არქეოლოგები ამტკიცებენ, რომ ნახეს რომის ლეგენდარული დამაარსებლის რომულუსის სარკოფაგი. ისტორიკოსები ამას ეჭვქვეშ აყენებენ. კოლიზეუმის დირექტორმა ალფონსინა რუსომ აღმოჩენას ექსტრაორდინარული უწოდა.
სამარხის ადგილის 3 D მოდელი
იტალიელი არქეოლოგობის მიერ აღმოჩინელი მიწისქვეშა ტაძარი სარკოფაგით, მათივე აზრით უნდა ეკუთვნოდეს რომულუსს. აღმოჩენა გაკეთდა კომიციის ზონაში-ძველრომაული ფორუმის ადგილზე.
სამარხის ადგილის 3 D მოდელი
იტალიელი არქეოლოგობის მიერ აღმოჩინელი მიწისქვეშა ტაძარი სარკოფაგით, მათივე აზრით უნდა ეკუთვნოდეს რომულუსს. აღმოჩენა გაკეთდა კომიციის ზონაში-ძველრომაული ფორუმის ადგილზე.
აღსანიშნავია, რომ მიწისქვეშა კამერა მდებარეობს "შავი ქვისგან"-Lapis Niger ზუსტად რამდენიმე მეტრში. "შავი ქვა" გახლავთ ძველი კვადრატული შავი მარმარილოს ფილა, რომელიც ძველი რომის დროიდან მოყოლებული ამოუხსნელ გამოცანად რჩება. მკველვარებს მიაჩნიათ, რომ ის დაიდგა რომულუსის სამარხის ადგილზე.
სარკოფაგი აღმოჩნდა ცარიელი. ეს არაა გასაკვირი, ვინაიდან ერთი ვერსიით, რომულუსის მზარდი ავტოკრატიის გამო შეშინებულმა სენატორებმა დაგლიჯეს მისი სხეული. მეორე ვერსიით, ის ცოცხალი ამაღლდა ზეცად და იქცა რომაელ ღვთაება კვირინუსად.
სარკოფაგი დამზადებულია მთის ტუფისგან, რომელიც გამოყენებულია ასევე რომის კაპიტოლიუმის მშენებლობის დროს. წინასწარი შეფასებით სამარხი განეკუნება მე-6 ს. ჩვ.წ.აღ-მდე. თუმც სარკოფაგში, რომულუსისადმი კუთვნილების არანაირი დამამტკიცებელი ფაქტი არ აღმოჩენილა. კლასიკური ვერსიით, რომულუსი დაიბადა და გარდაიცვალა ჩვ.წ. აღ-მდე მე-8 ს-ში.
გამოითქვა მოსაზრება, რომ სენსაციურ აღმოჩენას შეიძლება საერთო ჰქონდეს არა თავად რომულუსთან, არამედ მის კულტთან. სარკოფაგში არაა მისი ნეშთი, ვინაიდან სარკოფაგი იქ დაიდგა რომულუსის გარდაცვალებიდან ოთხი საუკუნის შემდეგ მისი სახელის პატივსაცემად და უკვდავსაყოფად.
ამ აღმოჩენაში მეცნიერებს დახმარება გაუწია არქეოლოგ ჯაკომო ბონის (მე-19 ს.) დოკუმენტების შესწავლამ. ერთ-ერთ თავის ანგარიშში ის წერდა, რომ ნახა უძველესი ქვის სარკოფაგი და კონკრეტული ადგილიც მიუთითა. თანამედროვე სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ეს იყო ნამდვილად სამარხი. იმ დროში კი ამ საკითხს ასე სერიოზულად არ უყურებდნენ.
ფიქრობენ, გამოუცნობი სარკოფაგი რომის კიდევ ერთ მნიშვნელოვან ღირშესანიშნაობად იქცევა.
მეცნიერებს ეჭვი შეაქვთ ძმებ რომულუსისა დ რემის რეალურ არსებობაში. უმეტესობა მათ მითოლოგიურ პერსონაჟებად მიიჩნევს. ამასთან, შეუძლებლად მიაჩნიათ რომის ერთბაშად დაარსება მე-8. ს-ში ჩვ.წ. აღ-მდე.
ლეგენდის მიხედვით. რომულუსი და რემი დაიბადნენ უკანონო ურთიერთობის შედეგად. მეფემ ბრძანა დედის დასჯა, ხოლო ახალშობილი ძმების ტიბროსში ჩაყრა. კალათაში მყოფი ძმები ძუ მგელმა ნახა და ისინი გამოზარდა. წამოზრდილმა ბიჭებმა გადაწყვიტეს დასახლების დაფუძნება ტიბროსზე და ასე ჩაეყარა საძირკველი რომს. მეორე ვერსიით, ძმები დავობდნენ ქალაქის ადგილის შერჩევისას, რომულუსმა მოკლა რემი და თავად დააფუძნა ქალაქი.
ქალაქის დაარსების პირველ წლებში რომი ქალების ნაკლებობას განიცდიდა. რომულუსმა გადაწყვიტა ღვთაება კონსის სახელზე ზეიმის მოწყობა. ზეიმზე საბინები მოვიდნენ, რომულუსმა თავის ხალხს ნიშანი მისცა, ისინი სტუმრად მოსულ ქალებს დაერივნენ და გაიტაცეს. რომულუსმა გერსილია მოიტაცა და მალევე მასზე იქორწინა. მოგვიანებით გაჩნდა ვარაუდი, რომ ქორწილი საცოლის მოტაცების რიტუალით, სწორედ იმ დღიდან იქცა რომაელთა წესად.
ძველ რომში დიდ პატივს სცემდნენ რომულუსს. ლუპერკალის გამოქვაბული, სადაც მან და მისმა ძმამ თავი შეაფარა ბავშვობაში, დიდი მნიშვნელობის მატარებელი იყო ქალაქისთვის და მას წმინდა ადგილად მიიჩნევდნენ.
No comments:
Post a Comment