Friday, 21 February 2020

ქრონოვიზორი, რომელიც ვატიკანს წარსულისა და მომავლის დანახვის საშუალებას აძლევს

 


უკანსკნელ ხანს ამ ხელსაწყოს განხილვა მიმდინარეობს მრავალრიცხოვან პუბლიკაციებში. "Chronovisor"- ყოვლად დაუჯერებელი ხელსაწყო, ვატიკანის მრავალთაგან  კიდევ ერთ  სავარაუდო საიდუმლოებას წარმოადგენს. გადმოცემით, ხელსაწყო მომხმარებელს საშუალებას აძლევს იხილოს მომავალი და  წარსულის მოვლენები.

კონსპიროლოგები ირწმუნებიან, რომ საიდუმლო მოწყობილობა არის უდიდესი და საგულდაგულოდ დაცული საიდუმლო. ისინი ამბობენ, რომ ამ ხელსაწყოს დახმარებით ვატიკანი ინარჩუნებს ძალაუფლებასა და გავლენას ათეული წლების განმავლობაში.

მას შემდეგ, რაც ჰერბერტ უელსმა დაწერა რომანი "დროის მანქანა", ბევრს გაუჩნდა დროში მოგზაურობის იდეა და სურვილი. ამ საკითხით ფიზიკოს-თეორეტიკოსებიც კი დაინტერესდნენ სერიოზულად. იქნებ მართალიცაა?

იტალიურმა გაზეთმა 1972 წლის 2 მაისის  პუბლიკაციით გააოცა მკითხველები სათაურით: " წარსული მოვლენების  გადამღები, გამაოგნებული,მანქანა". სტატია იტყობინებოდა, რომ ათეულობით მეცნიერმა შექმნა არტეფაქტი, რომელიც იძლეოდა წარსულის სურათის გადაღების საშუალებას. ისინი თითქოს თვალსაც კი ადევდნებდნენ მნიშვნელოვან ისტორიულ მოვლენებს, რომელიც უშუალოდ იესო ქრისტესთან იყო დაკავშირებული.


როგორც ვარაუდობენ, ეს წარმოუდგენელი, უფრო მეტად კი  ანტიმეცნიერული მანქანა შეიქმნა 1950 წელს მეცნიერთა ჯგუფის მიერ პადრე პელეგრინო მარია ერნეტის (იტალიელი ფიზიკოსი, რომელიც მოგვიანებით მღვდელი გახდა) მეთაურობით. აღნიშნავენ, რომ ამ ჯგუფმა მნიშვნელოვანი დახმარება მიიღო ნობელის პრემიის ლაურეატ ენრიკო ფერმისგან, ასევე რაკეტის "მამის" გერმანელი მეცნიერი ვერნერ ფონ ბრაუნისგან.

გადმოცემით, ქრონოვიზორი პატარა ხელსაწყოა, რომელიც აღჭურვილია N რაოდენობის ანტენით. მექანიზმი აწყობილია მხოლოდ ძვირფასი შენადნობებისგან, შეიცავს კათოდის მილებს, ციფერბლატს და ბერკეტებს.

პადრე ერნეტის ჩანაწერებიდან შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ამ ხელსაწყოს მომხმარებელს შეუძლია მიიღოს და ფოტო გადაუღოს კონკრეტულ ადგილებს სხვადასხვა დროში და თვალყური ადევნოს ისტორიის ყურადსაღებ, მნიშვნელოვან მოვლენებს. პადრე ერნეტის თქმით, სხვა ისტორიულ მოვლენებთან ერთად, მან ნახა ქრისტეს ჯვარცმა და გადაიღო ის.


ერნეტისგან ცნობილია, რომ იდეალური პირობებში, ხელსაწყო მომხმარებელს აძლევს საშუალებას დაინახოს რა მოხდება ახლო მომავალში. მიუხედავად იმისა, რომ პადრე ერნეტიმ ბევრი რამ თქვა, ის მაინც უფრო მეტს მალავდა, რასაც ვალდებულებების დაცვით ხსნიდა. ამიტომ მას არ შეეძლო უფრო მეტი დეტალის გამჟღავნება უნიკალურ მექანიზმ ქრონოვიზორზე.

