დის პროგნოზებს უნდა უმადლოდეს.

მეცნიერთა უმეტესობა მისტიკოსთა გამოთქმულ მოსაზრებებს ბროლის ბურთთან დაკავშირებით უნდობლად ეკიდებოდა. ერთადერთი რასაც ეთანხმებოდნენ იყო ის, რომ ბროლის ბურთის ელვარება ღლის ტვინის გარკვეულ უბნებს, რაც ჰიპნოზიორებს შესაძლებლობას აძლევს (ბურთს ისინი ხშირად იყენებენ) ადვილად შეიყვანონ ადამიანი ჰიპნოზის მდგომარეობაში.

მხოლოდ XX საუკუნეში იფეთქა ხელახლა ინტერესმა   ბროლის ბურთის მიმართ, არამარტო ნათელმხილველებში, არამედ მეცნიერებშიც. რამაც გადამწყვეტი როლი ითამაშა ცნობილი ინგლისელი ნათელმხილველის, ნეილ მონტეგიუს მომავალზე.

ნეილს  ბავშვობაში ყველაზე მეტად უყვარდა ბროლის ბურთით თამაში, რომელიც მას ინდიელმა ძიძამ აჩუქა. სწორედ ამ ბურთის დახმარებით იხსნა ნეილმა დედამისის სიცოცხლე.  ნეილმა ირწმუნა ბროლის ბურთის განსაკუთრებული ძალა და ამის მერე ბურთი ყოველთვის თან დაჰქონდა.

XX საუკუნის ცნობილი ნათელმხილველი, რომელმაც რამდენიმე მეტად ჩახლართული საქმე გახსნა ბროლის კვერცხის დახმარებით, გახლდათ ინგლისელი ფონ ბურგი. ერთ დღეს გაქრა ცნობილი ლონდონელი ბიზნესმენი  ფოქსუელი. ყველას ეგონა, რომ ის ამერიკაში გაემგზვრა. მაგრამ როცა აღარ გამოჩნდა, მეუღლემ პოლიციას მიაკითხა. იქ სანუგეში ვერაფერი უთხრეს.  ფოქსუელის მეუღლემ  ცნობილ ნათელმხილველთან მივიდა. ფონ ბურგი კარგა ხანს იხედებოდა ბროლის კვერცხში და შემდეგ თქვა, რომ ბიზნესმენი არსად წასულა, ის მოკლეს და ტემზაში გადააგდეს. დაასახელა პოლიციის მიერ გვამის აღმოჩენის ზუსტი დრო და ადგილი. არც შემცდარა.

 საზოგადოების ყველაზე დიდი გაოცება ამერიკელმა ჯინ დიქსონმა მოახერხა. ის ბროლის ბურთში ხედავდა მომავალს. ეს ნიჭი ბავშვობიდან დაჰყვა. ბროლის ბურთი კი მას ბოშა ქალმა აჩუქა, რომელმაც მასში დიდი ნათელმხილველი დაინახა. ჯინმა იწინასწარმეტყველა ბევრი მნიშვნელოვანი მოვლენა: რომის პაპზე თავდასხმა, აპოლონ 1-ის ასტრონავტთა დაღუპვა, დაასახელა  გარდაცვალების დრო ფ.რუზველტის, ჯ კენედის, მერლინ მონროს, მარტინ ლუთერ კინგის და სხვა ცნობილი ადამიანებისა.


ბოლოს მეცნიერებიც დაინტერესდნენ ბროლის ბურთის ფენომენით. ცნობილმა ამერიკელმა ექიმმა-ფსიქოთერაპევტმა რაიმონდ მოუდიმ ჩაატარა კვლევები. კვლევაში მონაწილეობა მიიღო ბევრმა ადამიანმა საკუთარი ნებით. ცდების დროს ისინი ბროლის ბურთში იყურებოდნენ. ხილვები ჰქონდა კვლევაში მონაწილე ნახევარზე მეტ ადამიანს. მოუდი წერდა:
"დავადგინე, რომ ბროლის ბურთში ხილვები არის ფაქტი და არა გამონაგონი. ისინი მკვეთრ პროეცირებას ახდენდნენ ბურთში, ამასთან ფერადად და მოცულობით, როგორც ჰოლოგრაფიულ კინოში."

ამასთან ერთად გამოვლინდა კიდევ ერთი საოცარი ეფექტი: ბროლის ბურთი იძლევა "სტოპ-კადრის" საშუალებას. საკუთარი წარსულიდან რომელიმე სიუჟეტის ცქერისას, ჰიპნოზიორის ბრძანებით, საცდელ პიროვნებას შეეძლო შეეჩერებინა მოვლენების მსვლელობა და შეჩერებული სურათის დეტალური ნახვა.

ბროლის ბურთების ასეთი საოცარი ეფექტების ასახსნელად მეცნიერებმა წამოაყენეს შემდეგი ჰიპოტეზა: გამჭვირვალე სფეროში გამავალ სხივებს შეჰყავთ ადამიანი ჰიპნოზურ მდგომარეობაში, რომლის დროს ტვინის ზოგიერთი უბნების მუშაობა სუსტდება, ზოგისა კი ძლიერდება. ამ "გადართვების" შედეგად ბროლის ბურთის მჭვრეტელთა შემეცნება იცვლება და მათი ტვინი ერთვება იმ ტალღებზე, სადაც ჩვენი პლანეტის საერთი საინფორმაციო ველში არსებული კოდირებული ინფორმაციაა.
ამის შემდეგ ტვინში არსებული თვალისა და ეპიფიზის საშუალებით  მიღებული სახეები ხვდება კვარცის ბურთის კრისტალებში,  აირეკლება მათში და ისევ ტვინს უბრუნდება. შედეგად ადამიანი ხედავს ბროლის სფეროში წარმოქმნილ გამოსახულებას.

ფაქტია, რომ კრისტალებს გააჩნია საინფორმაციო თვისებები, რომლის ბოლომდე ამოხსნა ჯერ კიდე წინ გველოდება.





No comments:

Post a Comment