Sunday, 23 February 2020

ანტარქტიდაზე აღმოჩენილი მიწისქვეშა სამყაროს ჩასასვლელი



დედამიწის ცენტრთან ახლოს მდებარე იდუმალ მიწისქვეშა სამყაროზე გადმოცემებს პრაქტიკულად ყველა ხალხის ლეგენდაში აღმოაჩენთ. შესაძლოა იმ სამყაროს ჩასასვლელი  არქტიკაში ან თუნდაც ანტარქტიდაშია.

ტიბეტელი მისტიკოსები დარწმუნებული არიან, რომ არსებობს მიწისქვეშა ლეგენდარული შამბალა და აგართი-"საკრალური ტრადიციის მისტიკური ცენტრი". არსებობს გადმოცემები მიწისქვეშა ჩასასვლელებზე, რომელიც აკავშირებს აგართის გარე სამყაროსთან. "ღრუ დედამიწის" თეორიის მომხრეთა შორის დადიოდა ხმები, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ადოლფ ჰიტლერი და ზოგიერთი მისი თანამოაზრე ანტარქტიდაში არსებული ხვრელით გაიქცა "ღრუ დედამიწის" მიწისქვეშა სამყაროში.

არსებობს ასევე თეორია, რომ  ანტარქტიდის კარიბჭიდან მიემართება დაქსაქსული გვირაბების მთელი სისტემა, რომელიც გადის მატერიკზე. ამბობენ, რომ ასეთი გვირაბები არსებობს ალთაიში, ურალში, ტიან-შანში, ტიბეტში, საჰარასა და სამხრეთ ამერიკაში.

რამდენიმე წლის წინ ჯოზეფ სკიპერმა, აშშ-ს ცნობილმა ვირტუალურმა  არქეოლოგმა, ანტარქტიდაზე აღმოაჩინა "მიწისქვეშა სამყაროში ჩასასვლელი". ხვრელი მდებარეობს მთებში და კარგად ჩანს თანამგზავრიდან გადაღებულ სურათებზე. ის უფრო კრატერს წააგავს. მისი სიგრძე დაახლოებით ერთი კმ-ია, სიღრმე კი 400 მ. ეს არ გახლავთ ვულკანი, ვინაიდან ის არსადაა აღნიშნული. მას გარს აკრავს ყინული და თოვლი, ამიტომ ნაკლებად შესამჩნევია ზღვის მხრიდან. ღრმული არ არის დაფარული თოვლითა და ყინულით. შიდა მხარის ზედაპირი საკმაოდ ციცაბოა. 


ბოლო დროს, ხმა გავრცელდა  თითქოს ანტარქტიდის ყინულქვეშ აღმოჩნდა უცნაური მიკროტალღოვანი გამოსხივება. გაირკვა, რომ გამოსხივება მოდიოდა კონტინეტის ყინულქვეშ 100 ფუტის სიღრმიდან . გამოსაკვლევად ადგილზე გაიგზავნა ექსპედიცია. კვლევის შედეგად გაირკვა რომ იქ არამარტო მიკროტალღური, არამედ რადიოაქტიური მოქმედებაც შეიმჩნეოდა. გამოიყოფოდა დიდი რაპოდენობით სითბო ყინულქვეშიდან, რაც იწვევდა მის დნობას.

ექსპედიციის მიერ გაკეთებული ამ ანგარიშის შემდეგ, რამდენიმე დღეში აშშ-დან გაიგზავნა ჯგუფი მძიმე საბურღი ტექნიკით. როგორც კი ჯგუფი და ტექნიკა ადგილზე აღმოჩნდა, ოთხ საათში ყველანი უკან დაბრუნდნენ. ჯგუფის 18 წევრიდან საჭირო გახდა 7-ის მკურნალობა რადიაციული მოწამვლისგან. დაბრუნებულნი მეტისმეტად შეშინებული და დაბნეული იყვნენ, იქცეოდნენ არალოგიკურად და ქაოტურად.

ამჟამად ობიექტი დახურულია და მას იცავენ ამერიკელი სამხედროები. დადის ხმები, რომ აშშ-დან უნდა ჩავიდეს ახალი ჯგუფი რათა გაგრძელდეს კვლევები.






No comments:

Post a Comment