Sunday, 11 June 2017

პროტოიბერიული ანუ მედიტერანული სამყარო ( ნაწილი II )

                                                         

 ნოსტრადამუსის მე-5 ცენტურის 54-ე კატრენში წერია:                                                                   "შავი ზღვიდან და დიდი ტარტაროსიდან გამოჩნდება მეფე, 
რომელიც მოვა იმისთვის, რომ შეაზანზაროს  გალია
(საფრანგეთი), ის გამოაღვიძებს ჩრდ. კავკასიასა და
ამიერკავკასიას, ბიზანტიაში (საბერძნეთი)                                                                                დატოვებს თავის გამაფრთხილებელ კვერთხს".               

ლუის სპენსი გახლდათ შოტლანდიელი მეცნიერი, მკვლევარი და ჟურნალისტი. ის დაინტერესებული იყო თემით, რომელიც სტატიის სათაურად გვაქვს გამოტანილი. საკუთარი კვლევის შედეგებს წიგნად აქვეყნებდა. გაგაცნობთ მის საინტერესო მოსაზრებებს ამასთან დაკავშირებით.

სპენსის აზრით პლატონის მიერ ატლანტიდიდან შემოჭრის მითითებული, მიახლოებითი თარიღი ემთხვეა აზილიურ-ტარდენოაზიური ხალხების-იბერიული რასის ევროპაში განსახლების ხანას. ასევე აფრიკაში გადასახლებას-"ლიბია ეგვიპტემდე და ევროპა ეტრურიამდე წარმოადგენს რეგიონებს, სადაც პროტოიბერებმა ჰპოვეს სამშობლო. მათ ეკუთვნის მშვილდის გამოგონება. მამაკაცებს ჰქონდათ გრძელი თმა და გვირგვინის ფორმით იმაგრებდნენ მას." ლუის სპენსს მიაჩნდა, რომ ატლანტიდა დაიპყრო რასამ, რომელიც ჰგავდა ჩრდ.აფრიკის ბერბერებს ე.ი. იბერებს-მაღლები, კარგი აღნაგობისანი, მუქთმიანნი და წაბლისფერთმიანნიც, ნაცრისფერი ან ცისფერთვალება და ძალიან ჰგავდნენ კანარის კუნძულების გუანჩებს. სავარაუდოდ გუანჩები მათი შთამომავალნი უნდა იყვნენ. ბევრი მკვლევარი საუბრობს კანარის კუნძულების აბორიგენთა ბერბერულ ან იბერიულ ფესვებზე.

ამ თეორიის მომხრე გახლდათ იტალიელი ანთროპოლოგი სერჯი (ჯუზეპე). სერჯი იბერებს უწოდებს "ხმელთაშუა ზღვის რასას".- "ისინი გავიდნენ ხმელთაშუაზღვის საზღვრებიდან და შეაღწიეს ინგლისში, ირლანდიაში, საფრანგეთში და სხვა რეგიონებში".სერჯიმ შეისწავლა ძველ რომაელთა თავის ქალები. კვლევის შედეგებზე დაყრდნობით ამტკიცებდა, რომ რომაელთა თავის ქალები იყო ადგილობრივი და მოსული ელემენტის ნარევი. მეორე ტიპი იყო ნორდიული, რომელიც რიცხობრივად არ დომინირებდა. ამ მეცნიერმა შეიმუშავა თავის ქალის ფორმების თავისი კლასიფიკაცია. ძველ რომში ჭარბობდა "სფეროიდული" თავის ქალა, ბევრად განსხვავებული ნორდიული დოლიხოკეფალისგან.  სერჯის მიაჩნდა, რომ პროტოიბერებმა მოახდინეს ატლანტიდის ოკუპაცია, მიიღეს მათი ძველი რელიგია და მათსავით თაყვანს სცემდნენ ხარს. არსებობს ამ თეორიის საპირისპირო თეორიაც, რომ თავად ატლანტები იყვნენ იბერები. ატლანტები თაყვანს სცემდნენ მზის ღვთაებას. იბერებისთვისაც მთავარი გახლდათ მზის კულტი. როგორც მითებიდანაა ცნობილი კოლხი აიეტი გახლდათ ჰელიოსის (მზის) შვილი. რაც პირდაპირ მიანიშნებს მზის კულტის წარმართველ როლზე იბერთათვის.

