კუნძულ კრეტის სამხრეთ სანაპიროზე, ციხესიმაგრე ფრანკ კასტელოსთან თითქმის რეგულარულად შეგიძლიათ თვალყური ადევნოთ უცნაურ მოვლენას "დროსოლიდეს" ( რაც ქართულად ცვარს ნიშნავს). ამ მოვლენას ადგილი აქვს შუა ზაფხულში, თენებისას, როცა ჰაერში ხდება ნამის კონდესირება. თვითმხილველების თქმით, მათ თვალწინ, ძველი ციხესიმაგრის ახლოს, ზღვის ზედაპირზე არაერთხელ გამოჩენილა ასობით მეომრის თავგანწირული ბრძოლის ბუნდოვანი ჩვენება, მირაჟი. ისმის ყიჟინა და იარაღის ჟღარუნის ხმა. ხანდახან ბრძოლა უხმაუროდ მიმდინარეობს. თვითმხილველთა თქმით, საოცარი ხილვა მოდის ნელ-ნელა ზღვის მხრიდან და ქრება ციხესიმაგრის კედლებში. მე-19 საუკუნის შუა ხანებში ამ ადგილზე მოხდა ბრძოლა ბერძნებსა და თურქებს შორის. თვითმხილველები ამბობენ, რომ სწორედ ამ შეტაკების მონაწილე ფანტომებს ხედავენ ისინი.
Wednesday, 26 February 2020
Monday, 24 February 2020
მიწისქვეშა ქალაქები კაპადოკიაში
კაპადოკიის ტერიტორიაზე არსებული მიწისქვესა ქალაქების შესახებ ყველას სმენია. ამ ტერიტორიაზე აღმოჩენილია ოცდათექვსმეტი მიწისქვეშა ქალაქი. მათ შორის, ყველაზე დიდი და შთამბეჭდავი გახლავთ ქაიმაკლი და დერინკუი.
ქაიმაკლი ცამეტ სართულიანია, მაგრამ მხოლოდ ხუთ სართულზეა დაშვებული მნახველთა შესვლა. დანარჩენ სართულებზე მიმდინარეობს კვლევითი სამუშაოები. პრაქტიკულად ყველა მიწისქვეშა ქალაქი ერთმანეთს ჰგავს. განსხვავება მხოლოდ ზომებშია. ისინი ერთმანეთთან გვირაბებითაა დაკავშირებული.
ქაიმაკლი ცამეტ სართულიანია, მაგრამ მხოლოდ ხუთ სართულზეა დაშვებული მნახველთა შესვლა. დანარჩენ სართულებზე მიმდინარეობს კვლევითი სამუშაოები. პრაქტიკულად ყველა მიწისქვეშა ქალაქი ერთმანეთს ჰგავს. განსხვავება მხოლოდ ზომებშია. ისინი ერთმანეთთან გვირაბებითაა დაკავშირებული.
Sunday, 23 February 2020
Friday, 21 February 2020
ქრონოვიზორი, რომელიც ვატიკანს წარსულისა და მომავლის დანახვის საშუალებას აძლევს
უკანსკნელ ხანს ამ ხელსაწყოს განხილვა მიმდინარეობს მრავალრიცხოვან პუბლიკაციებში. "Chronovisor"- ყოვლად დაუჯერებელი ხელსაწყო, ვატიკანის მრავალთაგან კიდევ ერთ სავარაუდო საიდუმლოებას წარმოადგენს. გადმოცემით, ხელსაწყო მომხმარებელს საშუალებას აძლევს იხილოს მომავალი და წარსულის მოვლენები.
კონსპიროლოგები ირწმუნებიან, რომ საიდუმლო მოწყობილობა არის უდიდესი და საგულდაგულოდ დაცული საიდუმლო. ისინი ამბობენ, რომ ამ ხელსაწყოს დახმარებით ვატიკანი ინარჩუნებს ძალაუფლებასა და გავლენას ათეული წლების განმავლობაში.
