Wednesday, 12 February 2020

ყველაზე დიდი საიდუმლოებით მოცული კუნძულები დედამიწაზე

მრგვალი კუნძული, რომელიც ბრუნავს მრგვალ ტბაში 



ასეთი პატარა და უცნაური კუნძული მდებარეობს სამხრეთ არგენტინის  მიუვალ ტერიტორიაზე. ამიტომ არავინ იცოდა მისი არსებობის შესახებ. ის შემთხვევით აღმოაჩინა სატვირთო ვერტფრენის პილოტმა.

რაში გამოიხატება ამ ტბის თავისებურება: ტბას გააჩნია იდეალურად თანაბარი ნაპირები, რომელიც ქმნის მკვეთრად გამოხატულ წრეს. ტბაში მოჩანს მოცურავე კუნძული. კუნძულსაც ისეთივე იდეალური მრგვალი ფორმა აქვს, როგორც ტბას. ამასთან, კუნძული მუდმივად გადაადგილდება ნაპირთან მიმართებით ისე, რომ წყალი ტბაში ნახევრმთვარისებურ სახეს იღებს.



როგორ გაჩნდა ეს ტბა? რატომ მოძრაობს კუნძული? როგორ ინარჩუნებს ის ფორმას და არ იშლება? როგორ შეიძლება, რომ ტბა არ გაივსო წყალმცენარეებით?-ამ კითხვებზე პასუხის გაცემის მიზნით ამ ადგილისკენ გაეშურა ექსპედიცია. მათ გაარკვიეს,  რომ წყალი გამჭვირვალე და ძალიან ცივია, რაც ძალიან უცნაურია ამ რეგიონისთვის. ფსკერი მკვრივია ირგვლივ არსებული ჭაობებთან შედარებით. ტბის შუაგულში მდებარე კუნძული მოძრაობს, თითქოს ცურავს. კუნძულის დიამეტრი 119 მეტრია. ადგილობრივებმა იციან ამ უცნაური კუნძულის არსებობის შესახებ, მაგრამ ახლოს არ მიდიან. მათი თქმით, იქ ღმერთი ცხოვრობს. კუნძულს "თვალი" (eye) დაარქვეს.

როგორ გაჩნდა უცნაური ტბა, რანაირად ინარჩუნებს ის მრგვალ ფორმას, რა ხდება მის ფსკერზე?-ამ კითხვებზე ჯერჯერობით პასუხი არ არის გაცემული.


სადაც ცივა, იქ ჩნდება ხოლმე ყინულის მრგვალი კუნძულები. არგენტინული კუნძულიც გარეგნულად მათ ჰგავს. მაგრამ ისინი ზამთარში ჩნდება წყალზე და ყინულისაა. მრგვალი ყინულის კუნძულებიც საიდუმლო მოვლენაა, მაგრამ უფრო გავრცელებული. რაც შეეხება კუნძულ თვალს, ის ნამდვილად უიშვიათეს და ამოუცნობ მოვლენად რჩება.


გაიოლა_ორი დაწყევლილი კუნძული



გაიოლა ორი პატარა კუნძულია ერთმანეთთან ლამაზი ქვის ხიდით დაკავშირებული. ეს ორი პაწაწა კუნძული მდებარეობს ნეაპოლის ყურეში (ტირენის ზღვა). ერთ დროს, ეს კუნძულები აქ არსებული კონცხის ნაწილი იყო, სადაც ცხოვრობდნენ მდიდარი რომაელები. სავარაუდოდ მიწისძვრის შედეგად მოსწყდა ის კონტინენტს. 

ჯერ კიდე მე-17 საუკუნეში კუნძულის ძირში არსებობდა ვენერას ტაძარი, სადაც ხშირად დადიოდნენ ადგილობრივები. ამ ტაძრის ნანგრევები ახლაცაა შემორჩენილი, ოღონდ წყლის ქვეშ.

გაიოლამ ცუდი სახელი დაიმკვიდრა მე-19 საუკუნიდან. გადმოცემით, მაშინ აქ დასახლდა მამაკაცი-განდეგილი, რომელსაც ყველა უცნაურ პიროვნებად თვლიდა და ჯადოქარიც კი შეარქვეს. ის პატარა გამოქვაბულში ცხოვრობდა, რომელიც აქ რამდენიმეა. განდეგილი მოწყვეტილი იყო გარე სამყაროს და იკვებებოდა მხოლოდ იმით, რასაც მეთევზეები მიუტანდნენ მას. მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს, განდეგილი გაქრა და ვერავინ გაიგო სად წავიდა ის.


ამის შემდეგ დაიწყო უცნაური მოვლენები, რომელსაც ნეაპოლიტანელები თაობიდან თაობას გადასცემენ. რაც ისედაც ცრუმორწმუნე მოსახლეობას შიშს ჰგვრის. 

მე-19 საუკუნეში კუნძულები შეისყიდა ინგლისელმა პროზაიკოსმა ნორმან დუგლასმა. მან იქ ვილა ააგო, რომელიც დღესაც დგას. დუგლასმა კუნძული კონტინენტთან საბაგირო გზით დააკავშირა. ნორმან დუგლასი დაბინავდა  სახლში და იქვე გარდაიცვალა 84 წლის ასაკში. მწერლის გარდაცვალება არავის დაუკავშირებია კუნძულთან. ეჭვები უფრო მოგვიანებით გაჩნდა, როცა სახლი და კუნძული შეისყიდა ჰანს ბრაუნმა.

მდიდარი ჰანს ბრაუნი გაიოლაზე ახალგაზრდა ცოლთან ერთად დასახლდა. ერთ მშვენიერ დღეს, ის მოკლული, ხალიჩაში გახვეული ნახეს. მისი სიკვდილის შემდეგ მალევე, ბრაუნის ლამაზი მეუღლის გვამი აღმოაჩინეს ზღვაში, კუნძულის ახლოს. გაჩნდა აზრი,  რომ მან დარდის გამო მოიკლა თავი.

კიდევ რამდენიმე მესაკუთრე, ვინც სახლი შეიძინა, ყიდვის შემდეგ მალევე გარდაიცვალა გულის შეტევით. ფარმაცევტი მეწარმე მორის სანდოზი კუნძულის შეძენისა და იქ დასახლების შემდეგ გაგიჟდა და ფსიქიატრიულ საავადმყოფოში თავი მოიკლა.

კუნძული მუდმივად იცვლიდა მეპატრონეებს. მათ აუცილებლად რაღაც უბედურება ემართებოდათ. თუ ახალი მეპატრონე თავად არ კვდებოდა, მაშინ გაურკვეველ ვითარებაში კარგავდა ახლობლებს.

კუნძულის უკანასკნელი მეპატრონე ყიდვის შემდეგ დააკავეს და პატიმრობა მიუსაჯეს. კუნძული უპატრონოდ დარჩა და თითქოს ამის შემდეგ აღარაფერი უნდა მომხდარიყო, მაგრამ 2009 წელს იტალიური გაზეთები კვლავ ალაპარაკდნენ კუნძულის ცუდ სახელზე, მას შემდეგ, რაც  ფრანკო ამბროზიო და მისი მეუღლე ჯოვანა საკო მოკლულები ნახეს საკუთარ ვილაში, რომელიც მდებარეობს კუნძულ გაიოლას მოპირდაპირე მხარეს, მატერიკზე.

ახლა ეს კუნძული ეკუთვნის კამპანიის ადმინისტრაციულ რეგიონს და დაცულ ტერიტორიად ითვლება. სახლში აღარავინ ცხოვრობს და ის ნელ-ნელა იშლება. 







No comments:

Post a Comment