პოსეიდონი გახლდათ ატლანტიდის სამეფო დინასტიიდან. ის ითვლება პელაზგთა ღვთაებად და იბერიული რასის წარმომადგენლად. არსებობს ვარაუდი, რომ პოსეიდონი იყო ამ რასის მეფე-ქურუმი. სპენსის აზრით მან დაიპყრო ატლანტიდა მიახლოებით 10500 წელს ჩვ.წ. აღ.-მდე. ატლანტიდა იმ დროისთვის ნაწილობრივ ჩაძირული უნდა ყოფილიყო. ზოგიერთი მითის მიხედვით პოსეიდონის შვილებად არიან დასახელებული: ატლასი, ჰადესი, ამფირი, ევემონი, ავტოხთონი და სხვ. ზოგ მითში კი ატლასი არის იაფეტისა და კლიმენეს შვილი-პრომეთესა და ეპიმეთეს ძმა. ზოგიერთი მითოგრაფოსი ატლასს წარმოაჩენს ბრძენ ასტროლოგ მონარქად, რომელმაც ადამიანებს ასწავლა ვარსკვლავებზე მომავლის დანახვა. ატლასის მთა მდებარეობს ჩრდ. აფრიკაში, ასევე მავრიტანიაში, არკადიასა და კავკასიაში. ბერძნები ავტოხთონს იყენებდნენ პელაზგების მიმართ. ატლანტიდის პირველი მეფე უნდა ყოფილიყო ურანი, რომელიც ტიტან იაფეტის შვილი გახლდათ. ატლანტიდის სრული ჩაძირვის შემდეგ ევროპაში გაჩნდნენ იქიდან გადმოსახლებული ატლანტები. მათ თან მოიყოლეს დიდი დედის კულტი და ხარის თაყვანისცემა, რაც სწორედ იბერების დამახასიათებელია.  დიოდორეს მიხედვით ატლანტიდის მესამე მეფე იყო იუპიტერი (არა ღვთაება იუპიტერი).  პლატონი ამტკიცებს, რომ ლიბიას მართავდნენ ატლანტიდის მეფეები. ატლანტიდის დედაქალაქის წრიული გეგმის მიხედვით იყო აშენებული კართაგენი (ესეც იბერთა კერა. მოგვიანებით მოხდა მისი სემიტიზაცია) და სხვა ხმელთაშუაზღვისპირა ქალაქები.  ატლანტები პოსეიდონის ტაძარში მსხვერპლად წირავდნენ ხარს. სამსხვერპლო ხარის სისხლს ასხურებდნენ იქ მდგომ სვეტს, ხოლო ლეშს ცეცხლს უკიდებნენ. დარჩენილ სისხლს აგროვებდნენ პატარა ოქროს თასებში და ასხურებდნენ ცეცხლს, მორჩენილს სვამდნენ.

მოგვიანებით ხარის კულტმა ეგვიპტეშიც შეაღწია. ეგვიპტელებს სწამდათ, რომ გარდაცვალების შემდეგ ოზირისის სული გადავიდა ხარის სხეულში. როცა ხარი კვდებოდა, უნდა მოეძებნათ მისი მსგავსი ხბო, რომ სულს გაეგრძელებინა არსებობა. ეგვიპტიდან ხარის კულტმა გადაინაცვლა რომში და შემდეგ ბრიტანეთში. ხარს ეთაყვანებოდნენ კელტებიც. მისი მსხვერპლშეწირვა იყო დრუიდთა ცერემონიალის შემადგენელი ნაწილი.

"ჩვ.წ.აღ-მდე 10500 წლის წინ კავკასიის რეგიონიდან ეგვიპტეში შეიჭრა არართა. დიდი პირამიდა და სფინქსი გიზაში აიგო მისი შვილის არაარ-არართას მართვის დროს. მათთან ერთად ეგვიპტეში მივიდა ქურუმი რათა, რომელიც რელიგიურ მოღვაწეობას შეუდგა იქ". (ცნობილი ამერიკელი ნათელმხილველი ედგარ ქეისი, 1943წ. 28 აგვისტო)

არსებობს უტყუარი მტკიცებულებები, რომ ეგვიპტე ადრეულ ხანაში დასახლებული იყო იბერიული რასით. რასაც ადასტურებს ბოლო დროს ჩატარებული გენეტიკური კვლევებიც. შვეიცარელ გენეტიკოსთა მტკიცებით ევროპის მოსახლეობის თითქმის ნახევარი და ზოგან უფრო მეტიც-დიდი ბრიტანეთი, ესპანეთი, საფრანგეთი-სწორედ ის ქვეყნები, სადაც ძველი იბერები სახლობდნენ, ენათესავებიან ეგვიპტელ ფარაონებს, რომლებიც წარმოშობით კავკასიიდან იყვნენ. შვეიცარელი მეცნიერები ფიქრობენ, რომ ეგვიპტელი ფარაონებისა და თანამედროვე ევროპელების საერთო წინაპარი ცხოვრობდა კავკასიაში მიახლოებით 9500 წლის წინ.  IGENEA ცენტრის დირექტორს რომან შოლცს მიაჩნია, რომ მიახლოებით 7 ათასი წლის წინ კავკასიელები განსახლდნენ ევროპაში, ზოგიერთი კი გაეშურა ეგვიპტისკენ. სავარაუდოდ მათ, ანუ იბერებმა მიიტანეს ეგვიპტეში ატლანტების კულტურა. ძველი ეგვიპტელები აღნიშნავდნენ, რომ იბერიული ტომები გატაცებული იყვნენ სხეულის ტატუირებით (პიქტი შეღებილს ნიშნავს). აქედან გავრცელდა ტატუირება ყველგან.  გალიისა და ესპანეთის უძველესი მოსახლენიც იკეთებდნენ ტატუს.  ცნობილია, რომ რომაელები ბასკებს უწოდებდნენ პიქტონებს. 