მას შემდეგ, რაც ჰერბერტ უელსმა დაწერა რომანი "დროის მანქანა", ბევრს გაუჩნდა დროში მოგზაურობის იდეა და სურვილი. ამ საკითხით ფიზიკოს-თეორეტიკოსებიც კი დაინტერესდნენ სერიოზულად. იქნებ მართალიცაა?
Thursday, 20 February 2020
აღმოჩნდა რომის დამაარსებელი რომულუსის სამარხი
არქეოლოგები ამტკიცებენ, რომ ნახეს რომის ლეგენდარული დამაარსებლის რომულუსის სარკოფაგი. ისტორიკოსები ამას ეჭვქვეშ აყენებენ. კოლიზეუმის დირექტორმა ალფონსინა რუსომ აღმოჩენას ექსტრაორდინარული უწოდა.
სამარხის ადგილის 3 D მოდელი
იტალიელი არქეოლოგობის მიერ აღმოჩინელი მიწისქვეშა ტაძარი სარკოფაგით, მათივე აზრით უნდა ეკუთვნოდეს რომულუსს. აღმოჩენა გაკეთდა კომიციის ზონაში-ძველრომაული ფორუმის ადგილზე.
სამარხის ადგილის 3 D მოდელი
იტალიელი არქეოლოგობის მიერ აღმოჩინელი მიწისქვეშა ტაძარი სარკოფაგით, მათივე აზრით უნდა ეკუთვნოდეს რომულუსს. აღმოჩენა გაკეთდა კომიციის ზონაში-ძველრომაული ფორუმის ადგილზე.
აღსანიშნავია, რომ მიწისქვეშა კამერა მდებარეობს "შავი ქვისგან"-Lapis Niger ზუსტად რამდენიმე მეტრში. "შავი ქვა" გახლავთ ძველი კვადრატული შავი მარმარილოს ფილა, რომელიც ძველი რომის დროიდან მოყოლებული ამოუხსნელ გამოცანად რჩება. მკველვარებს მიაჩნიათ, რომ ის დაიდგა რომულუსის სამარხის ადგილზე.
Monday, 17 February 2020
რა აკავშირებს ტამპლიერთა გოთიკურ ტაძრებს პეტრე იბერთან
პირველი გოთიკური ტაძარი პარიზის მახლობლად გახლავთ ბენედიქტელთა სააბატო სენ-დენი. გადმოცემის თანახმად, დიონისე არეოპაგელი (პარიზელი), რომელსაც აიგივებდნენ ათენელ დიონისე არეოპაგელთან, მონმარტრის მთაზე წამების შემდეგ მოჭრილი თავით თავისი ფეხით მივიდა ახლანდელი სენ-დენის სააბატოს ადგილზე და იქ დაკრძალვა უანდერძა ხალხს. მოგვიანებით, ათენელი დიონისე არეოპაგელი, ფსევდო დიონისე არეოპაგელი და დიონისე პარიზელი შეერწყა ერთ პიროვნებას და მას მიეძღვნა სენ-დენის მონასტერი და სააბატო.
სენ-დენის ადგილზე პირველი პატარა ტაძრის აგება კი მეფე დაგობერტის სახელს უკავშირდება. დაგობერტი ფრანკთა მეფე (629-639 წწ.) მეროვინგთა დინასტიიდან გახლდათ. აქვე უნდა გავიხსენოთ მეროვინგების დინასტიის თავისებურებაც, როგორც მეფე ჯადოქრებისა და ამასთან, ფრანკების კავშირი ტროადან გაქცეულ ჰექტორთან და სხვა ტროელებთან. სწორედ ამ დაგობერტმა ჩაუყარა საფუძველი სენ-დენის ტაძარს დიონისე არეოპაგელის და ამასთან პეტრე იბერის პატივსაცემად. სენ-დენის სააბატო ასეული წლების განმავლობაში რჩებოდა სამეფო სააბატოდ. აქ იყო მეფეთა საძვალე. აქ იღებდნენ განათლებას უფლისწულები.
