Thursday, 13 February 2020

ადგილები დედამიწაზე, სადაც გრავიტაცია არ მოქმედებს

უკუმდინარე ჩანჩქერი ინგლისში



ინგლისში ქალაქ ჰეთფილდის ახლოს მოედინება ჩანჩქერი, რომელიც შადრევანს უფრო ჰგავს, ვინაიდან  ცისკენაა მიმართული. "უკუმდინარე" ჩანჩქერის თავისებურება იმაში მდგომარეობს, რომ ძლიერი ქარი იტაცებს და უკუღმა აბრუნებს მას. ჩანჩქერის სიმაღლე 24 მეტრია. საინტერესოა, როგორ აბრუნებს ქარი ასე ადვილად წყლის ასეთ მასას უკან.


პრეიზერის ზონა აშშ-ში



გასული საუკუნის 40-იან წლებში ამერიკელმა ჯორჯ პრეიზერმა სეირნობისას, მოულოდნელად უცნაურად იგრძნო თავი ერთ კონკრეტულ ადგილზე. ის მალევე მიხვდა რაში იყო საქმე და შეისყიდა ეს მიწა ანტიგრავიტაციული ანომალიით. გადმოცემით, ეს ადგილი ინდიელებისთვის ადრევე იყო ცნობილი და იქ რელიგიურ რიტუალებს ასრულებდნენ. პრეიზერმა იქ პატარა ქოხი ააშენა, რომელიც დღესაც დგას და ახარებს ტურისტებს. ერთი შეხედვით, ჩვეულებრივი ქოხია, რომელიც სიძველის გამო დრომ  გვერდზე გადახარა. ამერიკელები დაბეჯითებით იძლევიან რჩევას, სჯობს ამ ადგილს გაეცალოთ იმ მიზეზით, რომ აქ  გაურკვევლი ძალის ველია, რომლის ერთი ნაწილი მიწის ზედაპირს ქვეშაა, ხოლო მეორე-ზემოთ. ქოხი გადახრილია და მასში წონასწორობის შესანარჩუნებლად კუთხით სიარულია საჭირო. ვინც იქ მოხვდა, ყველა გრძნობს ანომალიას საკუთარ თავზე. ქოხში ცოცხი ოთახის შუაგულში დგას, არაფერს ეყრდნობა. მისი ადგილის შეცვლა იგივე ეფექტს იძლევა. იატაკზე  სიარული რთულია და აუცილებელია რაიმეზე ხელის მოკიდება. თუკი ბურთს ზემოთ ააგდებთ ქოხში ან მის ახლო, შეგიძლიათ მას დაემშვიდობოთ, ვინაიდან ბურთი უკან აღარ დაგიბრუნდებათ და გაფრინდება. წყალსაც იგივე ემართება. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თავისებურება-კომპასის ისრის მოქმედება. მიწიდან ერთ მეტრ სიმაღლეზე ის ზუსტად აჩვენებს სინათლის მხარეებს, მაგრამ ღირს ცოტა დაბლა დაწიოთ, ისარი იცვლის მდგომარეობას 180 გრადუსით და იწყებს უმისამართო ტრიალს.
  


ტბა სალანტინო არგენტინაში



სალანტინოს ტბაზე, რომლის სიგრძე 50 მეტრია, აუხსნელი რამ ხდება. აქ მოულოდნელად ჩერდება გრავიტაცია. ამას ადგილი აქვს დროის სხვადასხვა მონაკვეთში. არავითარ კანონზომიერებას ეს მოვლენა არ ემორჩილება. მოულოდნელად აგიყვანს რაღაც ძალა ჰაერში და ნელ-ნელა დაგიშვებს დაბლა. მსურველები, რომ გამოსცადონ მსგავსი "ლევიტაცია", ბევრია. მაგრამ როდის მოხდება ეს არავინ იცის, ვინაიდან მსგავსი ლევიტაციის ლოდინი შეიძლება კვირაობითაც კი მოგიწიოს.







No comments:

Post a Comment