დიდი ხნის წინ მჭიდროდ დასახლებულმა ავსტრალიამ მოულოდნელად დაიწყო თავისი საიდუმლოებების გამოაშკარავება.
1837 წელს, ინგლისელი მოგზაური, გეოგრაფი ჯორჯ გრეი გაემგზავრა ექსპედიციით ავსტრალიის დასავლეთ და სამხრეთ ნაწილის სანაპიროზე, რომელიც მანამდე შეუსწავლელი გახლდათ. ხანგრძლივი მოგზაურობისას, ის ჯგუფთან ერთად მდინარე გლენელგზე აღმოჩნდა, მაგრამ მდინარის შესართავთან ხომალდი ქვებს გამოედო და დაზიანდა. ექსპედიციის წევრებმა ძლივს მოასწრეს ნაპირზე გადასვლა. ქალაქ პერტუსთან მისასვლელად, რომელიც 500 მილის მოშორებით მდებარეობდა, მოუწიათ უღრანი ტყეების გავლა.
ერთხელ, შესვენებისას გრეიმ გადაწყვიტა მდინარის ნაპირთან არსებული გამოქვაბულის დათვალიერება. შიგნით შესულმა გაოცება ვერ დამალა. გამოქვაბულის გაჭვარტლულ თაღზე მოჩანდა ადამიანის მიერ შესრულებული ნახატები. მაგრამ ისინი არაფრით ჰგავდა ავსტრალიელი აბორიგენების მიერ შესრულებულ ნახატებს. მსგავსება უფრო მეტად ეგვიპტურთან იყო ახლოს.
დაღლილმა მგზავრებმა როგორც იქნა მიაღწიეს დასახლებულ პუნქტს, მაგრამ მათ მიერ მიწოდებულ ინფორმაციას დიდი ენთუზიაზმით არავინ შეხვედრია.
დაღლილმა მგზავრებმა როგორც იქნა მიაღწიეს დასახლებულ პუნქტს, მაგრამ მათ მიერ მიწოდებულ ინფორმაციას დიდი ენთუზიაზმით არავინ შეხვედრია.
გრეის აღმოჩენა გაახსენდათ მე-20 საუკუნეში მას მერე, რაც 1931 წელს აღმოჩნდა კლდეზე შესრულებული ასეთივე გამოსახულებები. ეს გამოსახულებები აღმოაჩინა არქეოლოგმა მაიკლ ტერიმ ავსტრალიის ცენტრალურ ნაწილში. ისინიც არაფრით ჰგავდა აბორიგენთა ჩვეულებრივ ნახატებს. ფიგურები ამოკვეთილი იყო ათი მეტრის სიმაღლეზე. რაც თავისთავად სვამდა კითხვას: რანაირად იყო შესრულებული?
ერთი წლის შემდეგ, 1932 წელს, მაკაის მახლობლად აღმოაჩინეს რამდენიდმე ჭა, რომელიც გაჭრილი იყო მყარი ქვის მასივში. ჭების სიღრმე ათ მეტრამდე აღწევდა. არქეოლოგთა დასკვნით ისინი რამდენიმე ასეული წლის წინ იყო გაკეთებული. რასაც ადგილობრივები ნამდვილად ვერ მოახერხებდნენ.
1961 წელს ქალაქ ალის-სპრინგის მახლობლად აღმოჩნდა ახალი საიდუმალებით მოცული გამოსახულებები. მათ შესწავლას შეუდგა ადელაიდის ისტორიული მუზეუმის მკვლევართა ჯგუფი. ავსტრალიის მუზეუმის ანთროპოლოგიურმა კურატორმა რობერტ ედვარდემ განაცხადა, რომ გამოსახულებები არ მიეკუთვნებოდა ადგილობრივ კულტურათა არცერთ ცნობილ ფორმას.
ამ დასკვნამ დაადასტურა მეცნიერთა ჰიპოთეზა: ავსტრალიაში იმყოფებოდნენ უცნობი ტომები, რომლებსაც არაფერი ჰქონდა საერთო აბორიგენებთან.
ედვარდემ თავისი ჰიპოთეზის დასამტკიცებლად მოიხმო შემდეგი ფაქტები: ზოგიერთ ავსტრალიელ ტომს ჰქონდა მიცვალებულის მუმიფიცირების უცნაური ჩვეულება. ეს ჩვეულება შეცვალეს ქრისტიანმა მისიონერებმა მე-19 საუკუნის ბოლოს. მუმიები კი დარჩა მთელი და ხელუხლებელი. მათი შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ მიცვალებულების მუმიფიცირება ხდებოდა ძველეგვიპტური მეთოდთ.
1964 წელს, ეგვიპტის ერთ-ერთ ძველ ქალაქში აღმოჩნდა ქალის სამარხი, რომელიც დაკრძალული იყო დაახლოებით 1000 წელს ჩვ.წ.აღ-მდე. ნეშთის გამოკვლევის შედეგად გაირკვა, რომ ბალზამირებისთვის გამოყენებული იყო ევკალიპტის ზეთი. რაც თავისთავად მეტად უცნაური ფაქტი იყო, ვინაიდან ერთადერთი ადგილი, საიდანაც შეიძლებოდა ეს ზეთი შემოეტანათ იყო ავსტრალია და ახალი გვინეა.
მე-20 საუკუნის დასაწყისში, ავსტრალიელმა ფერმერმა ენდი ჰენდერსონმა თავის ნაკვეთზე ახალი ღობის გავლება წამოიწყო. ბარი რკინის ნატეხს წამოედო, რომელიც ძველი მონეტა აღმოჩნდა. ფერმერმა მონეტა შინ წაიღო და თაროზე შემოდო, სადაც ეს მონეტა ნახევარი საუკუნე ინახებოდა.
1965 წელს, ფერმერის შვილიშვილებთან სტუმრად იმყოფებოდა ისტორიკოსი, რომელიც დაინტერესდა უცნაური მონეტით და კარგა ხანს სწავლობდა მას. მან გაარკვია, რომ მონეტის ერთ მხარეს გამოსახული იყო ამონის რქიანი ზევსი, ხოლო მეორე მხარეს- ელვაზე ამხედრებული არწივი.
ეს ნიშნები ეგვიპტის პტოლემეუსთა დინასტიის ემბლემები გახლდათ. ენდი ჰენდერსონის მიერ მოპოვებული მონეტა განეკუთვნებოდა პტოლემეუს IV ეპოქას-221-204 წწ. ჩვ.წ. აღ-ით. ამ მონეტებით იღებდნენ ეგვიპტელი ჯარისკაცები სახელფასო ანაზღაურებას.
ცოტა ხნის წინ, კიდევ ერთხელ დადსტურდა, რომ ეგვიპტელები სტუმრობდნენ ავსტრალიას. ქალაქ დარვინის გზაზე ბიჭებმა იპოვეს ეგვიპტური სკარაბეოსის პატარა სკულპტურა. არქეოლოგებმა ის დაათარიღეს I ათასწლეულით ჩვე.წ.აღ-მდე.
როგორც ჩანს, სწორედ ეგვიპტელები ყოფილან ავსტრალიის პირველაღმომჩენნი.
No comments:
Post a Comment