Saturday, 15 February 2020
ტამპლიერთა ორდენი, დავით აღმაშენებლი და საქართველო (ნაწილი II)
როგორც ცნობილია, მარიამ-მართა, დავითის მამიდა ცოლად გაჰყვა მიხეილ მე-7, სავარაუდოდ 1072-74 წ. მარიამს ეყოლა ვაჟი-კონსტანტინე პორფიროგენეტი, რომელიც ალექსი კომნენის ქალიშვილზე, ანაზე დაინიშნა. მიხეილ ფსელოსი (კონსტანტინეს გამზრდელი) გვამცნობს, რომ კონსტანტინე ახალგაზრდა გარდაიცვალა. კონსტანტინეზე ცნობები 1087-89 წლიდან წყდება. ფსელოსი მარიამზე საუბრისას მისი გვარის სიძველესა და უპირატესობას უსვამს ხაზს ყველა არსებულ სამეფო გვართა შორის. მარიამ -მართას ახლო ურთიერთობა ჰქონდა ტოსკანის დედოფალთან და მის მემკვიდრე მატილდა ტოსკანელთან (გოტფრუა ბულონელის დედობილი). პეტრე განდეგილზე პაპი გრიგოლ მე-7, როგორც ადრეც აღვნიშნე, წერს რომ პეტრე ერთხელ გარდაიცვალა თავის სამშობლოში-იბერიაში, მაგრამ ანგელოზმა ის საიქიოდან დააბრუნა და მოავლინა იტალიას, რათა ამცნოს დასავლეთის საქრისტიანოს, რომ მოვიდა ჟამი უფლის საფლავის გამოხსნისა. ერთ-ერთი გადმოცემით, ჯვაროსნული ლაშქრობის იდეა გარკვეულწილად ეკუთვნის მიხეილ დუკას და მარიამ-მართას.
მეტად ყურადსაღებია იმ პერიოდის დიდი მეფეების საგვარეულო წარმომავლობა და მათი ნათესაური ურთიერთობები. მალიქ შაჰის შვილს ცოლად ჰყავდა მარიამ-მართას მული, ასე რომ როცა გიორგი II ჩავიდა მასთან ზავის დასადებად და მალიქ შაჰმა ის მიიღო "როგორც ძმა და ნათესავი'' სულაც არ არის სიმართლეს მოკლებული.
Thursday, 13 February 2020
ადგილები დედამიწაზე, სადაც გრავიტაცია არ მოქმედებს
უკუმდინარე ჩანჩქერი ინგლისში
ინგლისში ქალაქ ჰეთფილდის ახლოს მოედინება ჩანჩქერი, რომელიც შადრევანს უფრო ჰგავს, ვინაიდან ცისკენაა მიმართული. "უკუმდინარე" ჩანჩქერის თავისებურება იმაში მდგომარეობს, რომ ძლიერი ქარი იტაცებს და უკუღმა აბრუნებს მას. ჩანჩქერის სიმაღლე 24 მეტრია. საინტერესოა, როგორ აბრუნებს ქარი ასე ადვილად წყლის ასეთ მასას უკან.
