Saturday, 6 May 2017

იიგლავას კატაკომბების საიდუმლო



სამხრეთ მორავიის ქალაქმა იიგლავამ სახელი გაითქვა იქ არსებული კატაკომბებით, რასაც ბევრი მისტიკური ისტორია და ლეგენდა უკავშირდება. კატაკომბები XIII საუკუნეშია  აგებული. მიწისქვეშა ნაგებობა ოთხიარუსიანია, რომელიც 25 კილომეტრზეა გადაჭიმული ქალაქის ქვეშ.


როგორც წლების წინ, იიგლავას კატაკომბების ფენომენალური მოვლენები ახლაც აღვივებს თავგადასავლებისა და ამოუცნობი მოვლენების მოყვარულთა ფანტაზიას. ამბობენ, რომ ერთ-ერთ დერეფანში შუაღამისას ისმის ორღანის ხმა. არც მოჩვენებების ნაკლებობას უჩივიან. მეცნიერებს ჯერჯერობით ასეთ მოვლენებზე პასუხი არ აქვთ.

1996 წელს კატაკომბების კვლევას შეუდგა არქეოლოგიური ექსპედიცია. ჯგუფის წევრები აღიარებდნენ, რომ მიწისიქვეშ (10 მეტრის სიღრმეზე) მართლა ისმოდა საორღანო მუსიკის ხმა, რომლის წყარო დაუდგენელია. ახლომახლო არსად დგას ორღანი. ამ მოვლენასთან დაკავშირებულია ერთი ადგილობრივი ლეგენდა: უძველეს დროს, კატაკომბების სარდაფებში ინკვიზიტორებმა აწამეს ახლაგაზრდა მუსიკოსი, რომელიც არაჩვეულებრივად უკრავდა ორღანზე. წმინდა მამებმა მუსიკოსი ცოცხლად დამარხეს,  ვინაიდან გადამეტებული ნიჭი ეშმაკეულად ჩათვალეს.  საორღანო მუსიკა ახლა დღისითაც კი ისმის სწორედ მუსიკოსის წამების დღეს.




მთავარ სენსაციად კი იქცა არქეოლოგთა მიერ აღმოჩენილი მანათობელი კიბე, რომლის არსებობის შესახებ ადგილობრივებმაც კი არაფერი იცოდნენ. ის ყველაზე ნაკლებად შესწავლილ დერეფანში მდებარეობს. აღებულმა სინჯებმა  ფოსფორის არსებობა არ აჩვენა. ერთი შეხედვით კიბე განსაკუთრებულობით არ გამოირჩევა, მაგრამ ნელ-ნელა იწყებს ღია ნარიჯისფერ ნათებას. ამ მოვლენის მიზეზი არ არის დადგენილი. ამასთან, მეტროპოლიტენის ერთ-ერთ განტოტებაში, რომელიც კატაკომბებზე გადის მიაკვლიეს უნიკალური დერეფანს. ის მწვანე ფრად ანათებს. ეს გამოცანა ნაწილობრივ ამოიხსნა. კედლებიდან აღებულ სინჯებში აღმოჩნდა მცირე რაოდენობით ვილემიტი (ცინკის სილიკატი). მისთვის დამახასიათებელია  ღია მწვანე ფერის ლუმინესცენცია. ესაა იშვიათი მინერალი, რომელმაც მოახდინა კრისტალიზება კედლებზე. განათებისას რიცხვებისა და ასოების ნახატის ილუზიასაც ჰქმნის.





No comments:

Post a Comment