Saturday, 8 February 2020

რობოტები ალექსანდრიის შუქურაზე


ალექსანდრიის ანუ ფაროსის შუქურა მსოფლიოს შვიდი საოცრებათგან ერთ-ერთი მათგანი გახლავთ. მისი მშენებლობა ალქსანდრე მაკედონელის დროს დაიწყო და დასრულდა პტოლემეუს I-ის მეფობის ხანაში. შუქურას სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდა. მისი უნიკალურობა კი ნაგებობის არასტანდარტულობაში გამოიხატებოდა.

როგორც ცნობილია, მაკედონელმა ნილოსის დელტის სამხრეთით დაარსა თავისი სახელობის ქალაქი. სტრატეგიულად მნიშვნელოვანი საზღვაო სავაჭრო გზების შესაქმნელად კი საჭირო იყო პორტი და ნავსადგური. იმ ადგილებში გემები ხშირად განიცდინენ კატასტროფას. აუცილებელი იყო შუქურის აგება. შუქურა შეასრულებდა მნიშვნელოვან ფუნქციას-გაანათებდა ირგვლივ გარემოს, გემებს მისცემდა სწორ მიმართულებას პორტისკენ და მტრის თავდასხმის შემთხვევაში, გაფრთხილებას შესძლებდა.

ასეთი ფუნქციის განსახორციელებლად საჭირო იყო მაღალი შენობა. შუქურის ავტორი გახლდათ სოსტრატე კნიდოსელი. მისი თქმით, შუქურის სიმაღლე 120 მეტრი იყო. ზოგიერთი წყაროს მიხედვით კი - 135 მ., დაახლოებით სამსართულიანი სახლის სიმაღლე. ჩვ.წ. აღ-მდე მე-4 საუკუნეში შუქურა  გიგანტურ ნაგებობად ითვლებოდა. მისი მშენებლობა 12 წელს გრძელდებოდა.

შუქურა მდებარეობდა კუნძულ ფაროსზე, ამიტომ მას მეორენაირად  ფაროსის შუქურასაც უწოდებენ. ალექსანდრე მაკედონელის დროს საჭირო რესურსები ვერ გამოინახა მშენებლობის სწრაფი დასრულებისთვის. მაკედონელის გარდაცვალების შემდეგ, ტახტზე ასულმა პტოლემეოს I-მა შეძლო რესურსების გამონახვა და მშენებლობის დასრულება. კედლები მარმარილოთი იყო ამოყვანილი, დუღაბს შერეული ჰქონდა ტყვია. გამართხილებელი სინათლე სამოც კილომეტრზე ჩანდა. შენობა სამ იარუსიანი იყო.


 მეზღვაურები შუქურის დამახასიათებელ თავისებურებებს მხატვრულად აღწერდნენ. მათი თქმით, შუქურის კონტურზე განლაგებული იყო ოქროთი მოვარაყებული ქალის ოთხი ქანდაკება, იგივე რობოტი. დღისით, მზეზე ქანდაკებები ბრწყინავდა, ხოლო ღამით აშუქებდა და შორიდან კარგად ჩანდა. ქანდაკებები გარკვეული დროის ინტერვალით ბრუნდებოდა და ჩამოჰკრავდა საათს. ღამით, ნაპირთან მიახლოების გამო, ხომალდის გაფრთხილების მიზნით, გამოსცემდა საყვირის ხმას. ფუნქციები განაწილებული იყო:  ერთი მათგანი მიუთითებდა მზისკენ. ხოლო ღამით ქანდაკების ხელი დაბლა ეშვებოდა. მეორე ქანდაკება საათში ერთხელ ჩამოჰკრავდა დროს. მესამე მიუთითებდა ქარის მიმართულებას. მესამე ქანდაკების ფუნქცია დამაჯერებელ ვერსიად განიხილება, ვინაიდან შუქურის მეორე იარუსი  მიმართული იყო ქარისკენ. შესაბამისად, ერთ-ერთ ქანდაკებას მართლა შეეძლო მიმართულების ჩვენება ფლუგერის პრინციპით.

არსებობს კიდევ ერთი ვერსიაც, შუქურაზე მოქმედებდა ამინდის პირობების ამსახველი მექანიზმი. ერთი ქანდაკება მზის ენერგიის დაგროვების პრინციპით და ანალოგიური მექანიზმით მოქმედებდა, მეორე-გუგულიანი საათის პრინციპით.

დაბლა მდებარე პირველი იარუსი კვადრატის ფორმისა იყო, სიმაღლე 60 მ. დაბლა სართულის კუთხეებს ამშვენებდა ტრიტონის გამოსახულების ქანდაკებები. მესამე იარუსსს ცილინდრის ფორმა ჰქონდა და შუქურის მთავარი ნაგებობა გახლდათ. გრანიტის რვა კოლონაზე აღმართული იყო ზღვის ღმერთი პოსეიდონის ქანდაკება. 7-8 მეტრის ქანდაკება ბრინჯაოში იყო ჩამოსხმული ან მოოქროვილი გახლდათ. ქანდაკების ქვეშ იყო მოედანი სასიგნალო ცეცხლისთვის. ცეცხლის ნათების გასაძლიერებლად გამოყენებული იყო შეზნექილი სარკეები  (შესაძლოა ბრინჯაოსი).

ცეცხლის დასანთებად საწვავი იყო საჭირო. საკამათოდ იქცა საწვავის მიწოდების საკითხი. ერთი ვერსიით, საწვავი შუქურას მიეწოდებოდა დაბლა მდებარე მაღაროს შიგნით არსებული ამწე მექანიზმის საშუალებით. მეორე ვერსიით, საწვავი აჰქონდათ ჯორებით სპირალური პანდუსის დახმარებით.

შუქურას უსაფრთხოების დაცვის ფუნქციაც გააჩნდა. განათებას შეეძლო მტრის თავდასხმის შესახებ გამაფრთხილებელი ნიშნის მიცემა. ამ მიზნით დაბლა სართულზე განთავსებული იყო სათვალთვალო პუნქტი.

დროთა განმავლობაში შუქურა ნელ-ნელა დაიშალა. მიწისძვრამ მას ბოლო მოუღო. ის იდგა მე-14 საუკუნემდე. შემორჩა საძირკველი, რომელზეც დაშენდა ციხესიმაგრე. ის დღესაც დგას და მასში განთავსებულია ალექსანდრიის მუზეუმი.


ჩინეთში, ქალაქ ჩანგშაში ააგეს ალექსანდრიის შუქურის ანალოგი.







No comments:

Post a Comment