პრეიზერის ზონა აშშ-ში
ტამპლიერთა ორდენი, დავით აღმაშენებელი და საქართველო(ნაწილი I)
საფრანგეთში, გოტფრუა დე ბულონელმა სიონის ორდენის სამხედრო-სამონაზვნო ჩრდილოვანი ადმინისტრაცია შექმნა, რომელიც ოფიციალურად იერუსალიმში "ტამპლიერთა ორდენის" სახელწოდებით დაფუძნდა და ცალკე არსებობას შეუდგა. გოტფრუა დე ბულონელი გახლდათ ქვემო ლოტარინგიის ჰერცოგი. ტამპლიერთა ორდენის პირველი მაგისტრი გახდა ჰუგო დე პეინსი, რომელიც იმავდროულად სიონის პრიორატის გროსმაისტერიც გახლდათ. ტამპლიერთა ორდენი თავისი ღრმა არსით წარმოადგენდა გრაალის ძიების ახალ გზას. ამგვარად, გრაალის თასი და ტამპლიერთა ორდენი განუყრელად არიან ერთად. ორდენის ოცნება იყო ხალხთა ისეთი ერთობის შექმნა, სადაც აღარ იქნებოდა განსხვავება და დაპირისპირება რელიგიურ ნიადაგზე. დასაწყისში ორივე ორდენის მიზანი საერთო იყო-გრაალის მისტერიებში ხელდასმის მიღება და აღმოსავლურ სიბრძნესთან ზიარება. იერუსალიმის აღების შემდეგ, მათი გზები გაიყო. ტამპლიერებმა თავიანთი არსებობა წმინდა ბარძიმს დაუკავშირეს, ხოლო "სიონის ორდენი" პოლიტიკას დაუკავშირდა.
"სიონის ორდენი" შექმნის დღიდან ითვლის 27 მაგისტრს. როგოც ირკვევა, მათი მთავარი მიზანი მეროვინგების დინასტიის დაბრუნებაა."სიონის ორდენის" დიდ მაგისტრებს შორის იყვნენ: ლეონარდო დავინჩი, ვიქტორ ჰიუგო, კლოდ დებიუსი, ჟან კოკტო. ამ უკანასკნელს ახლო ურთიერთობა ჰქონია შარლ დეგოლთან და მას უჭერდა მხარს.
გადმოცემით, დავით აღმაშენებელს ტამპლიერთა ორდენის რაინდად თვლიდნენ. დაუდასტურებელი მონაცემებით, თვით ტამპლიერთა მოძრაობას საქართველოსთან უნდა ჰქონდეს კავშირი. ძველ წყაროებში კოლხებს ფასიანელებსაც უწოდებდნენ. ამ ფუძიდან ბევრი ტოპონიმია საქართველოში. სოფ. ფუტიეთი, სოფ. ფურტი და სხვა. ხევსურეთში იყო ხატის მსახურების აღმნიშვნელი ტერმინი-ფულტი. ძველ ბერძნულ წყაროებში კოლხი მთიელები იხსენებიან, როგორც ფუ(ს)ტელები. ისინი ანდრია პირველწოდებულს მოუქცევია ქრისტიანობაზე.ძველ აღთქმაში ხშირია ფუტიელების ანუ კოლხთა ხსენება. ფუ(ს)ტელები საქართველოს ისტორიულ წარსულში იმავე ფუნქციას ასრულებდნენ, რასაც ძველი აღთქმის ლევიანები. ისინი იცავდნენ საკულტო ტაძრებს წარმართობის დროს, ხოლო ქრისტიანობის გავრცელების შემდეგ, ეკლესია-მონასტრებს. სავარაუდოდ, ფუ(ს)ტელთა სამხედრო-სარწმუნოებრივი ორდენი უძველესი დროიდან უნდა არსებულიყო. ტამპლიერთა ორდენის მთავარი მიზანიც ეკლესია-მონასტრების და მომლოცველთა დაცვა იყო. ფრანგული სიტყვა ტამპლიერი (ტაძრელი) იგივე სვანური ფუსტელი (მეუფლე) იდენტურ ფუნქციონალურ დატვირთვას ატარებდა.
Wednesday, 12 February 2020
ყველაზე დიდი საიდუმლოებით მოცული კუნძულები დედამიწაზე
მრგვალი კუნძული, რომელიც ბრუნავს მრგვალ ტბაში
ასეთი პატარა და უცნაური კუნძული მდებარეობს სამხრეთ არგენტინის მიუვალ ტერიტორიაზე. ამიტომ არავინ იცოდა მისი არსებობის შესახებ. ის შემთხვევით აღმოაჩინა სატვირთო ვერტფრენის პილოტმა.
