ეგვიპტის ისტორიის მკვლევართა და ზოგადად დაინტერესუბულთა შორის დიდი ხანია მიმდინარეობს მსჯელობა თუ კამათი საკითხზე, რომელიც პირამიდების მშენებელთა მიერ გამოყენებულ მასალას ეხება: არის ეს ხელოვნურად შექმნილი თუ ბუნებრივი ქვის ბლოკები.
სურათზე ჰათჰორის ტაძრის კიბეებია აღბეჭდილი. მათ ეტყობა სიარულისგან ბუნებრივი ცვეთა.
რისი თქმაც რთულია ამ საფეხურებზე. საფეხურები დამდნარის შთაბეჭდილებას უფრო ტოვებს ვიდრე გაცვეთილისას.
ფაქტია, რომ რაღაც შემადგენლობის ხსნარი ფენებადაა ჩამომდნარი საფეხურებზე. იქნებ მჟავა იყო დასხმული? მაგრამ გრანიტი მდგრადია მჟავის მიმართ. იქნებ, საფეხურები ჩამოასხეს და მასზე გრანიტს მიმსგავსებული გასაფორმებელი ხელოვნური ხსნარი დაასხეს. შესაძლოა სწორედ ეს ხსნარი ჩამოდნა და ჩამორეცხა ჯერ ისევ გაუქვავებელი საფეხურები. კითხვები ბევრია, რომელზეც პასუხი ჯერ არ გაცემულა.
შედარებისთვის კვლავ გაცვეთილი საფეხურების სურათი.
No comments:
Post a Comment