საფრანგეთში, გოტფრუა დე ბულონელმა სიონის ორდენის სამხედრო-სამონაზვნო ჩრდილოვანი ადმინისტრაცია შექმნა, რომელიც ოფიციალურად იერუსალიმში "ტამპლიერთა ორდენის" სახელწოდებით დაფუძნდა და ცალკე არსებობას შეუდგა. გოტფრუა დე ბულონელი გახლდათ ქვემო ლოტარინგიის ჰერცოგი. ტამპლიერთა ორდენის პირველი მაგისტრი გახდა ჰუგო დე პეინსი, რომელიც იმავდროულად სიონის პრიორატის გროსმაისტერიც გახლდათ. ტამპლიერთა ორდენი თავისი ღრმა არსით წარმოადგენდა გრაალის ძიების ახალ გზას. ამგვარად, გრაალის თასი და ტამპლიერთა ორდენი განუყრელად არიან ერთად. ორდენის ოცნება იყო ხალხთა ისეთი ერთობის შექმნა, სადაც აღარ იქნებოდა განსხვავება და დაპირისპირება რელიგიურ ნიადაგზე. დასაწყისში ორივე ორდენის მიზანი საერთო იყო-გრაალის მისტერიებში ხელდასმის მიღება და აღმოსავლურ სიბრძნესთან ზიარება. იერუსალიმის აღების შემდეგ, მათი გზები გაიყო. ტამპლიერებმა თავიანთი არსებობა წმინდა ბარძიმს დაუკავშირეს, ხოლო "სიონის ორდენი" პოლიტიკას დაუკავშირდა.
"სიონის ორდენი" შექმნის დღიდან ითვლის 27 მაგისტრს. როგოც ირკვევა, მათი მთავარი მიზანი მეროვინგების დინასტიის დაბრუნებაა."სიონის ორდენის" დიდ მაგისტრებს შორის იყვნენ: ლეონარდო დავინჩი, ვიქტორ ჰიუგო, კლოდ დებიუსი, ჟან კოკტო. ამ უკანასკნელს ახლო ურთიერთობა ჰქონია შარლ დეგოლთან და მას უჭერდა მხარს.
გადმოცემით, დავით აღმაშენებელს ტამპლიერთა ორდენის რაინდად თვლიდნენ. დაუდასტურებელი მონაცემებით, თვით ტამპლიერთა მოძრაობას საქართველოსთან უნდა ჰქონდეს კავშირი. ძველ წყაროებში კოლხებს ფასიანელებსაც უწოდებდნენ. ამ ფუძიდან ბევრი ტოპონიმია საქართველოში. სოფ. ფუტიეთი, სოფ. ფურტი და სხვა. ხევსურეთში იყო ხატის მსახურების აღმნიშვნელი ტერმინი-ფულტი. ძველ ბერძნულ წყაროებში კოლხი მთიელები იხსენებიან, როგორც ფუ(ს)ტელები. ისინი ანდრია პირველწოდებულს მოუქცევია ქრისტიანობაზე.ძველ აღთქმაში ხშირია ფუტიელების ანუ კოლხთა ხსენება. ფუ(ს)ტელები საქართველოს ისტორიულ წარსულში იმავე ფუნქციას ასრულებდნენ, რასაც ძველი აღთქმის ლევიანები. ისინი იცავდნენ საკულტო ტაძრებს წარმართობის დროს, ხოლო ქრისტიანობის გავრცელების შემდეგ, ეკლესია-მონასტრებს. სავარაუდოდ, ფუ(ს)ტელთა სამხედრო-სარწმუნოებრივი ორდენი უძველესი დროიდან უნდა არსებულიყო. ტამპლიერთა ორდენის მთავარი მიზანიც ეკლესია-მონასტრების და მომლოცველთა დაცვა იყო. ფრანგული სიტყვა ტამპლიერი (ტაძრელი) იგივე სვანური ფუსტელი (მეუფლე) იდენტურ ფუნქციონალურ დატვირთვას ატარებდა.