რაში გამოიხატება ამ ტბის თავისებურება: ტბას გააჩნია იდეალურად თანაბარი ნაპირები, რომელიც ქმნის მკვეთრად გამოხატულ წრეს. ტბაში მოჩანს მოცურავე კუნძული. კუნძულსაც ისეთივე იდეალური მრგვალი ფორმა აქვს, როგორც ტბას. ამასთან, კუნძული მუდმივად გადაადგილდება ნაპირთან მიმართებით ისე, რომ წყალი ტბაში ნახევრმთვარისებურ სახეს იღებს.
Monday, 10 February 2020
საიდუმლოებებით მოცული კაილასის მთა
კაილასის მთა მდებარეობს შორეულ, ძნელად მისასვლელ ადილზე დასავლეთ ტიბეტში და წარმოადგენს ერთ-ერთ მნიშვნელოვან წყალგამყოფს სამხრეთ აზიაში. კაილასის სიმაღლე 6666 მეტრია და გამოუცნობ ადგილად ითვლება მსოფლიოში.
კაილასი გახლავთ მთიანი მასივი, რომელიც გამოირჩევა სხვებისგან და არის ყველაზე მაღალი. მას მკვეთრად გამოხატული პირამიდის ფორმა აქვს. მწვერვალს თოვლის ქუდი უმშვენებს. ამ მთის დაპყრობა ჯერ ვერავინ შეძლო. ჯერ არავის დაუდგამს ფეხი მის მწვერვალზე.
მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ კაილასი მთა კი არა, პირამიდაა. დანარჩენი პატარა მთები კი პატარა პირამიდებია. გამოდის, რომ ესაა პირამიდების მთელი სისტემა. მაგრამ რა დანიშნულება აქვს მას?-მკვლევართა აზრით, კაილასის მთა წარმოადგენს ყველაზე მნიშვნელოვან ადგილს, სადაც დიდი ენერგია იყრის თავს. კაილასის მთების უნიკალურობა იმაშიც მდგომარეობს, რომ მის გასწვრივ არის სხვადასხვა სახის შეზნექილი, რკალისებური და ბრტყელი ნახევრად ქვის მოწყობილობა.
კაილასი გახლავთ მთიანი მასივი, რომელიც გამოირჩევა სხვებისგან და არის ყველაზე მაღალი. მას მკვეთრად გამოხატული პირამიდის ფორმა აქვს. მწვერვალს თოვლის ქუდი უმშვენებს. ამ მთის დაპყრობა ჯერ ვერავინ შეძლო. ჯერ არავის დაუდგამს ფეხი მის მწვერვალზე.
მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ კაილასი მთა კი არა, პირამიდაა. დანარჩენი პატარა მთები კი პატარა პირამიდებია. გამოდის, რომ ესაა პირამიდების მთელი სისტემა. მაგრამ რა დანიშნულება აქვს მას?-მკვლევართა აზრით, კაილასის მთა წარმოადგენს ყველაზე მნიშვნელოვან ადგილს, სადაც დიდი ენერგია იყრის თავს. კაილასის მთების უნიკალურობა იმაშიც მდგომარეობს, რომ მის გასწვრივ არის სხვადასხვა სახის შეზნექილი, რკალისებური და ბრტყელი ნახევრად ქვის მოწყობილობა.
Saturday, 8 February 2020
რობოტები ალექსანდრიის შუქურაზე
ალექსანდრიის ანუ ფაროსის შუქურა მსოფლიოს შვიდი საოცრებათგან ერთ-ერთი მათგანი გახლავთ. მისი მშენებლობა ალქსანდრე მაკედონელის დროს დაიწყო და დასრულდა პტოლემეუს I-ის მეფობის ხანაში. შუქურას სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდა. მისი უნიკალურობა კი ნაგებობის არასტანდარტულობაში გამოიხატებოდა.