 პომპონიუს მელას მიაჩნია, რომ ტიტანი ალბიონი (პოსეიდონის შვილი) იყო ინგლისის უძველესი მფარველი ღვთაება, ამავე დროს, ატლასის ძმაც  ირლანდიის ღვთაება იბერიასთან ერთად ეხმარებოდა ჰერაკლეს დასავლეთ კარიბჭის დაცვაში. ჰერაკლე კი ძველ იბერთა ბელადი იყო.

სავარაუდოდ იბერები ბევრი იყვნენ ირლანდიაში. ისინი ფლობდნენ საიდუმლო ცოდნას. დახელოვნებულნი იყვნენ ჯადოქრობაში. სწორედ მათგან წამოვიდნენ შემდეგ დრუიდები. იულიუს კეისარი წერდა, რომ გალიაში ორი კატეგორიის ადამიანი ფლობდა ძალაუფლებას: არისტოკრატები და დრუიდები. დრუიდები საღვთო საქმეზე ზრუნავდნენ, ბჭობდნენ რელიგიურ საკითხებზე. დრუიდების თავშეყრის რიტუალი წააგავდა პოსეიდონის ტაძარში მოწყობილ კრებას, ვინაიდან მათ მსგავსად დრუიდებიც იკრიბებოდნენ წმინდა ადგილებზე გალიაში, სადაც წყდებოდა ყველა დაგროვილი პრობლემა და საკითხი მათი ხელმძღვანელობით.

"იაფეტიდები წარმოადგენდნენ რელიგიურ ელიტას კაცობრიობისას. სულიერი ცხოვრების ლიდერებს" -ზ.გამსახურდია

"ესპანეთის,საფრანგეთის, ინგლისისა და გერმანიის (რაინამდე) ტერიტორია ეკუთვნოდა იბერიულ რასას. იტალია არიელების მოსვლამდე ამ რასით იყო დასახლებული".-ფ.ენგელსი

ნოსტრადამუსის ზევით მოტანილ 54- კატრენში სავარაუდოდ საუბარია ჰერმესის კვერთხზე ან თვით ჰერმესზე, რომელიც ითვლება ღმერთთა მაცნედ. იგი ერთადერთი მეკვლეა მკვდართა საუფლოში, სადაც მდებარეობს ელიზეუმი-მართალთათვის და ჰადესი-საიდანაც ჩნდებიან უკვდავი ტიტანები და მათი მემკვიდრე ატლანტები.

ნ.მარის აზრით: "ჰერმესი HER-ME შუმერების ტოტემის ნაირსახეობას წარმოადგენს.
შუმერულ-იბერიული კავშირი აღნიშნული ტომობრივი სახელწოდების წყვილი ნაირსახეობის ორივე ნაწილშია დადგენილი კავკასიაში, წინა აზიაში, ესპანეთთან
ერთად. ეს სოციალ-ეკონომიკური ერთეული H'ERTME-თი და ნაირსახეობით SU-BAR-ით
დასავლეთ ევროპაშიც არის შეჭრილი, ცენტრალურ ევროპაშიც და აღმოსავლეთ
ევროპაშიც გადადის საზღვრებს აღმოსავლეთისკენაც-აზიაში და შემდეგ სამხრეთისკენ
აფრიკაში. შუმერული ანუ კიმერიული ტოტემის ძირითად ნაირსახეობას ეკუთვნის
ჰერმესის სახით ერთი მხრით ვოლგაზე KER+E+MEN, კ ა ვ კ ა ს ი ა შ ი-ს ვ ა ნ უ რ შ ი
GERTME-ღმერთი, სომხ. KARTA-PET, ცენტრში კი GER+NATN. აქედანაა ნათესაური
ტერმინები: ესპ.HERTMA+NO, ფრანგ. GER MAIN."


               პროტოიბერიული ანუ მედიტერანული სამყარო ( ნაწილი I )

               პროტოიბერიული ანუ მედიტერანული სამყარო ( ნაწილი III )

               პროტოიბერიული ანუ მედიტერანული სამყარო ( ნაწილი IV )









No comments:

Post a Comment