კუნძულ კრეტის სამხრეთ სანაპიროზე, ციხესიმაგრე ფრანკ კასტელოსთან თითქმის რეგულარულად შეგიძლიათ თვალყური ადევნოთ უცნაურ მოვლენას "დროსოლიდეს" ( რაც ქართულად ცვარს ნიშნავს). ამ მოვლენას ადგილი აქვს შუა ზაფხულში, თენებისას, როცა ჰაერში ხდება ნამის კონდესირება. თვითმხილველების თქმით, მათ თვალწინ, ძველი ციხესიმაგრის ახლოს, ზღვის ზედაპირზე არაერთხელ გამოჩენილა ასობით მეომრის თავგანწირული ბრძოლის ბუნდოვანი ჩვენება, მირაჟი. ისმის ყიჟინა და იარაღის ჟღარუნის ხმა. ხანდახან ბრძოლა უხმაუროდ მიმდინარეობს. თვითმხილველთა თქმით, საოცარი ხილვა მოდის ნელ-ნელა ზღვის მხრიდან და ქრება ციხესიმაგრის კედლებში. მე-19 საუკუნის შუა ხანებში ამ ადგილზე მოხდა ბრძოლა ბერძნებსა და თურქებს შორის. თვითმხილველები ამბობენ, რომ სწორედ ამ შეტაკების მონაწილე ფანტომებს ხედავენ ისინი.
დაინტერესებულმა პირებმა გადაწყვიტეს ამ მოვლენის ვიდეოზე გადაღება, მაგრამ უშედეგოდ. ასეთ დროს მეომრები ან საერთოდ არ ჩნდებოდნენ, ან გადაღებულ ფირზე გამოსახულება არ ჩანდა.
არსებობდა ერთი სარწმუნო წყარო, რომელიც ამ ფენომენის არსებობას ამტკიცებდა-გერმანული გარნიზონის ჩანაწერი, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს გაკეთდა. სამხედრო ბანაკი განთავსებული იყო ციხესიმაგრე ფრანკ კასტელოსთან. გამთენიისას ჯარისკაცები გამოაღვიძა იარაღის ჟღარუნმა და ბრძოლის ხმამ, გერმანელმა გუშაგებმა ცეცხლი გაუხსნეს მებრძოლებს, მაგრამ ტყვიები მათ ვერაფერს აკლებდა. ცოტა ხანში გონს რომ მოეგნენ, გერმანელებმა შეამჩნიეს, რომ მოწინააღმდეგეები უცნაურად იყვნენ ჩაცმულნი. საომარი მოქმედებაც წყლის ზედაპირზე მიმდინარეობდა.ფანტომებს ტყვია ვერაფერს აკლებდა. ამ ჩანაწერმა ჩვენამდე ვერ მოაღწია.
No comments:
Post a Comment