როგორც ცნობილია, მაკედონელმა ნილოსის დელტის სამხრეთით დაარსა თავისი სახელობის ქალაქი. სტრატეგიულად მნიშვნელოვანი საზღვაო სავაჭრო გზების შესაქმნელად კი საჭირო იყო პორტი და ნავსადგური. იმ ადგილებში გემები ხშირად განიცდინენ კატასტროფას. აუცილებელი იყო შუქურის აგება. შუქურა შეასრულებდა მნიშვნელოვან ფუნქციას-გაანათებდა ირგვლივ გარემოს, გემებს მისცემდა სწორ მიმართულებას პორტისკენ და მტრის თავდასხმის შემთხვევაში, გაფრთხილებას შესძლებდა.
Friday, 7 February 2020
სოლომონ მეფის დღემდე გამოუცნობი იარაღი "შამირი"
ძველად მეფე სოლომონზე ბევრი ლეგენდა დადიოდა. სოლომონის სახელთანაა დაკავშირებული ყველასთვის კარგად ცნობილი ტაძრის აგებაც.
ბიბლიაში ნახსენებია, რომ მოსემ ძვირფას ქვებზე ისრაელიტელთა თორმეტივე შტოს სახელი ამოკვეთა.რაც ჯადოსნური ქვის შამირის (ან ჭიის) საშუალებით მოახერხა. ამ ქვას განუსაზღვრელი ძალა გააჩნდა. ის ჭრიდა ალმასებს, ბაზალტს, მარმარილოსა და რკინას. მოსეს სხვა საიდუმლო ნივთიც ჰქონდა კვერთხის სახით, რომელიც მრავალ სასწაულს ახდენდა.
ბიბლიაში ნახსენები ჭია-შამირი მხოლოდ მოსეს სახელთან კი არაა დაკავშირებული, არამედ მეფე სოლომონის სახელსაც უკავშირდება. მეფე სოლომონი გახლდათ რეალური ისტორიული ფიგურა, რომელიც ისრაელში მეფობდა 965-928 წწ-ში ჩვ.წ. აღ-მდე.
Monday, 3 February 2020
ანტიკური საბერძნეთის დღემდე ამოუცნობი საიდუმლოებები
"ელევსინის მისტერიების" საიდუმლო
ანტიკური საბერძნეთის ერთ-ერთი ყველაზე მომხიბვლელი საიდუმლო ეხება ორგანიზაციას, რომლის სახელწოდება გახლავთ სიტყვა "საიდუმლოს" სინონიმი.
"ელევსინის მისტერიები"-რელიგიური კულტი, რომელიც დაკავშირებულია რიტუალებთან, რომლის დეტალები ბურუსითაა მოცული დღესაც კი. ეს ტერმინი აღნიშნავს როგორც თავად ორგანიზაციას, ასევე რელიგიურ რიტუალს, რომელსაც ატარებდნენ მისი მონაწილეები.
კულტის მისტერიების შესახებ ინფორმაციის სიმწირის ძირითად მიზეზად შეიძლება ჩაითვალოს მისტერიების დიდი საიდუმლოს ხასიათი. საიდუმლოს გამჟღავნება, იმ დროს, სიკვდილით ისჯებოდა. ყველასთვის ცნობილი ესქილე ელევსინის ქურუმის შვილი და ხელდასმული გახლდათ. ესქილეს აბრალებდნენ, რომ მან თავის თეატრალურ წარმოდგენაში გათქვა მისტერიების საიდუმლო, ამიტომ მოსაკლავად დასდევდნენ. სიკვდილისგან თავი იმით იხსნა, რომ დაიმალა დიონისეს ტაძარში.
Sunday, 2 February 2020
მექსიკაში აღმოაჩინეს 13 000 ათასი წლის ევროპელის თავის ქალა
ოჰაიოს შტატის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ჩაატარეს 13 000 წლის ოთხი თავის ქალის დეტალური ანალიზი, რომელიც არქეოლოგიური გათხრების დროს მოიპოვეს მექსიკის ტერიტორიაზე. ანალიზის შედეგად დაადგინეს, რომ ნაშთები ეკუთვნოდა ევროპის, აზიის და არქტიკის ბინადრებს.