არსებობს გადმოცემა, რომ ტაძრელებმა დავით აღმაშენებელს გრაალის თასი ჩამოუტანეს. ევროპულ ქრონიკებში დავითი მეფე-ხუცეს იოანედ იხსენიება. დავითმა გელათის ტაძარი გრაალს მიუძღვნა. შუა საუკუნეების ლეგენდები მოგვითხრობენ, რომ ადამიანთა გარკვეულმა ჯგუფმა მიაღწია ზღაპრულ ქვეყანას, რომელსაც მართავდა მეფე-ხუცეს იოანე და თითქოს ის თავის ციხესიმაგრეში ინახავდა მისტიკური ქრისტიანობის სიმბოლოს-გრაალს. გრაალი მოხსენიებულია შავთელის ოდებშიც. გელათის ფრესკების ძირითადი მოტივები გრაალის თასთან არის დაკავშირებული.- "გვსურდა ყურადღების გამახვილება "პარციფალის'' თქმულების გაგრძელებაზე, რომლის მიხედვით, იმ დროს, როცა გრაალი ევროპისთვის გაუჩინარდა, იგი გადატანილ იქნა იოანე-ხუცესთან, რომლის სამეფო მდებარეობდა იმ ქვეყნების მიღმა, სადაც ჯვაროსნებმა შეაღწიეს''- რ.შტაინერი
ევსევი კესარიელის პაპირუსში პრესვიტერ იოანე ღვთის მხილველის მოწაფეა, თუმც არ შედიოდა თორმეტში(პაპირუსი ევსევი კესარიელი საუფლო ისტ. III 39) პარუა განიხილავს მითს იოანეზე როგორც რეალობას, უფრო სწორად როგორც ინიციაციურ რეალობას, რომლის წვდომა მხოლოდ ხელდასმულთ ძალუძთ. წიგნში პარუა აღწერს მარკო პოლოს მოგზაურობას პრესვიტერ იონეს სამეფოში. მარკო მაშინ აღწევს ამ სამეფოს, როცა გაივლის ინიციაციის გზას. პარუა ამ გზას ანიჭებს სიმბოლურ განზომილებასაც, რომელსაც უწოდებს მსოფლიოს საკრალურ ცენტრს, რომლის წვდომა მხოლოდ უშიშარს, მამაცს შეუძლია.
"პარციფალში'' მოხსენიებულია ტაბრონიტი(ეს სიტყვა ტაურუსიდან მოდის, რაც ხარს ნიშნავს). ცნობილია, რომ ხარი პროტოქართველეთა კულტი იყო. კავკასიის მთიანეთი, ტაბრონიტი არის საქართველოს სინონიმი, სადაც მეფობს მეფე-ხუცეს იოანე. მის ქვეყანაზე ეშენბახი ამბობს, რომ ეს არის სათავე ყოველივესი-მისტერიალური სიბრძნისა და მისტერიალური კულტურისა.
გოტფრუასთან ახლო ურთიერთობა აკავშირებდა კალაბრიელ ბერებს ურმუსის თაოსნობით. მატილდა ტოსკანელმა, გოტფრუას დეიდამ, მათ ორვალში მამულები აჩუქა. ბერებმა სააბატო ააგეს და 1108 წელს გაუჩინარდნენ. ევროპელი ისტორიკოსებში არსებობს მოსაზრება იმის შესახებ, რომ ორვალელ ბერებს შორის იყო ერთი ადამიანი, რომელიც შემდგომ პეტრე განდეგილის სახელით იყო ცნობილი. იგი იყო გოტფრუას მასწავლებელი და სულიერი მოძღვარი. ამის შესახებ ცნობებს იძლევა გიომ ტირელი. იერუსალიმის აღების შემდეგ, შეიკრიბა საიდუმლო კონკლავი, რომელსაც უკვე ცნობილი "ვინმე კალაბრიელი ეპისკოპოსი'' ხელმძღვანელობდა. სწორედ ამ კალაბრიელი ეპისკოპოსის გავლენით ავიდა გოტფრუა სამეფო ტახტზე. გოტფრუამ სამეფო ტიტულზე და კურთხევაზე უარი განაცხადა და ბარონის ტიტულის მიღებას დათანხმა.
