Tuesday, 11 July 2017

სად გაქრა უძველესი ცოდნის ამსახველი ხელნაწერი წიგნები ალექსანდრიისა და სხვა ცნობილი ბიბლიოთეკებიდან (ნაწილი III)



გაურკვეველ ვითარებაში გააქრეს უმრავი ხელნაწერი პირველწყარო რომაელებმა 146 წ. ჩვ.წ.-მდე გადამწვარი კართაგენიდან. კართაგენში არსებულ  ბიბლიოთეკებზე საუბრობს პლინიუსი. თითქოს სენატის ბრძანებით  დაწვეს წიგნები, ხოლო გადარჩენილი გადასცეს ნუმიდიის მეფეებს. ცნობა შემორჩა კართაგენელი აგრონომ მაგონის ლათინურად თარგმნილი ნაშრომის შესახებ სოფლის მეოურნეობაზე 28 წიგნად. კართაგენელბს ჰქონდათ წიგნები გეოგრაფიაზეც. ცნობილია კართაგენელ მეზღვაურთა ჰანონისა და ჰიმილკონის წერილობითი ანგარიშების შესახებ. რომაელები აფრიკის აღწერისას იყენებდნენ კართაგენულ წყაროებს. კართაგენში რელიგიური ლიტერატურაც არსებობდა. პლუტარქე გვამცნობს კართაგენელთა ტაძრებში შენახულ"წმინდა წერილებზე", რაზეც ხელი მიუწვდებოდა მხოლოდ ქურუმებსა და ზიარებულთ. კართაგენიდან იყვნენ წარმოშობით კლიტომახე (ჰასდრუბალი) და ჰერილ კართაგენელი, მწერალი ტერენციუს პუბლიუს აფრი, ისტორიკოსი ხარონ კართაგენელი.

წიგნების გაქრობაში იმ დროის თითქმის ყველა ქვეყნის ხელისუფალი იღებდა მონაწილეობას. მათ სურდათ იმ უნიკალურ წიგნებზე უფლების მონოპოლიზება, რომელიც ძველი ცივილიზაციების საიდუმლო ცოდნას შეიცავდა.  უცნობია კერძო კოლექციებში არსებული ისეთ ავტორთა წიგნების ბედი, როგორებიცაა: ევრიპიდე, დემოსთენე, პლატონი, ციცერონი. ასევე უცნობია მთელი რიგი ბიბლიოთეკების ბედი, რომელიც ცნობილი მხედართმთავრების ნაალაფარად იქცა. სულამ ათენიდან გაიტანა 30 000 გრაგნილი, ლუკულუსმა კი რომში მთელი შუა აზიის  სიმდიდრე გაიყოლა წიგნების სახით, პომპეუსმა_მითრიდატე პონტოელის პირადი უნიკალური ბიბლიოთეკა.

მაგრამ ყველაზე დიდ საიდუმლოდ რჩება ვატიკანის ბიბლიოთეკის უზარმაზარი წიგნსაცავი. ბიბლიოთეკა ოფიციალურად დაარსდა 1475 წელს. დაარსებისას მის საცავებში უკვე ინახებოდა ხუთი ათასი ძველი ხელნაწერი წიგნი. ამ რაოდენობის წიგნით ვერცერთი ევროპული ქვეყანა დაიკვეხნიდა. ვატიკანში მოღვაწეობდა ასობით გადამწერი. ისინი ყველაზე იშვიათი და ძვირფასი წიგნების ასლებს აკეთებდნენ. კოლექცია მოიცავდა წმინდა წიგნებს, წმინდანთა ცხოვრებას და თეოლოგიურ ნაშრომებს. აქვე იყო ფილოსოფიური ტრაქტატები, ბერძნული, ლათინური, ძველებრაული, ძველსირიული, კოპტური და არაბული კლასიკური ლიტერატურა, ნაშრომები იურისპრუდენციაზე, ისტორიაზე, ხელოვნებაზე, არქიტექტურასა და მუსიკაზე. 


