Friday, 7 February 2020

სოლომონ მეფის დღემდე გამოუცნობი იარაღი "შამირი"



ძველად მეფე სოლომონზე ბევრი ლეგენდა დადიოდა. სოლომონის სახელთანაა დაკავშირებული ყველასთვის კარგად ცნობილი ტაძრის აგებაც.

ბიბლიაში ნახსენებია, რომ მოსემ ძვირფას ქვებზე ისრაელიტელთა  თორმეტივე შტოს სახელი ამოკვეთა.რაც ჯადოსნური ქვის შამირის (ან ჭიის) საშუალებით მოახერხა. ამ ქვას განუსაზღვრელი ძალა გააჩნდა. ის ჭრიდა ალმასებს,  ბაზალტს, მარმარილოსა და რკინას. მოსეს სხვა საიდუმლო ნივთიც ჰქონდა კვერთხის სახით, რომელიც მრავალ სასწაულს ახდენდა.


ბიბლიაში ნახსენები ჭია-შამირი მხოლოდ მოსეს სახელთან კი არაა დაკავშირებული, არამედ მეფე სოლომონის სახელსაც უკავშირდება. მეფე სოლომონი გახლდათ რეალური ისტორიული ფიგურა, რომელიც ისრაელში მეფობდა 965-928 წწ-ში ჩვ.წ. აღ-მდე.

სოლომონმა სახელი გაითქვა იერუსალიმის იუდაისტური ტაძრის აგებით. ამ ტაძრის მშენებლობის აღწერა შეტანილია ბევრ ებრაულ წყაროში. მათში ნათქვამია, რომ ღმერთმა აუკრძალა სოლომონს მშენებლობის დროს რკინის ხელსაწყოების გამოყენება. ამიტომ მას მთლიანი ქვებით აგებდნენ. ღმერთმა რკინის ხელსაწყოების გამოყენება იმ მიზნით აკრძალა, რომ იარაღი რომელსაც სისხლისღვრა შეუძლია გამოიწვიოს, არ შეეფერებოდა ტაძრის მშენებლობას.

სოლომონი ტაძრის აგებას მკვრივი მარმარილოთი და ქვით აპირებდა. მაგრამ როგორ უნდა მომხდარიყო მათი დამუშავება ხელსაწყოების გარეშე? გამოსავალი მოინახა. ქურუმებმა თორადან იცოდნენ სხივის საშუალებით ქვის ზუსტი ჭრისა და გრავირების შესახებ.  ოღონდ სად უნდა ენახა ეს "ჭია"სოლომონს,  არ იცოდნენ. ლეგენდის მიხედვით, ქურუმებმა პასუხი ვერ გასცეს სოლომონის ამ კითხვას. ამიტომ მას მოუხდა სულების გამოძახება. მათ კი აუხსნეს, რომ შამირი-ჭია ზომით ქერის მარცვლისოდენა იყო, მაგრამ ისეთ ძალას ფლობდა, რომ  ვერ უძლებდა ყველაზე მკვრივი ქვაც კი. 

ძველებრაული ლექსიკონის განმარტებით "შამირი" ეგვიპტური სიტყვაა. ბიბლიაში ის აღნიშნავს ალმასს. თუმც არქეოლოგიური მასალით ცნობილია, რომ ძველი ეგვიპტელები ქვის საჭრელ ინსტრუმენტად იყენებდნენ კვარცს. მათ ალმასზე წარმოდგენაც კი არ ჰქონდათ.

ძველ აპოკრიფებში დაწვირილებითაა აღწერილი როგორ მოიპოვა სოლომონმა "შამირი". საუბარია იმაზე, რომ იმ დროს ჯადოსნურ "შამირს" ფლობდა მამლისფეხება დემონთა მეფე ასმოდეუსი. სოლომონმა გაარკვია სად იყო მთა, სადაც ასმოდეუსი ცხოვრობდა. მოტყუების გზით მან მოახერხა ასმოდეუსის შეპყრობა და ხელში ჩაიგდო "შამირი".


"შამირის" დახმარებით შეიძლებოდა ქვის დამუშავება ტაძრისთვის. ჭია-შამირი ქერის მარცვლისოდენა იყო და ყველაზე მაგარი საგნებიც ვერაფერს აკლებდა მის ჯადოსნურ თვისებებს. ინახავდნენ მას მატყლში გახვეულს ტყვიის ჭურჭელში, რომელიც ქერის ქატოთი იყო ამოვსებული.

თორას შემსწავლელ ზამირ კოენის აზრით,  "შამირი" რაღაც ინსტრუმენტია, რომელსაც გააჩნია ლაზერის თვისებები. ლაზერს დღევანდელ დღეს ბევრ სფეროში იყენებენ, მათ შორის, ალმასების დამუშავებაში. მისი გამოყენება მხოლოდ რამდენიმე ათეული წლის წინ ისწავლეს და შეძლეს.

"შამირმა" ქვა თავად კი არ გაჭრა, არამედ სხივმა რომელიც მისგან გამოდიოდა. ძველი წყაროების თანამხად, გასაჭრელად საჭირო იყო "შამირის" მხოლოდ დაკავება საჭირო საგნის საპირისპირო მხარეს. მისგან გამოსული სხივი კი  ჭრიდა.

როგორც ირკვევა, "შამირს" ტყვიის ჭურჭელში ინახავდნენ. ტყვიას კი დღეს იყენებენ მავნე რადიაციული გამოსხივებისგან თავდასაცავად. ამასთან, ბოლოდროინდელმა კვლევებმა აჩვენა, რომ ზოგიერთ მცენარეს, მათ შორის ქერსაც, გააჩნია რადიაქტიური გამოსხივების შთანთქმის უნარი. თურმე შალსაც მსგავსი თვისება გააჩნია. გამოდის, რომ "შამირის" შემქმნელმა იცოდა როგორ დაეცვა მისი გამომყენებლები რადიაციული ავადმყოფობისგან.

როგორც ცნობილია, სოლომონის ტაძარი დაანგრიეს ბაბილონელებმა ჩვ.წ.აღ-მდე მე-6 საუკუნეში. მთაზე, სადაც ტაძარი იდგა, შემონახულია უძველესი კედელი, რომელიც გოდების კედლის სახელითაა ცნობილი. მაგრამ ცოტამ თუ იცის, რომ გოდების კედლის ძირში, ღრმად მიწაში, არსებობს გვირაბები, რომლის უმეტესი ნაწილი დახურულია დამთვალიერებლებისთვის. სწორედ აქაა ერთ-ერთი საიდუმლოებით მოცული მსოფლიოს ღირშესანიშნაობა-"დასავლეთის ქვა". ეს გახლავთ უზარმაზარი ბლოკი, რომელიც 517 ტონას იწონის. სიგრძე 13, 6 მ-ია, სიმაღლე 3 მ-ია.


სამეცნიერო წრეებში ჯერაც არ არსებობს პასუხი იმაზე, თუ როგორი ტექნოლოგიებითა და ინსტრუმენტებითაა დამუშავებული და ადგილზე მიტანილი ეს უზარმაზარი მონოლითი.








No comments:

Post a Comment