გოტფრუა ბულონელის ბრძანებით სიონის მთაზე ტაძარი ააგეს-,,ნოტრ დამ დე სან''. იმავე წელს, "პრერ დე სან ''დაფუძნდა. როგორც აღვნიშნეთ, პირველ ჯვაროსნულ ლაშქრობამდე საფრანგეთში შეიქმნა ე.წ. სამხედრო-სამონაზვნო ჩრდილოვანი ადმინისტრაცია, რომელიც ოფიციალურად და იურიდიულად იერუსალიმში 1118-19 წლებში ტამპლიერთა ორდენის სახელით გაფორმდა. ორდენის დევიზი იყო: TEMPLUM OMNIMUM HOMINUM PACIS-მშვიდობის ტაძარი ყველასთვის, რაც თავისთავად ნიშნავდა რელიგიური დაპირისპირების მოსპობას. ტამპლიერები იზიარებდნენ მოსაზრებას, რომ ეკლესიის იდეა უფრო მაღალი და საყოველთაოა, ვიდრე იდეა ტაძრისა. ტაძარს აქვს დასაწყისი და ეკლესიას-არა, ვინაიდან ის სულიწმინდის სავანეა.
გოტფრუა ბულონელი მეროვინგების დინასტიის წარმომადგენელი გახლდათ. მეროვინგების დინასტიის წარმოშობა ბევრ საიდუმლოს ინახავს. თქმულების თანახმად, მეროვინგები ოკულტური მეცნიერებებისა და ეზოთერიზმის მიმდევრები იყვნენ. მათ მეფე-ჯადოქრებსაც უწოდებდნენ. გადმოცემით, სხეულზე ჰქონდათ ნიშანი, რომელიც ამტკიცებდა მათ წმინდა წარმოშობას-ჯვრის ფორმის წითელი ლაქა გულზე ან ნეკნებშუა. ამ მხრივ, საინტერესოა პარალელი ბაგრატიონების დინასტიურ თქმულებასთან, რაც შემონახულია კასტელის ჩანაწერებში. თქმულების მიხედვით, ბაგრატიონებს მარჯვენა ბეჭზე ჯვრის ნიშანი აქვთ. ალექსანდრე მეფეზე კასტელი წერს: "დაბადებისთანავე მას ზურგის ორივე მხარეს ჯვარი ჰქონია გამოსახული''. მეროვინგები თავს თვლიდნენ ნოეს შთამომავლებად. ამავე დროს, პრეტენზიას აცხადებდნენ ტროელი პრიამოსის ან ენეასის შთამომავლობაზეც. არსებობს ასევე აზრი, რომ მეროვინგები იყვნენ ბიბლიური ბენიამინის შტოდან გამოსულები (?). ძველ აღთქმაში იერუსალიმი განაწილების დროს შეხვდა ბენიამინს, ამიტომ გოტფრუა ბულონელი იერუსალიმის სამეფო ტახტის კანონიერ მემკვიდრედ ითვლებოდა, ვინაიდან დიდი ბებიის მხრიდან პლანტარი იყო. პლანტარები კი მეროვინგები იყვნენ.