ნელ-ნელა ვატიკანის ბიბლიოთეკა ივსებოდა ევროპის უმსხვილესი ბიბლიოთეკების ფონდებით-ნაყიდი, საჩუქრად მიღებული თუ მუდმივ შესანახად გადაცემული. ვატიკანში ინახება ბევრი გამოჩენილი ადამიანის არქივი. ზოგიერთი მკვლევარის აზრით ვატიკანის საცავებშია შენახული შესწავლისთვის ხელმიუწვდომელი ქრისტეფორე კოლუმბის პირადი არქივი, კოპერნიკის, გალილეო გალილეის, ლეონარდო და ვინჩის უცნობი ხელნაწერები, წიგნები ალექსანდრიის, ათენის, პერსეპოლის, პერგამოსის, კორდოვას ბიბლიოთეკებიდან, ასევე აცტეკთა,  ინკთა და მაიას წიგნები.

ოფიციალური მონაცემებით ვატიკანში ინახება 70 000 ხელნაწერი, 8 პირველნაბეჭდი წიგნი, მილიონი გვიან ნაბეჭდი წიგნი, 100 000 გრავიურა, 200 000 რუკა და დოკუმენტი. კვლავ იკვეთება ალექსანდრიის ბიბლიოთეკის უნიკალური ფონდის ბედი.  როცა მე-4 საუკუნეში რომის იმპერიამ რღვევა დაიწყო, აუცილებელი გახდა იქ არსებული წიგნების გადარჩენა. ერთ-ერთი მდიდარი გემის ქრისტიანი მეპატრონის აკლდამაში, რომელიც 380 წელს გაარდაიცვალა, აღმოაჩინეს წარწერა, სადაც ის იკვეხნიდა ეკლესიისთვის გაკეთებულ სიკეთეს. ჩამოთვლილია შემდეგი: ვარიგებდი შესაწირს, ფულს ვწირავდი ახალი ეკლესიის მშენებლობას. ჩემი საუკეთესო 20 გემი მთელი წელი ეზიდებოდა როდოსზე და რომში წმინდა ტექსტებს ეგვიპტიდან, რისთვისაც კურთხევა მივიღე. საგულისხმოა, რომ სწორედ მე-4 საუკუნეში ჩაეყარა საფუძველი ვატიკანის ბიბლიოთეკას.

საფრანგეთის რევოლუციამ გაძარცვა ყველა ბიბლიოთეკა და მონასტერი. წიგნები და ხელნაწერები შეგროვდა პარიზში და დაემატა ვატიკანიდან წამოღებულ ხელნაწერებსა და წიგნებს, რომელიც ნაპოლეონმა ერთი მიზნით დააბრუნა-შეექმნა ერთი დიდი ბიბლიოთეკა. ეს იყო ოცნება, რასაც ის დიდი ხნის განმავლობაში ატარებდა. რომში ის სისტემატურად ატარებდა დოკუმენტების კონფისკაციას, რომელიც ეხებოდა ტაძროსანთა (ტამპლიერთა) ორდენს. შეგროვილი დოკუმენტაცია ჩააბარეს შარლ ნოდიეს. ის დაინიშნა არსენალის მთავარ ბიბლიოთეკარად. აქვე იყო შუა საუკუნების ხელნაწერები, უფრო მეტად ოკულტური. ბიბლიოთეკა იცავდა და ინახავდა კარდინალ რიშელიეს კოლექციას, უამრავ შრომას მაგიაზე, ჰერმეტულ მეცნიერებებზე, კაბალისტიკაზე. შარლ ნოდიემ შექმნა სალონი, რომელიც მალევე იქცა პარიზული ლტერატურული ცხოვრების ცენტრად.  სალონს ხშირად სტუმრობდა ვიქტორ ჰიუგო. იმ დროის ყველა მწერალი გატაცებული იყო ეზოთერიზმით.

1944 წელს ფაშისტური გერმანიის სპეც.დანაყოფებმა დაწვეს 80 000 წიგნი და ხელნაწერი, რომელიც ეკუთვნოდა ნეაპოლის სამეფო სამეცნიერო საზოგადოებას. მოკავშირეთა ხელში არ უნდა მოხვედრილიყო მნიშვნელოვანი დოკუმენტაცია. სწორედ ეს გახლდათ ამ ოპერაციის მთავარი მიზანი, ვინაიდან ფონდში იყო უძველესი და ასევე მნიშვნელოვანი თანამედროვე დოკუმენტაცია, სადაც საუბარი იყო იმ მაგიურ კვლევებზე, რომელიც ტარდებოდა მუსოლინის დროს. გადმოცემით ამ ბიბლოთეკაში ინახებოდა ლეონარდო და ვინჩისა და ალისტერ კროულის ხელნაწერებიც.

No comments:

Post a Comment