ამავე დროს, ერნეტი განმარტავს, რომ ქრონოვიზორი მუშაობს პრინციპით "ელექტრონული გამოსხივების ნარჩენის დამუშავება, რომელიც მრავალი პროცესების შემდეგ არის შემონახული". არასარწმუნო ცნობების თანახმად, მამაო ერნეტიმ გამოიყენა "ფოტოგრაფიული დროის მანქანა" მნიშვნელოვანი ისტორიული მოვლენების სანახავად, სადაც ყველაზე ღირშესანიშნავი და მნიშვნელოვანი მოვლენა გახლავთ იესო ქრისტეს ჯვარცმა.

ასევე, ერნეტიმ ნახა ისეთი მნიშვნელოვანი მოვლენა როგორიცაა: სოდომისა და გომორის ნგრევა, ქალაქ რომის დაარსება. აპარატის დამსახურებით ერნეტიმ შეისწავლა ენიო კვინტოს შრომები ორიგინალში. მან თავისი თვალით ნახა ნაპოლეონის, ციცერონის, ბიბლიური დროის მოვლენები.

ერთ-ერთი პირველი ვინც ქრონოვიზორის საიდუმლოს ეზიარა იყო ფრანგი მღვდელი ფრანსუა შარლ ანტუან ბრიუნი. ის შეხვდა მამაო ერნეტის 1960 წელს. ბრიუნი ძალიან დაინტერესდა, როცა მამაო ერნეტიმ მას აუხსნა მანქანა, რომელსაც ბიბლიასთან დაკავშირებულ ყველა კითხვაზე შეეძლო პასუხის გაცემა. ერნეტიმ აღუწერა მანქანა, რომელიც ტელევიზორივით მუშაობს, ოღონდ ინფორმაციას ადგილობრივი სადგურების ნაცვლად იღებს წარსულიდან და მაყურებელს აძლევს საშუალებას ნახოს მოვლენები, რომელიც ასეულობით წლის წინ მოხდა.

სავარუდოდ მანქანა იჭერს ადამიანის მიერ "შექმნილ" გამოსახულებებსა და ხმას, რომელიც კოსმოსში "ცურავს". ის ახერხებს საინფორმაციო ველში არსებული ინფორმაციის დაჭერას.

ამბობენ, ამ დამაინტრიგებელი ხელსაწყოთი ძალიან დაინტერესდნენ ვატიკანის ექსპერტები. საბოლოოდ ეს ხელსაწყო ვატიკანში აღმოჩნდა. ზოგიერთი თვლის, რომ ქრონოვიზორი დღესაც ვატიკანის რომელიღაც სარდაფშია დამალული.

ერთ-ერთი ვერსიით, მამაო ერნეტიმ  თავისი ნებით გადაწყვიტა ხელსაწყოს დემონტაჟი. მეცნიერები ამ გადაწყვეტილებას იმით ხსნიან, რომ წარსული და მომავალი მოვლენების გაგება ცუდ ხელში შეიძლება აღმოჩნდეს "საშინელი დიქტატურის ინსტრუმენტი მსოფლიოში".

საინტერესოა, რომ გარდაცვალებამდე (1994 წ) პადრე ერნეტიმ დატოვა წერილი, სადაც ირწმუნება ხელსაწყოს რეალობაში, უარყოფს მისტიფიკაციას, როგოც ბევრი თვლიდა. მან ასევე აღნიშნა, რომ პაპ პიუს XII-მ გამომგონებლებს აუკრძალა ამ ხელსაწყოზე დაწვრილებით ღიად საუბარი. პაპმა  "ეშმაკის მაქანა"  უკიდურესად სახიფათოდ მიიჩნია, ვინაიდან მას შეუძლია შეზღუდოს ადამიანის თავისუფლება.

1988 წელს ვატიკანმა მოულოდნელად გამოსცა ბრძანება, რომელიც აფრთხილებდა ყველას ვინც მსგავს ხელსაწყოს გამოიყენებდა, განკვეთდნენ ეკლესიიდან. საინტერესოა, თუკი ქრონოვიზორი მხოლოდ ფანტაზიის ნაყოფია, მაშინ რა საჭირო იყო ასეთი ბრძანების გამოცემა. 







No comments:

Post a Comment