რ. შტაინერს მიაჩნდა, რომ ტამპლიერთა ორდენში მოქმედი ხელდასხმის იმპულსი ორიენტირებული იყო მომავლზე. იგი ტამპლიერებს "წმინდა გრაალის წარმოგზავნილებს'' უწოდებდა. ისინი წმინდა გრაალის მსახურებისთვის ემზადებოდნენ. უნდა მიეღოთ ხელდასმა წმ.გრაალის საშუალებით, რაც გულისხმობს ახალი დროების, მეხუთე პოსტატლანტიკური ეპოქის, ანუ ჩვენი დროების მომზადებას. ქრისტიანული ხელდასმა ტამპლიერებთან ეფუძნებოდა ქრისტესადმი თავგანწირვას, რაც სრულდებოდა შვიდსაფეხურიანი მედიტაციის საშუალებით, როგორც აღწერილია "იოანეს სახარებაში'': ფერხთა ბანით დაწყებული, ამაღლებით დასრულებული. ვ.შტეინს დასახელებული აქვს ხელდასმის სამი გრადუსი. პირველი-"პეტრეს გრადუსი'', რაც გულისხმობს ჯვრისგან განდგომას (ეს გახდა ორდენის წინააღმდეგ ბრალდების ერთ-ერთი საფუძველი), მეორე-,,იაკობის გრადუსი, რაც დაკავშირებული იყო ესპანეთის მფარველ იაკობ მოციქულთან. იაკობი დიდ როლს თამაშობდა ესპანელი მავრების წინააღმდეგ ქრისტიანთა ბრძოლაში. არსებობს მისი გამოცხადების აღწერა, სადაც იაკობი თეთრ ცხენზე ამხედრებული რაინდივით იქნევს შუბს. იგი წინ უსწრებს ქრისტიანულ ჯარს. არაბულ წყაროებშიც არის ასეთი მოვლენები აღწერილი. ეს გადმოცემა ძალზედ წააგავს წმ. გიორგის გამოჩენას დიდგორის ველზე. მესამე გრადუსი-"იოანეს გრადუსი'', რაც დაკავშირებულია მსოფლიო ეკონომიკასთან, რომელიც უნდა იდგეს ნამდვილი ქრისტიანული ნიშნის ქვეშ. ამ სამ გრადუსშია სამი დიდი საფეხური ადამიანური შემეცნებისა. პეტრეს საფლავის მოლოცვა იყო რწმენის აქტი, ამავე დროს, საჭირო იყო განდგომის საფეხურის გავლაც. იაკობი აღვივებდა იმედს. იოანეს გრადუსი იმის გამოხატულებაა, რომ უნდა მოხდეს ჭეშმარიტი სიყვარულის რეალიზება.
ტაძარში ტარდებოდა ორი ლიტურგია, პირველს ყველა ესწრებოდა, მეორეს-დიდ ლიტურგიას ესწრებოდნენ ის ტამპლიერები, რომლებიც ოკულტური სწავლების გზით მიდიოდნენ. მეექვსე კულტურული ეპოქის დაწყებისას მზე იდგება მერწყულის ნიშნის ქვეშ. ესაა იოანეს ნიშანი, რომელიც წყლით ნათლავდა, რათა მოემზადებინა ხალხი ქრისტეს ცეცხლისმიერი ნათლობისთვის. ტამპლიერებს ასწავლიდნენ, რომ მოვიდოდა იოანე- მერწყული, რომელიც განაახლებდა ტაძარს და ქრისტე კვლავ მიმართავდა კაცობრიობას.
ტაძრელთა ორდენის წესი ითვალისწინებდა მეომართა უკან დახევას საომარი ველიდან მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მტერი სამჯერ სჭარბობდა მათ. ვინც ტაძრელზე ხელს ასწევდა, უდიდეს სასჯელს იმზადებდა. ორდენის წევრები ოთხ რიგად იყოფოდნენ: რაინდები, კაპელანები, იარაღის მზიდველნი და მოსამსახურეები. ყველაზე საუკეთესო დროს, ორდენში 20 ათასი წევრი ოყო გაერთიანებული. ტამპლიერებს განიხილავდნენ მხოლოდ როგორც რაინდებს ხმლებითა და შუბებით ხელში. მაგრამ მე-13 საუკუნის ბოლოსთვის ტაძრელ რაინდთა ორდენში შედიან ვიღაც ტ ა ძ რ ე ლ ი ძ მ ე ბ ი ც. იმ დროის დოკუმენტებში ფიგურირებს შემდეგი გამოთქმა "ტაძრელი რაინდები და ძმები'', რაც გამორიცხავდა რაინდების იდენტობას ძმებთან. ვინ იყვნენ "ტაძრელი ძმები''? შემორჩენილი ტექსტებიდან ირკვევა, რომ ისინი უნდა ყოფილიყვნენ ორდენის თავისებური ინტელექტუალური ელიტა, მეცნიერები რომლებიც იდევნებოდნენ და ტაძრელებმა ისინი თავიანთი მფარველობის ქვეშ აიყვანეს. მოგვიანებით, ტამპლიერთა წინააღმდეგ დაწყებული პროცესი მათ არ შეხებია, ვინაიდან ძალაუფლება ორდენში ეკუთვნოდა რაინდებს. სწორედ მათ მიიღეს პაპისგან დარტყმა. ამიტომ, სავარაუდოდ, ტამპლიერთა მთლიანი დაშლა ვერ მოხერხდა. სწავლულები მცირერიცხოვან კორპორაციებში გაერთიანდნენ და ღრმა იატაქვეშეთში გადავიდნენ. ასეთ მდგომარეობას გაუძლეს მათ რამდენიმე ასწლეულს. რიგი მეცნიერული აღმოჩენებისა ხშირ შემთხვევაში, ამ ძმების დამსახურებაც უნდა იყოს. იმ დროს, ევროპაში სრული სიბნელე, ფანატიზმი იყო გამეფებული და ინკვიზიციის კოცონები გიზგიზებდა.