კვლევის შედეგი ამტკიცებს, რომ ადრეული ჩრდილოამერიკელები ბიოლოგიურად ბევრად მრავალფეროვანნი იყვნენ ვიდრე ადრე თვლიდნენ. ასეთი დასკვნა, მექსიკის შტატ კინტანა-როოში წყლით დატბორილ გამოქვებულებში ნაპოვნმა ოთხი უძველესი თავის ქალის ანალიზმა განაპირობა. თავის ქალების ასაკი 9000-დან 13 000 წელია. ანუ ნაშთები ეკუთვნის ადამიანებს, რომლებიც ცხოვრობდნენ გვიანი პლეისტოცენისა და ადრეული ჰოლოცენის ეპოქაში.
Friday, 31 January 2020
ლეგენდარული ტროა, პროტოიბერთა უკანასკნელი ბასტიონი (ნაწილი III)
ტროას დაცემას დიდი გამოძახილი ჰქონდა, ვინაიდან მას ბევრი ცვლილებები მოჰყვა იმდროინდელ ხმელთაშუაზღვისპირეთში, რასაც მოწმობს ანტიკური ავტორების მხრიდან ყურადღების გამახვილება არსებულ გადმოცემებზე თუ მასალაზე, რომელიც ამ თემას ეხება.
საერთო სურათი ასეთია: ტროას ომს გადარჩენილმა ენეასმა მამამის ანქიზესთან და რამოდენიმე ახლობელთან ერთად დატოვა ტროა და გაემგზავრა აპენინის ნახევარკუნძულისკენ, სადაც დასახლდა კიდეც. რომის იულიუსთა გვარის იმპერატორები თავიანთ წინაპრად ენეასს და მის ძეს ასკანიუსს (სოფ. ასკანა საქართველოში) თვლიან. ენეასი გახლდათ ტროელ გმირ ანქიზესა და აფროდიტეს შვილი. პრიამოსს სძულდა ენეასი როგორც ტახტის მეტოქე. ტროას ომში ენეასი თავიდან არ იღებდა მონაწილეობას. ის მოგვიანებით ჩაერთო ამ ომში და ამის მიზეზი გახდა აქილევსი. ენეასმა მხრებით გამოიტანა მამამისი ანქიზე ალმოდებული ტროადან შემოიკრიბა გადარჩენილი ტროელები და ოცი გემით ჯერ თრაკიას მიადგა. აქ დაარსა ქალაქი ენეა. ხანგრძლივი მოგზაურობის შემდეგ, დელფოს მისნის რჩევით, აპენინისკენ აიღო გეზი.შვიდი წლის ხეტიალის შემდეგ მიაღწია აპენინის ნახევარკუნძულს. ენეასმა ააშენა ქალაქი "ლავინიუმი''(ასეთი ქალაქი მართლაც აღმოჩნდა ლაციუმში არქ. გათხრებისას). 30 წლის შემდეგ, ენეასის ძემ ასკანიოსმა (იულიუსმა) ააშენა ქ. ალბა-ლონგა და გახდა იულიუსთა გვარის მამამთავარი. აპიანეს ცნობით, ენეასის შვილს თავიდან ერქვა ე(ი)ბრილიონი, ებრი=იბრი. ასკანიოსს იგივე ებრილიონს ლათინებმა თავიდან ზედმეტ სახელად შეარქვეს იობა, ვინაიდან მისი წარმოშობა გადმოცემით უკავშირდებოდა იუპიტერს, საიდანაც გაჩნდა მისი სახელი იული, აქიდან იულიუსთა გვარი."იუპიტერთან დაკავშირებულია თეთრი რასსა, მერკურთან - შავი, ვენერასთან - წითელი, ხოლო მარსთან ყვითელი, ანუ მონგოლური რასსა. იუპიტერის რასსის პირველადი რასსობრივი სუბსტრატი არის სწორედ ეს იაფეტური".-(ზვიად გამსახურდია) ვერგილიუსი ენეასზე ამბობს, რომ ის წარმოშობით კავკასიიდანაა.
ამოუცნობი ეგვიპტე_თხევადი ქვა თუ უძველესი ბეტონის ტექნოლოგია ჰათჰორის ტაძარში
ეგვიპტის ისტორიის მკვლევართა და ზოგადად დაინტერესუბულთა შორის დიდი ხანია მიმდინარეობს მსჯელობა თუ კამათი საკითხზე, რომელიც პირამიდების მშენებელთა მიერ გამოყენებულ მასალას ეხება: არის ეს ხელოვნურად შექმნილი თუ ბუნებრივი ქვის ბლოკები.
სურათზე ჰათჰორის ტაძრის კიბეებია აღბეჭდილი. მათ ეტყობა სიარულისგან ბუნებრივი ცვეთა.
Tuesday, 28 January 2020
ამოუცნობი ეგვიპტე_რა დამალა სმიტსონის უნივესიტეტმა გრანდ კანიონის შესახებ
ბოლო დროს, ბევრი მტკიცებულება გაჩნდა იმასთან დაკავშირებით, რომ ძველი ცივილიზაციების წარმოადგენლები, ისეთები როგორც ეგვიპტელები, ჩინელები, შესაძლოა ოლმეკები იყვნენ, შეეძლოთ ტრანს-ოკეანური გადაადგილება და მოგზაურობა.
იდეა, რომ ჩრდილოეთ ამერიკაში არსებობდა უძველესი კოლონია, რომელიც ძველი ეგვიპტელების ცივილიზაციას ეკუთვნოდა, ჰოლივუდური ფილმების სიუჟეტს წააგავს. მიუხედავად ამისა, 1909 წლის 5 აპრილის ჟურნალ ''ფენიქსში'' გამოქვეყნდა დაწვრილებითი ანგარიში კლდეში გამოკვეთილი საცავების აღმოჩენისა და იქ ჩატარებული კვლევების შესახებ ს.ა.იორდანის ხელმძღვანელობით-სმიტსონის უნივერსიტეტიდან.
Monday, 27 January 2020
Sunday, 26 January 2020
ამოუცნობი ეგვიპტე_ავსტრალია პირველად ეგვიპტელებმა აღმოაჩინეს
დიდი ხნის წინ მჭიდროდ დასახლებულმა ავსტრალიამ მოულოდნელად დაიწყო თავისი საიდუმლოებების გამოაშკარავება.
1837 წელს, ინგლისელი მოგზაური, გეოგრაფი ჯორჯ გრეი გაემგზავრა ექსპედიციით ავსტრალიის დასავლეთ და სამხრეთ ნაწილის სანაპიროზე, რომელიც მანამდე შეუსწავლელი გახლდათ. ხანგრძლივი მოგზაურობისას, ის ჯგუფთან ერთად მდინარე გლენელგზე აღმოჩნდა, მაგრამ მდინარის შესართავთან ხომალდი ქვებს გამოედო და დაზიანდა. ექსპედიციის წევრებმა ძლივს მოასწრეს ნაპირზე გადასვლა. ქალაქ პერტუსთან მისასვლელად, რომელიც 500 მილის მოშორებით მდებარეობდა, მოუწიათ უღრანი ტყეების გავლა.
ერთხელ, შესვენებისას გრეიმ გადაწყვიტა მდინარის ნაპირთან არსებული გამოქვაბულის დათვალიერება. შიგნით შესულმა გაოცება ვერ დამალა. გამოქვაბულის გაჭვარტლულ თაღზე მოჩანდა ადამიანის მიერ შესრულებული ნახატები. მაგრამ ისინი არაფრით ჰგავდა ავსტრალიელი აბორიგენების მიერ შესრულებულ ნახატებს. მსგავსება უფრო მეტად ეგვიპტურთან იყო ახლოს.
Subscribe to:
Posts (Atom)



