ამ თვალსაზრისს ამტკიცებს ვენის მუზეუმში არსებული ორი მედალიონი. ერთზე გამოსახულია დანტე, მეორეზე კი-პეტრა პიზიდან (მხატვარი). ორივეს მეორე მხარეს აწერია F.S.K.I.P.F.T-, რომელიც ერთ-ერთი მკვლევარის აზრით იკითხება ასე:FRATER SACRAE KADOSCH, IMPERIALIS PRINCIPATUS, FRATER TEMPLARIUS-(ე.ი.ტაძრელები). კავშირი. რომლის ერთ-ერთი ხელმძღვანელი იყო დანტე. ეს უნდა ყოფილიყო მე-3 ორდენი და ის ტამპლიერებიდან მომდინარეობდა, რასაც ადასტურებს სახელწოდება "FRATER TEMPLARIUS "(ტაძრელი ძმები). მათი უმაღლესი ჩინოსნები ატარებდნენ "კადოშის'' ტიტულს(კადოშ-ძველებრაული სიტყვაა და ნიშნავს წმინდანს, ზიარებულს). გამოდის, დანტეც ტამპლიერი ყოფილა. ამიტომაა, რომ ზეციური მოგზაურობის დასასრულს გიდის სახით მას თან ახლავს წმ. ბერნარი, რომელმაც დაარსა და მფარველობდა ტამპლიერთა ორდენს.
ზემოთ ნახსენებ პეტრე განდეგილს ურსუსსადაც ახსენებენ, რაც ლათინურად დათვს ნიშნავს. ტამპლიერები ასევე "მრგვალი მაგიდის'' რაინდებად თვლიდნენ თავს. "მრგვალი მაგიდა" უშუალოდ უკავშირდება მეფე ართურს. ართური კელტურად დათვს ნიშნავს. ეზოთერიკაში დათვი არის მამაკაცური სიძლიერისა და სიმამაცის სიმბოლო. დათვის ტოტემი ისევე როგორც მგლისა და ლომისა ერთი ტოტემის "მგლის'' ნაირსახეობაა (მიქელაძის "ქართული ტოტემები") და მეტად გავრცელებული ტოტემია საქართველოში. ქართულ ტოპონიმიკაში უამრავია წინსართი "ართ-არტ''( იგივეა რაც ურსუს-დათვი), ასევე მეფე ართური. ასტროლოგიაში დიდი დათვის თანავარსკვლავედს განსაკუთრებული დატვირთვა აქვს, მათ შორის, ზოგად ქართულ-კოლხურ მისტერიებში.
გრიგორი VII გალტენბურგერის ცნობით, პეტრე განდეგილი გარდაიცვალა შორეულ იბერიაში. უფლის ანგელოზმა ის საიქიოდან დააბრუნა, რომ რწმენის გადასარჩენად და განსამტკიცებლად იტალიას მიევლინა. ასეთი ცნობა იმის დასტური უნდა იყოს, რომ პეტრე მართლაც გამოჩნდა კალაბრიაში და ეს შემთხვევით არ მომხდარა. უამრავი წყარო და ჰენრიხ ჰაგენმაიერიც მიუთითებს, რომ ეს პეტრე მართლმადიდებელია (აღმოსავლური ქრიასტიანობა) და განდეგილთან ერთად თიკუნში იბერტუსიც აქვს.
No comments:
Post a Comment